You are on page 1of 4

დასაზეპირებელი მასალა:

1.
1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა "შუშანიკის წამების" 1500
წლისთავი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 აღინიშნა "შუშანიკის წამების"
1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.

2. ლიტერატურულ კრიტიკაში წერენ: იაკობ ხუცესი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი


ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება,
პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული
დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოვლენების შეუფარავად
ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და
მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამატული
ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული
გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები
თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს
პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს

3. იოანე საბანისძისთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის


ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული
წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-
სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. ჩვენამდე
მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერის სახით. პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882),
მეორედ — კ. კეკელიძემ (1935), რომელმაც თხზულება
თარგმნა რუსულად (1956). გერმანულად თარგმნა შულცემ (1905), ლათინურად — პეეტე
რსმა (1934).
4. ლიტერატურულ კრიტიკაში დიდ შეფასებას აძლევენ თზზულებას : აბოს მარტვილობის
აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება.
ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას
ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე
მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო.

5. ,,შუშანიკის წამების „ მკვლევრები : გრივერ ფარულავა, მანანა გიგინეიშვილი ,


მიხეილ ჯავახიშვილი, ოთარ ჭილაძე, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე
და სხვები

6. რევაზ სირაძემ „წმინდა აბოს წამება“ სავსებით მართებულად შეადარა ტაძარს:


პირველი თავი საძირკველია, მეორე და მესამე კედლები, მეოთხე - გუმბათი. ეკლესია
ხომ სულიერი გაგებით მოქმედებას გულისხმობს. ასე რომ, თხზულების კითხვისას
მკითხველი განიცდის კათარზისს, მაღლდება და იაზრებს ქრისტიანობის
მნიშვნელობასა და არსს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის
ბრძოლაში .
7. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII - IX საუკუნეებში გაჩაღებულ
სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას,
გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. თხზულებაში გადმოცემულია
ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა. მწერალი ქრისტიანული
იდეოლოგიის მტკიცე დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და
კაცთმოყვარეობის იდეებს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა.
გიორგი მერჩულის აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული
როდია. საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე
სრულდება: "ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა
ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების".

8. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. მისთვის


დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა,
ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და
უშუალობა. ჩვენამდე მოღწეულია XI საუკუნით დათარიღებული ერთადერთი
ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს). 1902 წელს ხელნაწერი
აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ
(Тексты и разискания по армяно-грузинской философии. VII. СПБ. 1911).
ლათინურად თარგმნა პ. პეტერსენმა (1923). 1956 წელს დ. ლანგმა გამოაქვეყნა
მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს
გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. მიქელ მოდრეკილის
კრებულში მოთავსებულია მეხუთე ხმის აღდგომის კანონი, რომელსაც აწერია:
''უცხონი მერჩულიულნი''. მერჩულიულნი, ალბათ, გიორგის ავტორობას
აღნიშნავს, თუმცა შესაძლებელია ამ ტერმინით ''მერჩულისებური'' ფორმა
იგულისხმებოდეს.

9. გია მურღულიას აზრით, ,,წმინდა ილია მართალი არსად იხსენიებს წმინდა


გრიგოლ ხანძთელს და ეს გასაგებიცაა.ნაწარმოები შემონახულია მხოლოდ მე -11
საუკუნის ხელნაწერ კრებულში, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო
წიგნსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდში ინახება, მისი გადანაწერი პირები კი
საქართველოში არ არსებობს. ამ ძეგლს 1845 წელს გაეცნო ნიკოლოზ
ჩუბინიშვილი, მაგრამ მხოლოდ 1889 წელს გამოაქვეყნა მის შესახებ
ინფორმცია.თვითონ თხზულება კი 1911 წელს გამოსცა ნიკო მარმა, ასე, რომ
ილია არ იცნობდა თხზულებას, თუმცა სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული
თავისი დიდი წინაპრის სულთან.წმინდა გრიგოლი არის ის იდეალური ტიპი
ქართველი მოღვაწისა ,რომელსაც ღვთისაგან მოვლენილ ხილვებში
ჭვრეტდა და ესაუბრებოდა მე-19 საუკუნის ,,უდაბნოს ვარსკვლავი“
და ,,ქალაქმყოფელი უდაბნოსი“.
10. ქვეყნის მთლიანობის იდეა,რომელიც ენისა და სარწმუნოების ერთიანობას
ეფუძნებოდა ,იმდენად აქტუალური გამოდგა, რომ ცხოველმყოფელობა
შეინარჩუნა მაშინაც კი, როცა ძნელბედობის ჟამი დადგა და თავი იჩინა
დაქსაქსულობამ . საქართველოს მიწაზე წარმოქმნილ სამეფო-სამთავროებს
შორის სულიერი კავშირი არ გაწყვეტილა ,ისინი ერთი ქვეყნის ნაწილებად
მიიჩნეოდნენ და გამუდმებით იყო იყო მცდელობა ამ ერთიანობის აღდგენისა .
საგულისხმოა ისიც, რომ მერვე-მეცხრე საუკუნეებში ხანძთის მონასტერში
შემუშავებული კონცეფცია დაედო საფუძვლად მეცხრამეტე საუკუნის
საქართველოში დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის
მოწოდებას: ,,მამული,ენა ,სარწმუნოება“.
11.
ვასილ მაღლაფერიძის, გია მურღულიასა და გიორგი ალიბეგაშვლის
აზრით, ,,როდესაც შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს“
კითხულობ,თავზარდამცემი სიცხადით ხდება ნათელი ,სად გადის ადამიანის
შესაძლებლობის ზღვარი:ჩვენს ქვეყანას,საბედნიეროდ, მრავლად ჰყოლია ისეთი
შემოქმედნი, ნებისმიერი ეპოქისა და ხალხის ხელოვნებას რომ
დაამშვენებდნენ,მაგრამ ქართველ კაცს არ უძნელდება უკვდავთა შორის
უპირველესის დასახელება -რუსთაველის გენია შეუდარებელია.“

12. სიუჯეტის გაუცხოება -ლიტერატურათმცოდნე გია მურღულია წერს:


ლიტერატურის ისტორიიდან არაერთი მაგალითია ცნობილი ,როდესაც ესა თუ ის
ავტორი , გარკვეული პოლიტიკური თუ სხვა რაიმე მოსაზრებით, ნაწარმოებში
გაშლილ მოქმედებას უცხო ქვეყანაში გადაიტანს, რათა არ წარმოჩინდეს
გამჭვირვალე ანალოგიები მისი საკუთარი ქვეყის პოლიტიკური და
საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტთან.
ჩანს,რუსთაველსაც ,გარკვეული მოსაზრებით,სწორედ ამ ხერხისთვის მიუმართავს ,
ასე ფიქრის საშუალებას იძლევა ისიც,რომ სიტყვა ,,სპარსული“ და
სიტყვა,,ნათარგმანები „თავიანთი ჩვეულებრივი მნიშვნელობით შეიძლება არ
გამოიყენებოდეს. ,,სპარსული“ უნდა ნიშნავდეს უცხო ამბავს ( გავიხსენოთ
რუსთაველი ეპილოგში წერს:,,ესე ამბავი უცხონი ,უცხოთა ხელმწიფეთანი “)-
არაქართულსა და არაქრისტიანულს: მაშასადამე , პოემაში აღწერილი ამბავი
ჩვენთვის უცხოა, როგორც ეროვნულად , ისე სარწმუნოებრივად . მართლაც,
ნაწარმოებში მოქმედება ხდება არაბეთში, ინდოეთში, მულღაზანზარში , ხატაეთში ,
გულანშაროში, ქაჯეთის ციხეში და შემოქმედი პირებიც მუსულმანური რელიგიის
მიმდევრები არიან. მაგრამ საქმე ისაა, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“,,ქართულად
ნათარგმანები ა“.ნათარგმანები ძველ ქართულად ნიშნავს განმარტებას ,
გააზრებას. ასე რომ, პოემაში გადმოცემული ამბავი სპარსულია, უცხოა, მაგრამ
ქართულად მოაზრებულია, მასში ქართული სულია ჩაბერილი, ქრისტიანული
მსოფლხედვა და ზნეობაა ჩადებული.
13, სხვა მოსაზრებით ,ეს სტროფი პოემის გაუცხოების მიზნით არის შექმნილი, შუა
საუკუნეებში და ზოგადად, ლიტერატურის ისტორიაში ხშირად გვხვდება მსგავსი
ტენდენცია, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რუსთაველმა გაუცხოების ფორმას
შესაძლოა პოემის მტერთა ხელყოფისაგან დასაცავად მიმართა.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში არაერთი მაგალითი ვიცით,როცა ცნობილ


მწერლებს გამოუყენებიათ გაუცხოების ხერხი, გავიხსენოთ თუნდაც დიდი
ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა „,რომელიც
ავტორმა იტალიურ ქრონიკაზე დაყრდნობით დაწერა. მთავარია, არა ამბის
ხორცი , არამედ სული, მისი თავისთავად ,,მყოფობა“,მისი დინამიურობაში
გადასვლა,მისი წარმოჩენა და გახსნა,ახლა ბევრმა ჩვენგანმა
იცის ,,ვეფხისტყაოსნისა“ თუ ,,ღვთაებრივი კომედიის“,,,შაჰ-ნამესა“ და ,,დონ-
კიხოტის“ ამბები,მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავისათვის ძნელი იქნება ასეთივე
დიდებული ნაწარმოებების შექმნა -
შემოქმედების საიდუმლოება ნიჭიერებაშია და არა მხოლოდ ამბის მოძიებაში .

სპარსულში ,,ვეფხისტყაოსნის“ მსგავსი სიუჯეტის ნაწარმოები, ამბავი თუ ლეგენდა


არ მოიძებნება. ჯერ კიდევ ნიკო მარი ეძებდა ორიგინალს სპარსულში ,მაგრამ ვერ
აღმოაჩინა .საერთოდაც ძნელია ისეთი რამის აღმოჩენა ,რაც არ არსებულა და არც
არსებობს.

You might also like