You are on page 1of 17

შესავალი

ქართული ხელნაწერი წიგნის პირველი ფრაგმენტები V-VI საუკუნი-


დან შემოგვრჩა, თუმცა ეს ცალკეული ეტრატისგან შესრულებული ფურც-
ლებია. ამის შემდეგ, გარკვეულწილად, ხელნაწერი წიგნის ისტორია ჩვენში
ქრისტიანობის შემოღებას უკავშირდება. ამ პერიოდიდან დაიწყო მასიუ-
რად სასულიერო ხასიათის ლიტერატურული ძეგლების შემოსვლა და ყო-
ველივე ამან განაპირობა და მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ეს წიგნები
ქართულ ენაზეც ყოფილიყო ნათარგმნი და იმდროინდელი ქართველი
მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. სავარაუდოდ, მანამდე,
რა თქმა უნდა, არსებობდა ხელნაწერები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვე-
ნამდე არ მოუღწევია. ძირითადი მასალა, რითაც ჩვენამდე მოღწეული
ხელნაწერი ნიმუშებია შესრულებული, ეტრატია.ხელნაწერის შესრულება-
ში და საერთოდ მის განვითარებაში ასევე დიდ როლს თამაშობდა შემკვე-
თი. თუ მისი მოთხოვნა იყო, რომ ხელნაწერში მეტი მხატვრული გაფორმე-
ბა ყოფილიყო, ბუნებრივია, ხელნაწერებში უხვად ჩნდება მხატვრული გა-
ფორმება. რადგანაც მოთხოვნა, ძირითადად, სასულიერო ხასიათის ლიტე-
რატურაზე იყო, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების უმეტესობა სასულიე-
რო ხასიათისაა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სახარება — ოთხთა-
ვების გაფორმება. ადრეული პერიოდის სახარებები (X-XI სს.) მხატვრული
ელემენტების ძალიან მცირე რაოდენობას შეიცავს, XII საუკუნის ხელნაწე-
რებში — „გელათის ოთხთავი“, „ჯრუჭის ოთხთავი“ — სრულიად ზედმი-
წევნითა და ზუსტად არის წარმოდგენილი სახარებისეული ისტორიის
თხრობა და ზოგიერთში 250-მდე მინიატურაა ჩართული. ქართულ ტრა-
დიციაში პირველი მინიატურა IX საუკუნიდან ჩნდება და ესეც სახარების
გაფორმებაა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მინიატურები ხელნაწერებში ად-
რეც იყო გამოყენებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია.
პირველი დასურათებული წიგნი ჩვენში ადიშის სახარებაა, შემდეგ ჯრუ-
ჭის სახარება, ჯრუჭის I სახარება და ა.შ. ქართული მწიგნობრობა და
წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად,
ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების
შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი
(ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების
გაცნობისკენაც. გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო
ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და
გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი
შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის
განვითარებას. დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11
ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს,
ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი
საცავი და სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი
ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნისკვლევისა და დაცვა-
აღრიცხვის საქმეს.

სასულიერო ხელნაწერი

სახარება-ოთხთავები. ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი დარგის, ბიბლიოლოგიის, თხზულებების ორივე
ნაწილის - ახალი და ძველი აღთქმის წიგნების - თარგმნა ქართველებს
დაუწყიათ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში. ყველაზე ადრე უნდა ეთარგმნათ
ახალი აღთქმის წიგნების პირველი ნაწილი, სახარება, ანუ ოთხთავი,
რომელიც შედგება ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკასა და
იოანეს - თხზულებებისაგან.

ჯრუჭის I ოთხთავი, 936-940 წწ.ოთხთავები რომ ქართული


მწერლობის ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლია, მოწმობენ
ადრეული პალიმფსესტები, რომლებიც შეიცავენ სახარების ტექსტებს.
სახარება, ანუ ევანგელე იხსენიება ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ადრეულ
ქართულ ორიგინალურ თხზულებაში "შუშანიკის წამება".

ძველი ქართული მწერლობის პირველი პერიოდიდან შემონახულა


სახარებათა არაერთი ნუსხა. ესენია: ადიშის (897 წ.), ჯრუჭი I (936 წ.), ქსნის
(X ს.), პარხლის (973 წ.), ტბეთის (995 წ.). სახარებები.

ჩვენს წინაპრებს ქარული მწერლობის ხანგრძლივი ისტორიის


განმავლობაში არაერთგზის დაუმუშავებით ოთხთავის ტექსტი. ამის
საფუძველზე მოუღწევია ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციას. ესენია:
ხანმეტი, საბაწმინდური, გიორგი მთაწმიდელისეული ვერსიები. გიორგი
მთაწმიდელის შემდეგ სახარების ტექსტის გადმოღება სცადეს ეფრემ
მცირემ და იოანე პეტრიწმა, მაგრამ ამ თარგმანებმა ვერ გაუწიეს
მეტოქეობა გიორგი მთაწმიდელისეულ სახარებას, რადგან ისინი ამა თუ იმ
ვიწრო მეცნიერული - ფილოსოფიურ-თეოლოგიური - მიზნით იყო
შესრულებული. ეს შრომები საყოველთაო მოსახმარებლად არც
გავრცელებულა და ჩვენამდეც თითო-ოროლა ცალმა მოაღწია.

ქართული მწერლობის II პერიოდში, როდესაც ქართულმა ეკლესიამ


პირი იბრუნა კონსტანტინეპოლისაკენ, ათონის ქართველთა მონასტერში
ითარგმნა ახალი რედაქციები, რომელთაგან ყველაზე დღეგრძელი
გამოდგა გიორგი მთაწმიდელის რედაქცია. მას დღემდე არ დაუკარგავს
მნიშვნელობა.

ქართულ ხელნაწერ ტდრადიციაში ყველაზე დიდი რაოდენობით


სწორედ სახარება-ოთხთავის ხელნაწერები გვხვდება. X ს-დან იქმნება
მათი მდიდრულად ორნამენტირებული, ე.წ. საზეიმო წიგნები. ამგვარი
ერთეულების შექმნას კი აფინანსებდნენ სამეფო კარისა და დიდი
ფეოდალური სახლების წარმომადგენლები.

სამოციქულოს ნუსხები პირველი პერიოდიდან თითქმის არ


გვხვდება, ნაკლებადაა შემონახული. ექვთიმე ათონელს არც ამ მხრივ
უღალატია ტრადიციისათვის და უთარგმნია სამოციქულო X საუკუნის
უკანასკნელ მეოთხედში. საგანგებო შრომა გაწია გიორგი მთაწმიდელმაც.

საერო ხელნაწერები

ქართული წერილობითი კულტურის ადრეული საერო ძეგლები


დამოუკიდებელი და ძლიერი ფეოდალური მონარქიის, ბრწყინვალე
სამეფო კარის არსებობის პირობებში იქმნებოდა. ეს იყო კულტურული
გარემოსადმი გახსნილი საზოგადოება, რომელიც შემოქმედებითად
ითვისებდა როგორც ელინურ-ბიზანტიურ, ისე ისლამური აღმოსავლეთის
გავლენებს.
კლასიკური ხანის ქართული მწერლობა ძლევამოსილი ქვეყნის
იდოლოგიითაა აღბეჭდილი. ეს არის მაღალი ეროვნული თვითშეგნებითა
და სიამაყით შექმნილი პოეტური თუ პროზითი თხზულებები, რომელთა
ავტორები განადიდებენ სწორუპოვარ მონარქებს და ასაბუთებენ მათს
ღმრთისაგან რჩეულობას. XII-XIII სს.-ებში შექმნილი პირველი ქართული
საერო თხზულებები, სახოტბო პოეზიის მაღალმხატვრული ნიმუშები
,,თამარიანი” და ,,აბდულმესია”, ამ იდეებითაა შთაგონებული. ისინი
აღორძინების ხანის ანთოლოგიის ტიპის ხელნაწერი კრებულებითაა
შემონახული. მათში გაერთიანებულია სხვადასხვა პერიოდის პოეტური
ნიმუშები.

ქართული საგმირო-სარაინდო თხზულებები საუკუნეთა მანძილზე


ასაზრდოებდა ქართველ მკითხველს. იქმნებოდა სრულიად უნიკალური
ხელნაწერები, რომლებიც ოჯახის რელიქვიად, ,,სამზითვო წიგნებად”
ითვლებოდა. მათ გადაწერასა და შემკობას განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობდნენ ქართველი მეფეები და დიდი ფეოდალები. იქმნებოდა
მდიდრული და გამორჩეული ნუსხები, რომელთა გარეგნული იერ-სახე
ემყარებოდა როგორც ქართულ, ეროვნულ, ისე მუსლიმურ-აღმოსავლურ
კულტურულ ტრადიციებს. ეს უპირველესად ,,ვეფხისტყაოსნის”
ხელნაწერებია, რომელთაგან ზოგიერთი ქართული ხელნაწერი წიგნის
შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ხელნაწერი 1680 წელსაა გადაწერილი. იგი გიორგი XI-ის


დაკვეთითაა შესრულებული. გადაწერილია მდივან ბეგთაბეგს მიერ.
ნუსხა გამოირჩევა თავისი შემკულობით – ტექსტი თითოეულ გვერდზე
ჩასმულია ჩარჩოში, ხოლო კიდეები ორნამენტითაა მოხატული.

,ვეფხისტყაოსანის” ცნობილი ,,წერეთლისეული” ნუსხა წარმოადგენს


ვახტანგ VI-ის გამოცემისა და XVII ს.-ის ხელნაწერის პირს. იგი ორი
ოსტატის მიერაა დასურათებული; ერთი რიგის მინიატურები მთლიანად
ირანული გავლენითაა შექმნილი ,,ისფაჰანური სამინიატურო მხატვრობის
სფეროშია მოქცეული, მეორეში კი ჩანს ეროვნული ტენდენცია.
ქართული ეროვნული შემოქმედების ნიმუშადაა
მიჩნეული ,,ვეფხისტყაოსნის” თავაქარაშვილისეული ნუსხის
მოხატულობა. ხელნაწერი გადაწერილია და მოხატული სამეგრელოში,
ლევან II დადიანის კარზე მისი მდივნის, მამუკა თავაქარაშვილის მიერ
1646 წ-ს. ხელნაწერს ერთვის თავად მამუკას ავტოპორტრეტიც. ქართული
საერო მწერლობის ერთ-ერთი ადრეული და მრავალმხრივ საყურადღებო
ძეგლი, სარაინდო რომანი ,,ამირანდარეჯანიანი” წარმოადგენს ცალკეულ
მოთხრობათა კრებულს, რომლებიც ძლევამოსილი გმირის ამირან
დარეჯანის ძის თავგადასავლითაა გაერთიანებული. ტრადიციის
თანახმად (ფსევდორუსთველური სტროფი), ძეგლის ავტორია მოსე
ხონელი. თხზულება ,,აღორძინების” ხანის ხელნაწერებითაა შემონახული.
ზოგიერთი მათგანის მოხატულობაში ხაზგასმულია ამ პერიოდის
საქართველოში ერთგვარ კულტად ქცეული ფიზიკური ძალა და
საფალავნო ატრიბუტები.

ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი ქართული


ხელნაწერი მემკვიდრეობა ასახავს საერო საზოგადოების მოთხოვნებსა და
გემოვნებას, პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტირებს. ქართული
ხელნაწერი ფონდები მდიდარია კლასიკური სპარსული პოეზიის,
სპარსული ეპოსის ბრწყინვალე ნიმუშების ქართული თარგმანებითა თუ
ვერსიებით. ეს ძეგლები უაღრესად პოპულარული იყო ქართულ
საზოგადოებაში, რასაც განაპირობებდა, ერთი მხრივ, ამ თარგმანთა
მაღალი მხატვრული დონე და, მეორე მხრივ, საერთო, გმირული და
რომანტიკული იდეალების არსებობა ამ კულტურებში. XI ს-იდან
განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ურთიერთობა ირანთან. ამ მხრივ
გამორჩეულია ვისრამინი- მისი დამსურათებელი მიჰყვება მუსლიმურ-
აღმოსავლურ ტრადიციას და ხელნაწერს ამკობს ამ გავლენის შედეგად
შექმნილი მაირანიზებელი მინიატურებით.

აღორძინების ხანაში გამოცოცხლდა ეროვნული თვითშეგნება,


გაღრმავდა კავშირურთიერთობანი როგორც აღმოსავლეთთან, ისე
დასავლეთთან; გაძლიერდა კულტურულ-საგანმანათლებლო
ტენდენციები, ფართოდ გაიშალა მთარგმნელობითი საქმიანობა.
სწორედ ამ პერიოდში ქართველ პოეტ-მთარგმნელთა ყურადღება
მიიქცია კლასიკური სპარსული პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშმა,
ფირდოუსის მონუმენტურმა პოეტურმა ქმნილებამ “შაჰ-ნამემ”. “დიდი
წიგნი”, როგორც უწოდებენ მას ირანში, ნაციონალური ეპოსი, ირანის
წარსულისადმი მოწიწებით, გმირობისა და სამართლიანობის
იდეალებითაა გამსჭვალული.

,,მეფეთა წიგნის” ქართული ვერსიები უშუალოდ სპარსული


წყაროებიდან მომდინარეობს და ,,შაჰ-ნამეს” ცალკეული ნაწილების
რედაქციებადაა ჩამოყალიბებული. ქართულ ხელნაწერთა ფონდებში
მრავლადაა ამ ვერსიების შემცველი ნუსხები; მათგან გამორჩეულია,
,,როსტომიანის” ხელნაწერი, რომელიც XVII ს.-ით თარიღდება. იგი
მრავალი მინიატურითაა შემკული. ხელნაწერს საინტერესო
თავგადასავალი აქვს: მას ,,უმოგზაურია” რუსეთში; მის მფლობელებზე
მიგვანიშნებს მინაწერი:: ,,როსტომიანი ნაქონია მეფის ვახტანგისა ...
როდესაც დარეჯან დედოფალი პეტერბურგს წაიყვნეს, მამაჩემი თან
ახლდა და დიმიტრი ბაგრატიონს ეჩუქებინა”

,,შაჰ-ნამეს” ქართული პროზითი ვერსიია ,,უთრუთიან-საამიანი”


აერთიანებს მეფეთა და ფალავანთა ეპიზოდებს, რომლებიც მისდევს ,,შაჰ-
ნამეს” ძირითად ხაზს და სიუჟეტურად მოჰყვება როსტომის ამბავს. ამ
ვერსიის ნუსხა გადაწერილია მამუკა თავაქარაშვილის მიერ 1647 წ.-ს
ოდიშის მთავარ ლევან დადიანის ბრძანებით. იგი შემკულია ხალხური
სტილით შესრულებული მინიატურებით.

აღორძინების ხანას განეკუთვნება ცნობილი აღმოსავლური


სამიჯნურო-რომანტიკული სიუჟეტების, ამ სიუჟეტებზე შექმნილი
სპარსული თხზულებების ლიტერატურული ,,გარდათქმა”-
გადამუშავებებიც – იოსებ –ზილიხანიანიო, XVII-XVIII სს.,,ლეილ-
მაჯნუნიანის”, ,,ვარდ-ბულბულიანის”, ,,შამი-ფარვანიანის”, ,,იოსებ-
ზილიხანიანის” ქართული თარგმანები. ცნობილია ამ უკანასკნელის
თეიმურაზ პირველისა და ანონიმის მიერ შექმნილი ვერსიები.

,,იოსებზილიხანიანის” XVII ს.-ით დათარიღებული ქართული


ხელნაწერის ტექსტი სწორედ ჯამის თხზულებას უკავშირდება. მისი
ერთ-ერთი შრე არის პოემის ბრწყინვალედ დასურათებული ნუსხა,
რომლისგანაც დღეს მხოლოდ მინიატურებია შემორჩენილი. ისინი XVI-
XVII სს-შია შექმნილი და სპარსული სამინიატურო სკოლის ტექნიკითაა
შესრულებული. მათ მეორე მხარეს კი დაცულია შესაბამისი ტექსტის
ცალკეული ფრაგმენტები. ისინი რომელიღაც სხვა ქართული
ხელნაწერიდანაა ამოღებული.

XVII – XVIII საუკუნეებში, ქართული განმნათლებლობის პერიოდში


იქმნება დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის თხზულებები, რომელთა
საჭიროება და მათზე მოთხოვნილებაც უაღრესად დიდია საზოგადოებაში.
ამ იქმნება სულხან-საბას ,,სიბრძნე სიცრუისა” და ყალიბდება ცნობილი
აღმოსავლური ძეგლის ,,ქილილა და დამანას” დავით გურამიშვილი,
დავითიანი, ავტოპორტრეტი, XVIII. ქართული ვერსიები.

ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა ,,ცხოვრობს” ქვეყნის


ცხოვრებით – პოლიტიკური ვითარების კვალად იგი ხან
აღმოსავლეთისკენაა მიქცეული, ხან ევროპისკენ იკვალავს გზას. XVIII-XIX
სს-ის ქართული ხელნაწერები ევროპეიზმის ნიშნითაა აღბეჭდილი. ჩვენი
განმანათლებლების მიერ XIX ს-ში შედგენილი ენციკლოპედიური
შრომები, მიმოხილვები ერთგვარად აჯამებს ამ პერიოდის ცოდნას
ქართული სასულიერო და საერო მწერლობის შესახებ. ეს არის ქართველ
მწერალთა ერთგვარი ანოტირებული ლექსიკონები, რომელთა ავტორები
არიან ქართული საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს
კათალიკოსი, მწერალი და მეცნიერი ანტონ I და ქართველი
განმანათლებელი და ენციკლოპედისტი, მეცნიერი და ლექსიკოგრაფი
იოანე ბატონიშვილი.

თავაქარაშვილისეული „ვეფხისტყაოსანი“
“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი
უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა
თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის” უძველეს თარიღიან
ხელნაწერად.

თავაქარაშვილები ძველი დროიდან მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი


ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს. მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს
მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები
(თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს (1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა
(ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა; პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან
დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საუთებში აღარ მოსჩანს” (1).
მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634
წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის
დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე იგი
ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას.
სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან
დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ
პოეტსა და მწერალს მფარველობდა.

მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა


“ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან
ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის
ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ…
რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის,
ფურცელი… ორმოცი” (2).

იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. ხელნაწერი იწყება ლევან დადიანის
პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II
დადიანის დაკვეთით გადაწერა.
1647 წელს მამუკამ გადაწერა “შაჰნამეს” გაგრძელების ე. წ. “უთრუთიანსაამიანი”
ქართული პროზაული ვერსია (ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა
ინსტიტუტში); გალექსა “ზააქიანი”, რისთვისაც გამოიყენა “შაჰნამეს” ქართული პროზაული
თარგმანი. მის მიერ გალექსილ “ზააქიან”-ში მოთხრობილია იგივე ამბავი, რაც შაჰნამეში
ჯიმშედის, ზოჰაქისა და ფერიდუნის შესახებაა ნათქვამი. მამუკას სხვა მრავალი თხზულებაც
უნდა გადაეწერა.
მამუკას ხელითაა შესრულებული ორი სურათი: ფერიდუნი თავისი ცოლებით (ჯიმშედის
დებით) არნავაზით და შირინოზით და “აქა ფრიდონს ფურისა ძუძუს აწოვებენ”.

ისლამური მინიატურა
ისლამურ სამყაროში განსაკუთრებული პოპულარობით
სარგებლობდა წიგნის მინიატურული ხელოვნება, რომლის
განვითარებასაც გარკვეული ბიძგი მისცა ქაღალდის წარმოებამ VIII
საუკუნიდან.უმაიანთა პერიოდში წიგნის ხელოვნების შესახებ,
ფაქტობრივად, არაფერი არ იყო ცნობილი.აბასიანთა დროს კი
მინიატურულმა ხელოვნებამ აყვავებას მიაღწია.მინიატურამ, როგორც
გამომსახველობითმა მხატვრობამ, მუსლიმურ აღმოსავლეთში
განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა.XV საუკუნეში მინიატურისტი
აყვანილ იქნა მხატვრის რანგში.ის უკვე თავის ხელმოწერას ტოვებს
ნაწარმოებებზე და უარს ამბობს ანონიმურობაზე. მინიატურების პირველი
სკოლების შექმნა უკავშირდება აბასიანთა მმართველობის პერიოდს,
სახელდობრ „სიბრძნის სახლის“ დაარსებას, რომელიც დაკავებული იყო
ანტიკური თხზულებების თარგმნით.არაბი მხატვრების მინიატურებში
ჭარბობს სიუჟეტების სიუხვე.მხატვარი-მინიატურისტები გამოსახავდნენ
სცენებს ხალხის ყოველდღიური ყოფიდან, სასახლის კარის ცხოვრებას,
ქადაგებას მეჩეთში, დღესასწაულებს, მონათა ბაზარს, შორეულ
ეგზოტიკურ ქვეყნებს საოცარი ფრინველებითა და ცხოველებით, თუმცა
მათი სამხატვრო ენა ელემენტარულია, ნაკლებად არის გადმოცემული
ადამიანის ხასიათი.არაბი ილუსტრატორები თავიანთ მინიატურებში
ხშირად გამოსახავდნენ მოციქულ მუჰამადთან დაკავშირებულ სხვადასხვა
სიუჟეტებს. მოციქულის სახე, როგორც წესი, დაფარული იყო.
ლიტერატურულ ნაწარმოებებში მინიატურული მხატვრობა გაჩნდა
XII საუკუნეში.მინიატურებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს
კონტურები, მკვეთრი ფერები, მომრგვალებული სილუეტები.მინიატურა
მიზნად ისახავს მიმიკებისა და ჟესტების დეტალურ გამოსახვას, შიშის,
გაკვირვების, იმედგაცრუებისა და სხვა გრძნობების გადმოცემას.წიგნის
მინიატურებში აღბეჭდილი იყო ნაწარმოებების გმირების ზღაპრული,
იდეალიზებული სამყარო.ერთი შეხედვით, მინიატურული ხელოვნება
მჭიდრო კავშირშია ბუნებასა და გარემომცველ სამყაროსთან, თუმცა,
ამავდროულად ძალიან შორსაა მისგან.მინიატურისტი ისევე აღიქვამს
სამყაროს, როგორც მისი დასავლელი კოლეგა, თუმცა დასავლური
ხელოვნებისგან გასხვავებით, მინიატურაში არ არსებობს პერსპექტივა,
სივრცის აღქმა სრულიად განსხვავებულია.

მინიატურულმა ხელოვნებამ განვითარების ზენიტს XIII-XIV


საუკუნეებში მიაღწია.იმ დროს შუა აღმოსავლეთში ყველაზე
განვითარებულ კულტურულ ცენტრად თავრიზი ითვლებოდა.სწორედ აქ
შეიქმნა პირველი ილუსტრაციები სპარსული პოემისთვის „შაჰ-
ნამესთვის“.მინიატურების მნიშვნელოვანი სკოლები თავრიზის გარდა
არსებობდა შირაზშიც.შემდგომში თავრიზმა წამყვანი ადგილი დაუთმო
ჰერათს, რომელიც XVI საუკუნის ბოლომდე დარჩა აღმოსავლური
ისლამური სამყაროს მსხვილ კულტურულ ცენტრად. აქ მოღვაწეობდა
მინიატურების დიდოსტატი, მხატვარი და კალიგრაფი - ბიჰზადი (1450-
1536).იგი ევროპაში „აღმოსავლეთის რაფაელად“ იწოდებოდა.ბიჰზადს
ეკუთვნის ცნობილი სპარსელი პოეტის, ნიზამის პოემების
ილუსტრაციები. ისლამურ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს ოსმალთა მმართველობის პერიოდში შექმნილ
მინიატურებს.მინიატურული ხელოვნება განსაკუთრებით ხიბლავდა
სულთან სულეიმან დიდს (1520-1566), რომელიც მუდმივად აძლევდა
შეკვეთებს მხატვრებს.მისთვის განკუთვნილ მინიატურებში ხშირად
თავად სულთანი და მისი ვაჯები იყვნენ გამოსახულნი.გარდა ამისა,
ოსმალურ მინიატურებში ასახული იყო სხვადასხვა სიუჟეტები
ყურანიდან.

ქართული ხელნაწერი წიგნების მომხატველი ოსტატების


შემოქმედება და მოხატულობასთან დაკავშირებული ტერმინები.
მომხატველთა სახელების მოხსენიება მათი თავმდაბლობისა და
მოკრძალების გამო ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში იშვიათია.
ძირითადად, ცნობილია გადამწერთა ანდერძები, სადაც თხრობა ხშირად
მიმდინარეობს დამკვეთის პირით. დამკვეთი იყო წამოწეული წინა
პლანზე, რადგანაც მის გემოვნებასა და შეძლებაზე იყო დამოკიდებული
ხელნაწერის ლამაზად წერა თუ შემკობა.
ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში მხოლოდ რამდენიმე
მომხატველის სახელია მითითებული. ხელნაწერთა ანდერძ-
მინაწერებიდან ცნობილია ჯრუჭი I ოთხთავის მომხატველი თევდორე
(940წ.); XIII საუკუნის ერთ-ერთ ოთხთავში მათეს სახარების
დამაგვირგვინებელი თავსამკაულის გასწვრივ მათე მხატვარია
მოხსენიებული; თამარ მეფის მიერ კონსტანტინეპოლში დაკვეთილი ვანის
სახარების მომხატველი მიქაელ კორესელია (XII-XIII სს.); XIV საუკუნის
ოთხთავის ანდერძში მომხატველად დასახელებულია ავგაროზ ბანდაისძე
და ა. შ.
გადამწერი ხელნაწერის მოხატულობასაც ასრულებდა. გადამწერი-
კალიგრაფი რომ მხატვრობაშიც განსწავლული იყო, ამას ადასტურებს
კალიგრაფისა და მომხატველის ავგაროზ ბანდაისძის ანდერძი XIV
საუკუნის „პარაკლიტონში“.
მოგვიანო ხანაში ჩამოყალიბდა კალიგრაფთა საგვარეულო
დინასტიები (ბედისმწერლიშვილების, თუმანიშვილების,
გაბაშვილების, მესხიშვილების, მიქაძეების), რომლებშიც შთამომავლობით
გადადიოდა კალიგრაფიული ხელოვნება, ტექსტების მხატვრული
გაფორმებისა და ასევე ისტორიული საბუთების შედგენისა და
შესრულების ტრადიცია.
გადამწერისა და მხატვრის იდენტიფიკაცია ეყრდნობა ტექსტისა და
მოხატულობის მჭიდრო კომპოზიციურ კავშირს, კერძოდ, როცა ტექსტი
შეჭრილია ორნამენტულ შემკულობაში, როცა გადამწერის ანდერძი
მხატვრულად უკავშირდება შემკულობას ან როცა მთავრული ასოს
მოხატულობა შეჭრილია თავსამკაულში. მხატვრულ-სტილისტური
დახასიათების საფუძველზე გამოირჩევიან პროფესიონალი
მინიატიურისტები და მხატვარ-დეკორატორები (ორნამეტების
შემსრულებელნი), რომელთა შემოქმედება ხალხურ ნიმუშებს
უკავშირდება. გადამწერისა და მხატვრის იდენტიფიკაციის შედეგად
ქართველ ოსტატთა გალერეას შეემატა მრავალი, დღემდე უცნობი
მხატვრის სახელი.
ხელნაწერის მხატვრული და პალეოგრაფიული თავისებურებების
შესწავლის საფუძველზე გაირკვა რა შუა საუკუნეების წიგნის
შემსრულებელთა -გადამწერსა და მხატვარს- შორის შრომის განაწილების
საკითხი, საშუალება მოგვეცა მთელ რიგ შემთხვევაში მხატვარი და
გადამწერი ერთ პიროვნებად მიგვეჩნია. გადამწერისა და მხატვრის
იდენტიფიკაციის შედეგად კი ქართველ ოსტატთა გალერეას შეემატა
მრავალი, დღემდე უცნობი მხატვრის სახელი.
შუა საუკუნეების ხელით გადაწერილი წიგნის შექმნაში მრავალი
ოსტატი იღებდა მონაწილეობას. ხელნაწერი წიგნის შექმნა ან, როგორც ივ.
ჯავახიშვილი მიუთითებდა, „წიგნის შემზადება“ მეტად რთული პროცესი
იყო. იგი დახელოვნებულ ოსტატთა ერთობლივი შრომის შედეგი იყო.
თითოეული ოსტატი ანდერძ-მინაწერებში შესაბამისი ეპითეტით
მოიხსენიება. ეტრატის ანუ საწერი მასალის შემქმნელს „ეტრატა“
ეწოდებოდა, გადამწერს -
„მწერალი“, ამკინძავს -„მმოსველი“, ყდის მომჭედელს-
„ოქრომქანდაკებელი“ ან
„ოქრომჭედელი“, ქაღალდის დამამზადებელს-„მლესავი“.
რაც შეეხება მხატვრის ეპითეტებს, რამდენიმე შეიძლება
დავასახელოთ. მხატვრის სახელწოდებები დროთა განმავლობაში
იცვლებოდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ხელნაწერი წიგნის
გამფორმებელი თავის თავს იშვიათად მოიხსენიებდა. როგორც ჩანს,
მოკრძალებისა თუ თავმდაბლობის გამო ისინი თავიანთ სახელებს ხშირად
მიფარვით გვამცნობენ: ორნამენტულ ხვეულებში აქსოვდნენ ან საიდუმლო
დამწერლობით გამოსახავდნენ. მაგალითად, ჯრუჭის I ოთხთავის (936-940
წწ.) თავფურცელზე ჯვრის გამოსახულების ზემოთ მოთავსებულია
ასომთავრულით შესრულებული ორი მინაწერი თევდორე
„კამარათამწერალისა“, რომელთაგან ერთი (მარჯვენა მხარეს)
კრიპტოგრამულად არის დაწერილი და იკითხება სარკეში.
„კამარათამწერალი“ მხატვარ თევდორეს ეწოდება იმიტომ, რომ მის მიერ
შესრულებული მახარებელთა გამოსახულებანი და განკურნების სცენები
კამაროვან ჩარჩოებშია მოთავსებული.
„წერა“ ზმნა ადრეულ ხანაში ფართო ცნების აღმნიშვნელი იყო.
ტაძრის მომხატველებსაც „ტაძრის მწერალნი“ ეწოდებოდათ (სვანური
მრავალთავი X ს). საინტერესოა, რომ ფერებით ხატვას დღესაც შემორჩა
ტერმინი „ფერწერა“.
ჯრუჭი II ოთხთავში (XII ს.) ერთ-ერთ მინიატიურაზე ქრისტეს
სავარძელზე მხატვრის მიქაელის წარწერა ნუსხურით, ტექსტის მელნით,
მცირე ზომის ასოებით შესრულებული, ძნელად გასარჩევია
ორნამენტისაგან.
XIII ს. ოთხთავში მათე მახარებლის თავსამკაულის გასწვრივ
წარწერაა „მათე მხატვარი“. თამარ მეფის მიერ კონსტანტინეპოლში
დაკვეთილი ოთხთავის (XII-XIII სს.) ბოლოს ბერძენი მომხატველის
მიქაელ კორესელის ანდერძია ბერძნულად, სადაც იგი
„ოქროთმწერლად“ მოიხსენიება: „ქ. ოქროთი მოიწერა ეს წიგნი მიქაელ
ოქროთმწერლის კორესელის მიერ“.
იენაშის ოთხთავში (XIII ს. დაცულია მესტიის ისტორიულ-
ეთნოგრაფიულ მუზეუმში) იოანეს სახარების გრეხილ ორნამენტში
ფერადი ასოებით ჩაქსოვილ ანდერძში იონა მოიხსენიება, როგორც
„მოქმედი“ ანუ, როგორც სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს, „მქმნელი“,
„შემქმნელი“ (ორბელიანი, 1991:509) „ქრისტე, ძეო და სიტყუაო
ღმრთისაო, შეუნდენ ფრიად ცნობილსა ამისსა მოქმედსა იონას“ ,-
ვკითხულობთ იონას ანდერძში.
მოგვიანო ხანაში მხატვართან დაკავშირებით იხმარება ტერმინი
„ხელოანი“, მაგალითად, ალექსი მესხიშვილი- გადამწერი და მომხატავი -
თავის თავს უწოდებს „ხელოან მხატურის მღვდლის ძედ“ (იგულისხმება
გრიგოლ მხატვარი).
XVII-XIX საუკუნეების საქართველოში ჩამოყალიბებულია
დახელოვნებულ კალიგრაფთა საგვარეულო დინასტიები. ისინი,
ძირითადად, სასულიერო პირები იყვნენ. მათ მიერ შესრულებული
ხელნაწერი ტექსტები გამოირჩეოდნენ არა მარტო დახვეწილი
კალიგრაფიული ხელოვანებით, არამედ ხელნაწერი გვერდების
მხატვრული გაფორმებით, ტექსტს ამკობდნენ თავსამკაულებით,
მთავრული ასოებით, მინიატიურებით, რომლებიც მაღალ მხატვრულ
დონეზე იყო შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ მოხატული ქართული ხელნაწერი წიგნების
შექმნაში დიდი როლი გადამწერს ეკუთვნის. ეს, უპირველეს ყოვლისა,
გამოიხატება იმაში, რომ დამკვეთის მოთხოვნილებების შესაბამისად,
გადამწერი მოხატული ხელნაწერის არქიტექტონიკას ქმნის. მხატვრული
ანსამბლის შემადგენელი ელემენტების ჩამოყალიბებაში, კერძოდ, მათი
ფორმატის, ტექსტთან ურთიერთობის, შემადგენელი ელემენტების
ადგილის განსაზღვრაში გადამწერს დიდი როლი ენიჭება. გარდა ამისა,
იგი განსწავლული იყო იკონოგრაფიული სქემების შერჩევაში. მრავალი
მინიატიურით დასურათებულ ხელნაწერებში, კერძოდ, როცა
მინიატიურები ტექსტში იყო ჩართული, როცა ისინი შინაარსის შესაბამის
ადგილებში იყო განთავსებული, გადამწერს უნდა განესაზღვრა
კომპოზიცია განთავსდებოდა სიგანეზე (მაგ., შობის სცენა), თუ
ვერტიკალურად (მაგ., ჯვარცმის სცენები).
ტექსტი შემკულობის ელემენტებთან მჭიდრო კომპოზიციურ
ურთიერთობაშია. არის შემთხვევები, როცა საზედაო ასოები შეჭრილია
ტექსტში, როცა დაწერილი სტრიქონები შემოწერენ საზედაო ასოებს ან
თავსამკაული უშუალოდ ტექსტთან არის დაკავშირებული, გადამწერი
მომხატველადაც შეიძლება მივიჩნიოთ. XIV ს. ერთ-ერთ ხელნაწერში
ავგაროზ ბანდაისძის ანდერძში მითითებულია, რომ იგი სხვადასხვა
ხელობასთან ერთად დაუფლებულია წერასაც და მხატვრობასაც.
გადამწერ-მომხატველთა შორის გამოირჩევიან მხატვარ-
დეკორატორები და მხატვარ- მინიატიურისტები. როდესაც ხელნაწერში
ორი სხვადასხვა სახის ინიციალები გვხვდება, ეს შესაძლებლობას იძლევა
გადამწერის ორი სხვადასხვა ხელი განვასხვავოთ. თითოეული ოსტატი
თავის მიერ გადაწერილ ტექსტს ამკობს . მაგალითად, მიქაელ
მოდრეკილის საგალობელთა კრებულში ორი ოსტატის ხელს
გამოვარჩევთ: მიქაელის მეტად მტკიცე და ზუსტი კალიგრაფიული ხელით
დაწერილ ტექსტს შეესაბამება ასევე დახვეწილი ოსტატობით
შესრულებული საზედაო ასოები და თავბოლოსამკაულები, ხოლო მეორე,
კერძოდ, ეფრემის გადაწერილ ტექსტს უფრო მდარე შესრულების საზედაო
ასოები ამკობს.

ჩვენი ძველი ოსტატები შრომობდნენ რუდუნებით, დაუღალავად და


თავიანთ ანდერძ-მინაწერებში ყოველთვის დიდ იმედს გამოთქვამდნენ,
რომ მათი ნაშრომი დარჩებოდა შთამომავლობას. ხელნაწერის მხატვრული
და პალეოგრაფიულ თავისებურებების შესწავლის საფუძველზე გაირკვა
რა შუა საუკუნეების წიგნის შემსრულებელთა -გადამწერსა და მხატვარს-
შორის შრომის განაწილების საკითხი, საშუალება მოგვეცა მთელ რიგ
შემთხვევაში მხატვარი და გადამწერი ერთ პიროვნებად მიგვეჩნია.
გადამწერისა და მხატვრის იდენტიფიკაციის შედეგად კი ქართველ
ოსტატთა გალერეას შეემატა მრავალი, დღემდე უცნობი მხატვრის სახელი.

ახალი ქართული მინიატურა


1990-იან წლებში ქართულ სახვით სივრცეში შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურის
რეგენერაციამ და ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნებების - ტიხრული მინანქრის, თექის,
ჭედურობის პოპულარიზაციის განახლებულმა ტალღამ ხელნაწერთა მინიატურული
მხატვრობის ტრადიციები მითიური ფენიქსივით გამოაცოცხლა. ეს პროცესი
მნიშვნელოვნად ებმის იმ საერთაშორისო გამოცდილებას, როდესაც ახალი იდენტობის
ძიებაში ნეომინიატურული სკოლები, კანონზომიერად იწყებენ აღმოცენებას და, სწორედ, იმ
ქვეყნებში, სადაც ამ დარგის არსებობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია ამყარებდა. თუმცა
თანამედროვე აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებში მინიატურული მხატვრობისგან
განსხვავებით, ბოლო წლებში ფეხადგმული ქართული ილუმინაციის ხელოვნება დაზგური
ფერწერასთან კავშირით გამოირჩევა. ქართული მხატვრობა ევროპული მხატვრული სკოლის
დაზგურ პრინციპებს მხოლოდ მე-18- 19 საუკუნეში ეზიარა, როდესაც გვიანი შუა
საუკუნეების მხატვრული ფენომენი _ სპარსული გავლენებით გაჯერებული საერო
თემატიკის ხელნაწერ წიგნთა მინიატურული მხატვრობა, უკვე გამქრალი ჩანს, ამდენად.
ქართულმა მინიატურამ ხელნაწერი წიგნის სივრციდან გამოყოფა და დამოუკიდებელ
დაზგურ ნაწარმოებად ჩამოყალიბება, მით უფრო, საკუთარ წიაღში მინიატურული
პორტრეტის ინიცირება ვერ შეძლო, ხოლო ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საერთოდ
შეწყვიტა ფუნქციონირება.

სრულიად მოულოდნელად, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ქართული მინიატურული


მხატვრობა მე-20 საუკუნის მიწურულს შუასუკუნეების ტრადიციებიდან ახალი
კულტურული ინფორმაციებით და კომპლექსური კონტექსტებით დატვირთული
თანამედროვეობის მხატვრულ ნიადაგზე “ნახტომისებურ“ აღორძინებას იწყებს. 2011 წელს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა სპეციალურად ამ
ფენომენისადმი მიძღვნილი დიდი საშობაო გამოფენა - “თანამედროვე ქართული
6
მინიატურა“ , გამოფენას 2010 წელს საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის დაარსება
უძღოდა წინ, რომელიც ქართული ხელნაწერი წიგნის კულტურის შენარჩუნება-
განვითარების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს არაერთ მინიატურისტ მხატვართან.

ქართული ნეომინიატურა სპეციფიკურად დაუკავშირდა ხელნაწერი წიგნის აღორძინებულ


ტრადიციას, რომლის ისტორიული პრეცენდეტი ირაკლი ფარჯიანს მიეწერება, როდესაც
1970-1980-იან წლებში ძველი ქართული ოთხთავებით შთაგონებულმა მხატვარმა საკუთარი
ხელით გადაწერა და მინიატურებით შეამკო მარკოზისა და იოანეს სახარებები, რაც თავისი
დროისთვის ქართული მხატვრობის უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენდა. ფარჯიანიდან
მოყოლებული რელიგიური ხელოვნებით ინსპირაცია და იკონოგრაფიული აზროვნება
გარკვეულ მატრიცად დაედო თანამედროვე ქართული ილუმინაციის ხელოვნებას. 1990-იანი
წლების დასაწყისში, რამდენიმე მხატვარმა, თითქმის თანადროულად საღვთო წერილის და
წმინდანთა ცხოვრების გადაწერას და მინიატურებით გაფორმებას მიჰყო ხელი: ლევან
ჩაგანავამ გადაწერა და მინიატურებით შეამკო “კოლაელ ყრმათა წამება” (1990), მამუკა
შენგელიამ და გოჩა კაკაბაძემ - ბიბლია
ბავშვებისთვის (1992/1993) და ოთარ მეგრელიძემ - “ცხოვრება წმ. დავით გარეჯელისა” (1993).
გამოირჩევა მამუკა თავაქარაშვილისეული”,ვეფხისტყაოსნის“ მინიატურებით
შთაგონებული ქეთი მატაბელის კოლაჟების სერია და ქეთი ქავთარაძის მიერ ტექსტილში
შესრულებული თავაქარაშვილისეული ნამუშევრები - რთული ტექნიკური შესრულებით და
დახვეწილი გემოვნებით გამორჩეული “ქსოვილის სურათები“.

ქართული ნეომინიატურული მხატვრობის იდენტობას სამი განსხვავებული ისტორიული


ხანის კულტურული მემკვიდრეობა განსაზღვრავს: შუა საუკუნეების, საბჭოთა რეჟიმის და
უახლოესი პოსტ-საბჭოთა პერიოდის. შუა საუკუნეების მინიატურებით მდიდრულად
დასურათებული ხელნაწერების, ლითონმქანდაკებლობისა და ხატწერის ტრადიციების
რეტროსპექცია, თანამედროვე მინიატურულ მხატვრობაში, როგორც ჩანს, დრო-სივრცითი
დისტანციიდან გამომდინარე, დეკორატიული პირობითობის სახეს იძენს მხოლოდ.
საბჭოთა წარსულმა, თავის მხრივ, მას ტრადიციული სახვითი ესთეტიკის პროფანირება.
პოსტ-საბჭოთა მძაფრი თვითგამორკვევის წლებმა ნეომინიატურას ახალი იდეოლოგიები
და მხატვრული სივრცეები განუსაზღვრა და ის იდენტობის მაძიებელ მხატვრულ
მოვლენად აქცია, რომელმაც ქართულ სახვით სივრცეში ქვეყნის პოლიტიკური
დამოუკიდებლობის წლებთან ერთად დაიწყო აღორძინება. ქართულმა ნეომინიატურამ,
დროის საკმაოდ მოკლე პერიოდის მიუხედავად, დამოუკიდებელ მხატვრულ მოვლენად
ჩამოყალიბება შეძლო. მისი მახასიათებლები ტრადიციული იერის მიუხედავად, ახალი
თვისებრიობის მატარებელია, როგორიცაა ცნობიერი ფონის მიკროსისტემატიზაცია,
ეკლექტიზმი, ახალი მხატვრული მასალები და ფაქტურები და სხვ. ამდენად, შეგვიძლია
ვთვათ, რომ ქართული ნეომინიატურული მხატვრობის მეტამორფოზა დროის იდენტური
ფენომენია, რომლის დრო და ადგილი ქართულ სახვით კულტურაში კანონზომიერადაა
განსაზღვრული.

You might also like