You are on page 1of 2

[ადამიანი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ზნეობრივ

ამაღლებაზე
უფლის „მონაბერი სულით“ შექმნილი თითოეული არსება სულიერი განვითარებისკენ
ისწრაფვის და მთელი ცხოვრება ცდილობს ამაღლდეს, დაშთოს თავისი მდგომარეობა და
გახდეს უკეთესი. შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ყველაფერი
ცდილობს განვითარებას: მყარი სტრუქტურის მინერალს უნდა მცენარედ იქცეს, თავის
მხრივ, მცენარეს ცხოველად გადაქცევა სურს, ცხოველს - ადამიანად, ამ უკანასკნელს კი წინ
უდევს უფლისკენ მიმავალი გზა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ არსებას სურს თავისი მდგომარეობა
დაძლიოს, რაც ზნეობრივი ამაღლებითაა შესაძლებელი. ადამიანი უფლის ხატია და ამიტომაც
მთელი ცხოვრება უნდა ეცადოს დაემსგავსოს მას, შეიძინოს სასიკეთო თვისებები და იყოს
ღირსეული შვილი უფლისა.

სწორედ, რომ ზნეობრივ განვითარებას აქვს მიძღვნილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების


დიდი ნაწილი და ერთ-ერთი ამ მხრივ გამორჩეული ლექსია “ჩემი ვედრება“. ბუნების დიდი
მესაიდუმლე ლექსში აღავლენს უფლისადმი ვედრებას - „ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან
ცელობა“. ლირიკულ გმირი ღმერთისგან სიკეთის უნარსა და ძალას ითხოვს. ამიტომაც
ამჯობინებს მგლობას ცხვრად ყოფნას. სიკეთე სულიერი ამაღლების უპირველესი საფეხურია.
გავიხსენოთ რას ითხოვდა იესო მის მიერ გაღებული მოწყალების, მოხდენილი სასწაულების
სანაცვლოდ - მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთისადმი გამოჩენილ კეთილშობილებას და
უფლის დიდებას. ვაჟა-ფშაველა ნამდვილად იღვწის ამაღლებისთვის. იგი მზად არის
ნაყოფის მოპოვების გარეშე გაისარჯოს, ოღონდ შთამომავლობამ მისი სახელი აუგად არ
მოიხსენიოს. ლირიკული გმირი უფალს ევედრება, რომ მუდმივად ფხიზლად ამყოფოს,
სიყვარულის უნარი არ დაუკარგოს და მუდმივად მის „გონებას ფიქრი სტანჯავდეს“. იგი
მხოლოდ მაშინაა ბედნიერი და თავისუფალი, როცა ფიქრობს, აზროვნებს, მოქმედებს და
ვითარდება. უგრძნობი ადამიანი მკვდარია, „უსაზარლესი მკვდარზედა“ და ამიტომაც სურს
ბუნების მგოსანს, რომ გულში ტრფობის შეშით მნათობი ლამპარი არ გაუქრეს. ის ხვდება,
რომ ქვეყანაზე „გაცივებულის ლეშით“ სიარულით, მგლად ყოფნითა და ფიქრის გარეშე
არსებობით ვერ გახდება ღვთის სახე და ხატი, ვერ შეასრულებს ადამიანის ზნეობრივ
მოვალეობას და რაც მთავარია, ვერ განვითარდება.

ეს თემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში დაუსრულებელია და ლექსში „რამ შემქმნა


ადამიანად?“ იგი ისევ და ისევ უსასრულობისკენ, განვითარებისკენ მიიწევს. „რატომ არ
მოვედ წვიმადა?“ - ლირიკულ გმირს სურს, თავისი მდგომარეობას (ადამიანობა) დაშთოს და
გახდეს ბუნების ნაწილი, ამაღლდეს და იყოს სიცოცხლის მომცემი ძალა. გავიხსენოთ
ნიკოლოზ ბარათაშვილიც, რომელიც ლექსში „არ უკიჟინო, სატრფოო“ ამხელს, რომ მზედ
ყოფნა სურს, რათა თავისი სითბო და სიტკბოება ყველას გაუზიაროს.

მსგავსი სურვილები და ფიქრები ადამიანს ყოველთვის აქვს და ,რა თქმა უნდა, ეს საკითხი
დღესაც აქტუალურია. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ სულიერ
ამაღლებასა და განვითარებაზე. ძირითადი აქცენტი ხალხს გაკეთებული აქვს მატერიალურ
კეთილდღეობაზე, რაც ფულის შოვნასა და ფუფუნებაში ცხოვრებას გულისხმობს.
მატერიალური სიმდიდრის მოპოვებისთვის ადამიანები მიმართავენ ამორალურ და უზნეო
საშუალებებს, როგორიცაა ტყუილი, ანგარება, მოპარვა და ა.შ. ხალხს ზნეობრივი
ღირებულებები დაკარგული აქვს და ზრუნავს მხოლოდ ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე.
მოკლედ რომ ვთქვა, დღესდღეობით ადამიანებს დავიწყებული აქვს მათი მთავარი
მოვალეობა - „ ვითა მამა ზეცისა, იყავ შენც სრული“

მართალია, ზემოთ მოხსენიებული პოეტების სურვილები აუხდენელია, რადგან არ


შეიძლება სხვა მდგომარეობაში გადავინაცვლოთ - გავხდეთ წვიმა და მზე, მაგრამ სრულიად
შესაძლებელია ავთანდილის („ვეფხისტყაოსანი“) მსგავსად ვიზრუნოთ სულზე ამქვეყნად,
განვავითაროთ ჩვენი კეთილი საწყისები და ვიყოთ უფლის ღირსეული შვილები.

You might also like