You are on page 1of 4

1.

ტექსტის რედაქტირება

თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ისტორიული ქალაქის ნანგრევები.


ქვემო ქართლის ეს ტერიტორია უძველესი დროიდან ქრისტიანული კულტურის ძლიერი
ცენტრი იყო. VI-VIII საუკუნეებში აქ საეპისკოპოსო კათედრალი ყოფილა. განსაკუთრებული
მდებარეობის გამო დმანისის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, მნიშვნელობა სულ უფრო
იზრდებოდა. IX საუკუნის ისტორიულ წყაროებში იგი უკვე ქალაქად იხსენიება. არაბობის
დროს აქ ცოტა ხნით ამირაც კი მჯდარა. დავით აღმაშენებელმა, რომელმაც დიდგორის ომში
სძლია მტერს, თბილისის შემდეგ დმანისიც გაათავისუფლა.დმანისი და მისი მიმდებარე
ტერიტორია ბევრჯერ გამხდარა გარეშე მტრის თავდასხმის ობიექტი. საუკუნეების
განმავლობაში ქალაქს მრავალი გასაჭირი უნახავს, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში
იგი თემურლენგის შემოსევების დროს აღმოჩნდა. მოგვიანებით მას არც ოსმალოთა და
სპარსელთა რბევა მოჰკლებია. XVIII საუკუნის ბოლოს დმანისს დროდადრო ლეკებიც
ესხმოდნენ თავს. მტრების განუწყვეტელი შემოსევების გამო ეკონომიკა მთლიანად მოიშალა,
რის შედეგადაც ქალაქი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. მოსახლეობისაგან თითქმის
მთლიანად დაცლილი დმანისი მოგვიანებით ნანგრევებად იქცა.

2. არგუმენტირებული ესე

ეროვნული თვითშეგნება გულისხმობს ერის განვითარებას, კულტურის, ისტორიის,


ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა-შენარჩუნებას ეროვნული ინტერესების
გათვალისწინებით, რაც იგივე პატრიოტიზმია. ერის კარჩაკეტილობა კი, სხვა ერებისგან
იზოლაციას, მოწყვეტილობას და საკუთარ ინტერესებში ჩაკეტვას გულისხმობს, რაც
საბოლოოდ ხელს უშლის ერის განვითარებას. ამ ჭრილში, აქტუალურია შეკითხვა: უქმნის
თუ არა საფრთხეს ეროვნულ თვითშეგნებას კარჩაკეტილობა? - ჩემი აზრით, დიახ უქმნის.
როგორც გენიოსი ვაჟა ამბობდა : "ყოველი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი
გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია." სწორედ ვაჟას ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვპასუხობ
ზემოთხსენებულ კითხვას.
უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ ისეთი ტოტალიტარული მმართველობის ტიპის
სახელმწიფოები, სადაც კარჩაკეტილობის ფონზე, მაინც ახერხებენ კულტურისა და
ტრადიციების, ასევე ღირებულებების შენარჩუნებას, მაგრამ ისინი უარს ამბობენ სიახლეებზე
და ერი ვერ ვითარდება, ეს კი ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კოპმონენტია. დღესდღეობით ამის ნათელი მაგალითია ჩრდილოეთ
კორეა. იგი მოწყვეტილია მთელი სამყაროსგან. საზოგადოება ვერ ვითარდება, არ ფლობს
სწორ ინფორმაციას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ისინი ცხოვრობენ ტყუილში.
სამაგიეროდ, შეგვიძლია მოვიყვანოთ არაერთი მაგალითი ისეთი ტიპის სახელმწიფოებისა,
რომლებიც არიან ღია საზოგადოების წევრები და ინარჩუნებენ კულტურას, ტრადიციასა და
ღირებულებებს, ამავდროულად, უმაღლეს დონეზე არიან განვითარებულნი. ასეთი
სახელმწიფოა იაპონია, მან განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, ისე რომ ეროვნული
თვითმყოფადობა არ დაუკარგავს.

You might also like