You are on page 1of 6

ნესტანისგან ტარიელის ხმობა

„ერთ დღს ტარიელი საძინებელ ოთახში შევიდა მეფის სასახლიდან წამოსული , იჯდა და
ძილი არ ეკარებოდა, რადგან ნესტან-დარეჯანზე ფიქრობდა. ნესტან-დარეჯანის
მოჭერილი წერილი მას იმედს აძლევდა და ახარებდა. კარის მცველმა კარები შმოაღ და
უთხრა:

-ასმათს მონაა-ოთახში შყვანა უბრძანა. ასმათს კი მოეწერა რომ ტარიელს ნესტან-


დარეჯანი უხმობდა. სიხარულმა ტარიელს გული გაუნათა და ტანჯვა შეუმსუბუქა . წავიდა
და თან მონა გაიყოლა, ბაღი გაიარა სადაც ასმათი შეხვდა, მხიარული და მოცინარი.
უთხრა:

-კარგი დახმარება გაგიწიე, სადარდებელი აღარ გაქვს, ახლა კი ნახე შენი ნორჩი და
ლამაზი სატრფო.

ასმათმა ფარდაგი გადაწია, იქ კი ტახტრევანი იდგა, ლალით შემკული. შიგ იჯდა მზის
სხივივით კაშკაშა ნესტან-დარეჯანი, თავისი ლამაზი შავი თვალებიტ შეხედა მან ტარიელს .
დიდხანს იდგა ტარიელი, არაფერი უთქვამს მისთვის, მხოლოდ ტკბილად უყურებდა ,
როგორც ახლობელს. შემდეგ ასმათი მოიხმო, ილაპარაკეს, ასმათი მიუახლოვდა
ტარიელს და უთხრა რომ ახლა უნდა წასულიყო, რადგან ვერაფერს ვერ ეტყოდა, რა
წამსაც ტარიელს ტანჯვის ცეცხლმა დაუარა.

ასმათი გამოყვა და ტარიელი ამბობდა რომ მისთვის დაენახვებინა ტანჯვის


შესამსუბუქებელი შესაძლებლობა და მისი სიახრული რად გაუნახევრა , რადგან გული
განშორებამ ისევ დაუმძიმა.

ასმათი ტარიელს სიხარულს პირდებოდა და აიმეებდა, ეუბნებოდა რომ ნუ დარდობდა


რადგა ნესტანს საუბრის რცხვენოდა და თანაც ამაყი იყო და თავშკავებას იჩენდა .

ტარილემა კი უთხრა:

„დაო შენი დახმარების იმედი მაქვს, ნუ მომკლავ და ნესტანის ამბის გადმოცემით ტანჯვა
შემიმსუბუქე, ხშირად მომწერე წერილები და თუ რამეს შეიტყობ აუცილებლად
გამაგებინე“

ტარიელი წამოვიდა და საძინებელში შევიდა, დარდმა ხელი დარია და იტანჯებოდა .

წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი


ხატაეთში გაგზავნილი მოციქულები დაბრუნდნენ და მათი ქედმაღლური და თავხედური
პასუხი შემოეთვალათ.

„არც ჩვენ ვართ მხდლები, არც სიმტკცეს მოკლებული ციხესიმაგრეები გვაქვს , ვინ არის
თქვენი ხელმწიფე რომ დავემორჩილოთ? მეტჯერ აღარ მომწერო წერილი!
ტარიელმა ამ თავხედური პასუხის შემდეგ შეკრიბა მთლიანი ინდოეთის
მრავალრიხოვანი ჯარი, ლაშქრით აივსო მთლიანი მინდორი, ყველაფერი მშვენიერ
მდგომარებოაში იყო, ცხენების სისწრაფე, მაღალი ხარისხის აბჯრებიდა კარგი მეომრები .

ტარიელმა აღმართა მეფის წითელ-შავი დროშა და ბრზანა რომ ხვალ დილით უნდა
დაძრულიყვნენ მათი დიდძალი ლაშქრით. ტარიელი კი თავს დასტიროდა საკუთარი
ავბედობის გამო. შინ მივიდა, სრულიად დაღონებული და ამობაბდა რომ რად უნდოდა
ნესტანტან შეხვედრა თუ ბედნიერება ასეთი ხანმოკლე გამოდგებოდა.

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა.


ტარიელის ოთახში მონა შევიდა და ასმათის გამოგზავნილი წერილი გადასცა, სადაც
ეწერა: „ნესტანი გიხმობს, მისი სურვილიტ შეპყრობილს უსარგებლო ტირილს სჯობს
მოხვიდე.“

როდესაც შეღამდა ბაღში შევიდა, სააც იქვე მდგოი ასმათი დაინახა და უთხრა :

„წამოდი ნესტანი გელოდა“

სშეიყვანა ლამაზ, ბანებიან სახლში, სადაც გამოჩდა მშვენიერი ნესტან-დარეჯანი ,


ფარდაგს იქიტ იჯდა, მწვანე სამოსით შემოსილი, არნახული სილამაზის მქონე.

ტარიელი შევიდა, რადროსაც ტანჯვა და მღელვარება გაუნელდა. ნესტანს ბალიში


ამოედო, და სახეს არიდებდა ტარიელს, მხოლოდ წამიერად ამოხედავდა ხოლმე . ასმათს
უბრძანა რომ ამირბარისთვის დაჯდომა შეეტავაზებინა. ასმათმა ბალიში ნესტანის
პირისპირ დადო, ტარიელიც დაჯდა და გული სიხარულით აევსო. ტარიელს ნესტანმა
უთხრა: „ ამას წინატ გეწყინა ხმაგაუცემლად რომ გაგიშვი, განშორებამ ძალიან
დაგამწუხრა, მაგრამ ამირბარის რიდი და მოკრძალება მმარდებდა . მართალია ის რომ
ქალს მამაკაცის წინაშე მოკრძალება მართებს,მაგრამ ბევრად უფგრო უარესია დარდის
დამალვა და არაფრის თქმა. მე თუ სხვების დანახვაზე ვიცინოდი, მალულად
ვიტანჯებოდი. ამას წინათ ასმათი გამოვგზავნე რომ სიმართლე შემოეთვალა . ერთმანეთს
ვეკუთნით იმის მერე რომ მივხვდით რომ ერთმანეთი გვიყვარს. ახლაც შენად მიგულე ,
ჩემი გადაწყვეტილება უწინდებურად მტკიცეა! დაიჯერე ჩემი ერთგულების ფიცი , თუ
მოგატყუო ღმერთმა მომკლას და სასუფეველი არ მეღირსოს. წადი ებრძოლე ხატაელებს,
იომე და ხატაეთი დაიმორჩილე, ღმერთმა ქნას რომ გაიმარჯვო და ძლევამოსლი ჩემკენ
წამოდი! მაგრამ მე რა ვქნა, სანამ მეღირსება შენი ნახვა? მუდამ გიყვარდე და მეც შენი
ერთგული ვიქნები!“

ტარიელმა კი მოახსენა:

„შენს გამო სასიკვდილოდაც არ მენანება თავი, მაგრამ რადგან გადამარჩინე და არ


მომკალი ჩემი თვალის სინათლედ იქეცი, ახლა შევებმები ხატაელებს და ტავ წარმოვაცენ
როგორც ვაჟკაცს. არავინ იმსახურებს ისეთ ბედნიერებას შენ რომ მომანიჭე . შენს შუქს
მომაფენ და ბნელ გულს მინათებ, შენი ვიქნნები სანამ ცოცხალი ვარ.“
საღვთო წიგნზე შეჯფიცეს ერთმანეთი, რამაც მათ ორის სიყვარული უფრო დაამტკიცა .
დაიფიცეს რომ თუ სხვასი გაცვლიდნენ ერთმანეთს ღმერთი მოკლავდა მას. კარგა ხანს
იყვენენ ერთად, ტკბილად საუბრობდნენ. შემდეგ კი წამოსასვლელად ადგა ტირილით ,
რადგან უჭირდა ნესტანტან განშორება.

ტარიელისგან ხატაეთს წასვლა და დიდი


ომი
დილით ავმხედრდით და ჯარს წასვლის ნიშანი მივეცით. მთელი ჯარი მზად იყო ცხენებზე
შესასხდომად და ომში წასასვლელად. ხატაეთისკენ გაემართნენ და ვერავინ ვერ
დასწამდებდა მას ლაჩრობას. გაცდნენ ინდოეთი საზღვარს და საკმაო ხანს იარეს, სადაც
ხატაეთის მმართველის, რამაზის, მოციქული ეახლა. მან კი ტარიელს სასიამოვნო
დანაბარები გადმოსცა:

„ჩვენს მგლებს თქვენი, ინდოელების, თხებიც კი მოერევიან“ რითიც რამაზმა ტარიელს


მიანიშნა რომ ტარიელის ჯარი ბევრად აღემატებოდა ხატაეთის ჯარს . რამაზის მიერ
გამოგზავნილი ძვირფასეულობა მიართვეს და შემოუთვალა რამაზმა:

„ნუ ამოგვწყვეტ და ასე დაუნდობლად ნუ მოგვექცევი! საღვთო ფიცი დაგვადებინე და


შენი მორჩილები ვიქნებით, დაურბევლად ოგიძღვნით საკუთარ თავს, შვილებს, ქონებას
და უბრზოლველად დაგნებდებით. რაც შეგცოდეთ მოგვიტევე, თავადაც ვნანობთ ამას.
ღვთაებრივი მოწყალება გამოიმეტე და ჯარის თანხლებით ნუ მოხვალ , ჩვენი ქვეყანა არ
აოხრდეს, უბრძოლველად ცაგაბარებთ ციხე ქალაქს.“

ტარიელმა გვერდიტ დაისვა მრჩელვები, ისაუბრეს და საბოლოოტ უტხრეს ტარიელს:

„ახალგაზრდა ხარ და ამიტომ გიბედავტ მოხუცები რჩევის მოცემას, ხატაელები ვერაგი


ხალხი არიან, ღალატით არ მოგკლან და სავალალოდ არ გაგვიხდეს საქმე! ჩვენ
გირჩევთ რომ წაიყვანოთ რჩეული მეომრები, ლაშქარი ახლოს მოგყვებოდეს და
შიკრიკის დახმარებით ამავი გააგებინე ხოლმე. დააკვირდი და თუ დაინახავ რომ
მართვლები არიან და პირობას ასრულლებენ, ენდე და ფიცი დაადებინე , ხოლო თუ არ
დაგემორჩილებიან, ებრძოლე , სანამ არ დაამარცხებ.“

ტარიელს მოეწონა ვეზირთა რჩევა, და შეუთვალა რამაზ მეფეს:

„ მეფე რამაზ, გადმომცეს შენი დანაბარები, სიკვდილს სიცოცხლე გირცევნია და მიხვდი


რომ ვერ გაუძლებს თქვენი ციხე სიმაგრეები და ჯარი ჩვენს რისხვას, ლაშქარს დავტოვებ
და მცირე რაზმით გამოვემართები“

იმ ლაშქრიდან სამასი ძლიერი მეომარი გაიყოლა ტარიელმა, და დაუბარა რომ


კვალდაკვალ გამოჰყოლოდნენ და დახმარება თუ დასჭირდებოდა დახმარებოდნენ .
სამი დღე იარეს, ეახლა ისევ რამზის გამოგზავნილი სხვა მოციქული, მრავალი საუცხოო
ტანისამოსი მიუძღვნა და შემოუთვალა რომ მისი ნახვა ესწრაფებოდა და როდესაც
შეხვდებოდა ისევ მიართმევდა ისეთივე ძღვენს. ასევე შეუთვალა რომ რამაზი
შეხვდებოდა მას პირისპირ და მამა-შვილოვით ტკბილად შეხვდებოდნენ ერთმანეთს .
იქიდან წამოსულები დაბურულ ტყეში დაბანაკდნენ, მოციქულები ისევ მოვიდნე და
ცხენები მოართვეს ძღვნად და თქვეს რომ მართლაც კარგი სანახავი ყოფილხარო.
უთხრეს რომ მეფეც დაძრულიყო მასთან შესახვედრად და ხვალ ადრე შეხვდებოდა
ტარიელს რამაზი. ტარიელმა მოციქულები დააბინავა და გულთბილად უმასპინძლა მათ.

ერთი კაცი მოციქულებს გამოეყო, მივიდა და ტარიელს მალულად უთხრა:

„ დიდად ვარ თქვენგან დავალებული დფა ვერაფრით ვერ გაგწირავთ! პატარაობისას


მამათქვენი მზრდიდა. გავიგე რომ ღალატს გიპირებენ და შესატყობინებლად
გამოვვარდი. სასიკვდილოდ მენანები ასეთი პირმშვენიერი .ყველაფერს მოგახსენებ ,
ამიტომ წყნარად და მსვიდად მომისმინე. ნუ მოტყუვდები, ის ხალხი გღალატობს. ერთ
ადგილზე ასიათასობით ჩასაფრებული მეომარი გელის, სხვაგან ოცდაათი ათასი
ჩაგისაფრდა, ასე დაჟინებით იმიტომ გიხმობენ. თუ ახლავე არ უშველი თავს უბედურებას
ეწევი. მეფე მცირე რაზმიტ მოგეგებება, ხოლო სხვები აბჯარს სამოსქვეშ ჩაიცვამენ,
ამიტომ გეპირფერებიან ასე, რომ მიენდო. ცეცხლს დაანტებენ, რითიც ლაშქარს ნიშანს
მისსცემენ და შემოგიტევენ, ერთს თუ ათასი შემოგიტევს დაგამარცხებენ .“

ტარიელი იმ კაცს თბილად ელაპარაკა და მადლობა გადაუხადა, უტხრა რომ თუ არ


მოკვდებოდა საკადრისად დაუფასებდა ამაგს, უთხრა რომ ახლა დრო იყო წასულიყო ,
არაფერი ეეჭვათ.

ტარიელმა გაგებული ამბავი არავის გაანდო და დამალა, სულერთი იყო რას


მოითათბირებდნენ, რადგან ბრძოლა გარდაუვალი იყო. კაცი გაგზავნა ჯარრისკენ და
შუთვალა რომ სწრაფად ევლოთ.

მეორე დილით ნახევარი დღე იარეს, ქედი გადაიარეს და მინდორში მტვერი დაინახა და
თქვა რომ მოდიოდა რამაზ მეფე და მაინც დახოცავდა ხატაელებს. ტარიელმა
მხნეობისთვის ჯარს მიმართა:

„ძმებო, ის ხალხი ჩვენ ღალატს გვიპირებს, ამის გამო რად უნდა შევშინდეტ ?! მეფისთვის
ტავგანწირულოები სასუფეველში მოხვდებიან, შევებრძოლოთ ხატაელებს რადაგნ
ხმლები ტყუილად არ გვაბია! „

უშიშრად მოუწოდა მეომრებს რომ აბჯარი ჩაეცვათ, საომრად მოემზადნენ , ლაშქარი


დარაზმეს და წავიდნე დიდი სისწრაფით. იმ დღეს მისი მოწინააღმდეგეები მისივე ხმლით
დაფლითა.

მიუახლოვდნენ და შეატყვეს ხატაელებმა რო საბრძოლოდ იყვნენ აღჭურვილები ,


მოციქული მივიდა მასთან და გადასცა ტარიელს რამაზ მეფის დანაბარები .

„ჩვენ გადავწყვიტეთ რომ არ გიორგულოთ,მაგრამ ტქვენ შეიარაღებულხართ, ამიტომ


გვტიკა გული“

რაზეც ტარიელმა უპასუხა რომ მან ყველაფერი იცოდა მათი გეგმის შესახებ , რომ მატ
განზრახვას ასრულება არ უწერია, მოსულიყვნენ და შებრძოლებოდნენ მათ ჯარს.
მოციქული გაბრუნდა და კვამლით ნისანი მისცეს, რადროსაც გამოვიდნენ ორ მწკრივად
მეომრები, მაგრამ ტარიელს ვერაფერი დააკლეს. საჭურმტვირთველებს შუბი სთხოვა ,
მოიძია მუზარადი თავზე დასახურად. საომრად მზად იყო. 125 ნაბიჯით მოწყდა მის ჯარს და
მატქენ მტელი სისწრაფით გაექანა. ხოლო მათი დიდძალი ლაშქარი მშვიდად და
აუშლელად იდგა. ტარიელი ახლოს მივიდა რადროსაც მათ თქვეს „გიჟია“, იქით გაეშურა
სადაც უფრო დიდი ჯარი იდგა, კაცს შუბი კრა, ცხენი და კაცი ორივე მოკლა , შუბიც გატყდა
ამიტომ ნაქებარი ხმალი აიღო. მტრის ლაშქარს ისე დაერია როგორც ქორი გნოლის ჯოგს,
კაცი კაცს შეახეტქა და დახოცილი მეომრებისა და ცხენების გორა დადგა , მის მიერ
გასროლილი კაცები ჩიკორივით ტრიალებდნენ, ერთიანად ამოწყვიტა წინა მხარეს
მდგომი ორი რაზმი. ერთიანი ძალებით შეუტიეს, ალყაში მოაქციეს და ფიცხელი ომი
გაიმართა. ტარიელი ხმლით გაუსწორდა ყველას, ყველაფერი სისხლიანი იყო, სადაც
გამოჩნდებოდა ტარიელი ხატაელები მას შიშიტ გაურბოდნენ.

საღამო ხანს კი მათმა მეთაურმა ქედიდან დაიძახა:

„ნუღა დგახართ, წადით, კვლავ უფლის რისხვა დაგვატყდა თავს, მრავალრიხოვანი მტერი
მოდის , ამან ამიტომ შგვაშინა ვაითუ სრულიად ამოგვწყვიტოს დიდძალმა ლაშქარმა “

როდესაც ტარიელის მეომრებმა გაიგეს ხატაელთა ღალატი, მაშინვე წამოსულან, დღე


დაა ღამე გაუსწორებიათ.

გამოჩნდა ტარიელის რაზმი, დოლს უკრავდნენ, ბუკმა ძლიერი ხმა გამოსცა. ეს რო


დაინახეს ხატაელებმა გაქცევა დააპირეს მაგრა მათ ყიჟინა დასცხეს . უკან დახეულებმა
კვლავ შეუტიეს მტერს, რამაზ მეფე ცხენიდან ჩამოაგდო ტარიელმა და ხმლით
შეებრძოლნენ ერთმანეთს, მისი ყველა მეომარი არ დახოცეს, არამედ დაატყვევეს.
ახლად მოსული ლასქარიც დაეწია გაქცეულებს, შეშინებულ და დამარცხებულ მეომრებს
ცხენიდან ყრიდნენ და იპყრობდნენ.

ბრძოლის ველზე დაბანაკდნენ დასასვენებლად, ტარიელი ხელში ხმლიტ დაჭრილიყო,


მისი ჯარისკაცები აღფთოვანებულნი სიტყვებს ვერ პოულობდნენ. ერთი კაცისთვის
ტარიელს საკმარისი დიდება ერგო წილად, ყველა ულოცავდა მას გამარჯვებას, მისი
აღმრზდელი დიდებულებიც ატირდნენ. ყვლგან გაგზავნა ლაშქარი და ნადავლი
ააღებინა, დიდძალი ქონებიტ დაბრუნდნენ და ნადავლის არების ნება მისცა მათ . აღარც
უბრძოლიათ, ქალაქში უომრად შევიდა ტარელი.

რამაზს უთხრა:

„ ვხედავ რომ მიღალატე, ახლა შეპყრობილმა დანაშაული მაინც შეიმსუბუქე , დამნებდი და


ციხე-სიმაგრეები ჩამაბარე, თორე შენს შეცოდებებს როგორ შევხედო შემწყნარებლურად ?

რააზმა უპასუხა რომ მას მეტი ძალა აღარ შესწევდა, ამიტომ ერთი დიდებული მიეგვარა
რომ მისი მითითებები შეესრულებინა. ყვლაფერს გადასცემდა და მის საკუთრებად
აქცევდა.

ტარიელმა მისცა ერთი დიდებული და მეომრები გააყოლა თან, ყველა მეციხოვნე


მიაყვანინა და ციხე-სიმაგრეები ჩააბარეს. ციხეებიდან კი აურაცხელი განძეულობა
წამოიღეს. შევიდნენ ხატაეთში დასათვალიერებლად და დასაპატრონებლად ,
განძთასაცავების კლიტეები კი მაშინვე მიართვეს ტარიელს. გახიზნული მოსახლეობა
ტავის ადგილზე დააბრუნა და უთხრა უშიშრად ყოფილიყვნენ, რადგან არაფერს
დაუშავებდა მათ. ძვირფასეულობა გადაარჩია და დაახარისხა , ერთგან საოცარი ქათიბი
(მოკლე სამოსი) ნახა და რიდე (თავსაბურავი). ვერ ხვდებოდა ტარიელი რა იყო ან
რანაირად შექმნილი, ვისაც კი აჩვენებდა უკვირდათ, ღვთის სასაულიაო , არც ლარულად
იყო მოქსოვილი და არც ორხაულად. ეს სამოსი ნესტანისთვის გადადო და მეფისთვისაც
საუკეთესო საჩუქრები გადაარჩია. განძით დატვირთული ჯორ-აქლემი გაუგზავნა ,
ამასთანავე გამარჯვების ამბავსაც ამცნობდა.

You might also like