You are on page 1of 16

1)საკონგრესო, ანუ აშშ-ში მიღებული ტერმინით - საკონვენციო ტურიზმი მსოფლიო

ტურიზმის ინდუსტრიაში ცნობილია ინგლისური აბრევიატუირით – MICE, რომელიც


მიგვანიშნებს საქმიანი ღონისძიებების ოთხ ძირითად მიმართულებაზე:
ბი
საქალაქო ტურიზმის სტრუქტურაში საკონგრესო ტურიზმს განსაკუთრებული
ადგილი ეკონომიკური ეფექტის გამო უჭირავს. სხვა მიმართულებებთან
შედარებით მას ყველაზე მეტი ეკონომიკური ეფექტი მოაქვს. მაგ.:
• სტოკჰოლმში საკონგრესო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 20%-ს;
• საკონგრესო ტურიზმში მონაწილის ყოველდღიური დანახარჯი აღწევს
საშუალოდ 346 აშშ დოლარს, მაშინ, როცა ექსპერტული შეფასებებით
ჩვეულებრივი ტურისტი დღე-ღამეში მხოლოდ 100-დან 200 დოლარამდე ხარჯავს;
• 700 კაციან საერთაშორისო კონგრესს ქალაქის ეკონომიკაში დახლოებით 1
მილიონი აშშ დოლარი შეაქვს.
საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებს, როგორც წესი, აწყობს
საკონგრესო ბიურო. თუ რა ეკონომიკური ეფექტი მოაქვს საკონგრესო ბიუროს
მოღვაწეობას და მის მიერ გაწეულ მარკეტინგულ კამპანიას შესაძლებელია
თვალნათლივ ვნახოთ გეტებორგის საკონგრესო ბიუროს მაგალითზე, რომელსაც
გააჩნია 900 000 ევროს მოცულობის ბიუჯეტი და მას ქალაქის ეკონომიკაში
ყოველწლიურად შეაქვს 35-50 მილიონი ევრო.
MICE-ს განვითარებისათვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი
სახელმძღვანელო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ საქმიანობას
1.პროფესიულ გაერთიანებებთან და
2.დარგობრივ ასოციაციებთან.

2) "კოლხობის" დღესასწაულს განსაკუთრებული აზრი და შინაარსი გააჩნდა..


სწორედ მითი უდევს საფუძვლად დიდ თეატრალიზირებულ სანახაობას
სახელწოდებით ,,კოლხობა", რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში "ქვაომხაზობის"
სახელწოდებითაა ცნობილი.
ჩაოობა მაისის პირველი შაბათ-კვირა. ჩაოობა ხულოს მუნიციპალიტეტში
ტარდება, სოფ. ჩაოში.
სელიმობა 3 ივნისი. ხულოს მუნიციპალიტეტში ტარდება, სოფ. ბაკოში. ამ დღეს
იხსენებენ სელიმ ხიმშიაშვილის მოღვაწეობას, ტარდება კონცერტი ადგილობრივი
თვითშემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, ხახლური რეწვის ნაწარმთა
გამოფენა.
სარიჩაიობა 4-5 აგვისტო. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც იმართება
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სარიჩაიში. იმართება დოღი. ეწყობა ხალხური
რეწვის ნაწარმთა გამოფენა, მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები.
მაჭახლობა სექტემბრის მეორე ნახევარში. მაჭახლის ხეობის დღესასწაული.
ტრადიციული დღესასწაული, რომელიც იმართება ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში.
ბათუმში ყოველწლიურად იმართება ფოლკლორის ფესტივალი, რომელიც ღია
ცის ქვეშ დადგმულ სტილიზებულ სცენაზე იმართება და სანახაობრივი
გრანდიოზულობით ატყვევებს ტურისტებს. ყოველ ზაფხულს ბათუმი მასპინძლობს
სიმფონიური მუსიკის ფესტივალს. რამოდენიმე დღით პატარა ქალაქი ღვთაებრივი
მუსიკის ჰანგებით ივსება. ამ დროს ტურისტების მოზღვავება შეიმჩნევა, როგორც
დედაქალაქიდან და რეგიონებიდან, ასევე მეზობელი თურქეთიდანაც.
ნეპტუნობა არის ბათუმში კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და მხიარული
ტრადიციული დღესასწაული. აგვისტოს თვეში ადგილობრივი მცხოვრებლები და
დამსვენებლები პლიაჟზე აწყობენ ნეპტუნის დღესასწაულს. ეს არაჩვეულებრივი
სანახაობაა. მზეზე გარუჯული ლაღი და ბედნიერი ადამიანები მზეს, ზღვას,
სიცოცხლეს შეჰხარიან. ეს ზღვარგადასული მხიარულება გვიან ღამემდე გრძელდება
და ბევრი სასაცილო კონკურსისა და თამაშობისგან შედგება.
საქართველოს სხვა კუთხეებშიც აღინიშნება სახალხო დღესასწაულები.
ლომისობა აღდგომის მე-7 კვირა. აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში.
ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო
მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ
ქედზეა, ხოლო მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან
მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები
გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც
იმართებოდა დღეობა შესაწირავით.
300 არაგველობა ივნისი. სახალხო დღესასწაული - 300 არაგველის პატივსაცემად,
აღინიშნება ივნისის თვეში დაბა ჟინვალში.
კოპალობა 12 ივლისი. კოპალა წინაქრისტიანული სათემო ღვთაებაა მთაში. მისი
ძირითადი სამლოცველო იყო ფშავში (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში
(ლიქოკისხეობა, ჭალაისოფელი). იმართება სახალისო ტრადიციული თამაშობები,
როგორიცაა საკარგყმოს დალევა 5 ლიტრინი ლუდით სავსე სათლიდან,
მძინარესთვის ცალი ფეხსაცმლის დამალვა და მერე პროდუქტით,ან არყით გამოხსნა,
რათა მერე სუფრა გაიშალოს და ქეიფი გაგრძელდეს.
ელიაობა 20 ივლისი. ელია ქართული წარმართული ღვთაებაა, წვიმა-სეტყვისა და
ჭექა-ქუხილის განმგებელი.
ათენგენობა 18-23 ივლისი. ქრისტიანული დღესასწაულია(წარმართული
ფესვებით). დაუწესებიათ მე-3 - მე-4 საუკუნეების მიჯნაზე წამებული ბერძენი
მღვდელთმთავრის ათენგენე სებასტიელის მოსახსენიებლად. განეკუთვნება მოძრავ
დღესასწაულთა რიცხვს. იმართება აღდგომიდან 98-ე დღეს ("დღესა ვარდობასა").
დღესასწაული შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ხალხი
შესაწირავითა და სათანადო რიტუალის შესრულებით შესთხოვს ხატს მფარველობას.
იახსარობა (არაუგვიანეს 25 ივლისისა). წარმართული ღვათაებაა ფშავ-
ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში და ერწო-თიანეთში. საკულტო
სადღესასწაულო ცენტრია სოფელი შუაფხო.
ვაჟაობა აგვისტო-სექტემბერი. ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი სახალხო
დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტო-სექტემბერში იმართება პოეტის
მშობლიურ სოფელ ჩარგალში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია. ვაჟაობაზე
ჩამოდიან ცნობილი მწერლები, სახალხო მთქმელები, საზოგადო მოღვაწეები,
მოსწავლეები და სტუდენტები, ყველა, ვისაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება უყვარს.
იმართება პოეზიის საღამო, საზეიმო კონცერტი.
ლაშარობა 1 ოქტომბერი. ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო
ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ.
"ლაშარის გორაზე". ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი
ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ
წმინდა დროშის გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება
ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.
შატილობა (სექტემბერ-ოქტომბერი). სახალხო დღესასწაული, აღინიშნება
შემოდგომით - სოფ. შატილში.
ყაზბეგობა 9 ოქტომბერი. ტრადიციული ლუდის ხარშვა,სახალხო სეირნობა,
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, დოღი, მღერიან ხალხურ სიმღერებს.
ბახმაროს დოღი (19 აგვისტო). ყოველ ფერიცვალებას, გურიაში კურორტ
ბახმაროში იმართება ტრადიციული დოღი, მარულა.
ალავერდობა 29 სექტემბერი. ალავერდობა უძველესი რელიგიური
დღესასწაულია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ღირსი იოსებ
ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ალავერდობა იწყებოდა 29 სექტემბერს და
გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა
ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-
წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს,მთვარის ფაზების ცვალებადობას.
კვირიკობა 28 ივლისი. წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას წამების დღეს,
აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას
ეძახიან. დღესასწაულის ეპიცენტრია უშგულის თემის სოფ.კალა.
შოთაობა 22 ოქტომბერი. ასპინძის მუნიციპალიტეტ სოფ.რუსთავში ჩატარდება
ტრადიციული დღესასწაული შოთაობა, პოეზიის და ხალხური შემოქმედების
საღამო.
კონსტანტინეობა აღინიშნება 1989 წლიდან, ყოველი წლის 15 მაისს, ქართველი
კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს. სახალხო ზეიმი
იმართება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში. ზეიმზე ჩამოდიან
საქართველოს ყველა კუთხიდან მწერლები და პოეტები, საზოგადო მოღვაწეები.
იმართება პოეზიის საღამო, მარულა და სახალხო სეირნობა.
ვლაქერნობა. ყოველი წლის 15 ივლისს, (ძვ.სტ.-2 ივლისი), ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის
ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა - ლოცვა, ხდება
კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს
მართლმადიდებლური მრევლი.
ჯარალუა. სახალხო დღესასწაული წალენჯიხაში, აღინიშნება 1995 წლიდან,
ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას. იმართება რაიონის თვითშემოქმედი
კოლექტივების გამოფენა-კონკურსები, ფოლკლორის საღამოები, სოფლის
მეურნეობის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ჭყონდიდელობა. 2004 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ
დაწესდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე – ჭყონდიდელობა. ამ დღეს
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მარტვილის საკათედრო ტაძარში აღევლინება
წირვა-ლოცვა. იმართება სახალხო სეირნობა.
ფაზისობა. იმართება 1992 წლიდან, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ-
კვირას. ტარდება სხვადასხვა სახის გამოფენები, ადგილობრივი მხატვრების,
შემოქმედებითი კოლექტივების, ადგილობრივი სხვადასხვა სახის პროდუქტების
გამოფენა-გაყიდვა. იმართება კონცერტები და სახალხო სეირნობა.

3) ქართულ სპორტულ სახეობებს შორის ყველაზე პოპულარული ხალხში ქართული


ჭიდაობა იყო. 2018 წელს ქართული ჭიდაობა შევიდა იუნესკოს კაცობრიობის აკმ-ს
წარმომადგენლობით ნუსხაში. ქართულ სოფელში ტრადიცია იყო კვირაში ერთხელ
სოფლის მოედანზე ჭიდაობაში შეჯიბრის გამართვისა. ბოლო დროს საჭიდაო
მოედანზე ნახერხის დაყრა იცოდნენ. ქართული ჭიდაობის დროს მორკინალი
მხარეები აუცილებლად სპეციალურ სპორტულ ფორმაში _ საჭიდაო ჩოხაში
ჩაცმულები ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ქართული ჭიდაობა ასახავს ქართველი
ხალხის ყოფას, ადათ-წესებს და ზნე-ჩვეულებებს.
ქართული ჭიდაობის საინტერესო ვარიანტია სვანეთში გავრცელებული
ჭიდაობა, რომელსაც `ლიბრგვილ~ ეწოდებოდა. აქაც ის სხვადასხვა დღესასწაულებზე
და თავისუფალ დროს იმართებოდა. მოჭიდავეები სვანური შალის ხალათს
იცვამდნენ. ხალათზე აუცილებლად უნდა შემოეჭირათ ქამარი. შეიძლებოდა ქამარში
ხელის ჩავლება. ისევე როგორც ბარში გავრცელებულ ქართულ ჭიდაობაში,
სვანეთშიც იცოდნენ გარეკაური, შუაკაური, მუხლის ჩაკეტვა, თეძოზე წამოღება,
მოგვერდი. ძლიერი მოჭიდავეები ფეხებს შედარებით ნაკლებად გამოიყენებდნენ;
ფეხის გამოყენებისას შეიძლებოდა მოჭიდავე თავისსავე ფანდს წამოგებოდა.
ლიბრგვილის თავისებურება ჭიდაობის დაწყებისთანავე სისწრაფის მნიშვნელობაში
მდგომარეობდა.
ორიგინალური ჭიდაობა იცოდნენ ხევსურეთშიც. ამ ჭიდაობაში ფეხს არ
გამოიყენებდნენ, შესაბამისად, ჭიდაობის დროს არც ქამარს იკრავდნენ. მაგრამ
საქართველოს ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში ხელის ჩავლებითი ჭიდაობაც
იცოდნენ.
ჭიდაობის თავისებური და საინტერესო ვარიანტია რაჭული `ღოჯური ჭიდაობაც~. ამ
ჭიდაობისას ყველა ფანდი ღოჯური ჩაჭიდებით იწყება. მიაჩნიათ, რომ
`ლიბრგვილი~ და `ღოჯური ჭიდაობა~ ქართული ჭიდაობის არქაული ფორმებია.
ქართველებმა იცოდნენ დიდი მრგვალი ქვის აწევაში შეჯიბრი. ასეთი საჯილდაო
ქვები სვანეთში ბევრი ყოფილა
ბურთაობა, ძველი ქართული მოძრავ თამაშობათა ერთი ჯგუფის - ლელო,
ცხენბურთი, გაკვრაბურთი, ღორობია, გაქცევა-ბურთაობა, საყებურთი, შახლაბურთი,
ბინაბურთი, წრებურთი, ხაზბურთი და სხვა ზოგადი სახელწოდება. ცნობები
ბურთაობის შესახებ დაცულია "ვეფხისტყაოსანში" და მომდევნო ხანის წერილობით
წყაროებში.

ბურთაობა ქართველ ხალხში ძველთაგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.


ხალხური თქმით, "ყველა თამაშობაში ბურთაობა მეფეა და ჯირითი დედოფალიო".
ბურთს უმთავრესად ხელით თამაშობდნენ, ბურთით თამაშის ვარიანტებს შორის
დიდი ადგილი ეჭირა ბურთის მიზანში ტყორცნას. წარჩინებულთა შორის
გავრცელებული იყო ბურთაობის მხედრული სახეობანი, უმთავრესად ცხენბურთი.
მოთამაშეთა ასაკის გათვალისწინებით საქართველოში ბურთაობის სხვადასხვა
სახეობას იყენებდნენ. ბურთაობა იმართებოდა სხვადასხვა თავყრილობის,
დღესასწაულისა და ქორწილის დროს. ძველ საქართველოში ბურთაობას
სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ახალგაზრდების ფიზიკურ
მომზადების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიაჩნდათ.
ლელო – სპორტის სახეობა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ
საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური
თამაში ბურთით. აკადემიკოს ნიკო მარის მიხედვით, ლელოს მსგავსი თამაში
გავრცელებული ყოფილა ბასკეთშიც, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები ლელოს
გატანის დროს სიხარულს გამოხატავდნენ საბრძოლო შეძახილით – “ლელო!”, რაც
მზის კულტთან დაკავშირებული წარმართული ღვთაების სახელი იყო. გურია-
სამეგრელოში ლელოს თამაში ბოლო დრომდე შემორჩა.
ცხენბურთი — ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში. ფეოდალურ ეპოქაში
იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას.
შემდგომში შემუშავდა და დაიხვეწა თამაშის წესები, დადგინდა შეჯიბრების
პირობები. განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში.

4) ქრისტიანული კულტურის როლი ქართული ეთნიკური კულტურის შექმნაში


ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ქართული ეთნიკური კულტურა სრულიად
უნიკალური გზით განვითარდა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ჩამოყალიბდა
ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობისა და განვითარების, თვითმყოფადი
ქართული ეთნიკური კულტურის მასაზრდოებელ ისტორიულ-კულტურულ ძალად.
ადრეული შუა საუკუნეებიდანვე ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ
განათლებისა და კულტურის მძლავრ კერებს,

საეკლესიო კანონმდებლობის ძირითადი პოსტულატებით რეგულირდებოდა


ქართული სამართლის ნორმები, ქართველთა საოჯახო ყოფა, ყალიბდებოდა
ტრადიციული ქართული მენტალიტეტი და სხვ. საერთოდ, ტრადიციული
ცხოვრების წესი, ტრადიციული საზოგადოების მორალი, ზნეობა და ღირებულებები
სწორედ ქრისტიანული მსოფლმხედველობით იყო გაჯერებული, რაც
განსაკუთრებით მკაფიოდ, ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება.

ტრადიციულად, ქრისტიანული რელიგიით რეგულირდებოდა ყოფითი


ყოველდღიურობაც. საეკლესიო კალენდარი დიდად განსაზღვრავდა საოჯახო
ცხოვრებისა და სამეურნეო ყოფის დაგეგმარებას. ცნობილია, რომ, ტრადიციულ
საზოგადოებაში დრო კონკრეტულად მხოლოდ რიცხვებით კი არ გამოიხატებოდა,
არამედ ამ რიცხვების განმმარტავი ქრისტიანული კალენდრით, რომელიმე წმინდანის
სახელის ხსენებითა და დღესასწაულით. ქართველთა ყოფითი ყოველდღიურობა
საეკლესიო მარხვისა და ხსნილის გათვალისწინებით იმართებოდა. ეს ეხებოდა არა
მარტო ტრადიციული კვებითი კულტურის მოწესრიგების საკითხებს, არამედ
ქორწინებისა და საოჯახო ურთიერთობების ფორმებს, დაკრძალვის წესებს და ა. შ.
მაგალითად, მარხვის დროს არ შეიძლებოდა ქორწინება, ხსნილით კვება და სხვ.
ბუნებრივია, საუფლო დღესასაწაულები, სხვადასხვა წმინდანთა მოხსენიების
დღეები, საეკლესიო, სათემო დღეობები და ა. შ. ხშირად უქმეები იყო და ცხადია, ასეთ
დროს არ შეიძლებოდა სამეურნეო საქმიანობა. საქართველოს ტრადიციულ ყოფაში
მკაცრად იკრძალებოდა კვირა დღის უქმის დარღვევაც. მთაში ამგვარ მკრეხელობას
მთელი თემი ებრძოდა, კვირის და დიდი საუფლო დღესასწაულების უქმეებს
ამჟამადაც იცავენ.
მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას მთავარ ღერძად რელიგიური
მსოფლხედვა მოჰყვება და იგი თვალნათლივ ვლინდება ტრადიციულ ქართულ
დღესასწაულებში. XX საუკუნის 30-იან წლებში ვ. ბარდაველიძემ სვანეთის მხოლოდ
ერთ ნაწილში (ზემო სვანეთი) რელიგიური წეს-ჩვეულებებით `აღჭურვილი~ 160 დღე
დააფიქსირა, რაც მკვლევარის დაკვირვებით, `თავისთავად ააშკარავებს, თუ რაოდენ
დიდი ადგილი ეჭირა ძველად სვანის ცხოვრებაში სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებს~.
თანამედროვე ეთნოგრაფიული მასალით, ამ მხარეში დაახლოებით 70-მდე
რელიგიური შინაარსის დღეობა მოქმედია და მეტ-ნაკლები სისრულით კვლავ
აღინიშნება.
ქართულ ხალხურ დღეობათა ნაწილი, სამწუხაროდ, უკვე გამქრალია და ეს
დიდი დანაკლისია ეთნიკური კულტურისათვის, ვინაიდან დღესასწაულები, `ისევე
როგორც ისტორიისა და კულტურის ძეგლები, ეროვნული ენერგიისა და ხალხის
შემოქმედებითი უნარის გამოსახულებაცაა.
ტრადიციულ ქართულ დღეობათა კალენდარში ასახულია ოფიციალური საეკლესიო
კალენდრის ცვალებადობის კვალი. ცნობილია, წარმართულ საქართველოში ახალი
წელი აგვისტოში იწყებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი წელი
სექტემბერში დგებოდა. IX საუკუნეში ახალი წელი მარტში აღინიშნებოდა. X
საუკუნეში შემოვიდა და XI საუკუნიდან დამკვიდრდა იანვარი.

მართლმადიდებელმა ქრისტიანობამ თავისი კვალი დაატყო ნათესაურ


ურთიერთობებსაც. საქართველოში ნათესაობის ოთხი ძირითადი სახეა ცნობილი:
მამის ხაზით ნათესაობა (აგნატიკური), დედის ხაზით ნათესაობა (კოგნატიკური),
სულიერი ნათესაობა (ნათელ-მირონი) და ხელოვნური ნათესაობის ტიპები.
ტრადიციულად, ნათესაური ორგანიზაციები ეგზოგამიურია. ნათესაურ ჯგუფებს
შიგნით ქორწინების აკრძალვა ახასიათებს თითქმის ყველა ქართულ ისტორიულ-
ეთნოგრაფიულ თემს/ჯგუფს. გენეალოგიურ ჯგუფებს შიგნით ქორწინების აკრძალვა
ძირითადად შვიდ-თორმეტ თაობას მოიცავდა,

ქართული ეთნოგრაფიული მასალით ქორწინება აკრძალული იყო არა მხოლოდ


მოგვარეთა შორის, არამედ დედის და ბებიების, ხოლო ხევში, სვანეთსა და
ხევსურეთში და ზოგიერთ სხვა კუთხეში უფრო შორეული წინაპრების
მოგვარეებთანაც კი, აგრეთვე, ნათელ-მირონით და ხელოვნური გზით
დანათესავებულთა შორის.

5) ქართული ეთნიკური კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ე. წ. ზედაშე.


ზედაშის კულტურა გადაჯაჭვულია ხალხურ დღეობათა კალენდართან და
რწმენაწარმოდგენებთან. ზედაშე ანუ შესაწირავი ღვინო ცნობილია საქართველოს
თითქმის ყველა მხარეში: იმერეთსა და რაჭაში მას სალოცვილს უწოდებენ,
სამეგრელოში — ოხვამერს, აფხაზეთში — ამაჭარს, ქართლში, კახეთსა და სვანეთში კი
— ზედაშეს. გამოვლენილია ტერმინ `ზედაშის~ სივრცობრივი ასპექტიც ზედაშე
შესაწირავია `ზედა~-სადმი, ღვთაებრივი ძალისადმი, რომელიც სივრცობრივ
მდგომარეობაშია აღწერილი, რის გამოც მლოცველები ხელაპყრობილნი
აღასრულებენ ღვთისმსახურებას, მიმართავენ ცას `ზედეთ-ზედათ~-ს .
6) კულტურული მემკვიდრეობის სწავლის, დაცვისა და რესტავრაციის
საერთაშორისო ცენტრი (ICCROM)1;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების
საერთაშორისო საბჭო (ICOMOS);
• ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი
(IUCN).

სამოქმედო პრინციპების თანახმად ღირსშესანიშნავი ადგილი შეიძლება


ამორიცხულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან შემდეგ შემთხვევებში:
• როცა ღირსშესანიშნავი ადგილი დეგრადირებულია იმგვარად, რომ
დაკარგული აქვს ძირითადი მახასიათებლები, რომელთაც განაპირობეს მისი
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა;
• თუკი ღირსშესანიშნავი ადგილი იმყოფებოდა ადამიანის ქმედებებით
გამოწვეული საფრთხის წინაშე მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის
მომენტისათვის და დადგენილ ვადებში წევრი სახელმწიფოს მიერ არ იქნა
მიღებული ნომინაციის დოკუმენტით განსაზღვრული ზომები აღნიშნული
საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი ასრულებს მსოფლიო
მემკვიდრეობის კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს. კომიტეტი განკარგავს მსოფლიო
მემკვიდრეობის ფონდის სახსრებს და უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების
ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა მიზნების მისაღწევად. ეს დახმარება შეიძლება
გამოიხატოს სწავლებაში, ტექნიკური მისიების მივლინებაში ან აღჭურვაში.
დახმარების მოთხოვნის პროცედურები განსაზღვრულია კომიტეტის მიერ და
შესაბამისი წესითაა გამოქვეყნებული. ტექნიკური დახმარების ან
მკურნალობისათვის ფინანსები გამოიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს
ღირსშესანიშნავი ადგილის მართვის ოფიციალურად შეთანხმებული გეგმა და
სახელმწიფო რეგულარულად წარუდგენს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს მისი
მდგომარეობის პერიოდულ ანგარიშებს.

მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებასა და მსოფლიოს კულტურული


მემკვიდრეობის კონსერვაციას შორის თანაფარდობის დამყარება და მათი
კოორდინაცია ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ინგლისის ეროვნული ფონდის
(English National Trust) დირექტორმა, ბ-ნ სტრილინგმა კენტერბერიში, 1990 წელს
ICCROM-ის კულტურული მემკვიდრეობის სწავლის, დაცვისა და რესტავრაციის
საერთაშორისო ცენტრი კონფერენციაზე თავის მოხსენებაში, საკუთარი
გამოცდილების მიხედვით, ქცევის შემდეგი კოდექსი ჩამოაყალიბა:
1. ტურიზმის განვითარების მრავლისმომცველი გეგმები არსებითია, რადგანაც
ისინი განაპირობებენ ტურიზმის ნებისმიერი პოტენციალის განვითარებას;
2. ტურიზმის განვითარების ნებისმიერი გეგმის ძირითად პრინციპს უნდა
წარმოადგენდეს, რომ სარგებელი უნდა მიიღოს როგორც კონსერვაციამ, მისი ფართო
გაგებით, ასევე ტურიზმმა. ეს პრინციპი უნდა წარმოადგენდეს ყველა ეროვნული

1
http://icomos.org.ge/ge/wp-content/uploads/ICOMOS-statutes-GEO.pdf
ტურისტული სააგენტოს, ადგილობრივი ტურიზმისა და რეკრეაციის
დეპარტამენტების უმთავრეს განზრახვას;
3. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი
გამოყენებული უნდა იქნას კონსერვაციისათვის როგორც ეროვნულ, ასევე
რეგიონულ დონეზე;
4. მასპინძელ საზოგადოებაში მცხოვრები და მომუშავე ადამიანების
გრძელვადიანი ინტერესები უნდა იყოს ტურიზმის განვითარების ვარიანტების
შერჩევის უპირველესი განმსაზღვრელი ფაქტორი;
5. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაეხმაროს ტურისტებს და მოიზიდოს
ისინი ადგილობრივი ცხოვრების წესის, კულტურის, ისტორიისა და რელიგიის
გასაცნობად. ეს ფაქტორები გათვალისწინებულ უნდა იქნას ტურიზმის პოლიტიკაში;
6. ახალი შენობების და სატრანსპორტო სისტემების დიზაინი ხელს უნდა
უწყობდეს ტურიზმის მიერ შექმნილი პოტენციურად დამაზიანებელი ვიზუალური
ეფექტის მინიმუმამდე შემცირებას. ყველა სახის ინფრასტრუქტურის
ჩამოყალიბებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნას დაბინძურების კონტროლი.
განსაკუთრებული სილამაზის ბუნებრივი ლანდშაფტების შემთხვევაში,
ახალმშენებლობების შემოჭრა შეძლებისდაგვარად აცილებულ უნდა იქნას;
7. კარგი მართვის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ტურიზმის განვითარების
მისაღები დონე და შემოღებულ იქნას სათანადო კონტროლი აღნიშნული დონის
შესანარჩუნებლად.
ზემოაღნიშნული პრინციპები თანაბრად მიესადაგება მსოფლიო
მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგლებს და გამოსადეგია ნებისმიერი მართვის
გეგმის შემუშავებისას.
ICOMOS საქართველო არის არასამთავრობო, არამომგებიანი პროფესიული
ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1993 წელს, როგორც ძეგლებისა და
ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული
კომიტეტი. ორგანიზაცია მოწოდებულია ICOMOS-ის ქარტიების, რეკომენდაციებისა
და დეკლარაციების შესაბამისად ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის
კონსერვაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და
საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით ICOMOS საქართველო ახორციელებს, უნარ-
ჩვევების ამაღლების, გათვითცნობიერების და სპეციფიკურ საპილოტო
პროგრამებს/პროექტებს. ICOMOS საქართველო აერთიანებს 22 ინდივიდუალურ და 1
ინსტიტუციურ წევრს და თანამშრომლობს ფართო მრვალდისციპლინარულ
პროფესიულ, აკადემიურ წრეებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო
საზოგადოებასთან.
ICOMOS- ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო,
არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებულია
UNESCO-სთან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, შენობათა კომპლექსების და
ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებას და განვითარებას.
ორგანიზაცია მონაწილეობს დარგის დოქტრინების განვითარებაში, მუშაობს
იდეების ევოლუციასა და გავრცელებაზე და წარმართავს ადვოკატირებას. ICOMOS-ი
წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველ ორგანიზაციას
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებისთვის. ICOMOS-ი
ამჟამად აერთიანებს 110 ეროვნულ კომიტეტს და 28 საერთაშორისო სამეცნიერო
კომიტეტს.
7) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პროდუქტების
განვითარებისთვის საინტერესო სფერო არის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის წარდგენის მზარდი ტენდენცია, რომელიც დაკავშირებულია მსგავსი
კულტურის მიგრანტთა ჯგუფებსა და ტურისტებთან. საუკეთესო მაგალითები
გვხვდება ქალაქად, როგორც ნიუ იორკის Chinatown ან ებრაული კვარტლის
შემთხვევაში, ასევე ბევრ ევროპულ ქალაქში, სადაც ამჟამინდელი ებრაული
მოსახლეობის ცოცხალი კულტურა ტურისტების(განსაკუთრებით ებრაული
წარმოშობის) დიდ ინტერესს იწვევს. „ოქროს დრაკონი“ ჩინური მემკვიდრეობის
უბანი ავსტრალიაში არის ამ მოვლენის იშვიათი მაგალითი.
„ოქროს დრაკონი“ ჩინური მემკვიდრეობის უბანი მდებარეობს ბენდიგოში,
ვიქტორიას სახელმწიფოს ცენტრალურ გოლდფიელდის (Goldfields) რეგიონში, სადაც
უმეტესად ჩინელი მეშახტეები იყვნენ დასაქმებულნი. ამჟამად აქცენტი კეთდება
ქალაქის გეგმის ინტერპრეტაციასა და პროექტის მარკეტინგის განვითარებაზე,
რომელიც ხელს შეუწყობს ადგილების შექმნას უბნებში, როგორიცაა ოქროს დრაკონის
მუზეუმი, ჩინური ტაძარი და თეთრი ჰილზის სასაფლაო(White Hills Cemetery),
რომელიც მიმზიდველი იქნება ჩინური დიასპორის ტურისტებისთვის. მუზეუმში
შესვლისას ვიზიტორებს აოცებთ კულტურული სივრცის „სიცოცხლე“, თავისი
ნათელი ფერების გამოყენებით, მრავალფეროვანი არტეფაქტებით დისპლეიზე და
ჩინური დრაკონის ოთახში ყოფნა. ყველაზე მთავარია, რომ წარმოდგენილია
განსხვავებული ისტორიები, რომლებიც ცოცხალი რჩება ბენდიგო(Bendigo) ჩინურ
თემში.

ქვემოთ მოყვანილია „კაზიუკას ბაზრობა ” ლიტვური ტრადიციული


ხელოვნებისა და შემოქმედების ბაზრობის2 მაგალითი. კაზიუკას ბაზრობა (Kaziuko
Mug in Lithuanian) არის ყოველწლიური სამდღიანი გაზაფხულის ბაზრობა
ვილნიუსში, ლიტვაში, რომელიც მოიცავს ტრადიციულ ხელოვნებას, ხელობასა და
სუვენირებს. იგი ტრადიციულად იმართება კვირაობით წმინდა კაზიმირის დღის, 4
მარტის ახლო პერიოდში, რომელიც არის წმინდანის გარდაცვალების დღე.
ფესტივალი აღინიშნება ბოლო 200 წელია ვილნიუსის ძველ ქალაქში. ღონისძიება
იზიდავს ათობით ათას სტუმარს, განსაკუთრებით მეზობელი პოლონეთიდან და
ლატვიიდან, საიდანაც სპეციალური ტურები ტარდება ფესტივალის სანახავად.
პარტნიორები წარმოადგენენ გასაყიდად ხალხური ხელოვნების ნიმუშებს, ხელით
ნაკეთობებს და საკვებ პროდუქტებს. ოსტატები დასასწრებად მოდიან, როგორც
მთელი ლიტვიდან, ასევე ლატვიიდან, რომელთა აღიარებული მჭედლებიც საპატიო
სტუმრებს წარმოადგენენ.
ტურისტები ყიდულობენ ტრადიციულ სუვენირებს, ვერბას- კაზიუკას
ბაზრობის სიმბოლოს, პალმის თაიგულებს მუგინუკასს (კაზიუკასის გული, გულის
ფორმის ორცხობილა თაფლის არომატით) და ლიტვურ ადგილობრივ ლუდს. მაღალი
ხარისხის ხელნაკეთ პროდუქტებს შორისაა აგრეთვე მოჩუქურთმებული ხის
ჭურჭელი და ქარვის სამკაულები (ცნობილი, როგორც ლიტვური ოქრო), თიხის
ჭურჭელი, ტექსტილი, ხელნაკეთი კალათები, სათამაშოები, თოჯინები და კერამიკა.
ტურისტები ეზიარებიან ხალხურ ხელოვნებას, ესწრებიან სიმღერისა და ცეკვის
კონცერტებს, ტრადიციულ თამაშებს, მსვლელობებსა და შეჯიბრებებს.
2
http://www.visitlithuania.net/index.php/events/108-other-events/349-st-casimirs-fair-weekend–
უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 07.06.2015.
ქვემოთ მოყვანილია ყველისა და სიდრის ბილიკის (Ruta’l quesu y la sidra)3 (
ასტურია, ესპანეთი) მაგალითი. ტურისტული ბილიკი შეიქმნა 1999 წელს ასიეგუში,
დაახლოებით 100 მოსახლით დასახლებულ სოფელში „Los Picos de Europa“-ს
ეროვნული პარკის მახლობლად. პროექტის ინიციატორები იყვნენ ძმები მანუელ და
ხავიერ ნიემბროები და ადგილობრივი მცხოვრებნი, ყველისა და სიდრის
მწარმოებლებთან და ასიეგუს სხვა მცხოვრებლებსა და გეოგრაფებთან
თანამშრომლობით.
იგი დაფინასებულია პირადი სახსრებით, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენს ოჯახის რესურსები, აგრეთვე სუბსიდიები ეკოლოგიური მეურნეობისა
და მეცხოველეობისათვის.

მარშრუტი შედგება ორი ნაწილისაგან: ვიზიტები დაკავშირებული ყველისა და


სიდრის (სასმელი) დეგუსტაციასთან და ასტურიას სასოფლო ლანდშაფტების
მონახულება (დაახლოებით 2 კმ-იანი გზა–2საათი); და ესპიჩა, ტრადიციული
სოციალური შეკრება.
სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა შეიგრძნონ ავთენტური სოფლის კულტურა, რაც
ხელს უწყობს მის რევიტალიზაციასა და კონსერვაციას.

ქვემოთ მოყვანილია საუდის არაბეთის სუქ ოკაზ(Souk Okaz) ფესტივალის4


მაგალითი რომელიც 2007 წლიდან ტარდება. ფესტივალი ქვეყნის არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად
ითვლება. იგი ტარდება ყოველ ივლისში ისტორიულ ადგილ Souq Okaz–ში, ქალაქ ალ-
ტაიფთან ახლოს.
ღონისძიების ორგანიზებაში 1000–ზე მეტი ადამიანი ღებულობს მონაწილეობას, მათ
შორის ადგილობრივი თემები და სხვადასხვა რეგიონები,

ფესტივალი მიზნად ისახავს ისტორიული ბაზრის Souk Okaz–ის და მისი


კულტურული ელემენტების აღდგენას,

საუდის არაბეთის ტურიზმისა და სიძველეთა კომისიის კვლევების მიხედვით ჩანს,


რომ Souk Okaz გახდა ტურისტული ცენტრი. აქ ვიზიტორთა რაოდენობა 2008 წელს
გაიზარდა

8) კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა უნდა


ითვალისწინებდეს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის გადანაწილებას ქვეყნის
მართვის ყველა დონეზე: ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ
ხელისუფლებაზე და, რაც მთავარია, საზოგადოებრივ სექტორსა და ფართო
საზოგადოებაზე.
3
http://www.rutalquesuylasidra.com -უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა 15.06.2015წ.
4
http://www.scta.gov.sa/en/Programs-Activities/Programs/Pages/Souk-Okaz.aspx–უკანასკნელად იქნა
გადამოწმებული 10.06.2015.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის ამოცანაა, ყველას
გააგებინოს მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ღირებულება, მაქსიმალურად ჩართოს
მოქალაქეები მისი შენარჩუნებისა და განვითარების პროცესში, რაც პირდაპირ
კავშირშია მართვის გამჭვირვალობასა და ქვეყნის დემოკრატიზაციასთან. ამ
პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს სწორედ ფართო საზოგადოება, როგორც იმ
ფასეულობების მემკვიდრე, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია და რომლებიც ყველა
ჩვენგანს ეკუთვნის. თითოეულ მოქალაქეს გაცნობირებული უნდა ჰქონდეს თავისი
როლი, პასუხისმგებლობა და უფლება მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის
საქმეში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა გულისხმობს:


1. მემკვიდრეობის მრავალფეროვნების წარმოჩენას და დაცვას;
2. პროფესიული ინსტიტუციების გაძლიერებას, კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის საქმეში სხვადასხვა უწყებების პასუხისმგებლობის ამაღლებას;
3. მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული დარგების
დეპოლიტიზირებას;
4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის ფინანსური
წყაროების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას;
5. ადგილობრივი თემისთვის ხელშესახები სოციალური და ეკონომიკური სარგებლის
მომტანი სპეციალური პროგრამების შემუშავებას მემკვიდრეობის ძეგლებსა და
ისტორიულ გარემოზე დაყრდნობით;
6. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლებას: ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რატომ და როგორ უნდა
მოვუაროთ მემკვიდრეობას, რა შეიძლება მოგვითხროს ამა თუ იმ ძეგლმა და რა
შეიძლება შეგვძინოს მისმა მოვლა-პატრონობამ;
7. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა
წვდომას: ხელმისაწვდომობის გარეშე ვერ განხორციელდება მემკვიდრეობის
სოციალური ფუნქცია;
8. გარემოს ფართო კონტექსტის ხაზგასმას – კულტურული და ბუნებრივი
ღირებულებების ერთ ჭრილში განხილვას.
9. ამის მისაღწევად შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული
ცვლილებების განხორციელებას;

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


საქართველოს უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში ირიცხება 6 803 ძეგლი,
საიდანაც 484 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. საქართველოდან მსოფლიო
მემკვიდრეობის ნუსხაში 3 ობიექტი ირიცხება. საქართველოში 2012 წლიდან
მიმდინარეობს არამატერიალური მემკვიდრეობის აღნუსხვა.
მუხლი 19. ძეგლის კლასიფიკაცია
1. ძეგლის კლასიფიკაცია სახეობებად ხდება მისი ტიპოლოგიის, ისტორიული,
კულტურული, მხატვრული, ესთეტიკური, მემორიალური, სულიერი, მეცნიერული
და სხვა ღირებულებების მიხედვით.
2. ძეგლის სახეობებია: ა) არქეოლოგიური; ბ) არქიტექტურის; გ) საინჟინრო; დ)
ქალაქთმშენებლობის (ურბანული); ე) საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და
ლანდშაფტური არქიტექტურის; ვ) პალეოგრაფიული; ზ) მონუმენტური სახვითი
ხელოვნების; თ) მემორიალური; ი) ეთნოგრაფიული; კ) სახვითი ხელოვნების; ლ)
დოკუმენტური.

მინიჭება. ძეგლი შეიძლება იყოს ორი კატეგორიის: ძეგლი და ეროვნული


მნიშვნელობის ძეგლი. რაკი საქართველო მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის
წევრი ქვეყანაა და კანონი ითვალისწინებს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
ძეგლის წარდგენას. მემკვიდრეობის რეგისტრაცია ძეგლის დაცვის გარანტიაა, ანუ
ყველა რეგისტრირებული ძეგლი დაცულია კანონით.
კანონი ასევე ითვალისწინებს დაცვის ზონების სისტემას:
მუხლი 34. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და
დადგენის წესები
1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება
ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან.
2. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან:
ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი;
ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.
3. ზოგადი დამცავი ზონებია:
ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა;
გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა

საქართველოს კანონი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა


და საქართველოში შემოტანის შესახებ, საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი
№2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
ამ კანონის მიზანია დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა,
სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები
საქართველოდან მათი უკანონო გატანისა და უნებართვო არქეოლოგიური
გათხრებისაგან.
კანონი ხელს უწყობს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების ხალხთა
კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და კულტურულ ფასეულობათა
გაცნობას, უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა მიერ საქართველოში დროებით შემოტანილ და საქართველოდან
დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობათა დაცვასა და სახელმწიფოში
დაბრუნებას.
ICOMOS კულტურული ტურიზმის საერთაშორისო ქარტია 1999 წლის
ოქტომბერში დამტკიცდა ICOMOS- ის გენერალური ასამბლეაზე მექსიკაში, რომლის
წესდება მომზადდა ICOMOS კულტურული ტურიზმის საერთაშორისო სამეცნიერო
კომიტეტის მიერ.
კონცეფციის საკვანძო პუნქტები:
 მემკვიდრეობის ადგილების, არამატერიალური მემკვიდრეობისა და
კოლექციების დაცვა, კონსერვაცია და მენეჯმენტის ძირითადი მიზანია, მასპინძელი
თემისა და ვიზიტორებისთვის მათი მნიშვნელობა ფიზიკურად ან/ და
ინტელექტუალურად ხელმისაწვდომი იყოს.
 თუ არ იქნება უზრუნველყოფილი კულტურული მემკვიდრეობის
ადგილებისადმი საზოგადოების ინფორმირებულობა და საზოგადოების მხარდაჭერა,
მთელი კონსერვაციის პროცესი იქნება მარგინალიზებული და ვერ მოიპოვებს
დაფინანსების მნიშვნელოვან დონეს ან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
მხარდაჭერას, რაც აუცილებელია მისი გადარჩენისთვის.
• კულტურული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი
გონივრული და კარგად მართული მიმართება არის როგორც ადამიანის უფლება,
ასევე პრივილეგია. მას ვიზიტორის მხრიდან პატივისცემის აუცილებლობა მოაქვს
თან. ინტერპრეტაცია ან პრეზენტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული
მემკვიდრეობის ხალხისთვის ხელმისაწვდომობაში.
• კულტურული მემკვიდრეობა განიხილება, როგორც ყოველდღიური
ცხოვრების, სოციალური ზრდისა და ცვლილებების დინამიური მინიშნება. ეს არის
სოციალური კაპიტალის ძირითადი წყარო და მრავალფეროვნებისა და
საზოგადოების თვითმყოფადობის გამოხატულება.
• შიდა და საერთაშორისო ტურიზმი კულტურული გაცვლის ერთ – ერთი
უმთავრესი საშუალებაა, და სთავაზობს პირად გამოცდილებას, რაც გადახდა
წარსულში, ისევე როგორც თანამედროვე ცხოვრებასა და სხვათა საზოგადოებაში. მას
შეუძლია კულტურული რესურსების ეკონომიკური სარგებლობის გამოყენება და
წარმატებით მართვის შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი
როლის შესრულება. ტურიზმმა უნდა მოიტანოს სარგებელი მასპინძელ
საზოგადოებას და ისე დაიგეგმოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის
ავთენტურობასა და ფიზიკურ გამოხატულობაზე უარყოფითი ზემოქმედება არ
მოახდინოს. ცუდად მართულმა ან გადაჭარბებულმა ტურიზმმა შეიძლება
უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივ საზოგადოებასა და მათ
კულტურული მნიშვნელობის ადგილებზე.
• ქარტია არა მარტო არ შემოიფარგლება ICOMOS-ის ძეგლების, ან მსოფლიო
მემკვიდრეობის ობიექტების ტრადიციული კონცეფციის ტურიზმის ფარგლებში
განხილვით, არამედ ფართოდ განიხილავს ტურიზმისა და კულტურული
მემკვიდრეობის ადგილების, კოლექციებისა და მასპინძელი თემების ცოცხალ
ასპექტებს შორის ურთიერთზეგავლენას.
 ქარტია შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილებისა და სიტუაციების ფართო
სპექტრისთვის. იგი მიზანმიმართულად ერიდება შეზღუდული რაოდენობის
ადგილების სპეციფიკურ აღწერას, მაგრამ იყენებს "მემკვიდრეობის მნიშვნელობის"
ფართო კონცეფციას. ამა თუ იმ ადგილის ან საზოგადოების ინდივიდუალური
მემკვიდრეობის მახასიათებლები უნდა განისაზღვროს ქარტიის გამოყენების
ნებისმიერ სიტუაციაში.

9) მემორიალური მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან


დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის
ამსახველი მასალები;

მუზეუმში ექსკურსიის ჩატარების ფორმები სხვადასხვაგვარია, თუმცა მათ შორის


მაინც გამოყოფენ მის სამ ძირითად ტიპს: მიმოხილვითი, საგანმანათლებლო და
შემეცნებითი (კოგნიტური) ექსკურსიები.
მიმოხილვითი ექსკურსიისათვის, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, წამყვანია
გაცნობითი/მიმოხილვითი ხასიათის ამოცანები. ამ ტიპის ექსკურსიები გაჩნდა პირველ
მუზეუმებთან ერთად და მას შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია იმ ვიზიტიორზე,
ვინც პირველად მოდის მუზეუმში და სურს შეიქმნას მასზე ზოგადი წარმოდგენა.
ძირითადად, ესაა ვიზიტიორთა ის კატეგორია, რომელიც შეზღუდული დროით და
მცირე ინფორმაციული რეზერვით მოდის მუზეუმში. შესაბამისად, მიმოხილვითი
ექსკურსიის შედეგად მიღებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ზოგად ცნობებს მუზეუმზე
და მის ყველა ექსპოზიციაზე. მიმოხილვითი ექსკურსიის შინაარსი და ძირითადი საკითხები
შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
• მუზეუმის შენობის ისტორიისა და არქიტექტურის გაცნობა;
• მუზეუმის კოლექციის შინაარსისა და მისი ფორმირების ისტორიულ გარემოებებათა
გაცნობა;
• სამუზეუმო ფონდის ძირითადი შემადგენლობის ზოგადი გაცნობა;
• იმ ცალკეულ, საყოველთაოდ ცნობილ ექსპონატთა გაცნობა, რომლებიც ყველაზე
მკაფიოდ წარმოაჩენს მუზეუმს, მის კოლექციას და ძირითად განყოფილებებს.
აღნიშნულ თემებად ინფორმაციის გადანაწილება შეიძლება იყოს თანაბარზომიერი ან
განსხვავებული, გამომდინარე საექსკურსიო ჯგუფის დროის, სხვა გარემოებისა და
სურვილის გათვალისწინებით.ცალკეულ შემთხვევაში, ასევე შეიძლება ყურადღება
გამახვილდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთზე და დანარჩენი ნაკლებად იყოს
მიმოხილული. როგორც წესი, მიმოხილვითი ექსკურსია ორიენტირებულია ზრდასრული
ასაკის ვიზიტიორზე და ატარებს უფრო საგანმანათლებლო ხასიათს, თუმცა გამოიყენება
მოსწავლეებთან მუშაობის პროცესშიც (განსაკუთრებით, მუზეუმში მათი პირველი ვიზიტის
შემთხვევაში).
საგანმანათლებლო ექსკურსია შეიძლება განკუთვნილი იყოს ნებისმიერი ასაკის ფართო
აუდიტორიისა (პატარების გარდა) და ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის. მნახველის
მომზადების დონისა და კონკრეტული საგანმანათლებლო მიზნის შესაბამისად, ასეთი ტიპის
ექსკურსიას შეუძლია დასახოსდა განახორციელოს სხვადასხვა ხასიათის საგანმანათლებლო
ამოცანები, რომლებიც შეიძლება უშუალო კავშირში იყოს იმ სკოლის ან უმაღლესი
სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომელთა მოსწავლეებიც მოდიან
ექსკურსიაზე, მაგრამ შეიძლება იყოს სრულიად დამოუკიდებელიც.

You might also like