You are on page 1of 7

qarTuli adaT-wesebi

Mინგა ცივაძე
10 დავიწყებული ქართული ტრადიცია, რომელთა შესახებაც
შესაძლოა, არ გსმენიათ
ყველა დროის საზოგადოებას, არქაულიდან დღემდე, გარკვეული ზნეობრივი ნორმები ახასია-
თებდა და ახასიათებს. ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწორი და არასწორი
წარმოდგენებისა და იდეების სისტემას, თაობიდან თაობას გადაეცემა.
მეცნიერები, შუა საუკუნეების ქართველი გლეხის წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების აღსად-
გენად XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ნახევარში ხალხში მოძიებულ ჩანაწერებს ეყ-
რდნობოდნენ. მთელი რიგი ტრადიციები, რომლებსაც ეთნოლოგები იწერდნენ და აღწერდნენ,
შუა საუკუნეებში იყო წარმოქმნილი. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ტრადიციები და
ჩვეულებები ცვლილებებსაც განიცდიდა.
ხალხში შემონახული წეს-ჩვეულებების დახასიათება XIX საუკუნის გამოჩენილმა ქართველებ-
მა ითავეს. სათავეში ილია ჭავჭავაძე იდგა, რომელიც ამა თუ იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მხარიდან გამოსულ განათლებულ ქართველებს ავალებდა ხალხში დამკვიდრებული ტრადი-
ციების შეკრებასა და ჩაწერას. ვაჟა-ფშაველაც იწერდა ყველანაირ ფშავ-ხევსურულ წეს-ჩვეულე-
ბას და მაშინდელ პრესაში აქვეყნებდა.

გაგაცნობთ 10 ქართულ ტრადიციას, რომლებიც უკვე დავიწყებას მიეცა:


1. სუფრასთან მოქცევის წესები
ქართველებს რომ კარგი სმა-ჭამა და ქეიფი უყვართ, ყველამ იცის, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა
ჩვენი ტრადიცია. პირიქით, სინამდვილეში, ქართული ტრადიცია განუსაზღვრელ ჭამა-სმას
გმობდა. ადამიანს მხოლოდ იმდენი უნდა დაელია, რამდენსაც იტანდა და სუფრიდან ისე
უნდა ამდგარიყო, რომ ფეხი არ არეოდა. თუ ვინმე დათვრებოდა, მას ყოველთვის მასხრად იგ-
დებდნენ. ქართული სუფრის ტრადიცია, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სადღეგრძელო, სიმ-
ღერა, ცეკვა, ლექსი, აგრეთვე სუფრაზე რამდენიმე სასმისის არსებობა (ჩამოტარება), სიმთვრა-
ლეს გამორიცხავდა. ასევე, დაუშვებელი იყო დაძალების წესიც. XVII საუკუნის ფრანგი მოგზა-
ური ჟან შარდენი წერდა: „ერთ-ერთი ქართველი მარწმუნებდა, ათას კაცზე ერთი ლოთი თუ
შეგხვდება, ისიც ნაცემი და სასაცილოდ აგდებული არისო. კახეთში ბევრ ღვინოს აყენებენ, ბევ-
რსაც სვამენ, მაგრამ არ თვრებიან“.
2. ვარცხნილობა
ქართველებს ჩაცმა-დახურვისა და ვარცხნილობის წესებიც ჰქონდათ. ქალს თმა უნდა გაეზარ-
და და დაწნული ეტარებინა, ხოლო კაცს ყურს ზემოთ შეეჭრა. ერთმანეთისაგან განსხვავებული
იყო გოგონასა და ქალის ვარცხნილობაც.
qarTuli adaT-wesebi
qarTuli adaT-wesebi
3. გლოვის ტრადიცია
ქართველებში გადამეტებული გლოვა თავიდანვე არ ყოფილა ტრადიცია და ის ზნედ ერთ
დროს ქცეულა. ძალიან შეზღუდული იყო მიცვალებულის ტრაპეზი. ტრაპეზს უშლიდნენ მხო-
ლოდ შორი სოფლიდან მოსულ ნათესავებს. სამი (შემდეგ კი შვიდი) შესანდობრის შემდეგ მა-
ლევე წამოიშლებოდნენ. ზნეობრივი ნორმა იყო ისიც, რომ შესანდობრის შემდეგ სასმისი ბო-
ლომდე არ უნდა დაეცალათ. სამეგრელოში გადამეტებული გლოვის შესახებ ჟან შარდენი მიუ-
თითებდა: „ეს არის სასოწარკვეთილების გლოვა. თუ ქალს ქმარი ან ახლობელი მოუკვდა, შე-
მოიხევს ტანსაცმელს, შიშვლდება წელამდე, იგლეჯს თმებს, ფრჩხილებით იკაწრავს სხეულს
და სახეს, იცემს გულმკერდში, კივის, ღრიალებს, კბილებს აკრაჭუნებს, ცოფდება, შმაგდება და
ბორგავს უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მისული. მამაკაცებიც ასევე ბარბაროსულად ამ-
ჟღავნებენ თავიანთ მწუხარებას, იგლეჯენ ტანსაცმელს, იპარსავენ თმებს და მჯიღს იცემენ
მკერდში“.
4. საზოგადოებაში მოქცევის კულტურა და წესები
საქართველოში ჯდომისა და დგომის გარკვეული ტრადიცია არსებობდა. მიუღებელი იყო ადა-
მიანს ჯდომისას ფეხი ფეხზე გადაედო, ადგომისას დაბჯენოდა ან საზოგადოებაში ჯოხი მხარ-
ზე გადაედო. ასევე მიუღებელი იყო ჭამის დროს ლაპარაკი, ჯდომისას კედლისთვის ზურგით
მიყუდება, თავის უკიდურესად დახრა, სკამზე სანახევროდ ჯდომა. „ცალს თეძოზედან არ
დაჯდე, რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა. ცხვირის გამოკრკნა არ წაგცდეს, ნუ ეძებ კბილის
საჩრჩნელსა“. წესი იყო ასევე ჩამოსართმევად გამოწვდილი ხელისთვის ორი ხელით ჩამორ-
თმევა.
ძველად მიუღებელი იყო საზოგადოებაში გულხელდაკრეფილი ყოფნა, რადგან ასე მხოლოდ
დამწუხრებულები დგებოდნენ.
5. სტუმრის პატივისცემა
ეთნოგრაფიული მონაცემებით წესი იყო, რომ საქართველოში სტუმარს ძილის წინ ოჯახის დი-
ასახლისი ფეხს ბანდა. ეს ტრადიცია „კალმასობაშიცაა“ ასახული. როდესაც მეკალმასე იოანე
ხელაშვილი სოფელ ნორიოში მასხარა ოთარიკას ოჯახში აღმოჩნდება, ეს უკანასკნელი მეუღ-
ლეს მიმართავს: „დედაკაცო, ფეხთ დაბანე იოანეს, რადგან რიგი არის სტუმართა“.
6. კოცნის ტრადიცია
ჯერ კიდევ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, საქართველოში არ იყო ტრადიცია ყოველი
შეხვედრის დროს კოცნისა, მით უმეტეს არ კოცნიდნენ ერთმანეთს მამაკაცები. პატივსაცემ პი-
როვნებებს, ასაკით უფროსებს მხარზე ეამბორებოდნენ. მამაკაცების მიერ ერთმანეთის კოცნა
შეხვედრისა თუ ქეიფის დროს საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. ასაკით უფროს ადამიანებს
ალბათ ახსოვთ, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს კომუნისტური პარტიის „ბელადები“ პარტი-
ულ შეკრებებზე და ურთიერთშეხვედრის დროს. ეს ჩვევა, მამაკაცების ერთმანეთის კოცნისა,
მაშინ შემოვიდა ჩვენში. სხვათა შორის, საქართველოში სულ რაღაც სამი თაობის წინ მშობლე-
ბის მიერ ბავშვებისა და შვილების კოცნაც კი არ იყო მიღებული. სხვათა შორის, მამაკაცების
მიერ ტუჩებში ერთმანეთის კოცნა შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა, რაც თავდაპირველად
სამშვიდობო ზრახვისა და პატივისცემის დამადასტურებელი იყო, დროთა განმავლობაში კი
სიყვარულის ნიშნად იქცა.
7. სამძიმრიდან დაბრუნება
ქართლში ასეთი ტრადიცია არსებობდა: მიცვალებულიდან მომავალნი არავის ესალმებოდნენ
და ისე იქცეოდნენ, თითქოს შემხვედრებს ვერც ხედავდნენ.
qarTuli adaT-wesebi
8. რძლისა და მამამთილის ურთიერთობა
საყოველთაოდ იყო გავრცელებული უმძრახობის წეს-ჩვეულება, რაც, პირველ ყოვლისა, ოჯახ-
ში ახლად შემოსული რძლისა და მამამთილის ურთიერთდამოკიდებულებას ეხებოდა. პირვე-
ლი შვილის გაჩენამდე ისინი ერთმანეთს არც კი ეკონტაქტებოდნენ. იმერხევში ჩაწერილი ეთ-
ნოგრაფიული მონაცემებით, ოთახში თუ მამამთილი იმყოფებოდა, იქ მყოფი რძალი ზურგშექ-
ცევით ვერ გავიდოდა, აუცილებლად უკანსვლით ტოვებდა იქაურობას. საერთოდ, უმძრახობა
თაობებს შორის დისტანცირებისა და გარკვეული პატივისცემის გამოხატულება გახლდათ. იმ-
დროინდელ საზოგადოებას ამ „ქცევაზნის“ მოთხოვნილება ჰქონდა, რომელიც ჩვენთვის დღეს
მიუღებელია.
9. ტუალეტთან დაკავშირებული ჩვეულება
ეთნოგრაფიული მასალებით ცნობილია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ტუალეტში ან ტუალეტ-
თან შემხვედრი ორი ადამიანი ერთმანეთს არ ესალმებოდა, უფრო მეტიც, სამეგრელოში და-
დასტურებული მასალებით, შვილებსა და შვილიშვილებს არასდროს არ უნახავთ, უფროსი თა-
ობის წარმომადგენლები (ბებია და ბაბუა) როგორ ახერხებდნენ მათ დაუნახავად ტუალეტში
შესვლას.
10. ქორწინება
ფეოდალური საზოგადოებისთვის კანონი იყო, რომ დიდებული დიდებულზე უნდა დაქორწი-
ნებულიყო, გლეხი – გლეხზე. მაგრამ, როგორც ირკვევა, დარღვევებიც ხდებოდა. სოციალურად
დიფერენცირებული ფეოდალური საზოგადოების წარმომადგენლისთვის თუ მიუღებელი იყო
დაბალი ფენის ადამიანზე დაქორწინება, ამას ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია არ
კრძალავდა. თავადი თუ გლეხის ქალზე ჯვარისწერას გადაწყვეტდა, ის ამ სურვილს დააკმაყო-
ფილებდა.
qarTuli adaT-wesebi
შორენა აბულაძე
„ალეგრობა″
„ალეგრობის” დამკვიდრების ისტორია გურიიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის
(1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული
სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა
არავის უკვირდა,ქალაქში იტალიელი მისიონერებიც უნახავთ და გერმანელი მოხეტიალე
მსახიობ-კომედიანტთადასიც-გურიელმა თავის კარზე რომ დაიტოვა სანახაობათა
მოსაწყობად.ამიტომ „ალეგრობა” - იტალიური შინაარსის სიტყვა რომ ეწოდა მხიარულ,
მრავალფეროვან და მასობრივ დღესასწაულს, დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც
უნდა გაგვიკვირდეს.
„ალეგრობა” , როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს
ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე
ორგანიზატორებს , ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-
საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც
იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის ,
კვირიკეთის „ალეგრობები”. XIX საუკუნის 80-იან წლებიდან მოყოლებული , ეს დიდი
ტრადიცია 1941 წლამდე მოვიდა და მეორე მსოფლიოს ომმა შეაჩერა . იმ ადრინდელი
„ალეგრობების” შესახებ ცნობიბი კი ძველმა გაზეთმა და თანამედროვეთა მოგონებებმა
შემოგვინახეს.
სხვადასხვა წლებისა და ეპოქის „ალეგრობებს” ჩაქურიან - ყაბალახიანი, ულვაშაწკეპილი
გურული ვაჟკაცებიც ახსოვთ და „ცარსკებით” დამშვენებული, „ჩესუნჩისა” თუ სატინის
ბლუზებიანიც; ნაწნავ-თავსაფრიანი უმშვენიერესი ასულებიც და მხიარულ „ბუზიკაზე”
„ფოქსტროტისა” და „ვალსის” მოცეკვავე გოგონებიც. ყოფილა დიდი მხიარულება, სეირნობა,
ქალ-ვაჟთა „გადანახულება” , მუშაობდა „სიყვარულის ფოსტა”, „ბედის კასრი”, იმართებოდა
შეჯიბრი ცეკვებში... უხუცეს ოზურგეთელებს ახსოვთ, დღესასწაულის ყველაზე ლამაზ
გოგონას ქადეიშვილის ქალის განთქმულ ტორტს რომ მიართმევდნენ პრიზად, თეთრი
ვარდებით მორთულ ფაეტონში ჩასვამდნენ და არემარეს ზარზეიმით შემოატარებდნენ.
„ალეგრობაზე” ბევრი ქალ-ვაჟის ბედი გადაწყვეტილა.
„კალანდა″

მაშინ როდესაც მსოფლიო ახალ წელს


წელიწადში ერთხელ ზეიმობს,
მართმადიდებელი ქრისტიანები მას
ორჯერ ავღნიშნავთ– ძველი და ახალი
სტილით– 1 და 14 იანვარს. 14 იანვრის
აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა
მხარეში, განსხვავებული ტრადიციებით,
რიტუალითა და სახელწოდებითაც ხდება,
რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციათ იქცა.
qarTuli adaT-wesebi
გურულები ძველით „ახალ წელს″ „კალანდას″ ეძახიან. „კალანდის″ მთავარი ატრიბუტია
ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისაგან ამზადებენ. ჩიჩილაკი წმინდა ბასილის
სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას ″ბასილის ფაფუკ წვერებსაც″ ეძახიან.
ძველათ „კალანდას“ ახალ წელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება.
მამაკაცები ღორის თავს, ბასილას (საახალწლო კვერი), საახალწლო გობს სანოვაგით
დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს
ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილის ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ
მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი
ყოველივე სიკეთით აავსოს. თუ გატეხვის შემდეგ კაკალი ცარიელი აღმოჩნდა, რაც მისსი
რწმენით უბედურების მომასწავებელია, ის ხელმეორედ ეხვეწება წმ. ბასილს, რომ მისი ოჯახი
ცარიელ კაკლს არ დაამსგავსოს.
ამის დასასრულს პროცესია სახლისკენ გაემართება და მეკვლეს კარებს სამჯერ დააკაკუნებს
შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!″ სახლიდან სამჯერ უპასუხებენ „რა მოგაქვს?“ ამაზე
მეკვვლე უპასუხებს მთელი რიგი სანატრელი საგნების ჩამოთვლით. შემდეგ კარებს უღებენ და
იწყება საახალწლო მილოცვები.

ფერიცვალების დღესასწაული და ტრადიციული დოღი


ბახმაროში

ყოველი წლის 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში ტარდება წირვა–
ლოცვა, ამავდროულად სეზონის დასრულების აღსაღნიშნავად იმართბე ატრადიციული დოღი,
რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ
სააქრთველოს სხვადასხვა ქალაქების ცხენოსნები. ამ დროს კურორტ ბახმაროი თავს იყრიან როგორც
ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე სპეციალურად ამ დგისთვის მოწვეული სტუმრებბი. ხდება
ხალხური რეწვის ნიმუშების
გამოფენა - გაყიდვა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ გურული სამზარეულო. ღონისძიების
ბოლოს იმართება დასკვნითი კონცერტი.
qarTuli adaT-wesebi
ლელო ლანჩხუთში

„შუხუთფერდთან“ ბრძოლაში ერთმანეთს


სისხლით და ტომით ერთნი, მაგრამ
სხვადასხვა სარწმუნეობის ქართველები
ებრძოდნენ. გამარჯვებულმა
დამარცხებული, საკუთარი მიცვალებულის
მსგავსად დაიტირა და დიდის პატივით
მიაბარა მიწას. შუხუთის ლელოს
იდენტურობა 153 წლის უკან
„შუხუთფერდის“ ბრძოლასთან ცალსახად
აშკარაა. სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი
რიტუალია ლელოს თამაში აღდგომის
დღეს სოფელ შუხუთში.

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა დაძალით გატანას ნიშნავს. ლელო ბრძოლას გავს.
შუხუთის ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს).
ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ,
მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი
წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია,
რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია.
გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.
თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის
ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო
პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას.
გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და
იქ შესანდობარი ისმევა.
„ლელო“ 150 წელზე მეტია იმეორებს მის წიაღში გამართული საკვირველი ბრძოლის
რიტუალს.

You might also like