You are on page 1of 8

კესო ხმიადაშვილი

თავი 129 (გვ.276)

ლომაშა მოიყვანს რაღაც მსხვერპლშეწირვის ადგილას. ამ ადგილას მონარქ იაიატის


ვაჟმა ნაჰუშამ მსხვერპლშეწირვის რიტუალი შეასრულა , უხვად შეწირა რაღაც საჩუქრები ,
გემები. ინდრა კმაყოფილი იყო ამ წმინდა რიტუალით. ეს არის უწმინდესი განსაბანი
ადგილი, მდინარე იამუნაზე, რომელსაც ჰქვია პლაკშავატარანა („ვაჭრის ხის დაღმართი “
იდკ). ამ ადგილს სამოთხეში შესასვლელს ეძახიანო. აქ ვინც იბანავებს, ის იხილავს ყველა
სამყაროს, განიწმინდება თავისი ბოროტი საქციელებისაგან. ამიტომ იბანავეთ ამ
ადგილას!

თავი 130 (გვ.278)

ლომაშამ თქვა: თუ მოკვდავები ბოლოს აქ ამოისუნთქავენ (ანუ თუ აქ მოკვდებიან, მგონი)


მაშინ სამოთხეში წავლენ. ათასობით ადამიანი მოდის რომ აქ მოკვდეს. ეს ადგილი
დალოცა დაკშამ: „ვინც აქ მოკვდება, სამოთხეში ადგილი ექნება“. აქ არის ადგილი
ვინასანა, ანუ ადგილი, სადაც სარასვატი გაუჩინარდა. აქ არის ნიშადების სამეფოს
ჭიშკარი. სარავასტი ისე შემოვიდა ამ სამყაროში რომ ის არ დაენახათ, მაგრამ ამ
ადგილას იგი ხილვადი გახდა.

-----(ISTORIIS DASAWYISI)ეს ადგილი კიდევ ერთი რამითაცაა გამორჩეული: ყოველი იუგას1


დასასრულს, ღმერთი შივა, რომელსაც აქვს იმის ძალა, უნარი, რომ ნებისმიერი ფორმა
მიიღოს სურვილისამებრ, შეიძლება ვნახოთ უმასთან და მის მიმდევრებთან ერთად.

მოკლედ მდინარე ვიტასტაზეა საუბარი - მისი დინება ყველა ცოდვისგან განგწმენდს . ამ


დინების წყალი არის ძალიან გრილი და გამჭვირვალე, და მას ხშირად გამოიყენებენ
დიადი ბრძენი ადამიანები. აქ არის წმინდა მდინარე ჯალა და უპაჯალა . აქ მსხვერპლი
შეწირა მეფე უსინარამ (Usinara)/უშინარამ. და ამით მეფე უშინარამ სიდიადეში გადაუსწრო
ინდრას. ხოდა ინდრას და აგნის უნდოდათ გამოეცადათ ეს კაცი, ენახათ როგორი
ღირსების მქონე იყო და ა.შ. და გამოეცხადნენ ამ მსხვერპლშეწირვის ადგილას. ინდრამ
მიიღო ქორის სახე და აგნიმ მიიღო მტრედის სახე და ასე გამოეცხადნენ მეფეს. ქორით
შეშინებული მტრედი მეფის ბარძაყთან დაეცა, მეფეს რომ დაეცვა , იგი ამისაკენ
მიისწრაფოდა. დაცვას ითხოვდა მისგან.

თავი 131 (გვ.279)

ხოდა ეს მტრედი მეფეს რომ შეეფარა, ქორმა მიმართა მეფეს, რომ ნუ დამიმალავ იმას
რაც ღვთაებებმა ჩემს საკვებად განსაზღვრეს - ამ საქციელით შენ სათნოების ღირსებას
მიატოვებ. მეფემ უპასუხა: ეს ჩიტი ჩემთან მოვიდა, სიცოცხლის გადარჩენას მთხოვს. როცა
ეს მტრედი ასეთი ფორმით ელტვის ჩემს მფარველობას, რატომ ვერ ხედავ, რომ ახლა
ყველაზე ღირსეული ის იქნება რომ არ გადმოგცე ეს ჩიტი შენ. ის, ვინც ბრაჰმანას
მოკლავს, ის ვინც ძროხას (სამყაროს დედას) მოკლავს და ის ვინც იმას მიატოვებს,

1
სულ 4 იუგაა
კესო ხმიადაშვილი

ვისაც დაცვა სჭირდება/დაცვიასკენ ილტვის, არის ერთნაირად ცოდვილი.2 ამის


შემდეგ ქორმა უთხრა: საჭმელი არის ის, რისი მეშვეობითაც ყველა არსება ცოცხლობს.
ადამიანს იმის შემდეგაც შეუძლია დიდხანს იცხოვროს, რაც იმას მიატოვებს რაც
უძვირფასესია მისთვის. მაგრამ ასე არ იქნება იმ შემთხვევაშ თუ იგი უარს იტყვის
საჭმელზე (თავს შეიკავებს ჭამისგან). საკვების გარეშე ჩემი სული დატოვებს სხეულს. ჩემი
დაღუპვის შემდეგ ჩემი ცოლი და შვილებიც უეჭველად დაიღუპებიან და ამ ერთი მტრედის
სიცოცხლის გადარჩენით, სხვა ბევრ სიცოცხლეს ვერ დაიცავ. ღირსება, რომელიც სხვა
ღირსებას ლახავს საერთოდ არაა ღირსება. მეფემ ისევ უთხრა რომ იმის გაწირვა ვინც
დახმარებას ითხოვს, ვინც დაცვას ითხოვს, რანაირადაა ღირსება ? შენ ოღნდ მითხარი და
ხარს, დათვს ან ირემს ან კამეჩს მოგიყვან, ის რაც შენ გემოვნებას ესიამოვნება . ქორმა
უთხრა არ მინდა სხვა სახეობების ჭამა. ქორი რომ მტრედს ჭამს ეს საკვების სამარადისოდ
მომარაგებაა. მოკლედ მეფემ ისევ მითხარი რაც გინდა იმას მოქცემ ამ მტრედის გარდაო .

ქორმა უთხრა: მაშინ შენი ხორცის ნაწილი მოიჭერი, ამ მტრედის წონა და ეგ მომეცი , თუ ეს
არ მიგაჩნია მტრედის გადმოცემის შესაბამის მსხვერპლად , მაშინ მტრედი მომეცი . მეფემ
უთხრა ჩემს ხორცს მოგცემო. მოიჭრა და აწონა მტრედთან მიმართებით. მტრედი უფრო
მძიმე იყო, ამიტომ კიდევ მოიჭრა. და ასე ნელ-ნელა იჭრიდა და ამატებდა და ბოლოს
აღარ დარჩა სხეული.

ხოდა ქორმა უთხრა: მე ინდრა ვარ, მტრედი კიდევ აგნია. აქ იმისთვის მოვედით , რომ შენი
ღირსება დაგვეტესტაო. რადგანაც შენ ხორცი მოიჭერი საკუთარი სხეულიდან, შენი
დიდება ბრწყინვალეა და ყველას უსწრებს მთელ სამყაროში . და ამის შემდეგ ინდრა
სამოთხეში ავიდა და უშინარაც სამოთხეში ავიდა.

თავი 132 - ისტორია ვანდინის დამარცხების შესახებ აშტავარკას


მიერ (8 ადგილას მოკაკვული)
აქ ლომაშა იუდჰიშთჰირას ეუბნება აშტავარკას შესახებ , რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ როცა
ბავშვი იყო ვანდინი დაახრჩო მდინარეში, როდესაც მან კამათში მოუგოო. იუდჰიშთჰირამ ,
მომიყევი ამ კაცის (აშტავარკას) ძალაზეო. ლომაშაც დაიწყებს მოყოლას.

ბრძენ უდდალაკას (Uddalaka) ჰყავდა მოწაფე სახელად კაჰოდა, რომელიც ძალიან


თავდადებული იყო თავისი წინამძღვრის მსახურებაში, მოკლედ თავდაუზოგავად
ემსახურებოდა. ხოდა ეს თავდადება რომ შეამჩნია წინამძღვარმა , თავისი ქალიშვილი ,
სუჯატა (Sujata) მიათხოვა. ხოდა ეს ქალი დაორსულდა. და ემბრიონობის პერიოდშივე ამ
ვაჟმა მიმართა მამამისს, როდესაც იგი კითხულობდა: მთელი ღამეა კითხულობ, მაგრამ
შენი კითხვა სწორად არ მეჩვენებაო. ნაყოფის მდგომარეობაშიც კი , შენი წყალობით ,
გავეცანი შასტრებსა და ვედებს მათი რამდენიმე მიმართულებით და გეუბნები , რომ რაც
შენი პირიდან ამოდის არ არის სწორი. ხოდა გაღიზიანდა მამა შვილის უდისციპლინობით
და დაწყევლა თავისი შვილი: რადგან საშვილოსნოშიცვე ლაპარაკობ, შენ იქნები სხეულის
8 ადგილში მოხრილი/მოკაკვული. სწორედ ასეთი დაიბადა ბავშვიც. და ამის შემდეგ
ცნობილია სახელით აშტავაკრა.
2
ჰინდუიზმის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ და ზოგადად ცოდვების მიმართ.
კესო ხმიადაშვილი

მას ჰყავდა ბიძა თავისი ასაკის, სახელად სვეტაკეტუ (setaketu). მოკლედ ბავშვის ზრდით
შეწუხებულმა სუჯატამ, რომელსაც სიმდიდრე სურდა, თავს ქმარს, რომელსაც არ ჰქონდა
ეს სიმდიდრე უთხრა: უკვე მე-10 თვეა ორსულად ვარ, როგორ მოვიქცე, რამე
რადიკალური რომ მოხდეს როცა შვილს გავაჩენ რა უნდა ვქნა? ხოდა ეს რომ უთხრა
ცოლმა, კაჰოდა წავიდა მეფე ჯანაკასთან სიმდიდრის სათხოვნელად . იქ დამარცხდა
ვანდინის მიერ კამათის ხელოვნებაში და წყალში ჩაიძირა (დაიხრჩო). ხოდა ეს რომ
გაიგო უდდალაკამ, რომ მისი სიძე დაიხრჩო წყალში ვანდინთან დამარცხების შემდეგ ,
თავის ქალიშვილს უთხრა რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახე აშტავაკრასგანო.

აშტავაკრა დაიბადა და მართლაც არაფერი იცოდა. ისე ცხოვრობდა რომ სვეტაკეტუ ძმა
ეგონა და უდდალაკა მამა. ერთ დღესაც როცა აშტავაკრა 12 წლის იყო, სვატაკეტუმ
დაინახა რომ მამის კალთაზე იჯდა, ხოდა მოჰკიდა ხელი და უთხრა ეს მამაშენის კალთა
არააო. ხოდა გულში ჩაესო ეს სიტყვები აშტავაკრას, წავიდა სახლში და დედამისს ჰკითხა
ვინ არის მამაჩემი? დედამისმა ყველაფერი უთხრა. ხოდა ღამით აშტავაკრამ უთხრა თავის
ბიძას: წამო, წავიდეთ მეფე ჯანაკას მსხვერპლშეწირვაზე . ბევრი საოცარი რაღაცის ნახვა
შეგვეძლება, ბრაჰმანებს მოვუსმენთ, კარგ საჭმელს გავსინჯავთ. ჩვენი ცოდნაც
გაიზრდება. ვედასაც მოვუსმენთ. ხოდა ეს რომ უთხრა წავიდნენ. ხოდა მივიდნენ
შესასვლელთან, სადაც კონტროლდებოდა როგორც ჩანს ვის შეუშვებდნენ და ვის არა.
ხოდა აქ შტავაკრამ მიმართა მეფეს:

თავი 133 (გვ. 283)

აშტავაკრამ თქვა: როცა ბრაჰმანას არ შეხვდებიან გზაზე, გზა ეკუთვნის ბრმას, ყრუს, ქალს,
ტვირთის მტარებლებს და მეფეს. მაგრამ როცა ბრაჰმანს შეხვდებიან, გზა ეკუთვნის
მხოლოდ მას. ამის შემდეგ მეფემ უთხრა: პრივილეგიას განიჭებ რომ შეხვიდე . იმ გზით
წადი რა გზითაც რა გზითაც მოგესურვება. (ვერ გავიგე აქ შეუშვა თუ არა)

ამის შემდეგ აშტავაკრამ უთხრა: იმისთვის მოვედით რომ თქვენი მსხვერპლშეწირვა


ვნახოთ, სტუმრებად მოვედით. თქვენი ნებართვა გვინდა შესვლისთვის. მცველმა უპასუხა :
ჩვენ ვანდინის ბრძანებას ვემორჩილებით. მომისმინე ახლა რასაც გეტყვი.
ახალგაზრდებს არ აქვთ შემოსვლის უფლება. მხოლოდ განსწავლულ ხანდაზმულ
ბრაჰმანებს აქვთ იმის უფლება რომ შემოვიდნენ.3 აშტავაკრამ უთხრა ჩვენ მოხუცები
ვართ, ცოდნა გვაქვსო. ნათქვამია, რომ ბიჭებიც კი არ არიან ისინი ვინც არაფრად უნდა
ჩააგდო - ცეცხლის შემთხვევაში, ის პატარა რომც იყოს, მაინც წვავს შეხებისას. მცველი
ისევ შეეწინააღმდეგა, სწავლული კაცი ძალიან იშვიათიაო. აშტავაკრამ მიუგო : ნამდვილი
ზრდა არ არის დაკავშირებული სხეულის ზრდასთან და განვითარებასთან, ისევე როგორც
სალმალის ხის კვანძები არ აჩვენებს ხის ასაკს. მცველმა უთხრა: ახალგაზრდები
მოხუცებისგან სწავლობენ და ისინიც მოხუცდებიან დროთა განმავლობაში . ცოდნის
მიღება მოკლე დროში შეუძლებელია. აშტავაკრამ უთხრა ისევ რომ: ადამიანი იმიტომ
არაა მოხუცი, რომ მისი თმა ნაცრისფერია/ჭაღარაა. არამედ ღმერთები იმათ მიიჩნევენ
მოხუცად, ვინც ბავშვობის ასაკშიც კი ფლობდა ცოდნას. ისაა დიდებული ვინც ვედებშია
განსწავლული. მოკლედ, მე ვანდინის სანახავად მოვედი. წადით და მეფე ჯანაკას

3
დაბინძუნება.
კესო ხმიადაშვილი

უთხარით რომ ვისაც თავის კისერზე ლოტოსის ყვავილების გვირგვინი აქვს , ის მოვიდა
(მე)-ო. ხოდა ვანდინს დავამარცხებ და ნახავთ ჩემს ნამდვილ ღრსებებსო.

ხოდა მოკლედ მეფესაც მიმართა აშტავაკრამ, მითხარით სად არის ვანდინი უნდა
დავამარცხოო. ამის შემდეგ მეფე ვანდინზე უყვება: იმას ჰგონია რომ ვანდინს
დაამარცხებს ვინც მისი შესაძლებლობების შესახებ არ იცისო. განსწავლულები თავიანთ
დიდებას კარგავენ როცა მის წინაშე არიანო. აშტავაკრამ უთხრა ჩემნაითან არასოდეს
არ ჰქონია კამათი ვანდინსო. ხოდა ამის შემდეგ მეფემ რაღაც გამოცდასავით მოუწყო:
რა არის ის, რაც არ ხუჭავს თვალს ძილის დროს; რა არის ის, რაც არ მოძრაობს როცა
იბადება; რა არის ის, რასაც გული არ აქვს და რა არის ის რაც საკუთარ სიჩქარეს ზრდის ?
აშტავაკრამ უპასუხა: თევზია ის, რასაც თვალი ძილის დროსაც არ აქვს დახუჭული ;
კვერცხია ის, რაც დაბადებისას არ მოძრაობს; ქვაა ის, რასაც გული არ აქვს; მდინარეა ის ,
რაც თავის სიჩქარეს ზრდის. მეფემ უპასუხა: როგორც ჩანს შენ უბრალო ადამიანი არ ხარ .
მე აღარ მიგიჩნევ ბიჭად, არამედ ჩამოყალიბებულ კაცად. არავინაა ის, ვინც საუბრის
ხელოვნებაში შეგედრება. ამიტომ გაძლევ შესვლის ნებართვას. აი ესაა ვანდინი “.

თავი 134

ხოდა ბოლოს ვანდინთან მივიდა და უთხრა: „შენ ჩემს კითხვებს უპასუხე და მე შენსას
ვუპასუხებ!“.

აქ არის ერთმანეთის კითხვები (გვ 285, 286,) და ერთ-ერთი ნათქვამის შემდეგ გაჩუმდა
ვანდინი. ხოდა ამის მერე აშტავაკრამ თქვა: აქამდე ეს კაცი ამარცხებდა ყველას და
წყალში უშვებდა. ახლა ეგეც ასეთივე ბედს შეხვდეს! ვანდინმა უთხრა : „მე მეფე ვარუნას
ვაჟი ვარ. ესენი (წყალში ვინც ჩავიდნენ) ვარუნას მსხვერპლშეწირვის სანახავად არიან
წასულები და ბრუნდებიან უკვე.

აშვარაკამ მაინც ვნახოთ ერთი თუ ვარუნას შვილია შევიდეს წყალშიო. იმანაც პრობლემა
არ მაქვს ვარუნას ვაჟი ვარ და დახრჩობის არ მეშინიაო.

ამის შემდეგ ჯანაკას წინ ყველა ბრაჰმანა გაჩნდა და მერე კაჰოდა ამბობს : ის რაშიც მე
ჩავიჭერი ჩემმა შვილმა ქნაო.

მოკლედ ჯანაკას ნებართვით ვანდინი შევიდა ზღვაში. და მერე მოკლედ დაბრუნდა ყველა
სახლში და ბედნიეად ცხოვრობდნენ. ეს აშვარაკა წყალში შევიდა და მისი ყველა
მოგრეხილი 8 ნაწილი გასწორდა. და ამ დღის შემდეგ მდინარეს ეწოდება სამანგა. და
ვინც ამ მდინარეში განიბანება ცოდვებისგან განიწმინდება .

თავი 135 - ისტორია იავაკრიზე


იუდჰიშთჰირა ეკითხება ლომაშას, რომ როგოგ მოიპოვა იავაკრიმ (ასკეტ ბჰარადვაჯას
ვაჟმა) ვედების ღრმა ცოდნა? და მერე როგორ დაიღუპაო.მც მომიყევიო.
კესო ხმიადაშვილი

ლომაშამ თქვა: ბჰარადვაჯა და რაივია მეგობრები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ.


რაივიას ჰყავდა 2 ვაჟი, სახელად არვავასუ და პარავასუ. და ბჰარადვაჯას ჰყავდა
მხოლოდ ერთი ვაჟი სახელად იავაკრი. რაივია და მისი ვაჟები გაწაფულები იყვნენ
ვედებში. ხოლო ბჰარადვაჯა ასკეტიზმს მისდევდა. იავაკრიმ აღმოაჩინა , რომ მამამისს
რომელიც ასკეტი იყო არ სცემდნენ დიდად პატივს ბრაჰმანები და რაივიას და მისი
ვაჟების შემთხვევაში პირიქით იყო - რადგან განსწავლულები იყვნენ დიდი პატივისცემით
სარგებლობდნენ. ამის გამო გაბრაზდა იავაკრი. და ამის გამო გადაწყვიტა ვედას ცოდნა
მიეღო თავადაც. და ყველაზე რადიკალური ფორმით ვარჯიშობდა (მგონი ცეცხლს
შეუშვირა თავისი სხეულიო) და ამით ინდრას გონება ააღელვა. ინდრაც მოვიდა და
ჰკითხა: ასეთი მკაცრი და სასტიკი პრაქტიკებით რატომ ხარ დაკავებულიო? იავაკრიმ
უთხრა: იმიტომ ვვარჯიშობ ასეთი სასტიკი და მკაცრი ფორმით, რომ ისეთი ცოდნის მიღება
მინდა, რომელიც არცერთ ბრაჰმანას არ მიუღია აქამდეო. მინდა ყველანაირი ცოდნა
შევიმეცნო. ვედების ცოდნა, რომელიც მასწავლებლის სწავლებით მიიღება , ამას დიდი
დრო სჭირდება. და გამომდინარე იქიდან რომ მოკლე დროში მინდა ვედების სიბრძნეს
დავეუფლო, ასეთ ხერხს მივმართე.4 ინდრამ უთხრა: რა გზითაც აკეთებ ამ ყველაფერს, ეს
არაა სწორი გზა. რისთვის უნდა გაინადგურო საკუთარი თავი? წადი და მასწავლებლისგან
ისწავლე.

ნუ არ დაუჯერა იავაკრიმ და ამის შემდეგ შეშფოთებული ინდრა კიდევ ერთხეულ მოვიდა


და უთხრა მას: შენი მიზანი ისაა, რომ ვედური სწავლება შენშიც და მამაშენშიც გაჩნდეს .
მაგრამ შენი მცდელობები არასოდეს იქნება წარმატებული . იავაკრიმ უთხრა : თუ ჩემთვის
იმას არ გააკეთებ, რაც მინდა, უფრო მკაცრ ზომებს მივიღებ: მოვიჭრი კიდურებს და
მსხვერპლად შევწირავ მათ აალებულ ცეცხლზე.

ამის შემდეგ ინდრამ გადაწყვიტა რაიმე ხრიკი მოეფიქრებინა , რომ იავაკრისათვის ეს


გადაეთქმევინებინა. მან მიიღო ასკეტი, დაუძლურებული ბრაჰმანას სახე , რომელიც 100
წლის იყო. ხოდა იმ ადგილას სადაც იავაკრი თავის პრაქტიკებს ეწეოდა , დაიწყო
ქვიშისგან კაშხლის აშენება (?).იმის გამო, რომ იავაკრი, ბრაჰმანების ხელმძღვანელმა ,
ყურადღება არ მიაქცია ინდრას სიტყვებს, ამ უკანასკნელმა დაიწყო განგას ქვიშით
შევსება. და შეუწყვეტლად ყრიდა მუჭა-მუჭა ქვიშას. ეს რომ დაინახა იავაკრიმ , ჰკითხა : რის
გაკეთებას ცდილობ ამით? არაფრისთვის რატომ ცდილობ - ანუ მაინც არაფერი გამოვა
იმისგან რასაც აკეთებ და მაინც რატომ ცდილობო? ბრაჰმანამ უპასუხა : ვცდილობ ,
იმისათვის რომ ფართო გადასასვლელი იყოს განგაზე. ხალხს უჭირს ნავით მდინარის
გადაკვეთა. იავაკრიმ უთხრა ვერ შეძლებო, რამე ისეთი აკეთე რაც შესაძლებელიაო.
ინდრამ უპასუხა: „ასეთი რთული საქმის კეთება გადავწყვიტე მიუხედავად შედეგისა , ისევე
როგორც შენ ცდილობ შენი პრაქტიკებით იმას რაც ნაყოფს არ გამოიღებს“.

ამის შემდეგ იავაკრიმ უთხრა რომ მაშინ რამე ისეთი მადლი, სიკეთეები და
უპირატესობები მომანიჭე რომ სხვა ადამიანებს ვაჯობოო. ინდრამაც აჩუქა ეს
უპირატესობები. ანუ რაც უნდოდა იავაკრის ეს ცოდნა, მიანიჭეა საბოლოოდ ინდრამ და
უთხრა შენც და მამაშენსაც გაქვთო. ხოდა წადი ახლა სახლშიო.

ხოდა წავიდა სახლში იავაკრი და უთხრა მამამისს რომ ესე და ესე მოხდაო. მამამისმა
უთხრა: რადგან ის მიიღე რაც გინდოდა, ამით იამაყებ. და როცა სიამაყისგან გაიბერები
4
რელიგიების კონსპექტში უნდა ვნახო, ამაზე რაღაც უნდა მქონდეს, ვედებით რომ დიდი ხანი
სჭირდება და სხვა პრაქტიკები რომ გაჩნდა, რომლებიც ამცირებს ამ დროს.
კესო ხმიადაშვილი

(ანუ ამპარტავანი გახდები) სასტიკიც გახდები და განადგურება გემუქრება . ერთი


ანეკდოტი არის ღმერთების მიერ მოთხრობილიო. და იწყებს მამა ამ ანეკდოტის
მოყოლას.

(მედჰავის ისტორია) ცხოვრობდა ერთი ბრძენი სახელად ვალადჰი, ჰქონდა


დიდებული ენერგია. ამ კაცს შვილი მოუკვდა და რადგან ამ სიკვდილით მიღებული ტანჯვა
და სევდა ძალიან დიდი იყო, გადაწყვიტა ისეთი შვილი ჰყოლოდა რომელიც უკვდავი
იქნებოდა და ამის შესაბამის პრაქტიკებს მისდევდა (რომ ასეთი შვილი დაჰბადებოდა ). და
მიიღო კიდეც ასეთი შვილი. მაგრამ ნუ ღმერთებს რაღაც წინააღმდეგობა ჰქონდათ .
მოკლედ ამ ბიჭის უკვდავება, რაღაცას უნდა დაეყრდნოსო. და ვალადჰიმ უთხრა აი ეს
მთები სამარადისოდ არსებობს და ეს იყოს ასევთქვათ განმსაზღვრელიო. კარგიო და
მოკლედ დაიბადა ბიჭი სახელად მედჰავი. ეს ბიჭი ძალიან ქედმაღალი გაიზარდა და
ბრძენი ადამიანების შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო. და ერთ დღესაც შეხვდა
განსწავლულ ბრძენს დჰანნუშაკშას. მედჰავი ცუდად მოექცა ამ ბრძენს. ბრძენმა
დაწყევლა იგიდ: ფერფლად იქეცი. მაგრამ მედჰავი არ იქცა ფერფლად . ამის შემდეგ
ბრძენმა მთები დაწყევლა - მთები იქცეს ნამსხვრევებადო კამეჩების მიერო . და რადგან
მთები იყო მედჰავის სიცოცხლის განსაზღვრელი, მედჰავიც დაიღუპა . მამაისი მწუხარებით
აივსო.

ახლა მომისმინეო ეუბნება ბჰარადვაჯა იავაკრის: მოკვდავი, ვერაფრით ვერ


გათავისუფლდება იმისგან, რაც ბედისწერითაა განსაზღვრული. დჰანნუშაკშამ ისიც
კი მოახერხა, რომ მთები დაემსხვრია კამეჩების მიერ (ანუ ასეთი შეუძლებელი
რაღაცაც კი შესრულდა როდესაც ბედისწერას დაუპირისპირდა მედჰავი ). ხოდა სიმაყით
იბერებიან ადამიანები, როცა რაღაც უპირატესობებს იღებენ. და შენც ასე არ
დაგემართოსო. ხოდა რაივია და მისი ვაჟები დიდებულ ენერგიას ფლობენ , არასოდეს
მიხვიდე მათთან. თუ გააბრაზებ რამეზე, შეიძლება რაიმე დაგიშაოს. იავაკრიმ უთხრა
როგორც მითხარი ეგრე ვიზამ, არ ინერვიულოო.

თავი 136

ხოდა ერთხელაც იავაკრი რაივიას საცხოვრებელთან მივიდა. ხოდა იქ იხილა რაივიას


რძალი. ხოდა ყველანაირი აზროვნების უნარი დაკარგა, მივიდა ამ ქალთან და შესთავაზა
პირდაპირ ჩემთან დაწექიო. ამ ქალს შეეშინდა რომ დაწყევლიდა ან რამე , ნუ თან რაივიას
ბუნებაც იცოდა, მაგრამ დათანხმდა იავაკრის, კარგიო. ხოდა წაიყვანა იავაკრი ,
განმარტოებულ ადგილას და იქ ჯაჭვებით დააბა და ისე დატოვა . ამის შემდეგ რაივია
დაბრუნდა და ნახა პარავასუს ცოლი აცრემლებული. ყველაფერი მოუყვა იავაკრის
შესახებ. მოკლედ ძალიან გაბრაზდა რაივია, თმა ჩამოიგლიჯა და მანტრების დახმარებით
მსხვერპლად შესთავაზა. და შექმნა ქალი, რომელიც ზუსტად მისი რძალივით
გამოიყურებოდა. კიდევ მოიგლიჯა თმა და ახლა ამის შემდეგ საშინელი დემონი შეიქმნა .
რა გავაკეთოთო ამ ორივე ქმნილებამ იკითხა და რაივიამ უთხრა წადით და მოკალით
იავაკრიო.
კესო ხმიადაშვილი

ამ ქალმა მოპარა იავაკრის თავისი წმინდა წყლის-თასი. დემონი გაექანა მისკენ ამის
შემდეგ (რაც ეს თასი მოჰპარეს). იავაკრიმ რომ დაინახა რომ დემონი მოექანებოდა
მისკენ, უცებ ადგა და ამ თავისი წყლის კონტეინერისკენ გაიწია. მაგრამ რომ ნახა რომ
წყალი აღარ იყო მასში. გაიქცა რომ მდინარე ეპოვა. მაგრამ ყველა მდინარე დამშრალი
იყო. აბრკოლებდა ეს დემონი, და იავაკრი ცდილობდა მამამისის აგნიჰოტრას ოთახში
შესვლას, მაგრამ იქ მცველმა (ბრმა შუდრა) უკუაგდო და დაიჭირა. როცა დემონმა ესე
დაჭერილი ნახა იავაკრი, ესროლა მას შუბი და იავაკრი მკვდარი დაეცა , გულში გაუყარა
პირდაპირ. ამის შემდეგ დემონი დაბრუნდა რაივიასთან და მისი ნებართვით , ქალთან
ერთად დაიწყო ცხოვრება.

თავი 137

ამის შემდეგ ბჰარადვაჯა დაბრუნდა თავის საცხოვრებელში , რიტუალის შემდეგ . მანამდე


სულ რაღაც ცეცხლის ალები ეცხადებოდა ხოლმე და რადგან მისი შვილი მოვდა აღარ
გამოეცხადა. და ჰკითხა ბრმა შუდრას: „რატომ ვერ ვხედავო? ყველაფერი კარგადააო?
იმედი მაქვს რაივიასთან არ მისულა ჩემი შვილიო. სწრაფად მიპასუხე შუდრავო.
შუდრამაც უთხრა, რომ დიახაც მივიდა და დემონმა მოკლაო შენი შვილიო. და ამის
შემდეგ მწუხარებით ავსებული ბჰარადვაჯა ფაქტობრივად დაწყევლის რაივიას : „რაივიას
უფროსი ვაჟი ძალიან მალე მოკლავს მას, მიუხედავად იმისა, რომ იგი უდანაშაულო
იქნება“. ბედნიერები არიან ისინი, ვისაც შვილები არ ჰყავს, რადგამ მათი სიკვდილის
ტანჯვას ვერ გამოცდიანო. (შვილი მოუკვდა და საუკეთესო მეგობარი დაწყევლა ).

თავი 138

იმ დროს მეფე ვრიჰადიუმნა იყო ამ ადგილებში და უნდოდა მსხვერპლის შეწირვა .


არვავასუ და პარავასუ (რაივიას შვილები) მის დასახმარებლად წავიდნენ , ამ რიტუალში .
ხოდა ესენი სანამ იქ წავიდნენ, რაივია და პარავასუს ცოლი მარტო დარჩნენ თავიანთ
საცხოვრებელში. ერთ დღესაც პარავასუ დაბრუნდა სახლში მარტო, ცოლის ნახვა
უნდოდა და სიბნელეში მამამისი ირემში აერია და მოკლა.

ნუ თავის ძმას უთხრა ეს ამის შემდეგ პარავასუმ და ისიც უთხრა, რომ ძმაო ჩემს მაგივრად
წადი და რაღაც ფიცი დადე, რომელიც ბრაჰმანას მკვლელობის შემთხვევაში იდებაო .
არვავასუმაც კარგიო. წავიდა, მერე დაბრუნდა ამ მსხვერპლშეწირვაზე რომელსაც მეფე
ატარებდა და როცა დაინახა პარავასუმ რომ მისი ძმა მოდიოდა მეფეს უთხრა რომ: ეს
ბრაჰმანას მკვლელია და შენთვის საზიანო იქნებაო (ანუ ამ მსხვერპლშეწირვაზე თუ
იქნებაო). მეფემ უბრძანა მსახურებს და გაიყვანეს არვავასუ, და ნუ ამან თქვა რომ მე არ
ვარ ის ვინც ბრაჰმანა მოკლაო. ჩემი ძმისთვის წავედიო და არა ჩემ გამოო. ხოდა ნუ ამის
შემდეგ არვავასუს ქცევებით მოიხიბლნენ ღვთაებები. და აგნი და სხვა ღვთაებები
ლოცულობდნენ იმისათვის რომ მისი მამა გაცოცხლებულიყო, ასევე მისი ძმა ცოდვისგან
გათავისუფლებულიყო.
კესო ხმიადაშვილი

მოკლედ ბოლოს ბჰარადვაჯაც და იავაკრიც გაცოცხლდნენ (მამამისი ვერა მგონი იდკ). და


იავაკრიმ ჰკითხა მიუხედავად იმისა რომ ამხელა ცოდნა მქონდა რაივიამ როგორ
მოახერხა რომ მაჯობა და მომკლაო. ღმერთებმა უთხრეს, რომ დიდი ხნის
განმავლობაში სწავლობდაო და თვისი მასწავლებლისგან ისწავლაო. და ამიტომო.

ისტორიის დანარჩენი ნაწილი მოკლედ:

პანდავები მიდიან, მთაში და ელოდებიან რომ არჯუნას შეხვდებიან . ამ მთაში იყო არჯუნა
(აქედან ავიდა არჯუნა მთაში). იუდჰიშთჰირა ეუბნება რომ ამდენი წვიმა და რაღაც რომაა
მარტო მე და ნაკულა წავალთო. და ბჰიმამ უთხრა შენ როგორც გინდა არჯუნას ნახვა ისე
მინდა მეო და მეც წამოვალო. ხოდა თუ გინდათ დრაუპადის ხელში ავიყვან და ისე
წამოვალო.

გამოიძახებენ ვიღაცას და მას სთხოვენ რომ იგი დაეხმაროს ბრაჰმანების და დრაუპადის


წაყვანაში.

მერე სადღაც დაბანაკდებიან და ქარი მოიტანს 1000 ფურცლიან ლოტუსს , რომელიც


დრაუპადის ძალიან მოეწონება. და ბჰიმას ეუბნება ამას იუდჰიშთჰირას მივართმევო და
შენ მომიკრიფეო რასაც ნახავო. და ბჰიმა მიდის იმ მიმართულებით საიდანაც ქარი
წამოვიდა და გზად შეხვდება ქარის ღმერთის შვილი, მაიმუნის ფორმაშია. და ეტყვის ჩემი
კუდი დაძარი თუ გავლა გინდაო. მოკლედ ეს ადამიანი არის ბჰიმას ნახევარძმა (ბჰიმაც
ქარის ღმერთის შვილია). ეს არის ჰანუმანი.

მერე ჰანუმანს ეტყვის ბჰიმა რომ შენი ნამდვილი ფორმა მაჩვენეო. და ჰანუმანი ეტყვის
რომ ახლა სხვა დროა და დაკნინებულია ჩემი ფორმაო. ახლა დვაპარას იუგაში არიან.

4 ეპოქა: (კაცობრიობის ისტორია რამდენიმე დიდ ეპოქად


იყოფა)
1. კრიტა იუგა - ერთიანი რელიგია; არც ყიდვა-გაყიდვა არ იყო. ოქროს ხანა.
2. ტრეტა იუგა - მე-4ით მცირდება სათნოება/ღირსება და უკვე რაღაც გზებს იყენებენ
ადამიანები (რიტუალები, მსხვერპლი და ა.შ.) - აქ მოხდა რამაიანა. (ჰანუმანი აქ
უფრო დიადი იყო).
3. დვაპარა იუგა - განახევრდა სათნოება. აქ ხდება მაჰაბჰარატა (დეგრადირებულია
სამყარო შედარებით)
4. კალი იუგა - ყველაზე უარესი პერიოდი. დღეს ვცხოვრობთ კალი იუგაში (როცა
მაჰაბჰარატას ისტორია მთავრდება მანდ იწყება კალი იუგა ).

You might also like