You are on page 1of 2

Არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: პირველი, რომლებიც იმთავითვე ეგუებიან

ბედს, მეორე კი რომლებსაც სურთ მის წინააღმდეგ წავიდნენ. ცნობილი ქართველი


მწერლის, Ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში “ამაყი”,
სწორედ ისეთ საკითხებზეა საუბარი , როგორიცაა ბედისადმი დაუმორჩილებლობა და
ბრძოლა რომლის შედეგიც თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული.
Თხზულების Მოცემულ მონაკვეთში აღწერილია დედისა და შვილის საუბარი.
პირველივე დიალოგიდანვე ვიგებთ მთავარი პერსონაჟის დამოკიდებულებას
არსებობისადმი: “ არ ღირს დედილო ასე ცხოვრება, ან მოკვდეს კაცი და ან
ცოცხალი იყოს”, თითქოს მას მოსწყინდა ასეთი უაზრო სიცოცხლე და სურს რაიმე
მოიმოქმედოს. Იგი დაიღალა მტრისგანაც და მოყვრისგანაც არაფრად ჩაგდებით. “სხვა,
სხვა! Სხვა რა ჩემი მაგალითია!” მოქმედ გმირს არ სურს
სხვათა მსგავსად ცხოვრება. Განსხვავებით დედამისისგან, რომლის ბედსადმი
შეგუებულობა და გულხელდაკრეფილობა ჩანს შემდეგ სიტყვებსი: “ასე ვიყავით
მუდამ...”, იგი არ აპირებს მორჩილება გამოუცხადოს იმ ხალხს, რომელთა
ჩამოსვლის შემდეგაც “ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა .” პერსონაჟის
თ ით ო ეულ წარ მო თ ქმულ სიტ ყვაში იგრ ძნო ბა, რ ო მ მას სურ ს შეცვალ ო ს თ ავისი
ამჟამინდ ელ ი ცხო ვრ ება, ამიტ ო მაც იგი გად აწყვეტ ს “ციხის აღ ებას”.
Მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავს არავინ ვინც დაეხმარება, იგი მარტო წავა.
Რათქმაუნდა, ამ გადაწყვეტილებით მოქმედი გმირის ბედი თავიდანვე განსაზღვრულია.
Ეს ბრძოლა დასაწყისიდანვე მარცხისთვისაა განწირული.
Მთავარმა პერსონაჟმა ეს შინაგანად კარგად იცის, მაგრამ ის მაინც შეუპოვრად ებრძვის
მეციხოვნეებს. “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი” ამბობს შოთა
რუსთაველი. Ფინალურ მომენტში, როდესაც დარაჯები მას
სასიკვდილოდ დაჭრიან, იგი ამბობს: “არაფერი წამიგია. Მტვრად, არარაობად
ვითვლებოდი ქვეყნის თვალში...”. მას არაფერი ჰქონდა დასაკარგი, სურდა რაღაც
ღირებული გაეკეთებინა ამქვეყნად და ამიტომაც არ ზოგავდა თავს ამ
ბრძოლაში. Დარაჯები მას “ბნედნაცემსაც” , ანუ გაგიჟებულსაც უწოდებენ, რადგან მათ
ვერ წარმოედგინათ, რომ საღ გონებაზე მყოფი ადამიანი მარტო გაბედავდა შებმას.
Მოცემული სიუჟეტი შეგვიძლია შევადაროთ ქართველი რომანტიკოსის, ნიკოლოზ
ბარათაშვილის ერთ-ერთ გენიალურ ლექს “მერანს”. “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს
განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან
თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება, და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე
გზისა გაუადვილდეს...” წერს პოეტი. Იგი ამით გვეუბნება, რომ ის რთული გზა რაც მან
გაიარა, ის თავგანწირვა და ღვაწლი რაც მან ამაში
ჩადო ამაო არ იქნება, არამედ იგი თავის მოძმეებს, შთამომავლობას გაუმარტივებს იმ
ბრძოლას, რომელიც თავად განვლო.
Ამგვარად, ამ ორი ნაწარმოების გმირები სწორედ იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ
არც ერთს სურს ბედის მორჩილება. ორივე მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ იციან
ეს საბედისწეროდ დამთავრდება, თავგანწირულად იბრძვის,
რადგან ეს თავდადება საბოლოოდ რაღაც ღირებულად დარჩებათ თავიანთ
თანამოძმეებს.
Ჩემი აზრით ასეთ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან ბრძოლის შედეგად
სამყაროში ტოვებ საკუთარი თავის რაღაც ნაწილ, წარუშლელ კვალს, რომელიც ადრე
თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ამით შენს
არსებობასაც აზრი ეძლევა. Შენი ვალი ამ ქვეყნად აღსრულებული იქნება. Მაგალითად
გავიხსენოთ გამოჩენილი ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაზის მოთხრობა “იგი”,
სადაც მთავარი პერსონაჟი რაღაც ახალს აღმოაჩენს, რაც მას
განასხვავებს სხვებისაგან. Მან კარგად იცოდა, რომ თუკი ამას სხვებს გაუმხელდა,
აუცილებლად დასჯიდნენ და ასეც მოხდა. Მიუხედავად იმისა, რომ იგიმ საბედისწეროდ
დაასრულა სიცოცხლე მან თავის მოძმეებს დაუტოვა რაღაც
ისეთი, რასაც ვერასოდეს დაივიწყებენ და სწორედ მისი თავგანწირულობის
დამსახურებიით, მოთხრობის ფინალში ის ხედავს “წელში გასწორებულ” ერთ-ერთ
შთამომავალს. Აქედან გამომდინარე, ყოველთვის იქნება ისეთი ვიღაც
ვიღაც, ვინც აიღებს მაგალითს შენი ბრძოლიდან.
Საბოლოო ჯამში, ისტორიაში, ლიტერატურასა თუ დღევანდელ სამყაროში, უამრავი
მაგალითია თავიდანვე მარცხისთვის განწირული შებმისა, თუმცა მიუხედავად ამისა,
ვფიქრობ რომ თითოეულ მათგანს აქვს აზრი, რადგან
ბრძოლაში მნშივნელოვანი არა შედეგი, არამედ მისგან ნასწავლი გაკვეთილია, ხოლო
ყოველი მარცხის შედეგად ადამიანი რაღაც ახალს აღმოაჩენს, რაც , ჩემი აზრით, ასევე
მიღწევაა.

You might also like