You are on page 1of 2

1. რატომ / რისთვის ეწვია ავთანდილი ვაზირს ტარიელთან წასვლის( მეორედ) წინ?

2. რის გამო წერს ავტორი: ,,ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული“?


3. როცა ,,ჯალაბი გაიყარა“ რა უთხრა ავთანდილმა ვაზირს? რა სთხოვა მან მასპინძელს?
4. რატომ / რის გამო აირჩია ავთანდილმა ვაზირი ( რატომ სთხოვს მას დახმარებას?)?
5. რას ნიშნავს ,,ღაფალმან”? ---- ,,ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან”.
ა. ხალისიანმა; ბ. უხალისომ; გ. იმედიანმა.
6. რა სთხოვა ავთანდილმა ვაზირს და რას დაჰპირდა სამსახურისთვის? რა უპასუხა ვაზირმა მას?
( უპასუხეთ დაწვრილებით)
7. ავთანდილი ვაზირს ეუბნება: ,,მის ყმისა ცეცხლი მედების...“ ვის გულისხმობს იგი?
8. ვის და რას გულისხმობს ავთანდილი: ,,მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს
შეუზღველისა“?
9. განმარტეთ ფრაზა: ,,ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა , უშურველისა“.
10. ავთანდილი ვაზირს ეუბნება: ,,მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, / მუნვე დარჩა,
დათმობაცა მასთანავე დაება და -, / რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, / მერმე
ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებად-ა“. განმარტეთ. ვის გულისხმობს ხაზგასმულ
სიტყვაში?
11. რის გამო ეუბნება ავთანდილი ვაზირს: ,,ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა“?
12. რას გულისხმობს ავთანდილი: ,,ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, / რამცა სადა
გაუმარჯვდა კაცსა, ფიცსა გამტეხელსა“?
13. ვინ ვის ეუბნება და რის გამო: “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდნენ, / რად
გაგიშვან, რად დაღონდნენ, ანუ მზესა რად მოშორდნენ?
ა). რას ნიშნავს “მოღორდნენ”? ბ). ვისი მეტაფორაა “მზე”?
14. გაიხსენეთ ავთანდილის ვაზირთან სტუმრობის ეპიზოდი და უპასუხეთ შეკითხვებს:
ავთანდილი ამბობს: “ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავწირავ ხელი ხელსა, / რამცა სადა
გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა!”
ა). ამოიწერეთ სინონიმური მნიშვნელობის არსებითი სახელები ბ). ახსენით, რას ნიშნავს “ვერ
გავწირავ ხელი ხელსა”?
15. ვის / რას გულისხმობს ავთანდილი: ,,მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზასა რამცა დააბრუნვებს“?
16. ვაზირი ავთანდილს ეუბნება: ,,მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ! / ეგე ასრე არ
იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქონდენ“. განმარტე, რას გულისხმობს იგი?
17. ვინ ამბობს და რის გამო: ,,კაცსა ფიცნი გამოსცდიან“?
18. რის გამო ჩივის ავთანდილი: ,,ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს“?
19. რას გულისხმობს ავთანდილი: ,,მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ , ხელსა რასა მხდიან?“
20. ვის და რას სთხოვს ავთანდილი: ,,ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდა გასაძებლად, / თქვი, რა
გინდაწაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად“?
21. ვისი სიტყვებია და რისი თქმის შესახებ აცხადებს იგი თანხმობას: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, / ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!”
22. ვინ ვის ეუბნება ამ სიტყვებს: “ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო“? ამოიწერეთ
“საჩუქრის” სინონიმი.
23. რის გამო ( მისი სიტყვების თანახმად) დაეთანხმა ვაზირი ავთანდილს, მოციქულობა გაეწია
მეფესთან?
24. ვინ ვის მიმართავს ასე: ,,ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი!”
25. ვინ ვის და რატომ ემუქრება ამ სიტყვებით: “კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,
თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არა უნდა ამას ცილი!”
26. ვინ ვის ეუბნება: ,,აწ ავთანდილ გეთხოვების , მოაჯეობს, არ წამკიდოს, / უმისყმისოდ სოფელსა და
საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.? განმარტეთ.
27. როგორ შეხვდა მეფე ავთანდილის წასვლის ამბავს( დაწვრილებით)? რამ ,, გადაარჩინა“ ვაზირი
მეფის ,,რისხვას“( მეფის სიტყვების თანახმად)? რას ნანობს ვაზირი( მისი სიტყვების თანახმად)?
28. რას ,,სთხოვს“ მეფისაგან დაბრუნებული ვაზირი ავთანდილს?
29. ვაზირი ავთანდილს ეუბნება: ,,მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია“. რა იცოდა მან
და როგორ აუსრულდა?
30. ვინ ვის ეუბნება: ,,შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია“?
31. რატომ ეუბნება ავთანდილი ვაზირს: ,,მაგრა ქრთამი რადღა გმართებს“?
32. განმარტეთ : ,,შენ ადიმი გაგიმეშდა, ართუ მეში გიადიმდა“?
33. რისი იმედი აქვს ვაზირს მეფის რისხვასთან დაკავშირებით?
34. ვინ ვის ეუბნება და რის გამო: ,,სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა“?
35. ვინ „შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან...”?
ა). რას ნიშნავს “წითელი”? ბ). ვინ იგულისხმება ამ ტაეპში?
36. ვინ ვის ეუბნებ და რის გამო: ,,ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო?/ თუღა
დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, / სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო“?
განმარტეთ.
37. პოემის მიხედვით, რა არის ის, რაც ,,საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”?
38. გაიხსენეთ ავთანდილისა და შერმადინის საუბარი და უპასუხეთ შეკითხვებს: “სამი არის
მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა, / პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, / მიცემა
და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, / გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.“
ა). რისკენ მიილტვის მეგობარი?
ბ). ამოიწერეთ IV ტაეპიდან ორსიტყვიანი გამოთქმა, რომელიც მეგობრის მშველელის მოუსვენარ
ყოფაზე მიგვანიშნებს.
გ) ტაეპის რომელი სიტყვა აღნიშნავს “მეგობრობას”?
დ). III ტაეპის მიხედვით, რა უნდა იყოს გამორიცხული მეგობრების ურთიერთობაში?
39. რა დაავალა ავთანდილმა შერმადინს?
40. შერმადინი ავთანდილს თან წაყვანას სთხოვს, რას პასუხობს მას ავთანდილი?
41. ვინ ვის მიმართავს ამ სიტყვებით და მისი რომელი თვისება ჩანს ამ ტაეპებში: ,,ვის ასმია
მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?! / ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?! /
დაკარგულსა გიგონებდი, რა ვიქნები აქა ფლიდი?”
42. ვინ ვის ეუბნება: ,,გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად“?
43. ვინ ვის ეუბნება და მისი რომელი თვისება ჩანს ამ ტაეპებში:: ,,მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ
ამოვკრეფ კიტრად ბერად, / ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად.”?
განმარტეთ.
44. ავთანდილი ამბობს: ,,ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად! / მას თუ დავთმობ,
სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ მისად ვერად?!“ ვის გამო თმობს იგი ,,სახლსა“ და ,,მზესა“? ვის
გულისხმობს ხაზგასმულ სიტყვაში?
45. რას უტოვებს ავთანდილი როსტევანისათვის გადასაცემად შერმადინს?

You might also like