You are on page 1of 1

რუსი ოფიცრის ფსიქოლოგიური პორტრეტი

მე19 საუკუნის საქართველო მოქცეულია რუსეთის ბატონობის ქვეშ, რომელიც ძალით


გვებღაუჭება რომ ჩაგვითრიოს და გაგვაბრუოს მისი მწარე კვამლით და მოგვაშოროს
ევროპულ განვითარებას. რუსი მხატვრები ხშირად აღვიგწერენ განათლებულ და ლამაზ
ქვეყანას, თუმცა რეალობა ორჯერ უარესია და ამის ნათელი მაგალითია რუსი ოფიცერიც ,
რომელიც ილიას სადგურში შეხვდება.

რუსეთის ოფიცერს დაბალი სამხედრო ჩინი აქვს, მაგრამ თავი ყველაზე განათლებული
ჰგონია. ნაწარმოებში მისი სიამპარტავნე ნათლად არის წარმოჩენილი , როცა ილია ჯერ
დიდი ჩინის მქონდე ადამიანი მიაჩნია, მაგრამ როგორც კი გაიგებს რომ უბრალო
დახლიდარია და თანაც ქართველი ტონს იცვლის და ალმაცერად უწყებს ყურებას . „-
დახლიდარიო?-თქვა და ტუჩები აიპრუწა“. საქართველო არაფრად მიაჩნია და უწმაწური
სიტყვებით ამცირებს „თქვენი წიტიანი ქალაქი, ერთ თავიდან რომ გადააფურთხო,
ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა“. მაგრამ მისთვის პეტერბური დიდიებული ქალაქია . ეს
კაციც რუსეთის სისტემის ქვეშაა მოქცეული თითქოს ან როზგქვვეშ არის გატარებული ან
ჩინი მიუღიაო.

გაუნათლებლობას თავისივე სიტყვებით წარმოაჩენს როცა ცივილიაციას, ასოციაციას ,


არგუმენტაციას, ინტელიგენციას სიტყვებს რომლებიც სადღაც გაიგონა და მნიშვნელობაც
არიცის ერთდ ამბობს. კარგი ცხოვრება იზლერის ბაღში ჟუჟუნა-თვალებიან გოგოსთან
გატარებულ დროდ მიაჩნია. ქვეყნის წინსვლას და წარმატებას კი იმით ზომავს თუ
რამდენი რუსი ოფიცერია ქვეყანაში. ზრდილობას და კულტურას ასწავლის ხალხს როცა
თვითონაა გაუზრდელი და დახამებული.

განათლება მისი აზრით ბნელ ოთახში სანთლის შეტანაა. ძუნწია, რადგან თავისი
გამოგონებებით ულუკმაპურო ყმაწვილს ართმევს შაქრის ნატეხს. „ორი ბუზი ავიღე და
საშაქრეში ჩავდე, თუ თავს ახდიდა ბუზებიც გაფრინდებოდნენო , მაგრამ აი არაყს
ვერაფერი მოვუხერხეო“.

ილია თავიდანვე განასხვავებს რუსი დამპყრობლის გროტესკულ სახეებს, რათა შევიცნოთ


რუსის რეალური სახე, ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რომ თითქოს რუსი ყველაზე და
ყველაფერზე მაღლა დგას თავისი ადამიანობით, კაცობითა.

You might also like