You are on page 1of 2

პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ადამიანს ავალდებულებს , რომ არ განუდგეს

საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ადამიანსა და ცხოველს შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ ბევრი განსხვავებაც . ამ


განსხვავებებიდან ერთ-ერთს პასუხისმგებლობის გრძნობა წარმოადგენს . შეგნებულსა და
გაწონასწორებულ პიროვნებას აუცილებელია ასეთი გრძნობა გააჩნდეს და ამ
ყველაფერს მოვალეობის შესრულების სურვილიც „უმაგრებდეს ზურგს “. ჩვენ უნდა
შეგვეძლოს სხვისი შრომის დაფასება და ეს თვისებები სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანს .
მაგრამ არსებობენ ისინი, ვისაც დაკარგული აქვთ ეს პრინციპები და საზოგადოებრივ
ყოფასა თუ ნორმას ეთიშებიან. მათი საზოგადოებაში გამოჩენა ხშირად სხვისთვის
დამღლელი და მიუღებელია, რადგან ის ქცევები, რომლებიც მორალურია ხალხისთვის ,
პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობიდან იღებს სათავეს. ჩემთვის ეს თეზისი
ასოციაციას „თორნიკე ერისთავთან“ იჩენს. ამ პოემის პერსონაჟ თორნიკე მეფეს რთული
გადაწყვეტილების მიღება უწევს, სასწორზე ხალხის თავისუფლება და ძლიერი ქვეყნის
დახმარება დევს. ამის მიუხედავად, მეფე გრძნობს ვალდებულებას მოსახლეობის მიმართ
და არ ართმევს მათთვის ყველაზე სანუკვარ ყოფას, თავისუფლებას . ასევე ასეთი
გრძნობით გაჯერებულ პერსონაჟად იგი მესახება, რომელსაც მოვალეობის გრძნობა
აძლევს ძალას, რათა მომავალი უკეთეს ხალხს ჩააბაროს, განუდგეს ტირანიას და
პასუხისმგებლობა აიღოს მასზე. ასევე, არც ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ მთავარი
გმირი ლუარსაბი უნდა დავივიწყოთ, რომელიც ამ ზემოთ ხსენებული პერსონაჟებისგან
რადიკალურად განსხვავდება და მათ ანტაგონისტს წარმოადგენს . იგი არის ადამიანი ,
რომლისთვისაც არც საზოგადო მოვალეობები წარმოადგენს რამეს და არც პირადი .

სწორედ ამ იდეოლოგიის მქონე ადამიანს ვეცნობით ნიკოლოზ ბარათაშვილის „ფიქრი


მტკვრის პირასში“. ლექსის ლირიკული გმირი სიმშვიდის მოსაპოვებლად მტკვრის პირას
მარტოვდება და თავის ფიქრებს „გასაქანს აძლევს“. ფიქრებში გართულსა და
ცრემლმორეულს წუთისოფლის ამაოება სტანჯავს. იგი თვლის, რომ ადამიანის ღწვაც
ფუჭია, მაგრამ, რადგან ამ ქვეყნად გავჩნდით, სრულფასოვნად უნდა შევასრულოთ
ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობები. თუნდაც კეთილი მეფენი სულ იმის ცდაშია არიან ,
რომ კვალი დატოვონ და თავიანთი საზოგადოებრივი ვალი ასე მოიხადონ , „მისი
სიცოცხლე – ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;“, „ არ მისცეს წყევით თვის სახელი
შთამომავლობას!..“. თითოეული ჩვენგანის ვალია მაქსიმალურად დავიხარჯოთ კარგი
მომავლისა და აწმყოს შექმნისთვის,

„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.“, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს


პოეტის დამოკიდებულებას საზოგადო ვალდებულებებთან დაკავშირებით . სამწუხაროდ ,
21-ე საუკუნეშიც ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. ახალგაზრდობის უმრავლესობას უჭირს
გააზრება თავიანთი ვალისა ამ ქვეყანაზე. ბევრი იმასაც თვლის, რომ ერთი
ინდივიდუალის ქმედება ვერ შეცვლის ვითარების გარემოებას, ამიტომ ისინი არ თვლიან
თავს ვალდებულად, წვლილი შეიტანონ ცვლილებაში. მათი ასეთი დამოკიდებულება
კარგად იხატება არჩევნების პერიოდში, რომელსაც ახალგაზრდები ხშირად თავს
არიდებენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოვალეობის
გრძნობა ხალხს ავალდებულებს საზოგადოების სრულფასოვანი , .წევრი იყოს ,
რომელსაც კარგად აქვს გააზრებული ამქვეყნად თავისი ვალი.

You might also like