You are on page 1of 28

1.

ბსუ
ბსუს სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტთა
წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მონაწილეობს უმაღლესი
საგანმმანათლებო დაწესებულების მართვაში და იცავს მათ
უფლებებსა და ინტერესებს.
მათი მიზანია:
1.სტუდენტთა ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა
2.სტუდენტთა ადმინისტრაციული და სასწავლო პრობლემების
მოგვარება
3.სამეცნიერო შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზაცია
4.სპორტული წრეების ხელშეწყობა
5.გამოფენების ლიტერატურული ღონისძიების და შემოქმედებითი
საღამოების ორგანიზაცია
ფაკულტეტებია:
1.ტექნოლოგიური
2.ზუსტ მეცნიერებათა და განათლების
3.საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის
4.ეკონომიკისა და ბიზნესის
5.ტურიზმის
6.იურიდიუთა და მეცნიერებათა
7.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სტრუქტურული ერთეულები:
1.შრომისა და დაცვის უსაფრთხოების სამსახური
2.სამეცნიერო კვლევების სამსახური
3.ბსუს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა
4.პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების
ცენტრი
5.საგამოცდო ცენტრი
6.საქმის წარმოების სამსახური
7.საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტი მათ შორის აღრიცხვა-
ანგარიშების სამსახური
8.ბსუს გამომცემლობა
9.სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის
დეპარტამენტი
10.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
11.სასწავლო პროცესის დეპარტამენტი
12.საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
13.იურიდიული
14.მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი
15.სტრატეგიულ განვითარებისა და საგარეო ურთიერთობის
დეპარტამენტი

თავმჯდომარე-გიორგი გეგიძე. არჩევნები ჩატარდა 22 წლის 14 ივნისს

2.

3.მედიცინის სათავეები:შუმერები, ეგვიპტე, ჩინეთი


შუმერების ისტორიის დასაწყისი მრავალ საიდუმლოებას მოიცავს,
რომელთა ამოცნობას ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა დიდი ძალა და
ენერგია მოახმარეს. ამჟამად ჩვენ ვიცით თუ როგორ გამოიყურებოდნენ
ისინი, რომელ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, მეურნეობის რომელ დარგებს
მისდევდნენ, როგორ ზრდიდნენ შვილებს. არქეოლოგები დააბიჯიბენ
ძველ შუმერულ ქალაქებში, აკვირდებიან სახლებსა და ტაძრებს, მაგრამ
გამოცანების რაოდენობა მაინც არ კლებულობს.

შუმერების ქვეყანამ სახელწოდება მიიღო იმ ხალხისგან, რომელიც აქ


მრიჩარე ევფტრატის ქვედა წელზე, სპარსეთის ყურესთან ახლოს
სახლობდა ჩე წ -მდე დაახლოებით 3000 წელს. ამ
ადგილას მდინარე მრავალრიცხოვან ტოტად იყოფა, რომელიც
ისტორიის მანძილზე ხან ერთიანდებოდა, ხანაც ახალ ტოტებად
იშლებოდა და იმის გამო რომ მდინარის ნაპირები დაბალი იყო,
არცთუ იშვიათად კალაპოტსაც იცვლიდა. ძველი კალაპოტები კი ჭაობად
გადაიქცეოდა ხოლმე. ადამიანისთვის ასეთ რთულ პირობებში პირველ
რიგში საჭირო იყო „მიწის გამოყოფა წყლისგან“.
სწორედ ამიტომ სამხრეთ შუამდინარეთის მოსახლეობა იძულებული
იყო ამოეშრო ჭაობები, დამბებით დაეცვა თავი წყალდიდობებისგან.

თიხნარი ბორცეები, რომლებიც მდებარეობდა მდინარისგან მოშორებით,


მზით იყო გადამწვარი. საშინელი სიცხე, ჭაობის მძიმე შმორი, კოღოსა და
ქინქლების ღრუბელი, ადამიანებს აიძულებდა შორს დაეჭირათ თავი ამ
ადგილებისგან. ვეფრატის დაბლობები ხანგრძლივი დროის
განმავლობაში არ იზიდავდა წინა აზიის მიწათმოქმედ და მომთაბარე
ტომების ყურადღებას.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ყეელაფერი შეიცვალა, როცა


მდინარეებისა და ჭაობების ამ ქვეყანაში გამოჩნდნენ ახალი, ენერგიული
მეპატრონეები – შუმერები. მათ არ იციან საიდან მოვიდნენ ისინი
ევფრატის ქვედა წელში. თუმცა, შუმერულ ლეგენდებში ნახსენებია
მაღალი მთები მათ სამშობლოში, საზღვაო გზა, რომელმაც ისინი
ევფრატის შესართავთან მიიყვანა და კუძული ზსღვაში, რომელსაც
შუმერები არა მარტო თავის ძველ სამშობლოდ, არამედ საერთოდ, ყველა
ადამიანის წინარესამშობლოდ თვლიდნენ.
ახლა თვალი გავადევნოთ და ვნახოთ თუ როგორ იქცეოდნენ შუმერები
ახალ თუ ძველთაძველ სამშობლოში, ლერწმიანებსა და ჭაობებში. გარდა
იმ მიწებისა, რომელიც შუმერებმა ნაყოფიერად აქციეს, მათ ქვეყანაში
დიდი რაოდენობით იყო თიხა და ლერწამი. აქ არ იყო არც
მსხვილვარჯიანი ხეები, არც სამშენებლო ქვა და არც მადანი ლითონის
გამოსადნობად. წარმოიდგინეთ, რომ ძველ შუამდინარეთში სახლის
კარებიც კი მოძრავ ქონებად ითვლებოდა. როცა ადამიანი საცხოვრებელ
სახლს იცვლიდა, ხის დეფიციტის გამო კარები თან მიჰქონდა. შუმერებმა
ისწავლეს ალიზისგან სახლების მშენებლობა, რომლებსაც ლერწმით
ხურავდნენ. ასეთ სახლს ყოველ წელიწადს, რომ არ დანგრეულიყო,
თიხით ლესავდნენ. როცა ევფრატი ადიდდებოდა და კალაპოტს
იცვლიდა, შუმერები ხშირად ტოვებდნენ საცხოვრებელ სახლებს.
სათევზაოდ და მდინარეზე სამგზავროდ ისინი იყენებდნენ ლერწმისაგან
მოწნულ პატარა, მრგვალ ნავებს, რომელსაც გარედან ასფალტობიტუმით
ფარავდნენ, რაც თიხასთან ერთად ამ ქვეყანაში ბლომად მოიპოვებოდა.
მათ თიხას კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაც შესძინეს.
მისმა სიუხეემ შუმერები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ საწერ მასალად
სწორედ თიხის ფირფიტები გამოეყენებინათ. მოზელილი
თიხისაგან თხელი ფირფიტა კეთდებოდა, რომელზედაც წვეტიანი
ჩხირით წერდნენ. ნედლ თიხაზე პნელი რომ ერთნაირი სიღრმის ხაზები
გაევლოთ, საწერი წკირები ხშირად სამკუთხედის ან სოლის ფორმისა
იყო. ამიტომ და ტექსტების გარეგნული მსგავსების გამოც
ისტორიკოსებმა ამ
დამწერლობას ლურსმული უწოდეს. რელიგიურად და
სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ჩანაწერებს, ბუნებრივია, ტაძრის
მოხელეები ასრულებდნენ. მათ ისიც კი უნდა დაეთვალათ, თუ რამდენი
მარცვალი დარჩა ტაძრის ბეღელში.
შუმერების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. მათ
მარცვლეული კულტურებიდან ქერი, შვრია, ოსპი მოჰყავდათ. სელი და
ვაზი ცუდად ხარობდა, ამიტომ ღვინო ჩრდილოეთიდან შემოჰქონდათ.
ჩვ. წ-მდე მე-3 ათასწლეულში შეიქმნა შუმერული ლიტერატურის ძეგლი
– „სამიწათმოქმედო ალმანახი“, რომელშიც აღწერილი იყო ცალკეული
სამუშაოები და რეკომენდაციები, თუ როგორ მოერწყათ მიწები და
შეენარჩუნებინათ მისი ნაყოფიერება. ჩვ. წ-მდე მე-3 ათასწლეულის
მეორე ნახევარში გამოჩნდა ბრინჯაოს სამეურნეო იარაღები. სოფლის
მეურნეობის მმართველობის
ცენტრებად იქცა შუმერული ტაძრები. დიდ სატაძრო მეურნეობებში
მრავალი ქურუმი იყო, რომელიც მიწების აზომვით იყო დაკავებული,
ხელმძღვანელობდა არხების გაყვანას, აღრიცხავდა მოწეულ მოსავალს.
სწორედ ტაძარი წარმართავდა მეზობელი ქალაქებისა თუ სოფლების
მოსახლეობისაგან გადასახადების აკრეფას, არიგებდა საკვებს
შიმშილობის წლებში. ამიტომ ისტორიკოსები ტაძრების ირგვლივ
გაერთიანებულ მოსახლეობას სატაძრო თემს უწოდებენ.
შუმერში ქალაქებსა და ოლქებს ადგილობრივი მთავარი ტაძრის
ქურუმები მართავდნენ. უმაღლესი ქურუმი ატარებდა „ენ“ის ან
„ენსისტიტულს. ტაძართან ნაკლებად იყო დაკავშირებული
თემის ლაშქრის მეთაური, რომელსაც „ლუგალი“ ეწოდებოდა. ხშირად
ლუგალებიც წარმოშობით ქურუმთა ოჯახიდან იყვნენ. ქურუმების
ხელისუფლება შუმერებში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სამხედრო
ბელადების – ლუგალებისა. ტაძრებსა და ლუგალებს შორის ხშირად
ხდებოდა შეტაკებები. ლუგალები ცდილობდნეჩ მეზობელი ქალაქების
დაპყრობას და სურდათ ქვეყნის გაერთიანება და ერთმმართველობის
დამყარება. მაგრამ, ვინაიდან ლუგალს, როგორც წესი, ჯარის სარჩენი
სათანადო სახსრები არ გააჩნდა, იწყებდა ვაჭრობას ტაძართან. ის ქურუმს
მიწებს სთხოვდა, რათა თავისი მებრძოლების მოთხოვნები
დაეკმაყოფილებინა. სანაცვლოდ კი, ლუგალი ტაძრებს ახალ მიწებს,
მოწინააღმდეგე ქალაქის დამორჩილებას და ნადავლიდან წილს
ჰპირდებოდა. ზოგჯერ ლუგალი ამ გზით მართლაც იგდებდა ხელთ
დიდ მამულებსა და ხელისუფლებას. შუმერი ლუგალებიდან არცერთი
აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ ქვეყანა გავერთიანებინა. ჩვ წაღ-მდე 2300
წლისათვის შუმერულ ქალაქებში პოლიტიკურმა ბრძოლამ მეტად
მძაფრი ხასიათი

პირველი წყარო შუმერებში სამედიცინო ცოდნის შესახებ განეკუთვნება


ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეულს და წარმოადგენს 9.5XI6 ზომის
თიხის ფირფიტას, რომელიც მოიცავს სამ განყოფილებას, 45 სტრიქონს
და წარმოადგენს სამი სახის (ცხელი საფენები, შინაგანი და გარეგანი
სამკურნალო საშულებები) 15 რეცეპტს. ჩანაწერი ლაკონურობით
გამოირჩევა. მაგ: ”გაცერით და გულდასმით შეურიეთ ერთმანეთს კუს
დანაყილი ბაკანი, მცენარე ნაგას (იყენებდნენ სოდის მისაღებად)
ყლორტები, მარილი და მდოგვი. მოიბანეთ მტკინვეული ადგილი მაგარი
ლუდით და ცხელი წყლით, რის შემდეგაც შეიზილეთ ზემოაღნიშნული
ნაზავი და დაიყარეთ სოჭის დაფხვნილი წიწვები” საერთოდ,
რეცეპტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ შუმერი მკურნალები ფართოდ
იყენებდნენ მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებს,
როგორიცაა: მდოგვი, სოჭი, ფიჭვი, ქლიავი,მსხალი, ტირიფი, მცენარე
ლეკანორუ („მანა”. წამლების შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე
მინერალური წარმოშობის კომპონენტებიც: ნავთობი, ბუნებრივი
ასფალტის კუპრი, სუფრის მარილი. გამოიყენებოდა ცხოველური
წარმოშობის ინგრედიენტებიც: რძე, მატყლი, კუს ბაკანი, წყლის გველის
ორგანოები. რეცეპტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მკურნალი,
რომელმაც ეს ტექსტები შეადგინა, თავის ცოდნას ემპირიულ
დაკვირეებებითაც ამდიდრებდა. თიხის ფირფიტა არ შეიცავს არცერთ
სიტყვას ღმერთისა და დემონების შესახებ, რაც ასე შესამჩნევია ძველი
მესოპოტამიის უფრო გვიანდელ რეცეპტებში. შესაძლოა, ის უფრო დიდი
ტექსტის ნაწილი იყოს, ან ასუ-ექიმის (რაციონალური მეთოდებით
მკურნალი) საკუთრებას წარმოადგენდეს. ასიპუ-ექიმის (შელოცვების
ექიმი) ფირფიტა, სავარაუდოდ, სულაც არ არსებობდა: ლოცეები ხომ
ეზოთერული ცოდნის მარაგიდან იყო და მისი საზოგადოდ გამხელა არ
ეგებოდა, ანუ მესოპოტამიის ისტორიის ამ პერიოდისათვის ცოდნის
მნიშვნელოვანი ნაწილი ზეპირი სახით გადაიცემოდა

მედიცინა ძველ ეგვიპტეში


ძველი ეგვიპტის მედიცინის ისტორიის შესახებ მდიდარ მასალას
იძლევიან არა მარტო არქეოლოგიური გათხრები, არამედ
სამარხებისა და პირამიდების კედლებზე, სარკოფაგებსა და სტელებზე
არსებული სამედიცინო ხასიათის ძველეგვიპტური წარწერები . მაგ .
ეგვიპტის Vდინასტიის მეფის ნეფერირკა-რას (XXV საუკ. ჩვ. წ.
აღრიცხვამდე) მთავარი არქიტექტორის უაშ-პტახას აკლდამის
კედელზე წერია, რომ ის უეცრად გარდაიცვალა ფარაონის თვალწინ.
ეს არის ყველაზე ძველი ცნობა ავადმყოფობაზე, რომელიც ძალზე
წააგავს ინსულტს ან მიოკარდიუმის ინფარქტს. უძველესი სამედიცინო
პაპირუსების არსებობაზე მოწმობენ ძველი ისტორიკოსებიც. მაგ.
მანეფონი გვამცნობს, რომ I დინასტიის მეორე მეფე ატოტისი
დახელოვნებული ექიმი ყოფილა და შეუდგენია სამედიცინო ტექსტი
ადამიანის აღნაგობის შესახებ. კახუნის პაპირუსის (დაახლოებით 1800
წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ერთ-ერთი განყოფილება ეძღვნება
ნაადრევ და დაგვიანებულ მშობიარობას, ხოლო მეორე - ცხოველების
მკურნალობას. ბრუგშის პაპირუსი (დაახლოებით 1450-1350 წლები ჩვ. წ.
აღრიცხვამდე) ჩვენამდე მოღწეულ პაპირუსთაგან ყველაზე ძველი
დოკუმენტია ბავშვთა დაავადებების მკურნალობის შესახებ. ბერლინის
პაპირუსი (დაახლოებით 1300 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ეძღვნება
სისხლძარღვების დაავადებებს. ყველაზე სრულ ინფორმაციას ძველი
ეგვიპტის მედიცინის შესახებ გვაძლევს ორი პაპირუსი: ებერსის (ჩვ. წ.
აღრიცხვამდე დაახლოებით 1550 წელი) დიდი სამედიცინო პაპირუსი
და ტრაქტატი ქირურგიის შესახებ - სმიტის პაპირუსი, რომელიც,
როგორც ვარაუდობენ, უფრო ადრე, ჩვ. წ.
აღრიცხვამდე III ათასწლეულში უნდა იყოს შედგენილი ლეგენდარული
ექიმის იმხოტეპის მიერ. ებერსის პაპირუსი შედგება 108 ფურცლისაგან,
საერთო სიგრძით - 20,5მ. ის მოიცავს 900-მდე წამლის აღწერილობას.
აქ თავმოყრილია საჭმლისმომნელებელი, სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-
ცხვირის, დამწვრობის, სისხლდენის, თვალის დაავადების, კანის,
პარაზიტული და სხვა დაავადებების მკურნალობისათვის გამიზნული
წამლების დამზადების წესები და სავსებით ამართლებს თავის
დასახელებას: “სხეულის ყველა ნაწილისათვის წამლების დამზადების
წიგნი.” სმიტის პაპირუსი ქირურგიის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ
ტექსტებიდან ყველაზე ძველია, რომელიც წარმოადგენს 4,68 მ
სიგრძისა და 33 სმ-ის სიგანის პაპირუსის ლენტს და შედგება 17
სვეტისაგან. აქ აღწერილია ქალას ძვლების, ტვინის, კისრის მალების,
წინამხრის, გულმკერდის ყაფაზის, ხერხემლის დაზიანებებისა და მათი
მკურნალობის 48 შემთხვევა.
ეგვიპტური მუმიების შესწავლაც იძლევა კონკრეტულ ცნობებს ძველი
ეგვიპტელების დაავადებათა შესახებ. მაგ., სახსრებისა და ძვლების
დაავადებები (ოსტეოსარკომა, პოლიომიელიტი, ნიკრისის ქარი და
სხვ.), ყბებისა და კბილების, სისხლძარღვთა (ათეროსკლეროზი),
პარაზიტული, ინფექციური (ყვავილი, მალარია, ჭირი) და სხვა
დაავადებები. ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებები, როგორიცაა
ყვავილი, მალარია, შავი ჭირი ძველი ეგვიპტელებისთვისაც იყო
ცნობილი. ამას მოწმობენ ისტორიკოსთა ნაწერები, ყვავილის
ჩირქგროვები რამზეს II სახის კანზე, მუმიების კანზე აღმოჩენილი შავი
ჭირის ჩხირები და სხვა მტკიცებულებები.
სამედიცინო ცოდნის განვითარებას ძველ ეგვიპტეში
მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მუმიფიცირების ტრადიციამ. ძველ
ეგვიპტელებს ღრმად სწამდათ იმქვეყნიური ცხოვრების, ცდილობდნენ
დაეცვათ მიცვალებულის სხეული გახრწნისაგან და მუმიფიცირებასაც
ამ მიზნით მისდევდნენ. ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს
ტარიხევტებს უწოდებდნენ. ჰეროდოტემ, რომელიც მოგზაურობდა
ეგვიპტეში, მოგვცა მუმიფიცირების მეთოდების აღწერა. მისივე
გადმოცემით ეგვიპტელები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჰიგიენის
წესების დაცვას. აი, რას წერს ჰეროდოტე ამის შესახებ: ეგვიპტელები
“წყალს სვამენ მხოლოდ სპილენძის ჭურჭლიდან, რომელსაც
ყოველდღე ხეხავენ, ატარებენ ტილოს ტანსაცმელს და დღენიადაგ
ზრუნავენ მის სისუფთავეზე, რასაც ისინი დიდი გულმოდგინებით
აკეთებენ. წინდაცვეთასაც სისუფთავის მიზნით იტარებენ. ურჩევნიათ
იყვნენ სუფთები, ვიდრე ლამაზები. ქურუმები ყოველდღე იპარსავენ
მთელს სხეულს ღვთისმსახურების დროს ტილებისა და სხვა
პარაზიტებისაგან თავის დასაცავად. აცვიათ პაპირუსის
ფეხსაცმელები.”
ძველ ეგვიპტელებს ღრმა ცოდნა გააჩნდათ ადამიანის ორგანოების
შესახებ. მათ შორის მნიშვნელოვანია ჩვენამდე მოღწეული ტრაქტატი
თავის ტვინის აღწერილობით. მათი აზრით, თავის ტვინის დაზიანება
სხვა ორგანოების დაავადებას იწვევდა. განსაკუთრებულ როლს
ანიჭებდნენ გულს. ებერსის ეტრატში ნათქვამია, რომ ყველა ექიმის
ოსტატობის საიდუმლო გულის მუშაობის ცოდნაშია.
დაავადებების უმნიშვნელოვანეს მიზეზად ძველ ეგვიპტეში არაჯანსაღი
საჭმელი ითვლებოდა. ჰეროდოტეს მიხედვით ძველი ეგვიპტელები
კუჭს ისუფთავებდნენ თვეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, ადამიანის დაავადების მიზეზად თვლიდნენ
გარდაცვლილთა სულებს, რომელთა გამოდევნას ორგანიზმიდან
ისინი ცდილობდნენ წამალში არასასიამოვნო გემოს მქონე და
საჭმელად უვარგისი ნივთიერებების დამატებით.
ძველეგვიპტური რელიგიის მიხედვით მთავარი ღვთაება, რომელიც
მკურნალობასთან იყო დაკავშირებული, იყო ისიდა. ხოლო ექიმების
მფარველი ღვთაებად ლომისთავიანი სოხმეტი იყო მიჩნეული. ისიდა
მაგიური მკურნალობის სულისჩამდგმელად და ამავე დროს ბავშვების
მფარველად ითვლებოდა. ის დედობისა და ნაყოფიერების სიმბოლო
იყო. მან შესძლო გველისაგან დაკბენილი შვილის გაცოცხლება.
ისიდამ გადარჩენილი შვილიც აზიარა მკურნალობის
საიდუმლოებებს. წამლები, რომლებიც ისიდას სახელს ატარებდნენ,
ძველ რომშიც იყო ცნობილი და ჰალენის წიგნებშიც არის
მოხსენიებული.
ძველ ეგვიპტეში გავრცელებული ყოფილა ისეთი მძიმე ინფექციური
დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, მალარია, და ჭირი. ძველი
ეგვიპტე ჭიებით მძიმე დაავადებების, შარდსასქესო და ნაწლავური
შისტოსომოზების დიდი კერა იყო. ეს დაავადებები აღწერილია
ებერსის, ხერსტის, ბერლინისა და ლონდონის პაპირუსებში. ეს
უძველესი ტექსტები გვამცნობენ, რომ ამ დაავადებების
დამახასიათებელი ნიშნები იყო ჭიების არსებობა ორგანიზმში, სისხლი
შარდში ("ეგვიპტური ჰემატურია"), სწორი ნაწლავის დაზიანება და
ფაღარათი. XX დინასტიის (XI საუკ. ჩვ. ერამდე) ეგვიპტური მუმიების
მიკროსკოპულმა გამოკვლევებმა დაადასტურა მათ თირკმელებში
შარდსასქესო შისტოსომოზების გამომწვევის გაქვავებული კვერცხების
არსებობა. ამ დაავადების გავრცელებას ძველ ეგვიპტეში და
მოგვიანებით ძველ მესოპოტამიაში, ასევე აზიის, აფრიკისა და
ამერიკის ქვეყნებში ხელი შეუწყო სარწყავი სისტემის ნაგებობებში
მოლუსკების არსებობამ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც
მიმდინარეობს ეგვიპტეში.
კბილის ექიმის პროფესია უხსოვარი დროიდან არსებობდა ეგვიპტეში.
მუმიების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძველ ეგვიპტეში ფართოდ
ყოფილა გავრცელებული ძვლისაზრდელას მძიმე ფორმის ანთებები,
რომელებიც იწვევდა ყბის ფორმის ცვლილებას და კბილების
დაცვენას ავადმყოფის სიცოცხლეში. კბილის მკურნალობა ძველ
ეგვიპტეში კონსერვატორულ ხასიათს ატარებდა და კბილზე ან
დაავადებულ ღრძილზე სამკურნალო ხსნარებისა და პასტების
გამოყენებით ამოიწურებოდა. ებერსის პაპირუსში მოყვანილია
აღწერა 11 წამლისა, რომლებიც ხელს უწყობენ პირის ღრუს
გაჯანსაღებასა და კბილების გამაგრებას, კურნავდნენ ღრძილების
ანთებას და უამებდნენ კბილის ტკივილს. პაპირუსში აღწერილია
ამოვარდნილი ქვედა ყბის ჩასმის შემთხვევა.
ბერძნები ეგვიპტელებს მდიდარი სამედიცინო ტრადიციების გამო
მედიცინის “გამომგონებლებს” უწოდებდნენ.

მედიცინა ძველ ჩინეთში


ჩინური დამწერლობის უძველესი წერილობითი ძეგლები
განეკუთვნებიან ჩვ. წ. აღრიცხვამდე II ათასწლეულის შუა პერიოდს,
რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო
ხასიათის ტექსტებს. ტრადიციული მედიცინის მრავალრიცხოვან
წერილობით ძეგლებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია
ტრაქტატი სახელწოდებით “ხუანდი ნეი ცზინ” (“ყვითელი წინაპრის
მედიცინის კანონები”), რომელსაც ხშირად “ნეი ცზის” (“მედიცინის
კანონები”) სახელითაც მოიხსენიებენ. “ნეი ცზი” შედგება 18
წიგნისაგან. პირველი ცხრა ეძღვნება ორგანიზმის აღნაგობასა და
ფუნქციებს, დიაგნოსტიკასა და დაავადებათა მკურნალობას. ბოლო
ცხრა კი – "ჩჟენ ცზიუ" თერაპიას . ("ჩჟენ"- ნემსით ჩხვლეტა -
აკუპუნქტურა, "ცზიუ" - მოწვა).
ადამიანის აღნაგობის შესახებ ცოდნა ძველ ჩინეთში მანამდე
წარმოიშვა, ვიდრე კონფუციანელობის ოფიციალურ რელიგიად
აღიარება მოხდებოდა, რომელიც კრძალავდა გვამების გაკვეთას.
ჯანმრთელობის საფუძვლად ითვლებოდა "პირველადი ელემენტების"
წონასწორობა, ხოლო დაავადების მიზეზებად კი ამ წონასწორობის
დარღვევა. ეს დარღვევები გამოიხატებოდა 16 სინდრომით,
რომლებიც იყოფოდა ორ ჯგუფად: მეტობის სინდრომი - "იანი" და
ნაკლებობის სინდრომი - "ინი". დიაგნოსტიკა ეფუძნებოდა
ავადმყოფის კანის, თვალის, ლორწოვანასა და ენის გამოკვლევას.
დიაგნოსტიკის საფუძველს ძველ ჩინეთში წარმოადგენდა მოძღვრება
პულსის შესახებ. სისხლის წრიულ მოძრაობაზე მათი შეხედულებები
ძველი ჩინეთის ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ უდიდეს
მიღწევად ითვლება.
ტრადიციული ჩინური მედიცინის განსაკუთრებული მიმართულებაა
"ჩჟენ-ცზიუ" თერაპია, რომლის მიხედვითაც ჩხვლეტა სხეულის
განსაზღვრულ ადგილებში იწვევს ზოგიერთი დაავადების
განკურნებას. ისტორიულ ქრონიკებში აღნიშნულია ამ მეთოდის
წარმატებით გამოყენების შემთხვევები ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე
XI საუკუნეში. ნემსის თერაპიის მეთოდი უძველესი დროიდან
გამოიყენებოდა მასაჟთან და მოწვასთან ერთად. პირველი ნემსები
დამზადებული იყო ქვისაგან. ექიმმა ვან ბეიმ 1027 წელს დაამზადა ორი
ბრინჯაოს ფიგურა, რომელზედაც დატანილი იყო აკუპუნქტურისათვის
აუცილებელი ყველა წერტილი თავისი შიგა არხებით. ფიგურა
ავსებული იყო წყლით და დაფარული იყო ცვილით. ამ
თვალსაჩინოებას იყენებდნენ სწავლების მიზნით. თუ მოსწავლე
სწორად აკეთებდა ჩხვლეტას, ფიგურის ზედაპირზე წყალი ჩნდებოდა.
ლიუ შენისა და მისი მეუღლის სამარხში (II საუკუნე ჩვ. წ. აღრიცხვამდე)
პირველად აღმოაჩინეს ძველი ჩინური სამკურნალო ნემსები. ოთხი
მათგანი დამზადებულია ოქროსაგან, ხოლო ხუთი კი ვერცხლისაგან.
მათ შორის ყუნწიანი – ჭრილობის გასაკერად და სამკუთხა – ვენების
გასახსნელად. ამ აღმოჩენით განისაზღვრა ნემსური თერაპიის ჩინური
სისტემის ასაკი – ორი ათასი წელი.
მოწვის დროს სამკურნალო ეფექტი მიიღწეოდა "სასიცოცხლო
წერტილებზე" სითბური მოქმედებით, კერძოდ, ამ წერტილებზე
სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებული ანთებული ღერების
შეხებით.
წამლით მკურნალობამ ძველ ჩინეთში დიდ სრულყოფას მიაღწია.
ჩინურ სამკურნალო საშუალებების სამ მეოთხედს მცენარეული, ხოლო
დანარჩენს კი ცხოველური და მინერალური წარმოშობის წამლები
შეადგენდა. ჩინური ხალხური მედიცინიდან დამკვიდრდა მსოფლიო
პრაქტიკაში ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ჟენშენი,
ქაფური, ჩაი, ფისი, რკინა, ვერცხლისწყალი, გოგირდი. არსებული
ცნობების თანახმად, 502 წელს ჩინეთში შეიქმნა მსოფლიოში პირველი
ფარმაკოპეა შვიდ წიგნად, რომელშიც მოცემულია 730 სამკურნალო
მცენარის აღწერა. სამკურნალო მცენარეების შესახებ მოძღვრების
განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ჩინელ ექიმსა
და დიეტოლოგს სუნ სიმიაოს (581-682), რომელსაც "წამლების
მეფეს"უწოდებდნენ. მისი კაპიტალური ნაშრომი "ათასი ოქროს რჩევა"
30 წიგნად თავისი დანართით ძვირფასი შენაძენია ფარმაკოლოგიისა
და მედიცინისათვის. მის მიერაა შემოთავაზებული ცხოველის
ღვიძლის გამოყენების მეთოდი "ქათმის სიბრმავის" სამკურნალოდ.
ძველი ჩინური მედიცინის ძლიერ მხარეს დაავადების პროფილაქტიკა
წარმოადგენდა. ჩინელები ნამდვილ ექიმად მიიჩნევდნენ ექიმს ,
რომელიც ავადმყოფებს კი არ კურნავდა, არამედ დაავადებისაგან
იცავდა ადამიანებს.
ძველი ჩინური ფილოსოფიური მოძღვრებები: კონფუციანელობა და
დაოიზმი ჩვ. წ. აღრიცხვამდე IV საუკუნეში წარმოიშვა. აღსანიშნავია
ფილოსოფოსისა და ექიმის ვან ჩუნის მოღვაწეობა, რომელიც
გამოდიოდა უკვდავების დაოისტური იდეების წინააღმდეგ. “იმ
არსებებს შორის, რომელთა ძარღვებშიც სისხლი დგას, არ არსებობენ
უკვდავნი” – წერდა ის.
ძველი ჩინეთის ცნობილი ქირურგად ითვლებოდა ხუა ტო (141-208),
რომელმაც სახელი გაითქვა მოტეხილობების მკურნალობით,
გულმკერდისა და მუცლის ღრუზე, თავის ქალაზე წარმოებული
ოპერაციებით. ერთ-ერთ წიგნში აღწერილია ავადმყოფის განკურნების
შემთხვევა, რომელსაც ხუა ტომ ამოაჭრა ელენთის ნაწილი
გაუტკივარების გზით.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინას გააჩნია დამახასიათებელი
თავისებურებები, რითაც ის განსხვავდება ყველა სხვა ძველი ხალხების
მედიცინისაგან. ის დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა სხვა
კულტურებისაგან იზოლირებუილად. მაგ. ევროპაში ჩინური მედიცინის
შესახებ ცნობებმა მხოლოდ XIII საუკუნეში შეაღწია. ძველი ჩინური
მედიცინის მეცნიერულ შესწავლას დღესაც დიდი სარგებლობის
მოტანა შეუძლია თანამედროვე მედიცინისათვის.
4.ანტიკური მედიცინა: ასკლეპიოსი,ჰიგეა, ჰიპოკრატე,
ცელსუსი,გალენოსი
ასკლეპიოსი
ასკლეპიოსის, როგორც მკურნალობის ღმერთის კულტი ძველ
ელადაში ქრ.შ-მდე Vს საუკენეში ჩამოყალიბდა და მის პროტოტიპდ
ტროას ომის დროინდელი, ლეგენდარული მკურნალი, თესალიის
მეფე და დინასტიური სამედიცინო სკოლის მეთაური – ასკლეპიოსი
მოიაზრება. მითის მიხედვით ასკლეპიოსი იყო მზის ნათელის, მუსიკისა
და პოეზიის ღმერთის აპოლონოს ვაჟი, რომელიც ასევ ღმერთების
მკურნალად და მკურნალთა ლღმერთადაც ითვლებოდა. ლეგენდის
თანახმად ასკლეჰიოსი საკეისრო კვეთით დაიბადა. ახალშობილი
ჩვილი ამოყვანილ იქნა გარდაცვლილი დედის, კორონიდას
მუცლიდან, რომელიც ცეცხლისმფრქვეველი ტიტანს – ფლეგიას
ქალიშვილი იყო. სამკურნალო ხელოვნება ასკლეპიოსმა ბრძენი
კენტავრისაგან, ქირონისგან შეისწავლა, რომელსაც ვაჟის აღზრდა
თავად აპოლონმა დაავალა. მალე მოსწავლემ თავის
მასწავლებელსაც გადაუსწრო და შეეძლო არა მხოლოდ ავადმყოფთა
განკურნება არამედ მკვდართათვის სიცოხლის დაბრუნებაც, რამაც
ქვესკნელის ღმერთის ჰადესის რისხვა გამოიწვია. გადმოცემის
თნახმად;, ღმერთმა ასკლეპიოსმა ცოლად შეირთო მეობსის
ქალიშვილი, რომელიც კუნძულ კოსის მმართველი იყო. საინტერესოა,
რომ შემდგომ ეს კუნძული მედიცინის ერთ–ერთ ცენტრად იქცა. აქ
აყვავდა ასკლეპიადთა გვარი, რომელთა ჩამომავლადაც თვლიდა
თავს კოსზე დაბადებული დიდი ჰიპოკრატე. მან კუნძულზე დიდი და
სახელგანთქმული სამედიცინო სკოლა შექმნა. ღმერთ ასკლეპიოსის
შეილები მედიცინის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავენ: ჰიგია
ჯანმრთელობის ქალღმერთი (აქედან ტერმინი „პიგიენა“; პანაცეა –
წამლით მკურნალი ქალღმერთი მისი სახელი ყოვლისმკურნალობის
სინონიმად იქცა; მაქაონი – სამხედრო ქირურგიის მამამთავარი და
პოდალირი – შინაგანი დაავადებების სახელგანთქმული მკურნალი.
მათ ექიმობა მამისგან შეისწავლეს.

ჰიგეა ჰიგია ჯანმრთელობის, სისუფთავისა და ჰიგიენის ქალღმერთია


ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში. ის მედიცინის ღმერთის
ასკლეპიუსის და ეპიონეს ქალიშვილია.ჰიგია მამამისის კულტში
ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. როდესაც მამამისი იყოს
პირდაპირ ასოცირებული მკურნალობასთან, ჰიგია იყო ასოცირებული
დაავადების პრევენციასა და კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობის
შენარჩუნებაში. მისი სახელიდან მოდის ტერმინი “ჰიგიენა”. "ჰიგიას
თასი" ფარმაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოა. ეს
სიმბოლო წარმოადგენს თასზე შემოხვეულ გველს.

ჰიპოკრატე ჰიპოკრატეს პირველ მასწავლებლად მიჩნეულია


მამამისი - ჰერაკლიდე; დედა - ფენარეტე, ბებიაქალი იყო. მშობლების
გარდაცვალების შემდეგ ჰიპოკრატე
საცხოვრებლად ათენში გადავიდა და სწავლა გააგრძელა. სწავლის
დასრულების შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ექიმის
- პერიოდევტის საქმიანობას. ბევრი
იმოგზაურა საბერძნეთში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, შავი ზღვის
სანაპიროზე, იყო სკვითებთან, კარგად გაეცნო მცირე აზიისა და
ეგვიპტის მედიცინას. ავადმყოფის გამოკვლევისას იყენებდა ისეთ
მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა,
გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას
აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე
დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას (ავადმყოფობის
ისტორია); შექმნა მოძღვრება პროგნოსტიკაზე, რაც ეყრდნობოდა
ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ
შესწავლას; საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო გეოგრაფიასა და
ტოპოგრაფიას; როგორც დასტაქარმა შეიმუშავა ნახვევის დადების,
მოტეხილობის, ღრძობის, ფისტულების მკურნალობის მეთოდები და
სხვა.
ჰიპოკრატეს და მისი მიმდევრების შრომებში (ჰიპოკრატეს კრებული)
საოცარი სიზუსტით არის აღწერილი სხვადასხვა დაავადების
მიმდინარეობა, მკურნალობის წესები, მსჯელობაა
ეპიდემიების, ეპილეფსიის, ცხელების შესახებ და სხვა. ჰიპოკრატე
ასწავლიდა, რომ ექიმმა უნდა უმკურნალოს ავადმყოფს და არა
ავადმყოფობას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური
თავისებურებანი და გარე ფაქტორების გავლენა. შინაგან
ფაქტორებად მიიჩნევდა მემკვიდრეობითობას, ადამიანის ფიზიკური
(კონსტიტუცია) და სულიერი (ტემპერამენტი) თვისებების
ერთობლიობას.საკმაოდ ფართოდაა აღწერილი კბილებისა და
ღრძილების დაავადებები და პირის ღრუს დაავადებები. ჰიპოკრატეს
კრებული ძველბერძნული მედიცინის ენციკლოპედიას,მასში
ჩამოთვლილია 250 მცენარეული და 50 ცხოველური სამკურნალო
საშუალება.

გალენოსი. კლავდიუს გალენოსი/გალენუსი— რომაელი ექიმი,


ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი, ანტიკური მედიცინის
კლასიკოსი. გალენოს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი.ანატომიის და
ფიზიოლოგიის შესწავლისას გალენოსი ფართოდ იყენებდა ცდებს
ცხოველებზე, კვეთდა მაიმუნის, ღორისა და ძაღლის გვამებს,
აკეთებდა ვივისექციას. მან ზუსტად აღწერა ხერხემლის სვეტის,
ზურგისა და სხეულის სხვა ნაწილების კუნთები, ნერვული სისტემის
სხვადასხვა წარმონაქმნი, გამოყო ძვლების ძირითადი ფორმები და
არტერიის სამი შრე. ცდებით დაადგინა ზურგის ტვინის სეგმენტების
ფუნქციური მნიშვნელობა. ამტკიცებდა, რომ ტვინი არის მოძრაობის,
მგრძნობელობისა და სულიერი მოქმედების წყარო. დაასაბუთა, რომ
სისხლის ძარღვებში გადის სისხლი და არა ჰაერი. აღწერა წამლის
დამზადების იმ დროისათვის ცნობილი ხერხები. გალენოსმა
დაამკვიდრა მცდარი შეხედულება, თითქოს ღვიძლი სისხლის
მიმოქცევის მთავარი ორგანოა (ამ შეხედულებამ ანდრეას
ვეზალიუსისა და უილიამ ჰარვეის აღმოჩენამდე იარსება)

ცელსუსი.
5.უძველესი კოლხურ-იბერიული მედიცინა//მედეა
კოლხა შავი ზღვისპირეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ზოლში
არსებობდა. კოლხეთის უმდიდრეს სამეფოს კი მეფე აიეტი მართავდა,
მას ძღაპრული საგანძური გააჩნდა, განსაკუთრებით ცნობილია ვერძის
ოქროსმატყლიანი ტყავი- ოქროს საწმისი. აიეტს ცხვრის ტყავზე წიგნის
სახით დაწერილი ჰქონდა მთელი რიგი საიდუმლოებებისა, სადაც
სამედიცინო სიბრძნეს არცთუ ბოლო ადგილი ეჭირა.ლეგენდის
ტექსტზე და არქეოლოგიურ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით შეიძლება
ითქვას, რომ კოლხეთში მაღალგანვითარებული მიწათმოქმედება და
მეცხოველეობა ყოფილა. ბუნებრივია, ასეთი მაღალი კულტურის
ხალხისთვის სიკვდილისა და სიცოცხლის პრობლემები,
ჯანმრთელობისა და პათოლოგიის საკითხები, მკურნალობის
ხელოვნება ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავთაგანი იქნებოდა.
მრავალი არქეოლოგიური მონაპოვარი ამტკიცებს, რომ მაშინ
კოლხეთში სამკურნალო ხელოვნება თავისი მატერიალურ-ტექნიკური
ბაზით, იარაღებთ დამოუკიდებელ დარგად არსებობდა, თანაც,
საგანგებო პროფესიული ემბლემით, – გველის გამოსახულებით. ამ
მასალაში ცალკე აღნიშვნის ღირსია პირადი პიგიენის ნივთები,
სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი და სხვა. მითიური სიუჟეტით,
კოლხეთის მეფის ასული იყო სილამაზით განთქმული
ყმაწვილქალინმედეა, სამედიცინო ცოდნასა და საქმიანობაში დიდად
განსწავლული და ბრძენი. მისთვის ცნობილი იყო სამკურნალო
საშუალებების სხვადასხვა ფორმა: შინაგანი და გარეგანი
გამოყენების; შესასუნთქი და სხვ. მის სამკურნალო არსენალში
მრავალგვარი მოქმედების წამლები იყო: სხვადასხვა დაავადებათა
სამკურნალო, ძალისმომგვრელი„ მომწამელელი,
ნელსაცხებელი,სასწაულებრივი, მაგიურიც. „არგონავტიკის” ტექსტში
ნათქვამია: „იგი მიჩვეული იყო ღამღამობით ტაძრის მახლობლად
გვამებისა და წამლისთვის გამოსადეგ მცენარეთა შორის ხეტიალს”.
ასე რომ, ის საოცრებანი, რომელსაც აპოლონიოს როდოსელი მედეას
მიაწერს, ალეგორიულად გარკვეული. ინფორმაციის მატარებელია და
უსათუოდ სინამდვილეს ემყარება.იმ სამკურნალო მანიპულაციებს
შორის, რომლებშიც მედეა იყო განსწავლული, ერთ-ერთი.
ჭრილობათა სწრაფი და ეფექტური მკურნალობაა. კოლხებთან
ბრძოლაში დაჭრილი არგონავტები. “მედეამ სულ რამოდენიმე დღეში
განკურნა ფესვებითს და რაღაც ბალახებით” მედეას უშვილობის
მკურნალობაც სცოდნია. ათენის მეფეს ეგეოსს, რომელიც “უძეობით.
ყოფილა დაავადებული”, მკურნალი ქალი ეუბნება: “შენ ჯერ არ იცი, რა
ბედს ეწიე, რომ მოხველ. ჩემთან. ვიცი წამალი უძეობისა” კოლხი ქალი
კოსმეტოლოგიაშიც ფრიად განსწავლული გახლდათ. მას აკუთვნებენ
თმის. "შეღებვის აღმოჩენის პირველობას. იგი ფლობდა აგრეთვე
კანის მოვლის საიდუმლოებებსაც. მედეამ ცრემლებით
გაღიზიანებული სახის კანი “ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა და
მოიშუშა” მკურნალი ქალი თავის სამედიცინო მოღვაწეობაში
მიმართავდა სისხლის გადასხმასაც დონორად ბატკანს იყენებდა
არსებობს მრავალი ლიტერატურული და სხვა მონაცემი იმის შესახებ,
რომ მაშინდელი "კოლხეთი განთქმული იყო შხამებისა და
საწამლავების შესახებ მოძღვრებით. საქართველოს ყველა კუთხეში
ხალხური მედიცინის შესწავლის მიზნით ჩატარებული ექსპედიციების
დროს გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში (განსაკუთრებით,
სამეგრელოში) დღეს ძალზე ბევრია შხამების დამზადების მცოდნე ,
რომ არაფერი ვთქვათ სახალხო მკურნალებზე. ეს შხამები
მრავალგვარი მოქმედებისაა - უცაბედი, ხანგრძლივი მოქმედების,
სხვადასხვა დაავადების გამომწვევი და სხვა, რის ცოდნა უაღრესად
გასაიდუმლოებულია და შთამომავლობით გადაეცემა.
6.შუასაუკუნეების მედიცინა
“ტერმინი ”შუა საუკუნეები” ან უფრო ზუსტად ”შუა ხანა” წარმოიშვა
იტალიაში XV-XVI სუკუნეში ეწ. ჰუმანისტთა შორის, რომლებმაც ასეთი
ხერხით თანამედროვე ეპოქა ქვეყნის, უძველესი ისტორიისაგან
გამოჰყვეს. შემდგომში ტერმინი ”შუა საუკუნე” სწრაფად
ვრცელდებოდა როგორც დროში, ასევე სივრცეში. მისი გამოყენება
დაიწყეს მსოფლიოს ისტორიაში ქრონოლოგიური ჩარჩოების
დასადგენად. თუმცა ის მეტად შეფარდებითი ცნებაა, დედამიწის
განსხვავებულ რეგონებში ფეოდალური ხანა, რაც ერთერთი
ძირითადი ეპოქალური პარამეტრია, წარმოიქმნა და ვითარდებოდა
არა ერთდროულად, არამედ დროის განსხვავებულ
ფარგლებში.დასავლეთ ევროპაში შუა საუკუნეების და ფეოდალიზმის
დასაწყის ხანად ითვლება დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის
დასაწყისი (Vს. ბოლო მეოთხედი). აღმოსავლეთ ქვეყნებში
ფეოდალიზმი შედარებით ადრე ჩაისახა. ჩინეთში ის II საუკუნეში
დამყარდა, კავკასიის ქვეყნებში IVსაუკუნეში, ბიზანტიასა და შუა აზიის
ქვეყნებში – VIL სუკუნეში. ევროპული შუა საუკუნეების. ისტორია სამ
პერიოდად იყოფა: 1) ადრეული შუა საუკუნები (V-XIს); 2)
განვითარებული ანუ კლასიკური შუა საუკუნეები (XI-XVს) და 3)
გვიანდელი შუა საუკუნეები (XV-XVIIს). დროთა განმალობაში ეს
დაყოფა სხვა რეგიონებზეც გავრცელდა. შუა საუკუნეების დასასრულს
თანამედროვე ისტორიული მეცნიერება კაპიტალიზმის განვითარებას
და პირველ ბურჟუაზიულ რევოლუციებს უკავშირებს. ინგლისში
მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას კი (1640-1649წწ) მომდევნო
მსგავსი პროცესების დეტონატორის როლი და საერთოევროპული
მნიშვნელობა ჰქონდა. მისი დასაწყისი დასავლეთ ევროპაში შუა
საუკუნის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს -საზღვარი შუა საუკუნის
ისტორიასა და ახალ დროს შორის. დედამიწის სხვადასხვა რეგიონში
ფეოდალიზმის შეცვლა სხვადასხვა დროს ხდებოდა და ხდება: დაიწო
XVIIს და გრძელდება ჩვენს დროშიც: ზოგიერთ სახელმწიფოში
დღემდე შემორჩა ფეოდალურ ტრადიციათა ნარჩენები.
შუა საუკუნეებში მედიცინა სხვა დარგებთან მჭიდრო კავშირში
ვითარდებოდა. მასზე, ბინებრივია, დიდი ზეგავლენა მოახდინეს
ისეთმა დარგებმა როგორიცაა: მათემატიკა. მექანიკა,ფიზიკა, ქიმია და
სხვა, ფილოსოფიური სისტემების და სწავლებიბის ჩამოყალიბებამ.
მსოფლიო და ნაციონალური რელიგიებმა, ისეთმა მსოფლიო
მასშტაბის მოვლენებმა, როგორიცაა ჯვაროსნული ლაშქრობები,
ომები, ეპიდემიები და პანდემიები და ბევრი სხვა.
7.მედიცინა შუა საუკუნეების საქართველოში

გრიგოლ ხანძთელი და ხანძთის სავანე. არაბთა ექსპანსიის


პირობებში, VIII საუკუნიდან მოყოლებული, ქართულმა პოლიტიკურმა
და კულტურულმა ღერძმა სამხრეთ-დასავლეთით გადაიწია და აქედან
გამომდინარე, ტაო-კლარჯეთის სასულიერო ცენტრებში ხდებოდა
ნებისმიერი, კულტუროლოგიური თუ საერთაშორისო პოლიტიკური
კონცეფციის ფორმირება. აქ, ხანძთაში, შატბერდში, იშხანში, ოშკსა თუ
ჰარხალში მეცადინეობდნენ ბერები: გადასწერდნენ, თარგმნიდნენ ,
ორიგინალურ თხზულებებს ჰქმნიდნენ. გრიგოლ ხანძთელი,
ქართველი დიდგვაროვანი, ადრე განერიდა საერისთაო კარს და
ხანძთის უდაბნოს მიაშურა. მას, როგორც ჩანს, დიდი და მეტად
მნიშვნელოვან საქმეს იყო მოკიდებული და მისი განხორციელება
მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში შეიძლებოდა. მან ეს.
მისია ბრწყინეალედ აღასრულა. ეს იყო შიდაეროვნული
გამაერთიანებელი დერიტის მიგნება, საერთაშორისო პოლიტიკური
ორიენტირების არჩევა და „ფრიადი ქვეყნის“ - ქართლის ანუ
მთლიანად საქართველოს ერთიანი. აღქმა და დაფუძნება. ამ
უაღრესად დიდ პიროვნებას ცხოვრების წესიც უბადლო ჰქონდა.
ხანძთის მონასტრისა თუ მის მიმდებარე ეკლესია-მონასტრებში მან და
მისმა მოწაფემ - ეპიფანემ ინტენსიური საექიმო შჩობა გააჩაღეს.
ჰაგიოგრაფი გიორგი მერჩულე, ზოგიერთ იმ დაავადებათაგანს,
რომელთაც. სარი მკურნალობენ, უბრალოდ ახსენებს (არ ჩამოთვლის)
მტერი (ეპილეფსია), კიდურების დამბლა, სისხლდენები, წრდიალი
(ნიკრისი, პოდაგრა), დაბადებიდან ყრუ-მუნჯობა, სიმსივნეები.
საინტერესოა, რომ მამათა მონასტრებში ბერები გინეკოლოგიური
დაავადებებით შეპყრობილ. ქალებსაც კი სინჯავდნენ და
მკურნალობდნენ. რასაკვირველია, სრულიად ბუნებრივია, რომ
ხანძთის საკმაოდ დიდი და მრავალშენობიან მონასტერში სასნეულოც
ყოფილიყო. თუმცა დღესდღეობით ეს დადგენილად ვერ ჩაითელება
იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არქეოლოგიური გათხრები აქ
პრაქტიკულად არავის უწარმოებია. როგორც უკვე ითქვა, მონასტერსა
და მის დაქვემდებარებულ სხეა ცენტრებში ინტენსიური სამწიგნობრო
მოღვაწეობა მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მრავალი ანატომიურ -
ფიზიოლოგიური ტრაქტატი შემოგვრჩა.
წმ. ილარიონ ქართველი. იშვიათია ვინმე ქართველ წმინდანთა და
საეკლესიო მოღვაწეთაგანი, რომლის შესახებაც ამდენი რამ
ვიცოდეთ: წარმომავლობა და ოჯახი, მოღეაწეობის წლები და
აღგილები, მისდამი დამოკიდებულება და ა.შ. ასევე უცნაურია ისიც, თუ
როგორ ამოიშანთა ამ უდიდესი საეკლესიო მოღვაწისა და პირველი
სიკაშკაშის წმინდანის სახელი ბერძნულ მწერლობასა და
ლიტურგიაში.
ფაქტია, თითქმის ყველა წმიდანი გარკვეულწილად მკურნალიცაა და
ეს ტრადიცია ურყევია მართლმადიდებელ ეკლესიაში. მათ შორის
მაინც გამოიკვეთება გამორჩეულნი ამ საქმით. მე არას ვამბობ კოზმან
და დამიანეზე, ან პანტელეიმონ მკურნალზე, რომელთა სახელები
პრაქტიკულად ამ კანტექსტში მოიხსენიება. სხეა მრავალ წმიდანს
შორის მოჩანს (მათი ეპითეტი, როგორც წესი, „სასწაულთმოქმედი“-ა)
სრულიად კონკრეტული სახეები მჭიდროდ დაკავშირებული
მედიცინასთან, სულისა და ხორცის კურნებასთან, ადამიანთა მოვლასა
და განსაკუთრებულ კაცთმოყვარეობასთან. ასეთია წმიდა ილარიონ
ქართველი. როგორც ჩანს მისი საექიმო მოღვაწეობა იერუსალიმიდან
დაბრუნების შემდეგ იწყება. ცოდნა მიღებული მშობლიურ კახეთში,
აზრითა და რწმენით გაძლიერებული წმიდა მიწაზე ხდება საწყისი მისი
სასწაულებრივი საექიმო მოღვაწეობისა უკან დაბრუნებული და
გარეჯის სენაკში განმარტოებული ის იღებს ავადმყოფებსა და
შეჭირვებულთ, კურნაეს მათ და სასარგებლო ცოდნა–ჩვევებს
აზიარებს მათ: თოეულსა მათგანსა მისცემნ წამალსა საკურნებელსა,
რომელი იგი გამოცდილებისაგან და გულის ხმის ყოფისა და
მრავლისა მისგან განკითხვსა და ეუნჯა თავსა შორის თვსსა, ეგრეთვე
კუალად ჰმოძღვრავდაიდა მათ და ასწავებდა. სრულიად ყრმა
ილარიონს უკვე დიდი სახელი აქეს გავარდნილი ადგილობრივ
ხლეობაში, მღვდელმსახურები მასში დიდი მომაელის პიროვნებასა
და კლერიკალს ხედავენ, უბრალო ხალხი კი მშველელსა და იმედად
მოსულს: „იყო იგი თუალ ბრმათა, ფერხ კოჭლთა, სახლ უსახლოთა,
მკურნალ სულთა, მზრდელ, მსახურ და ნუგეშინის მცემელ, არამედ
ყოველთა ექმნებოდა, ყოველ გარდამეტებულებითა მათ
კაცთმოყვარეობითა..“

8.

9. იატროგენია
იატროგენია – სამედიცინო პერსონალის მიერ დეონტოლოგიური
შეცდომების შედეგად განვითარებული დაავადებაა. ზოგჯერ მათ მიერ
არასწორად გამოთქმული ფრაჯა, სიტყვა, შორისდებული ან უბრალოდ
დიაგნოზის წაკითხვის შემდგომ ხანგრძლივი პაუზა პაციენტში
სერიოზული პათოლოგიის განვითარების მაპროვოცირებელი
ფაქტორი ხდება. ეს უპირატესად გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს
ემართებათ. მამაკაცები გაცილებით იშვიათად ხდებიან იატროგენიის
სამიზნედ, სამაგიეროდ ექიმთა არასწორად გამოთქმულ ფრაზის
ბადეში ხშირად ებმებიან 40 წელს გადაცილებული ქალბატონები.
იატროგენიას ყველაზე ხშირად იწვევს ფრაზები: „შეტევა გულის
დაავადების პირველი სიგნალია“, „მთავარი სისხლძარღვი სისხლს
სრულად არ ატარებს“; „მიოკადიუმის დისტროფია სახუმარო არ
გეგონოთ“; „აქამდე არასდროს შეუწუხებიხართ კუჭს?“; „დამშვიდდით
და ცივი გონებით მომისმინეთ“; „მ,მ,მ (ხანგრძლივი პაუზა)– არაფერია,
რამეს მოვიფიქრებთ!; დაავადება ფსიქო-ემოციური ფონის
ცვლილებით, გუნება-განწყობის გაუარესებით იწყება, რასაც თან სდევს
გულის რითმის მოშლა, არტერიული წნევის ცვლილება, საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის მხრივ ვითარდება გულძმარვა, ღებინება,
დეფეკაციის მოშლა. პაციენტი გამუდმებით საკუთარ ჯანმრთელობაზე
ფიქრობს და ყველაფერს უკიდურესად მუქ ფერებში ხედავს.

10.ავადმყოფის კომპლიანსი,ექიმის ემპათია,მთავარი


პრინციპი:არასდროს არ ვავნოთ და ყოველთვის დავეხმაროთ
ვინ წყვეტს რა არის ეთიკური?
საექიმო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი მიიღებულია მსოფლიოს
ექიმთა ასოციაციის (WMA) II გენერალურ ასამბლეაზე (ჟენევა,
შვეიცარია, 1948 წ. სექტემბერი).
შესწორებები გაკეთდა: მსოფლიოს XXII სამედიცინო ასამბლეაზე
(სიდნეი, ავსტრალია, 1968 წ. აგვისტო), მსოფლიოს XXXV სამედიცინო
ასამბლეაზე (ვენეცია, იტალია, 1983 წ. ოქტომბერი), მსოფლიოს ექიმთა
ასოციაციის LXXVI გენერალური ასამბლეის მიერ (სტოკჰოლმი,
შვედეთი, 1994 წ. სექტემბერი) მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის
ასამბლეაზე (პილანსბერგი, სამხრეთ აფრიკა, 2006 წ. ოქტომბერი).
საექიმო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის პუნქტების მიღებაში
მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექიმთა ასოციაციები. ზოგიერთ
ქვეყანაში სამედიცინო ასოციაციები თავად ადგენდნენ ნორმატივებს ,
თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ
სიტუაციაში ექიმი თავად წყვეტს, რა არის მისთვის ეთიკური და რა არა ,
ამავდროულად მისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმის
ცოდნა, იურიდიულად რა არის მართებული, ან მისი კოლეგა რას
მოიმოქმედებდა მსგავს სიტუაციაში.
ეთიკა თავის თავში ბევრ რამეს მოიცავს და საკმაოდ
მრავალმნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება იმას ,
თუ რა არის სწორი ან მცდარი, ზოგი სახელმწიფოს, საზოგადოების ან
რელიგიის გავლენის ქვეშ ექცევა, თუმცა უმრავლესობისათვის მაინც
მისაღებია ეთიკის კოდექსის ფუნდამენტური პრინციპები.
საექიმო ეთიკის ნორმები ითვალისწინებს ექვს ღირებულ პრინციპს :
•გულისხმიერება – პრაქტიკოსი ექიმი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ და
მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად (ლათ. Salus
aegroti suprema lex);
•კეთილთვისებიანობა – პრინციპი „არ ავნო“ (ლათ. primum non nocere);
•ავტონომია – პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას მკურნალობაზე ან
თავად აირჩიოს მკურნალი ექიმი (ლათ. Voluntas aegroti suprema lex);
•სამართლიანობა – უფლება, ჯანმრთელობის რესურსები
გადაანაწილოს მათი უკმარისობის დროს და მიიღოს
გადაწყვეტილება ვის და რა სახის მკურნალობა მიეწოდოს;
•ღირსება – პაციენტს (ასევე მის მკურნალ ექიმს) აქვთ მხოლოდ
ღირსეულად მოქცევის უფლება;
•კეთილსინდისიერება და პატიოსნება – პაციენტს აქვს უფლება არ
იყოს მოტყუებული და მას ღირსეულად მიეწოდოს ინფორმაცია მისი
დაავადების და მკურნალობის შესახებ. თუმცა არსებობს გარკვეული
გამონაკლისები, მაგ. პლაცებოს გამოყენებასთან დაკავშირებით და
ა.შ.
ეთიკური პრინციპის ნორმებიდან გამომდინარე ექიმმა უნდა იპოვოს
გამოსავალი ნებისმიერი სამედიცინო სიტუაციიდან. ხშირ შემთხვევაში
არსებული პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან , რაც
მკურნალს დილემის წინაშე აყენებს.
მსოფლიოს ექიმთა ასოციაცია. საექიმო ეთიკის საერთაშორისო
კოდექსი
ექიმის მოვალეობები საზოგადოდ:
ყოველთვის გამოავლინოს თავისი დამოუკიდებელი
პროფესიონალური სამართლიანობა და დაიცვას უმაღლესი
სტანდარტები პროფესიული საქმის წარმოებაში;
პატივი სცეს კომპეტენტური პაციენტის უფლებას დათანხმდეს ან უარი
თქვას მკურნალობაზე;
არ მისცეს უფლება თავის სამართლიანობაზე გავლენა მოახდინოს
პირადმა სარგებელმა ან უსამართლო დისკრიმინაციამ;
იყოს მიზანსწრაფული, რათა უზრუნველყოს კომპეტენტური
სამედიცინო მომსახურება სრული პროფესიონალიზმითა და
მორალური დამოუკიდებლობით, თანაგრძნობითა და პატივისცემით
მოექცეს ადამიანთა ღირსებას;
პატიოსნად შეუთანხმდეს პაციენტსა და კოლეგებს და მოახსენოს
სათანადო ავტორიტეტებს იმ ექიმების შესახებ, რომლებიც იქცევიან
არაეთიკურად, არაკომპეტენტურად, სჩადიან თაღლითობას და
თვალთმაქცობენ;
არ მიიღოს არანაირი წამაქეზებელი ფინანსური სარგებელი
პაციენტთან ურთიერთობისას, მისგან ინფორმაციის მიღების ან რაიმე
პროდუქტის გამოწერის მიზნით;
პატივი სცეს პაციენტების, კოლეგების და სხვა სამედიცინო
პერსონალის უფლებებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს;
გააცნობიეროს თავისი მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებისთვის
განათლების მიცემაში და გამოიჩინოს ჯეროვანი წინდახედულება
გახმაურებულ აღმოჩენებზე, ახალ ტექნიკურ საშუალებებსა და
სამკურნალო მეთოდებზე, რომელიც მოდის არაპროფესიონალური
წყაროებიდან;
დაადასტუროს მხოლოდ ის, რაც პირადად შეამოწმა;
ეცადოს, ჯანმრთელობაზე საზრუნავი რესურსები გამოიყენოს
საუკეთესო მხრიდან, რათა სარგებელი მოუტანოს პაციენტებსა და
საზოგადოებას;
პაციენტის ავადმყოფობით განპირობებული ფსიქიკური და ფიზიკური
ტანჯვისას მოძებნოს ყურადღებისა და მზრუნველობის შესაფერისი
გზა;
პატივი სცეს ეთიკის ადგილობრივ და საერთაშორისო კოდექსებს.
ექიმის მოვალეობები პაციენტის მიმართ:
ყოველთვის ფიქრობდეს იმაზე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანის
ცხოვრებას;
სამედიცინო დახმარების გაწევისას იმოქმედოს პაციენტის
ინტერესებიდან გამომდინარე;
ექიმი ვალდებულია ლოიალურად მოექცეს პაციენტს და სრული
სამეცნიერო შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის . თუ
პაციენტის გასინჯვა და მკურნალობა მის შესაძლებლობებს აღემატება,
მაშინ მიმართოს სათანადო სპეციალისტს;
პატივი სცეს პაციენტის უფლებას იყოს კონფიდენციალური.
კონფიდენციალური ინფორმაციის გამოაშკარავება ეთიკურია
მხოლოდ პაციენტის თანხმობის, ან პაციენტის და სხვათა ზიანის
რეალური საფრთხის და ახლო საშიშროების არსებობის შემთხვევაში
და უკანასკნელი აცილებული იქნება მხოლოდ კონფიდენციალურობის
დარღვევისას;
გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უანგაროდ, თუკი ექიმი
არ არის გარანტირებული, რომ სხვას გააჩნია დახმარების გაწევის
სურვილი და შესაძლებლობა;
ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც თვითონ არ ღებულობს
მონაწილეობას, დარწმუნდეს, რომ პაციენტი სრულადაა
გათვითცნობიერებული არსებულ ვითარებაში;
არ შევიდეს სექსუალურ, შეურაცხმყოფელ ან ექსპლოატაციურ
ურთიერთობაში პაციენტთან.
ექიმის მოვალეობები კოლეგების მიმართ:
მოექცეს კოლეგებს ისე, როგორც სურს რომ კოლეგები ექცეოდნენ მას;
პაციენტის მისაზიდად არ დაანგრიოს კოლეგის „ექიმი-პაციენტის“
ურთიერთობა;
თუ საექიმო საქმიანობას სჭირდება, შეუთანხმდეს კოლეგებს,
რომლებიც ჩართულები არიან იმავე პაციენტის მკურნალობაში.
მსგავსი სახის შეთანხმება პატივს სცემს პაციენტის
კონფიდენციალურობას და საშუალებას მისცემს ექიმს შეზღუდოს
საჭირო ინფორმაცია.
საექიმო ეთიკის პირველ ნორმატიულ აქტად ჰიპოკრატეს ფიცია
მიჩნეული, რომელიც ძვ.წ. IV ს. თარიღდება.

11.ექიმის ფიცი-ჰიპოკრატედან თანამედროვე საქართველოში

ჰიპოკრატეს ფიცი
ვფიცავ მაღალ ღმერთს და პირობას ვდებ აპოლონის, ასკლეპიოსის,
ჰიგიას, პანაცეას, მედეას და ყველა პირველექიმის სახელის წინაშე,
რომ პატიოსნად, ჩემი ძალისა და შესაძლებლობების შესაბამისად
შევასრულებ ამ ფიცს.
• როგორც ჩემს მშობლებს, ისე ვცემ პატივს იმათ, ვინც საექიმო
ხელოვნება შემასწავლა: გასაჭირში გვერდით დავუდგები, არაფერს
არ დავიშურებ მათთვის.
• ძმებად ვიგულებ ჩემი მასწავლებლების შთამომავლებს და, თუ ისინი
მოისურვებენ, უანგაროდ გავუზიარებ მათ ჩემს ცოდნას.
• დარიგებებს, ზეპირ გაკვეთილებსა და ყველა სხვა სწავლებას
სრულად გადავცემ მხოლოდ ჩემს მოწაფეებს, რომლებიც შეკრულნი
არიან ჩემთან ფიცითა და ვალდებულებით მიღებული წესის თანახმად .
ჩემი ძალებისა და ცოდნის სრული გამოყენებით ვუმკურნალებ
ავადმყოფს, დავიცავ მას ყოველგვარი ვნებისა და უსამართლო
მოპყრობისაგან.
• ვერავინ მიიღებს ჩემი ხელიდან მომაკვდინებელ საშუალებას და არც
არავის ვასწავლი გზებს ავი განზრახვის განსახორციელებლად.
ყოველ მხრივ შევეწინააღმდეგები აბორტის გაკეთების მცდელობას .
სპეტაკად და უზადოდ წარვმართავ ჩემს ცხოვრებას და სრულვყოფ
ჩემს ხელოვნებას.
• არასოდეს მოვკიდებ ხელს ისეთ საქმეს, რაშიც არა მაქვს
სრულყოფილი ცოდნა და გამოცდილება.
• ყველა სახლის კარს შევაღებ ავადმყოფის სასარგებლოდ და შორს
ვიქნები ყოველგვარი წინასწარგანზრახულისაგან –
უმართებულოსაგან და დამღუპველისაგან; არ მექნება გულში რაიმე
ქვენა გრძნობა.
• ყველაფერს, დანახულსა და მოსმენილს ავადმყოფისაგან, რომლის
გახმაურება ზიანს მოუტანს მას და მის სახელს, საიდუმლოდ შევინახავ.
• დაე, ამ ფიცის ურღვევად შემსრულებელი, ვიყო ბედნიერი
ცხოვრებაში და სრულქმნილი ხელოვნებაში, დიდება და პატივი არ
მომაკლდეს ადამიანთა შორის სამარადჟამოდ.
• დაე, ამ ფიცის დამრღვევსა და ცრუ ფიცის დამდებს, ყველაფერი
პირუკუ მომსვლოდეს.

ჟენევის დეკლარაცია
ვხდები რა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი, საზეიმოდ
ვფიცავ, ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს;
• პატივი და მადლიერება მივაგო ჩემს მასწავლებლებს;
• კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემი
პროფესიული მოვალეობა;
• პაციენტის ჯანმრთელობა გავიხადო ჩემს უმთავრეს საზრუნავად;
• პატივი ვცე ჩემთვის მინდობილ საიდუმლოს პაციენტის სიკვდილის
შემდეგაც კი;
• შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო სამედიცინო პროფესიის
კეთილშობილური ტრადიციები;
• კოლეგები მივიჩნიო ძმებად და დებად;
• არ დავუშვა პაციენტის ასაკის, დაავადების ან შეზღუდული
შესაძლებლობის, რწმენის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის,
ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, რასის, სექსუალური
ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი
ფაქტორის ზეგავლენა ჩემს მოვალეობასა და ჩემს პაციენტს შორის
არსებულ ურთიერთობაზე;
• უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს;
• არ გამოვიყენო სამედიცინო ცოდნა ადამიანის უფლებებისა და
სამოქალაქო თავისუფლებების შესალახად მუქარის შემთხვევაშიც კი ;
•ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად.

You might also like