You are on page 1of 20

ძველი აღმსავლური შუამდინარული და

ეგვიპტური ცივილიზაციების
სახელმწიფოებრივი და კულტურული
განვითარება.
განსახილველი საკითხები
სახელმწიფოებრივი და კულტურული ნიშნების ჩამოყალიბება
ეგვიპტურ და შუმერულ ცივილიზაციებში და მათი შედარება.
სახელმწიფოებრივი და კულტურული ევოლუცია შუმერულ და
ეგვიპტურ ერებში.
ძველი აღმოსავლური ცივილიზაციის ზოგადი მიმოხილვა.

შესავალი და ძველი აღმოსავლეთის


ზოგადი მიმოხილვა.
ძველი აღმოსავლური ცივილიზაცია მრავალი საინტერესო
ნიშან-თვისებით ხასიათდება. ცნობილი ისტორიკოსი ერიკ
ჰობსბაუმი ამბობდა, რომ კაცობრიების ისტორია სწორედ
მისით იწყება. პირველად სახელმწიფოს ძირითადი ნიშნები,
სამათალი და რელიგია სწორედ ძველ აღმოსავლეთში
ჩამოყალიბდა. უნიკალური იყო ძველ აღმოსავლური
ქვეყნების კულტურა და ცხოვრების წესი, რაც ისტორიისთვის
მუდმივი კვლევისა და განხილვის საგანია. თითოეული
ქვეყნის ისტორია იმდენად მდიდარია, რომ მასზე
ამომწურავად საუბრისთვის ათტომეულიც კი არ გვეყოფა
ამიტომ განვიხილავთ მათ მოკლე ისტორიასა და იმ ძირითად
თემებს, რომლებიც მათ სახელმწიფოებრივ და კულტურულ
განვითარებასთან იყო დაკავშირებული.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან სად შეიქმნა პირველი
სახელმწიფო, მაგრამ ვარაუდობენ რომ ის უნდა ყოფილიყო
ეგვიპტეში, ჩინეთში ან შუამდინარულ ქვეყნებში. ეგვიპტე
ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და სახელმწიფოს მქონე
ქვეყანაა. მას სამეფო ძვ.წ 3000 წელს უკვე ჰქონდა. მისი
არსებობა კი ძვ.წ 5 ათესწლულში იწყება. დღეს არსებული
უძველესი ცივილიზაციებიდან ასევე ერთ-ერთი ყველაზე
ძველია ჩინეთის, რომელიც დაიწყო დაახლოებით 5000 წლის
წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. ფერნანდ
ბრაუდეის წიგნში ცივილიზაციების ისტორია
აღნიშნულია,რომ ქვის ხანაში აღოსავლეთში უკვე
ცხოვრობდა ხახლხი, რომელთა განვითარების დონე
პრიმიტიული იყო და ძირითადად ნადირობასა და
მიწათმოქმედებას მისდევდნენ. უძველეს აღმოსავლურ
ქვეყნებსა და კულტურებს ასევე განეკუთვნება ბაბილონი,
მითანი, ურუქი, ასურეთი, ურარტუ და ირანი.
მთავარი განსხვავება აღმოსავლური ცივილიზაციის
დასავლურთან იყო ის, რომ კერძო საკუთრების ცნება
ნაკლებად იყო განვითარებული სხვადასხვა ტიპის სოციალურ
ურთიერთობებში, რაც ფუნდამენტურად განსაზღვრავდა
ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მოწყობასა და
აღმოსავლური სოციალური სტრუქტურების უძრავ ხასიათს.
მიწებზე საკუთრება კოლექტივსა და დიდ ოჯახს ეკუთნოდა.
გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობის გამო ძველი
აღმოსავლეთის ერთ-ერთი არსებითი თავისებურება იყო
ტელულოკრატია-სახმელეთო ცივილიზაცია და სასოფლო
თემი, რომელმაც პატრიარქალურ-გვაროვნული
ორგანიზაციის ნიშნები შეინარჩუნა. სასოფლო თემი
სამართლებრივი სტრუქტურასა და საზოგადოებრივ
ცხოვრებას ძირეულად განსაზღვრავდა. ჩინეთში სოციალურ
ცხოვრებას პატრონიები იგივე ცზუნები წარმართავდნენ.
მათში საერთო წინაპრისგან წარმოშობილი, რამდენიმე
ასეული ოჯახი იყო გაერთიანებული. ბრაუდელი ასევე ამბობს,
რომ ჩაკეტილი სასოფლო თემი იყო ძველ ინდოეთშიც, სადაც
წარმოების ნატურალური ხასიათი, სასაქონლო-ფულადი
ურთიერთობები, მიწათმოქმედება და ხელოსნობა
გაბატონდა. ძველ აღმოსავლეთში სწორედ სასოფლო თემი
ითვლებოდა მიწის უშუალო მფლობელად. მიწის ამგვარი
კოლექტიური მფლობელობის გამო ხელი ეშლებოდა კერძო
მიწათმფლობელობისა და მონობის კლასიკური ფორმის
ჩამოყალიბებას. მიწის განკარგვის შესახებ კოლექტივი
იღებდა გადაწყვეტილებებს და მომუშავეებიც მას
ექვემდებარებოდნენ. მონა, როგორც სრულიად უუფლებო
ცოცხალი ნივთი არ არსებობდა და ის დასავლური
ცივილიზაციისგან განსხვავებით აღმოსავლეთში კონკრეტულ
პირს არ ეკუთნოდა. ზოგან, მონა შესაძლოა ყოფილიყო
ოჯახის წევრიც დროებით და მისი ფუნქცია ძირითადად
საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულება იყო ოჯახისთვის ან
კოლექტივისთვის. აღმოსავლეთში შედარებით ნაკლებად
იყო გავრცელებული მონებით ხშირი ვაჭრობა და ნებისმიერს
არ შეეძლო მათი ყიდვა.
ძველი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი
იყო ტრადიციულობაც. ზოგი ქვეყნის ტრადიციები იმდენად
ღრმად შეითვისა მათმა კულტურამ, რომ დღესაც კი შემორჩა.
მაგალითად ქალისა და კაცის როლის შესახებ უძველესი
შეხედულებები და კერპის შეწირვა უძველესი წესის მიხედვით
დღესაც საკმაოდ გავრცელებულია აღმოსავლურ
კულტურებში. ჰეროდოტე მართალი იყო, როცა ამბობდა რომ
ტრადიციები აყალიბებს თითქმის ყველა საზოგადოების
ცნობიერებას. მთავარ ტრადიციებამ სამეფო ან რელიგიური
სახის წესები და რიტუალები ითვლებოდა, რომელთა
შეცვლაც სამოქალაქო არეულობასტან და ბევრ სხვა
პრობლემებთან იყო დაკავირეული. მსოფლიო ისტორიის
პოლიტიკურ სამართლებრივი განვითარებაზე დიდი გავლენა
იქონია ძველაღმოსავლურმა უძველესმა სმართლის
ძეგლებმა. რომლებშიც პირველად გვხვდება საქორწინო,
საოჯახო, მემკვიდრეობითი თუ სამოქალაქო
ურთიერთობების მოწესრიგება. ამ ძეგლებს განეკუთვნება:
ხამურაბის კანონები (ძვ.წ 17 ს), ურ-ნამუს კანონები (ქრ.შ-მდე 3
ათასწლეული), ლაიფ იშტარის კანონები ( ქრ.შ-მდე 2
ათასწლეული), ბილალამას კანონები (ქრ.შ-მდე 2
ათასწლეული), და შუაასურული კანონები ქრ.შ-მდე 2
ათასწლეული). ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი
სისტემები დაფუძნებული იყო საზოგადოების მიერ
აღიარებულ რელიგიურ დოგმებზე, რომელთა შესრულება
ყველას ევალებოდა. თითოეული ქვეყნის ისტორიაში
უამრავმა რელიგიამ მოიპოვა პირველობა, მაგრამ
ძირითადად მთავარი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე იყო.
მაგალითაად ჩინეთის შემთხვევაში კონფუციანელობა,
ინდოეთის შემთხვევაში კი ბუდიზმი და ჰინდუიზმი. უდიდესი
პოლიტიკური გავლენით სარგებლობდნენ ქურუმები და
რელიგიური პირები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას
იღებდნენ ქვეყნის მართვის პროცესში და ადგენდნენ
კანონმდებლობასა და პოლიტიკურ წესრიგს. ამის კარგი
მაგალითია ეგვიპტე, სადაც მართალია ხელისუფლების
უმაღლესი წარმომაგენელი ძირითადად ფარაონი იყო,
მაგრამ მას წმინდა რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და მასზე
ქურუმების გავლენა ვრცელდებოდა. ინდოეთში მთავარი
კანონები რელიგიურ-ეთიკური ნორმები იყო, იგივე შეიძლება
ითქვას ჩინეთზეც, სადაც მათ „ფა“ ეწოდებოდა.
აღმოსავლური ქვეყნების მონარქების აბსოლუტური
უმეტესობა ვალდებული იყო მოსახლეობასთან ერთად
სხვადასხვა რელიგიური რიტუალები შეესრულებინა და
მჭიდრო კავშირში ყოფილიყო რელიგიურ პირებთან, რამაც
დიდწილად ხელი შეუწყო თეოკრატიული მმართველობის
განვითარებას. ძვეელ აღმოსავლურ კულტურებში
გავრცელებული იყო მრავალღმერთიანობა,
მსხვერპლთშეწირვა და წარმართობა. ბევრი რელიგიური
მოძღვრება ქვასა და ცეცხლსაც კი ეთაყვანებოდა. ძველ
ეგვიპტესა და შუამდინარეთშ გვხვდება პირველი დიდი
რელიგიები, რომლებიც მრავალღმერთანობას აღიარებდნენ.
ერთღმერთიანობის დაკვდიდრება დროებით მოხდა
ეგვიპტეში ფარაონი ამენხოტეპის მიერ, მაგრამ შემდეგ
ქურუმებმა კვლავ მრავალღმერთიანობა დაამკვიდრეს, რაც
არამარტო რელიგიასთან არამედ მათ ძალაუფლებასთან
იყო დაკავშრებბული. მრავალღმერთიანობისა და ზოგადად
რელიგიების ფუნქცია ხშრად იყო საზოგადოების მართვა და
მათი გრძნობებით მანიპულირება. ძველაღმოსავლურ
საზოგადოებებში დიდი პატრიარქალური ოჯახი მრავალი
საუკუნის მანძილზე განსაზღვრავდა საოჯახო-საქორწინო და
მემკვიდრეობით სამართალს. დღეს ინდოეთში ვარიპაგინას
დროინდელი საოჯახო წესები და რიტუალები მოსახლეობის
დიდ ნაწილში უცვლელად არის შემორჩენილი. აღმოსავლურ
კულტურაში ქალი მუდმივად მამაკაცის მორჩილი იყო,
უფროსი თაობა კი ყოველთვის აღმატებული სტატუსის მქონე
იყო უმცროს თაობასთან. ამ პრინციპების საფუძველზე
საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ვითარდებოდა
სახელმწიფო ინსტიტუტები და სოციალურ-პოლიტიკური
სისტემები.

ეგვიპტე

ძველი ეგვიპტის სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის


ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეე ნილოსის
ნაპირებთან ძ.ვ.წ 4 ათასწლეულში ჩამოყალიბდა ორი
სამეფოს გაერთიანებით. მათ ფარაონი მენესი მართავდა.
ეგვიპტე მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და
სახლემწიფოს მქონე ქვეყანაა. ეგვიპტეში პირველი
სახელმწიფოებრივი წამონაქმნები იყო ნომები. მათი
წარმოშობა ტაძრების ირგვლივ, სასოფლო თემის
გაერთიანებით მოხდა, რათა ერთობლივი გზით
ეწარმოებინათ საირიგაციო სამუშაოები. ყველაზე ძლიერი
ნომის ხელისუფლება დესპოტური ნიშნებით ხასიათდებოდა
და ის საკუთარ ძალაუფლბას დანარჩენ ნომებზე
ავრცელებდა. მოგვიანებით ნომების მმართველები-
ნომარქები ერთიანი ეგვიპტის მმართველის- ფარაონის
მოხელეებად იქცნენ. წიგნში საზღვარგარეთის ქვეყნების
სამართლის ისტორია ნათქვამია, რომ ერთიანი
ძველეგვიპტური სახელმწიფოებრიობის შექმნას მეურნეობის
განვითარების განსაკუთრებული ფორმა განაპირობებდა,
რომელიც მდინარე ნილოსის ყოველწლიურ ადიდებასა და
ნაპირებიდან გადმოსვლაზე იყო დამოკიდებული.
ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს ისტორია ოთხ ძირითად
პერიოდად იყოფა: 1. ადრეული სამეფოს ხნა (ქრ.შ-მდე 3100-
2800 წწ) ეს იყო ფარაონების პირველი სამი დინასტიის
მმართველობის პერიოდი; 2. ძველი სამეფოს ხანა (ქე.შ-მდე
2800-2250 წწ), რომელიც მესამე და მეოთხე დინასტიების
მმართველობის პერიოდს მოიცავდა; 3. შუა სამეფოს ხანა
(ქრ.შ-მდე 2250-1700წწ,)-11-ე და 12-ე დინასტიების
მმართველობის პერიოდი; 4. ახალი სამეფოს ხანა (ქრ.შ-მდე
დაახ. 1575-1087 წწ)- ფარაონების 18-ე სა 20-ე დინასტიების
მმართველობის პერიოდი. ახალი სამეფოს დროინდელი
ეგვიპტე ისტორიაში პირველი მსოფლიო იმპერიაა, მის
ბატონობას დაექვემდებარნენ ნუბია, ლიბია, პალესტინა,
სირია და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სხვა ოლქები,
რამაც ეგვიპტის სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური
გაძლიერება გამოიწვია. ეგვიპტის ძალაუფლება ყველაზე
შორს ფარაონმა თოტმეს 15- ემ განავრცო. ახალი სამეფოს
ბოლოს ეგვიპტე მძიმე პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.
ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ.წ 31
წელს რომის იმპერიის დაპყრობის შედეგად. ეგვიპტეში
ქურუმებს ჰქონდათ ყველაზე დიდი პოლიტიკური
ძალაუფლება და ქვეყანას მკაცრი რელიგიური კანოებით
მართავდნენ. ფარაონ ამენხოტებამდე მრავალღმერთიანობა
იყო, მაგრამ შემდეგ გატარდა რელიგიური რეფორმა, რის
შედეგადაც ეგვიპტელთა ღვთაებად ერთი ღმერთი ატონი
გამოცხადდა, ასევე შეიცვალა დედაქალაქიც, თუმცა
ფარაონი ამანხოტების მმართველობის შემდეგ
მრავალღმერთიანობა დაბრუნდა და მისი მრავალი
რეფორმა წყალშ ჩაიყარა. ძველ ეგვიპტეში
ცენტრალიზებული-ბიუროკრატიული მმართველობა
ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ფარაონის ძალაუფლების
გაძლიერება იყო. ფარაონი ღვთაებად იყო გამოხცადებული,
ის იყო უზანეასე სასამართლო ხელისუფლების
წარმომადგენელიც და მის საპატივცემულოდ ცნობილი
გიგანტური აკლდამებისა და პირამიდების მშენებლობა
დაიწყო. ფარაონს უამრავი ცოლისა და მხევალის ყოლის
უფლება ჰქონდა და მისი მემკვიდრეებიდან რჩეულები
ფარაონები ხდებოდნენ. ფარაონს ერთი მთავარი ცოლი
ჰყავდა წარმოშობით ეგვიპტელი. ეგვიპტელთა წესის
მიხედვით გავრცელებული იყო ნათესავებს შორის ინცესტური
ურთიერთობები, რის გამოც ფარაონები ხშირად სხვადასხვა
დაავადებებით იბადებოდნენ. ძველ ეგვიპტეში სთემო
თვითმმართველობის ორგანოები სასამართლო
ხელისუფლების ფუნქციას ასრულებდნენ. გარკვეული
სასამართლო ფუნქციები ტაძრებსაც ჰქონდათ ქურუმი-
ორაკულის მიერ გამოტანილი სასამართლო
გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
ეგვიპტელტა ცხოვრებაში მსხვერპლთშეწირვა ერთ-ერთი
მთავარი რელიგიური რიტუალი იყო. როგორც წესი ქალაქის
ერთ ადგილას საღამოს ყველა ადამიანი იკრიბებოდა და
უსმენდა ქურუმების ლოცვას, რომლებიც მსხერპლის სახით
ხშირად ბავშვებსა და ადამიანებსაც კი წირავდნენ. საკმაოდ
გავრცელებული იყო მონების შეწირვა ბატონებისთვის ან
ღვთაებებისთვის. კანონების დამდგენი ფარაონი და
ქურუმები იყვნენ და ეგვიპტური კანონმდებლობა და
ტრადიციები ძალიან იშვიათად იცვლებოდა. მეცნიერები
ვარაუდობენ ,რომ ეგვიპტელებს ათასობით ღვთაება ჰყავდათ
და ლიტერატურული და ფილოსოფიური თვალსაზრისით
საკმაოდ მდიდარია მათი მითოლოგია. ძველ ეგვიპტელებს
უკავშირდება კაცობრიობის უდიდესი გამოგონებები
მაგალითად პირამიდები, რიცხვები სფეციფიკური
დამწერლობა, სამკურნალო საშუალებები და სხვა. უმაღლეს
დონეზე იყო განვითარებული ხელოსნობა, ვაჭრობა,
მედიცინა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა
სფეროები. მეცნიერებისთვის დღესაც დიდი კვლევის საგანია
ფარაონების სამარხებში აღმოჩენლი ეგვიპტური მონეტები
და სფეციფიკური ნივთები. დღეს მუზეუმებში ყველაზე მტი
დაცული არტეფაქტი სწორედ ეგვიპტურია. ეგვიპტური
დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია და ის მთლიანად
იეროგლიფებისგან შედგება. პირამიდებში მოხატული
იეროგლიფები უამრავ სიმბოლოებს შეიცავს, რომლებიც
ბევრს მოგვითხრობს ძველ ეგვიპტელთა ცხოვრებაზე. ამ
ნახატების უდიდესი ნაწილი დღესაც კი არ არის გაშიფრული.
პირამიდების აგების სტრუქტირიდან გამომდინარე
მეცნიერები ვარაუდობენ რომ შენობების აგების ტექნიკა
ძველ ეგვიპტეში უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული და
პირამიდების ირგვლივ დღეს უკვე გაუჩინარებული დიდი
ქალაქები უნდა ყოფილიყო ულამაზესი სარწყავი არხებითა
და ბუნებით. ასევე კვლავ დიდ გამოცანად რჩება
სახელგანთქმული პირამიდების აგების სტრუქტურა, მათი
ლაბირინთები და ზოგიერთი ეგვიპტური რიტუალი. მოცემულ
ვიდეოში ეგვიპტურ კულტურაზე შეგიძლიათ იხილოთ
დამატებითი ინფორმაცია:https://www.youtube.com/watch?
v=3ZQE4BVUEg4. ჯერ მაკედონიისა და შემდეგ სხვა
დამპყრობლების შემდეგ ეგვიპტური კულტურა და
ცივილიზაცია დაქვეითებას იწყებს და საბოლოოდ ასრულებს
არებობას არაბთა დაპყრობების დროს.

ძველ ეგვიპტური და შუამდინარული


ცივილიზაციების შედარება.
უპირველესყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ
სახელმწიფოებრივი ნიშნები და კულტურული
მახასიათებლები ძველ აღმოსავლურ ქვეყნებში საკმაოდ
ჰგავს ერთმანეთს, რადგან თითოეული მათგანი ერთი
საერთო ისტორიული სივრცისა და ცივილიზაციის წევრია.
მათ შორის ბევრი განსხვავებებიცაა და თითოეული მათგანი
უნიკალურობით გამოირჩევა. ეგვიპტისა და შუამდინარეთის
ერთ-ერთი გამოკვეთილი საერთო ნიშანი ის სტაბილურობა,
ტრადიციულიბა და უძრავი განვითარებაა, რომელიც
საკმაოდ დიდი ისტორული დროის მანძილზე სხვა არაერთ
ძველ აღმოსავლურ კულტურას ახასიათებდა. ეგვიპტეშიც და
შუამდინარეთშიც გეოგრაფიული ადგილმდებარობა
გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. სათემო თემი და მიწებისა
თუ საკუთრების განაწილების წესებიც საკმაოდ ჰგავდა
ერთმანეთს ,მაგალითად ორივეგან დიდი იყო
პატრიარქალური ოჯახისა და კოლექტვის როლი ამ საქმეში
და ზოგადად ეკონომიკურ ცხოვრებაში. პატრიარქალური
წესები, ქალისა და კაცის როლი საზოგადოებაში და მთავარი
რელიგიური რიტუალები არსებითი მნიშვნელობის აღმოჩნდა
ამ ორი კულტურისთვის. ამ ორივე ცივილაზაციის წარმოშობა
ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულშ მოხდა
საირიგაციო სისტემების განვიტარების შედეგად გარკვეული
საზოგადოების ერთ ადგილას თავმოყრით.
ზოგადადმიიჩნევა, რომ უფრო ადრე სახელმწიფოს ნიშნები
ეგვიპტეში გაჩნდა. ესენი იყო ნომები, როლებიც ტაძრების
იტგვლივ შეიქმნა საირიგაციო სამუშაოების
შესასრულებლად. შუამდინარეთთშიც პირველი დასახლებები
და პატარა ქალაქ სახელწიფოები ტაძრების ირგვლივ
მდინარეებთან გვხვდება და მათი წარმოქმნაც საირიგაციო
სამუშაოებს უკავშრდება. საკანონმდებლო ძეგლების
თვალსაზრისით შუამდინარეთი ლიდერობს. მას უძველესი და
ყველაზე ცოილი სამართლის ძეგლები ავს გილგამეშის
ეპოსის, ხამურაბის კანონებისა და ურ0-ნამუს კანონების
სახით. ეგვიპტე დიდი ხნის მანძილზე გარე სამყაროსგან
სრულიად იზოლირებული იყო და თავისი ეკონომიკითა და
კილტურით განაგრძბდა არსებობას, რომელიც თვითკმარი
იყო. შუამდინარეთსა და მესოპოტამიაში რამდენიმე
კულტურა და ერი არსებობდა, ეგვიპტისგან განსხვავებით
ისინი ერთიანი სამეფოს ნაწლი არასდროს ყოფილან და
მუდამ ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული. ეგვიპტეში
უფრო მრავაფეროვანი სოციალური იარარქია იყო,
ფარაონის შემდეგ მოდიოდნენ ქურუმეი და მისი სამეფო
ტახტის წევრები, რეგიონალური მმართველები და შემდეგ
საშაულო კლასი, ხელოსნები ,მიწათმოქმედები, ბოლოს კი
მონები. მესოპოტამიაში მონებით ვაჭრობა გაცილებით
გავრცელებული იყო და მაგალითად აქადის სამეფოში მონა
მარტივად შესაძლოა ასურეთში მომხვდარიყო, ეგვიპტეში კი
მონები ძირიტადად ომების ტყვეები და ეგვიპტელები იყვნენ.
საინტერესოა ამ ცივილიზაციების განსხვავებები
რელიგიასთან დაკავშირებით. წიგნში ციცილიზაციების
ისტორია( ფერნანდ ბრაუდელი) აღნიშნულია, რომ
მესოპატამიელებს შედარებით პესიმისტური წარმოდგენები
ჰქონდათ ღმერთებზე და სიკვდიკლის შემდეგ ცხოვრებაზე.
ერთ-ერთი უძველესი მესოპოტამიური მითის თანახმად
ქალღმერთი ელაშკიგალი ადამიანთა სულებს ცუდად და
კარგად დაყოფდა, მაგრამ ორივეს უსასრულო ბნელ მიწაზე
გაგზავნიდა თავისი მსახურობისთვის და ცუდ სულებს
განსაკუთრებით დასჯიდა. ეგვიპტელების რელიგიური
წარმოდგენები შედარებით ოპტიმისტირი იყო და მათ
სწამდათ, რომ ვინც ღირსეულად იცხოვრებდა სამუდამოდ
ჰარმონიასა და სიმშვიდეს იპოვიდა სიკვდილის შემდეგ
ღმერთებთან. ბრაუდელის წიგნში ცივილიზაციების ისტორია
ასევე გვხვდება ერთი მეტად საინტერესო რიტუალი
ორივესთვის თითქმის ერთნაირია სადაც ქალი ღვინით
სასმისს ოჯახის უფროსს მიართმევს ვახშმის დაწყებამდე კი
მამაკაცი სუფრაზე მჯდომებს სიტყვით მიმართავს და
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ნადიმი.
სამწუხაროდ ამ რიტუალის ზუსტი დასახელება არ ვიცით,
მაგრამ ბარაუდელი ამტკიცებდა ,რომ ის იყო გავრცელებულ
რამდენიმე შუამდინარულ საზოგადოებაშ და ეგვიპტეში. ასევე
დომინირებდა რელიგიური კანონები და რიტუალები,
რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ და სხვა ხალხიც მათ
უნდა დამორჩილებოდათ. მსხვერპლთშეწირვის დროს
ეგვიპტეშც და შუამდინარეთშიც ძირითადად ისეთი
ცხოველები გამოიყენებოდა როგორებიცაა ბატკანი, ცხვარი
დასხვა , მაგრამ ზოგჯერ ადამიანებსაც კი წირავდნენ.
ეგვიპტური მითოლოგია ამ მცრივ უნიკალურია. მათ სწამდათ,
რომ თუ ფარაონს სიკვდილის შემდეგ მონებსა და ოჯახის
წევრებს გააყოლებდნენ, ისინი საიქიოშც მოემსახურებოდნენ
და ასე ფარაონი თავს კარგად იგრძნობდა. ეგიპტესა და
შუამდინარეთში ცხოვრებისწესსისა და ეკონომიკის მთავარი
განმსაზღვრელი თითქმის საერთო ჰავა და ბუნება იყო,
რომელიც მიწათმოქ,ედებას უწყობდა ხელს ასევე
განვითარებული იყო ხელოსნობა. ეგვიპტეში ძირითადად
ქვით აშენებდნენ ხოლო შუამდინარეთში კი თიხით,
შუამდინარეთში კი თიხაგამოიყენებოდა. არქიტექტურის
სტილი ორივეგან საკმაოდ დახვეწილი იყო, ჩვენამდე უფრო
მეტად ეგვიპტურმა ნაგებობებმა მოაღწია და ზოგიერთმა
აკლდამამ თითქმის პირვანდელი მდგომარეობითაც კი.
შუმერული და სხვა შუამდინარული ნაგებობები კი
განადგურდა სხვადასხვა მიზეზების გამო და ჩვენთვის
ნაკლებად არის წარმოსადგეი თუ როგორი იყო ძველი
შუამდინარული ნაგებობები და არქიტექტურა. ეგვიპტეში
დამწერლობისათვის ძრითადად პაპირუსსა და
იორიგლიფებს გამოიყენებდნენ, შამდინარეთში კი თიხის
ფირფიტებზე წერდნენ და განვითარებული იყო ლურსმული
დამწერლობა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.
ასეთ დამწერლობას ლურსმული ეწოდა, რდგან თიხაზე
ამოტვიფრული პატარა ფირფიტები პატარა ლურსემებს
ჰგავდა. რომ შევაჯამოდ ორივე ცივილიზაცისთვის
დამახასიათებელი იყო მრავალღმერთიანობა,ნაყოფიერი
მიწები, მემკვიდრეოითი მონარქია, იმპერიული
მისწრაფებები, ქურუმების უდიდესი როლი საერო და
სასულიერო ცხპვრებაში, დესპოტური ნიშნები
ხელისუფლებისთის, უნიკალური არქიტექტურა და
დამწერლობა და პატრიარქალური და რელიგიური
წარმოდგენების შესაბამსად საზოგადოების დაყოფა
ჯგუფებად.
შუამდინარეთი, მესოპოტამია

ჯერ კიდევ ქრ.შ-მდე მეოთხე ათასწლეულში მდინარე


ტიგროსისა და ევფრატის აუზში მიწათმოქმედებამ და
საირიგაციო სამუშაოების განვითარება დაიწყო. ძვ.წ 6000-300
წლებში თარიღდება მსოფლიოს უძველესი ცივილიზაცია
მესოპოტამია-შუამდინარეთი. ამ რეგიონში პირველი ქალაქ-
სახელმწიფოები-პატესაიტები ქრ.შ-მდე 4 ათასწლეულის
ბოლოსა და 3 ათასწლეულის დასაწყისში ჩამოყალიბდა იმ
ადგილას, სადაც მიწათმოქმედთა მუდმივი დასახლებები
არსებობდა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და
ბუნებრივი პირობები ხელს უწყობდა უძველესი ხალხის ამ
არეალში კონსოლოდაციას. მოსახლეობამ მალევე შექმნა ამა
თუ იმ ღვთაებისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელიც
საზოგადოების თავშეყრის ცენტრი იყო. პოლიტიკური და

რელიგიური ძალაუფლება ქურუმებმა ჩაიგდეს ხელში.


სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება ხელს
უწყობდა ძველი მესოპოტამიის ქალაქებისა და მოსახელობის
სწრაფ ზრდას. მალევე გაჩნდა პროტოსახელმწიფო
ქალაქები: ური, ურუქი, ქიში, ლაგაში, ისინი, ეშუნა და ნიპური.
წიგნში ცივილიზაციების ისტორია( ფერნანდ ბრადელი)
ნათქვამია, რომ პატისიტების შიგნით ბუნებრივია მოხდა
სოციალური დიფერენცირება და გვაროვნული
არისტოკრატიის გამოყოფა. ქრ.შ-მდე 2 ათასწლეულში
სამეფო სატაძრო მეურნეობა ყალიბდება, რასაც ხელს
უწყობდა ტაძრების მიერ სათემო მიწების მასიური მიტაცება.
ტაძრის ხაზინაში სავალდებულო გადასახადის სახით რენტა
დამკვიდრდა. ნელ-ნელა გაიზარდა ადმინისტრაციული
აპარატი. პატესიტების წარმოქმნა და სოციალური
დიფერენცირების გაღრმავება შეეხო მესოპოტამიის
სამხრეთით განსახლებულ ორ ტომობრივ ჯგუფს შუმერებსა
და აქადელებს. შუმერული ცივილიზაციის უპირველესი
ცენტრი იყო ქალაქი ურუქი. სემიტური მოსახელეობის იგივე
აქადელთა კი აქადი. ბრაუდელი ასევე ამბობს, რომ
მესოპოტამიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე
უდიდესი გავლენა იქონია პატესიატების ერთმანეთის
ახლომდებარე ლოკალურ ცენტრებად ჩამოყალიბებამ.
გამუდმებული იყო მეზობლად მდებარე პატესიატებს შორის
ჰეგემონობისთვის ბრძოლა. ფაქტობრივად ყველა
პატესიატის დაპყრობა შეძლეს ისეთმა ლეგანდარულმა
ბრძანებლებმა როგორებიცაა გილგამეში და სარგონ დიდი.
მესოპოტამიის უძლიერესი და ყველაზე მნიშვნელოვანი
პოლიტიკური წარმონაქმნი ძველბაბილონური სამეფო ძვ.წ 19
საუკუნეში წარმოიქმნა. ბაბილონის სოციალური და
ეკონომიკური სიძლიერის პიკი მეფე ხამურაბის ზეობის ხანას
მოიცავს ქრ. შ-მდე 1792-1750 წწ. ამ დროს მოხდა ქვეყნის
ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობის წესის
დამკვიდრება, ადმინისტრაციულ ოლქებს მეფის მოხელეები
მართავდნენ. ბაბილონის ბატონობის ქვეშ მოექცა
უზარმაზარი ტერიტორია სპარსეთის ყურიდან სირიის
საზღვრამდე. ბაბილონი უძლიერესი იმპერიული სახელწიფო
იყო, რომლის იდეოლოგიურ ფუნდამენტს ერთიანი ღმერთის,
„ღმერთების ღმერთის მარდუკის კულტი წარმოადგენდა.
ბაბილონს მრავალჯერ შემოისიენ ძველი მთიელი მომთაბარე
ტომები ბევრჯერ სამეფო დაეცა, მაგრამ შემდეგ აღსდგა.
ქრ.შ- მდე 6-7 საუკუნეში დროებით აღზევდა
ახალბაბილონური სამეფო, მაგრამ ქრ.შ 2 საუკუნეში
შეწყვიტა არსებობა. მესოპოტამიურ ცივილიზაციას
უკავშირდება ორი უმნიშვნელოვანესი სამართლის ძეგლი
ხამურაბის კანონები და ურ-ნამუს კანონები. ბაბილონური
საზოგადოების ბედი დიდი ხნის მანძილზე განსაღზვრა
ხამურაბის კანონთა კრებულმა, რომელმაც საუკუნეების
მანძილზე არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა მსოფლიო
სამართლის განვიტარების კუთხით. სახელმწიფო
სტრუქტურის პერიოდული ცვლილების მიუხედავად
უცვლელი იყო მონარქისა და ქურუმების გავლენა
ხელისუფლებაზე, გარკვეული სამართლებრივი წესრიგის
ელემენტები, კანონები და რელიგიური რიტუალები.
აღსანიშნავია ის, რომ ხამურაბის კანონებმა საფუძველი
დაუდო მსოფლიოში პირველად საქორწინო, საოჯახო,
სამემკვიდრეო, სამოქალაქო და სხვა ტიპის სამართლებრივ
ურთიერთობების მოწესრიგებას. ამ უძველესმა კანონთა
კრებულმა გავლენა მოახდინა უამრავი ერის სამართლებრივ-
კულტურულ განვითარებაზე. შუამდინარული სამეფოების
გაუთავებელი ომების გამო უმაღლეს საფეხურზე იდგა
სამხედრო ხელოვნება. ასევე ამ ცივილიზაციის დროს
დაიხვეწა ხელოვნება, ესთეტიკა, არითმეტიკა, მედიცინა და
სხვა უამრავი სფერო. მესოპოტამაში პირველად მოხდა
აღწარმოებითი მეურნეობის ჩამოყალიბება , მცენარეთა
კულტივაცია და ცხოველთა მოშინაურება. დიდი სიახლეები
იყო ტექნოლოგიურ სფეროში, მეურნეობის ათვისებასთან
ერთად იქმნებოდა ახალი იარაღები. მესოპოტამიის
ნაყოფიერი ველები მუდამ იზიდავდა სხვადასხვა
წარმომავლობის ხალხს, სწორედ ამიტომ შუამდინარული
კულტურა სინკრეტული ხასიათის იყო და შეიცავდა ბევრ
ერთმანეთისგამ განსხვავებულ მახასიათებელს.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
სახელგანთქმულია შუმერული ცივილიზაცია, რომელმაც
სამეცნიერო კუთხით უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილება
დანერგა. პირველად შუმერში მიიღეს ლითონი, აღმოცენდა
დამწერლობა . თავდაპირველად პიქტოგრამების მეშვეობით
წერდნენ, შემდეგ ჩამოყალიბდა ლურსმული დამწერლობა,
რომელიც პიქტოგრამულთან შედარებით ბევრად უფრო
მოქნილი საკომუნიკაციო ენა აღმოჩნდა. შუმერთა
განვითარების მაღალ დონეს კარგად ასახვას ერთ-ერთი
უძველესი ძელაღმოსავლური ძეგლი გილგამეშის ეპოსი.
ზოგიერთ შუმერულ გამოგონებას ჩვენ დღესაც ვიყენებთ.
მაგალითად, მათ შეიმუშავეს საათის წუთების რაოდენობის
განსაზღვრა და წრისა თუ სხვა ფიგურების გეომეტრიული
სტრუქტურის დაყოფა. მეცნიერები ვარაუდობენ,რომ
ბორბალიც კი შუმერული გამოგონებაა. კულტურაში,
ხელოვნებაში, სამეცნიერო და სამხედრო სფეროში
ფასდაუდებელია შუმერებისა და ძველაღმოსავლური სხვა
ცივილიზაციების როლი.

ავტორი- ლუკა ლეკიშვილი


გამოყენებული ლიტერატურა-საზღვარგარეთის ქვეყნების
სამართლის ისტორია ( მ.გარიშვილი,მ.ხოფერია).
ცივილიზაციების ისტორია (ფერნანდ ბრაუდელი).

You might also like