You are on page 1of 2

15.

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო - „ტარიელმა სთხოვა


ავთანდილს, მისი გონება მიეპყრო იმ ამბისაკენ, რომლის მოსაყოლად ენის დაძვრაც უჭირდა.
გაეგო იმის ამბავი, ვინც ტარიელი გააგიჟა და მუდმივად სისხლის ცრემლებით ატირებდა.

მან თხრობა ასე დაიწყო: ყველამ იცის ინდოეთის შვიდი სამეფოს შესახებ. ექვსი სამეფოს
მბრძანებელი იყო მეფეთ-მეფე ფარსადანი: მდიდარი, უხვი, ამაყი, ახოვანი, მზესავით
მშვენიერი სახის, დიდებული მეომარი და მხედართმთავარი. მეშვიდე სამეფოს კი ტარიელის
მამა, სარიდანი, ფლობდა. სარიდანიც სწორუპოვარი მებრძოლი იყო, მტრებს შიშის ზარს
სცემდა, ვერავინ უბედავდა შებრძოლებას. 

სარიდანს მოსწყინდა მარტო მეფობა და გადაწყვიტა თავისი სამეფო ფარსადანის


სამფლობელოსთვის შეეერთებინა. რა თქმა უნდა, ამან ძალიან გაახარა ინდოეთის
მბრძანებელი. მან ერთი სამეფო სამართავად უბოძა სარიდანს, ამასთან ერთად,
გაერთიანებული ინდოეთის ამირბარად დანიშნა. ინდოეთში ამირბარი-ადმირალი -
ამირსპასალარიც ანუ უმაღლესი მხედართმთავარიც იყო. მოკლედ, ფარსადანმა სარიდანი თავის
თანასწორად მიიღო, მასთან ერთად მიდიოდა სალაშქროდ თუ სანადიროდ. სარიდანი სხვად
პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა. 

ფარსადანს ერთადერთი სადარდებელი ჰქონდა: შვილი არ ჰყავდა. როცა სარიდანს ვაჟი


შეეძინა, ინდოეთის მეფემ გადაწყვიტა მისი შვილად აყვანა, ისიც ხომ სამეფო გვარის
შთამომავალი იყო: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი
არსა.“

მეფე და დედოფალი სამეფოდ, ქვეყნისა და ჯარის მეთაურად ზრდიდნენ ტარიელს,


სასწავლებლად ბრძენკაცებს მიაბარეს. ხუთი წლის ტარიელი გარეგნობით გაშლილ ვარდს
ჰგავდა, ხოლო ძალით - ლომს. ფარსადანს შვილის არყოლა უკვე აღარ ადარდებდა. სწორედ ამ
დროს დაორსულდა დედოფალი, მან გააჩინა მზის მსგავსი ნესტან-დარეჯანი. მთელმა ინდოეთმა
გაიგო მისი დაბადების ამბავი. ენით აუწერელი ზეიმი გაიმართა სახელმწიფოში, ფარსადანმა
უამრავი საბოძვარი გასცა. 

მეფე-დედოფალს ნესტანიცა და ტარიელიც ერთნაირად უყვარდათ, ერთად ზრდიდნენ. ნესტანის


სახელის ხსენებაზე ტარიელმა გონება დაკარგა. ასმათმა მკერდზე წყალი დაასხა და
მოასულიერა. ტარიელმაც განაგრძო თხრობა:

„მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.

შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი.“

ტარიელს უკვე შეეძლო ომში წასვლა, ნესტანიც გაიზარდა. ფარსადანმა დაინახა, რომ მისი
ქალიშვილი მეფობას შეძლებდა, ღირსეული მემკვიდრე ჰყავდა და ტარიელი მამასთან
დააბრუნა. 

ფარსადანმა ნესტანისთვის ძვირფასი ქვებით ააგო კოშკი, მას უმშვენიერესი ბაღი ჰქონდა,
დასაბანად მილებით იყო შეყვანილი ვარდის წყალი. კოშკში ძვირფასი თვლებით შემკული
ტახტი იდგა. 

მეფეს ჰყავდა ქაჯეთში გათხოვილი, თუმცა უკვე დაქვრივებული და, დავარი. სწორედ მას
მიაბარა თავისი ასული სიბრძნის სასწავლებლად. ნესტანს ასევე ემსახურებოდნენ ასმათი და
ორი მონა. 

ტარიელი თხუთმეტი წლისა გახდა. მეფე მას გვერდიდან არ იშორებდა:

„ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა;

სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.“

ამ დროს ტარიელს თავს დიდი უბედურება დაატყდა - მამა გარდაეცვალა. ის ერთი წელი
გლოვობდა, სიბნელეში იჯდა, დღედაღამ ტიროდა. ერთი წლის შემდეგ ფარსადანმა უბრძანა
შავების გახდა. მამის თანამდებობაც მას მისცა. ტარიელი ლაშქრობდა, მოსაზღვრე ქვეყნებს
არბევდა, ნადირობდა, თანატოლებთან ერთად ქეიფობდა, დროს ატარებდა. მას ყველა
შეჰხაროდა და აქებდა, მაგრამ ცრუ და მოღალატე წუთისოფელი ხანგრძლივად არავის
ახარებს. 
“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You might also like