You are on page 1of 1

რწმენა საყოველთაო იდეა და საკუთარი კანონზომიერებაა

პიროვნებისთვის ღირებულებებთან,პრინციპებთან,თავისუფალ ნებასა და მოთხოვნილებებთან


ერთად მნიშვნელოვანია რწმენა. ეს არის შინაგანი სამყაროს გამოძახილი და ტყუილად არ არის
ნათქვამი,რომ „რწმენა სულის ნაყოფია“. ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა მიაღწიოს დასახულ
მიზანს და აიხდინოს საწადელი.

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ავთანდილი, რწმენით


განმსჭვალული რაინდია. ის ტარიელსთვის თავს გაწირავს და ყველა მის გრძნობას დათრგუნავს,
ოღონდ როგორმე მეგობარს მიეშველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დათმობებზე მიდის,
მიჯნურთან განშორება მისთვის მარტივი არ არის. ის წუთისოფელს აბრალებს[თავის] ყველა მის
გასაჭირს, უბედურებასა და სატკივარს, რომ ის მუხთალი და დაუნდობელია .ვინც კი მას მიენდობა,
ყველა დაიტანჯება: „ მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა,შენგან განაწირსა “ ამბობს , რადგან მტკიცედ
სწამს ღმერთის უხილავი, უძლეველი ხელის, რომელიც წუთისოფლისგან ადამიანთა მხსნელია,
უზენაესია, ისაა, ვინც შვებას მოჰგვრის, დაიფარავს და მიეშველება მას წუთისფლის წინააღმდეგ
ბრძოლაში. ავთანდილს სწამს, რომ არ არსებობს საწუთროში დაუძლეველი გასაჭირი და რომ ღმერთის
ნებით ყველაფერი შესაძლებელია, „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების “. რწმენა
ადამიანს მეტ სიმტკიცესა და ურყეობას სძენს. ავთანდილს საკუთრივ, ღმერთის გარდა, სწამს
ტარიელის, რომელიც მისთვის უნიკალურია. მას სჯერა, რომ ყველა თანასწორი არ არის და ადამიანებს
შორის დიდი სხვაობაა, რადგან ტარიელს ვერავინ და ვერაფერი შეედრება . დატანჯული და
გათოშილიც კი თინათინზე ფიქრობს, მასზე ფიქრებს ვერ ელევა, მზეში ხედავს მის მიჯნურს,სჯერა იმ
მზის,რომელიც მდაბალს აამაღლებს,მეფურ ბედს მიცემს,რომ არ განაშორებს მიჯნურს და ისიც არ
მიატოვოს.

ეს შეხედულება აქტუალურია დღესაც. რწმენა არის აღიარებაა იმისა, რომ რაღაც მართალია და
არსებობს. ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და
შესაბამისად შედეგებზე.

თუ გვჯერა, რომ არ ვართ საკმარისად ჭკვიანი სკოლაში გარკვეულ საგანში, მაშინ ეს რეალობად
იქცევა,რადგან რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს. მუდმივად გვექნება ის უარყოფითი ხმები თავში ,
რომლებიც ყოველდღე გვეტყვინ, რომ არ ვართ საკმარისად ჭკვიანი, რომ არ შეგვიძლია ამის
გაკეთება. ასე კი სასუვრველ შედეგმდე ვერ მივაღწევთ და ჩვენი რწმენა რეალობა გახდება . შედეგად ,
ყოველდღიურად მოვძებნით მიზეზებს, რათა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ საკმარისად ჭკვიანი
არ ვართ.

ისტორიაშიც არაერთი მაგალითია იმისა თუ რამდენად დიდი ძალა აქვს რწმენას. 16 წლის ვახტან
გორგასალმა, გადაწყვიტა, შებრძოლებოდა გოლიათ ფარუხს, რითაც გადაარჩენდა ქვეყანას. ამ
ყოველივეს მან რწმენა დაუპირისპირა, კერძოდ, ვახტანგმა მთელი დღე ილოცა და ღმერთს შესთხოვა
დახმარება. ამ რწმენამ გაამარჯვებინა და იხსნა საქართველო დამპყრობლებისგან.

ამრიგად,რწმენა საყოველთაო იდეა და საკუთარი კანონზომიერებაა. მისი საშუალებით ვმართავთ


ჩვენს ცხოვრებას წუთისოფელში, ჰარმონიას ვიქმნით შინაგან სამყაროში და ვაბალანასებთ ჩვენს
შიშებს. რწმენა მრავალგვარია. რაღაცის დაჯერება ნიშნავს მის ჭეშმარიტ აღქმას ა და გააზრებას. უნდა
ითქვას, რომ ემოციაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რწმენის ფორმირებასა და შენარჩუნებაში .
ავთანდილს სწორედ ემოციურმა კავშირმა გააძლებინა და განუმტკიცა რწმენა .

You might also like