You are on page 1of 3

კაცია-ადამიანი?!

1) დაახასიათეთ მოსე გრძელაძე


2) მთავარი სათქმელი
3) სტილი და მხატვრული ხერხები

მოსე გრძელაძე არის დარეჯანის მამა, ანუ ლუარსაბის სიმამრი, რომლის


მხატვრული სახე ნაჩვენებია ნაწარმოებში ლუარსაბისა და დარეჯანის
ქორწილამდე და ქორწილის დღეს. ის არის ადამიანი, რომელიც ცდილობს
გაათხოვოს თავისი ქალიშვილი. მოსე გრძელაძე შეძლებული თავად ია, თუმცა
იმდენი სიმდიდრე არ აქვს, რომ მისი მახინჯი ქალიშვილი ვინმემ ცოლად
წაიყვანოს. ამიტომ ჯერ სუტ-კნეინას მიუგზავნის ლუარსაბს. იგი ვერაგულად
ატყუებს ახალგაზრდა თათქარიძეს, ეუბნება, რომ მზეთუნახავ ქალზე ესუბრება და
ამ ქალს ორასი თუმანი მოჰყვება. მოსე, რა თქმა უნდა, სუტ-კნეინას მიუგზავნის
ლუარსაბს, მაგრამ მთელი ამ ამბის რეჟისორი არის თავად. მან საბოლოოდ
ყველა მოატყუა. სუტ-კნეინას დაპირებული გასამრჯელო არ გადაუხადა ,
ლუარსაბი მოატყუა და დავითს თავისი შვილის ნაცვლად სხვა გოგო აჩვენა. ამ
ტყუილის კორიანტელში გაახვია ყველა ისე, რომ არ დაუკარგავს სიმშვიდე,
წონასწორობა, როცა დახმარება სჭირდებოდა, სუტ-კნეინასთან იგი თავს
ისაწყლებდა, მაგრამ როცა საქმე სანახევროდ მოგვარდა ისიც მოატყუა. მოსე
გრძელაძე მატყუარა, ვერაგი და მზაკვარი კაცია, რაც მთავარია, იგი
სინდისგარეცხილი ადამიანია. სულხან-საბა ორბელიანის თქმით, უბედურებაა,
როცა კაცს ღვთის არ ეშინია და კაცისა არ რცხვენიაო. ზუსტად ასეთი კაცია მოსე
გრძელაძე. მან იცის, რომ ყველა ხერხითა და საშუალებით მიზანს უნდა მიაღწიოს,
იგი არ ცხოვრობს იმ ეპოქაში, რომელ ეპოქაშიც ღირსებას, პირობის აღსრულებას,
ვაჟკაცობას ცხოვრების უმთავრეს ზნეობრივ პრინციპებად აქცევს კაცი. ილია
ჭავჭავაძის მოთხრობა „მგზავრის წერილების“ პერსონაჟი ლელთ ღუნია ამბობს,
რომ თუ ადრე ქართველი ბრძოლაში სახელსა და ღირსებას განიმტკიცებდა, ამ
ვაჟკაცობის გამო იგი უხვად საჩუქრდებოდა კიდევაც, ანუ ვაჟკაცობა, ღირსეული
ქცევა, თავგანწირვა წახალისებული იყო. ახლა კი ქართველი ცდილობს
ღალატით, ტყუილით, მზაკვრობით გაიტანოს თავი. ამიტომ მოსე გრძელაძე ამ
ღირებულებადაკარგული ქართველის, ანუ „კოჭლი დროების“ ღირსეული,
შესაფერისი კაცის სახეა, რომელმაც გარდა მოსყიდვისა და დაშინებისა იცის
მთავარი რამ, როგორ აჯობოს ვერაგობით კაცს და როგორ იმოქმედოს
პრინციპით: „შენ რა?“. მან იცის, რომ ამ ეპოქაში არ არსებობს თანაგრძნობის,
თანადგომის, დანდობის თუნდაც რაღაც მონაცემი. ის არის მე-19 საუკუნის „კოჭლი
დროების“ ღვიძლი შვილი.
ამ ნაწარმოებში ილია ჭავჭავაძე წერს „საზოგადო ჭირზე“. ეს „საზოგადო ჭირი“ კი
უკვე იმდენად თვალსჩინოა რომ, არ დაიმალება. საზოგადო ჭირია
თათქარიძეობა: საზოგადო ჭირია ის, რომ ლუარსაბის კარ-მიდამო სიღარიბესა და
გაჭირვებას არ დაუქცევია, იგი დააქცია უგულობამ, უსიყვარულობამ,
გულშეუტკივრობამ, საზოგადო ჭირია ის, რომ ლუარსაბი ბედს უდრტვინველად
ემორჩილება. ეს უკვე საერთო ქართველური მოვლენა ყოფილა. „საზოგადო
ჭირზე“ საუბრობს მწერალი, როცა აღწერს დარეჯანის დილას და მის ცრუ
საქმიანობას. ანუ ლუარსაბობა, თათქარიძეობა მხოლოდ სიზარმაცის კი არა,
ცრუაქტივობის, ცრუ საქმიანობის, ცრუ ღირებულებების გამომხატველი მოვლენაა.
ამ ადამიანებს ჭეშმარიტი საქმე და ცრუ საქმიანობა ერთმანეთისაგან ვერ
გაურჩევიათ. მათი თათქრიძეობა კვეხნაა, ტყუილია. მოსე გრძელაძემ მოატყუა
ლუარსაბი, სუტ-კნეინა, დავითი და ესეც ამ არსებობის შემდაგენელი ნაწილია,
რადგან ტყუილი თითქოს აღშფოთებასა და პროტესტს უნდა იწვევდეს, მაგრამ
თათქარიძეობის პარადოქსი ის არის, რომ ალოგიკური შედეგი მივიღეთ,
პროტესტის ნაცვლად, ცოტა ხანში ყველა კმაყოფილია. ამ საზოგადოების
წევრები, ეროვნული ენერგია ქონში ჩაიკარგა, ყველა ერთნაირად გულგრილი და
კმაყოფილია. ცხოვრების წესად ქცეულა თვალთმაქცობა და პირფერობა, ამის
მაგალითია დარეჯანისა და ელისაბედის სიძულვილი და პირში ერთმანეთის
ლაქუცი. პირფერობისა და თვალთმაქცობის ნიღაბი ყველას აფარაბული აქვს.
ყველანი განიკითხავენ სხვას, თავიანთი ცოდვისა კი არაფერი ესმით და არ
უნდათ, რომ ესმოდეთ. მათი მსჯელობა ფარისევლურია, თურმე შეიძლება ყმას
სცემოს, წაართვა ჩირთმედინი , მაგრამ არ უნდა იკარდო რომ ის ჩირთმედინი
გაიკეთო. ეს ღირებულებაარეული სიტუაციაა და იბადება კითხვა: სიზარმაცის, ცრუ
საქმიანობის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, კვეხნის, პირფერობის
ატმოსფეროში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ჭამოს. ჭამენ, მაგრამ რა არის
ამგვარი ცხოვრების შედეგი? უნაყოფობა. ლოგიკური შედეგი არის უნაყოფობა,
მათი არსებობა არის უაზრო და უნაყოფო, რადგან მათ არანაირი დანაშაული არ
ჩაუდენიათ, მაგრამ რაც უნდა გაეკეთებინათ ისიც არ გაუკეთებიათ და დაკარგეს
სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.
მეცხრამეტე საუკუნეში ქართული პროზის გამართვა ილია ჭავჭავაძეს დააწვა
ტვირთად. ის არ წონის სიტყვას, არც უმზერს მას, არც უსმენს. იგი ყნოსავს სიტყვას
და ხელით ეხება მას (გრიგოლ რობაქიძე). ილიას ენა თავისებურია, ამ ენას აქვს
თავისი კონსტრუქცია, თავისი სინტაქსი და თავისი მხატვრული სურნელებაც .
„ხალხის ენის კანონის დამდები და ანბანთ თეორეტიკაო“,- ამბობს ილია. ილიამ
სალიტერატურო ენის „დაბლა“ ჩამოყვანით თხრობის მანერა დაამკვიდრა,
რომლის ძირითადი მიზანი ის არის, რომ შექმნას დასახატი წრის სურათი,
დაახასიათოს ეს წრე და ამ წრის პერსონაჟები და თემისა და სტილის თავისებური
შეხამებით განსაზღვრული შთაბეჭდილება გამოიწვიოს.
ავტორი იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხსა თუ საშუალებას სათქმელის
გამოსახატავად. პირველ რიგში, გამოვყოფთ ეპითეტებს. ეპითეტები
„მოხერხებულს“ და „გამოცდილი“ სუტ-კნეინას მზაკვრულობას გამოხატავს, ხოლო
ეპითეტები „გაკაპასებულმა“, „გამწარებული“, „გონებამიხდილი“ მის
მდგომარობას აღწერს იმის შემდეგ, რაც მუსე გრძელაძემ მოატყუა. ეპითეტები
„დაღონებული“ და „გაფითრებული“ კი ლუარსაბის მდგომარეობას გამოხატავენ
მას შემდეგ, რაც მოტყუვდა. ტექსტში გვხვდება შედარებები. მაგალითად,
„ურჯულო ლეკსავით ქრისტიანი სული წამწყმინდე“, ამ შედარებას მოსე გრძელაძე
იყენებს სუტ-კნეინასთან საუბრისას, რათა მას თავი შეაცოდოს. შედარებაა ასევე :
„ისე მაიკუნტა, რომ მუშტის ოდენა გახდა“, რომელიც სუტ-კნეინას მდგომარეობას
გამოხატავს. ნაწარმოებში გამოყენებულია მეტაფორები. მეტაფორები „გული
ყელში მოებჯინა“ და „გულის სიგრილე დაჰკარგა“ სუტ-კნეინას შეწუხებას,
დაღონებას გამოხატავენ. მეტაფორაა „შურით აევსო გული“ და ის ელისაბედის
რეაქციას გამოხატავს მას შემდეგ, რაც ქმრისგან გაიგო, რომ პატარძალი მასზე
ლამაზი იყო. მეტაფორა „სირცხვილით აინთო“ კი დარეჯანის შინაგან
მდგომარეობას გამოხატავს.

You might also like