You are on page 1of 2

საერთო განუკითხაობისას შემთხვევითი ადამიანები

წინაურდებიან დდა საზოგადოებას ლიდერებად


ევლინებიან.
მოცემულ საანალიზო მინაკვეთში სწორედ ამ თმაზეა
საუბარი. აქ ნათლად ჩანს ხალხის დამოკიდებულება არა
ყვარყვარეს, არამედ ”ნაცარქექიას“ მიმართ, ვინ არის
ყვარყვარე? ის მარადიული „გმირია” ანუ ანტიგმირი, ვინც
ყველა მთავრობას, ყველა იდეოლოგიას, ყველა წყობას
ერგება. ყვარყვარე ქამელეონია, ფერს იცვლის
საჭიროების მიხედვით, ხოლო მასში უცვლელი რჩება,
სწორედ ეს, სხვისი კალთის ქვეშ შეფარების მარადიული
თვისება.მოხერხებული, მედროვე, პარაზიტი,
ავანტიურისტი, რომელიც თავისი უნარების წყალობით
ქვეყნის სათავეში ექცევა. მისი ცოდვების უმეტესი ნაწილი
საზოგადოების კისერზეა, რადგან უმეცარი ბრბო
ყვარყვარეს წინააღმდეგობას ვერ უწევს. თაღლითის
მაღმერთებელ ბრბო რაიმე სიკეთეს ვერ ნახავს. პიესის
ბოლოს ჩნდება სევასტი, რომელიც საბოლოოდ ნათლეს
მოჰფენს სიმართლეს ყვარყვარე მის ნაცვლად დააკავეს,
ისაა ნამდვილი რევოლუციონერი გმირი. ყვარყვარე კი
ტვინნაკლულია და არ არის საშიში ხალხისთვის, ამიტომ
თამამად ათავისუფლებს..
21-ე საუკუნეში ეს თემა კვლავ აქტუალურია
განსაკუთრებით მაშინ როდესაც „ყვარყვარიზმი“, ეს სენი
უფრო მეტ ადამიანს იპყრობს. „ყვარყვარიზმით“
შეპყრობილი ადამიანი იმ ტიპის თაღლითია, რომელმაც
ნებისმიერ ეპოქაში შესაძლოა მიაღწიოს წარმატებას,
ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და რაციონალური განსჯის
უნარი უნდა გაგვაჩნდეს.
პარალელს გავავლებდი მიხეილ ჯავახიშვილის
მოთხრობასთან „ კვაჭი კვაჭანტირაძე“. კვაჭი-მხსნელის
მითოლოგიზებული ფიგურა ქაოტური საზოგადოების
ოცნების და პოეტური წარმოსახვის ქმნილებაა, რომელსაც
ეს საზოგადოება ბრმად ენდობა და ისიც უხვად
სარგებლობს ამ ნდობით.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ „ყვარყვარიზმი“ ეს არის სენი,
რომელსაც შესწევს ხელახლა შობოსა და თვითგანახლების
ძალა, რომელიც საზოგადოების განვითარების ნებისმიერ
ეტაპზე შეიძლება გამოგვეცხადოს.

You might also like