You are on page 1of 1

თითოეულ ადამიანს გააჩნია რაიმე ნაკლოვანება.

ზოგი ცდილობს ამ
ნაკლოვანებების დამალვას, ზოგი კი პირიქით, მათ - აღმოფხვრას. რა თქმა უნდა, მეორე
მეთოდი უფრო რთულია, მაგრამ გაცილებით უფრო სასარგებლო შედეგს გამოიტანს ,
ხოლო დამალული ნაკლოვანება კი საბოლოოდ თავს მაინც გამოიჩენს და მისი
დაფარვაც და მოსპობაც საკმაოდ გართულდება. აქიდან გამომდინარე, არსებობს
მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგის უპირატესობის აღიარება ადამიანს საკუთარი სუსტი
მხარეების აღმოჩენასა და დაძლევაში ეხმარება.

მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან თუ მოწინააღმდეგის უპირატესობას


აღიარებ, ამით იმასაც უშვებ, რომ გაგაჩნია ნაკლოვანება, რის გამოც მოწინააღმდეგე
გჯობნის. თუ ამას არ აღიარებ, მაშინ შენი ნაკლოვანებაც დაიფარება და შემდეგში დიდ
პრობლემებს შეგიქმნის. შენი სისუსტეების არ ცოდნის შედეგად , შენ ვერ შეძლებ
სათანადოდ შეაფასო შენი შესაძლებლობებიც, ამან კი შეიძლება უამრავი პრობლემა
გამოიწვიოს.

მაგალითად მოგიყვანთ სიტუაციას, რომელიც მრბოლელს, სახელად ჯოშუას


გადახდა თავს. ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ერთხელ ის იაპონიაში
იმყოფებოდა რბოლაში ტურნირზე. რბოლის დაწყებამდე მონაწილეებს უფლება ჰქონდათ
სარბოლო ტრასა შეემოწმებინათ. ჯოშუამ დაათვალიერა ტრასა და რთული მოსახვევები
თითქმის არ შეუმჩნევია, გარდა ერთისა. ის ერთი მოსახვევი საკმაოდ საშიში გასავლელი
იყო. ამ მოსახვევთან სხვა ორი მრბოლელი იდგა და ცდილობდა დეტალურად
შეესწავლათ იგი, რადგან შემდეგში რბოლისას მას მათთვის არ შეეშალა ხელი . ჯოშუამ
ჩათვალა, რომ იგი გაცილებით უკეთესი იყო სხვა რბოლის სხვა მონაწილეებზე და არ
დასჭირდებოდა ამ გზის შესწავლა. როდესაც რბოლა დაიწყო ჯოშუამ თავიდანვე ყველას
გაასწრო და იგი თავის პირველობაში სრულიად დარწმუნებული იყო. მაგრამ როდესაც
იგი იმ საშიშ მოსახვევს გადიოდა, მან ვერ შეძლო სათანადოდ მანქანის მართვა , ამის
შემდეგ მანქანა ამოტრიალდა და შენობას დაეჯახა. ამ ინციდენტის შემდეგ ჯოშუამ კისერი
დაიზიანა და ვეღარ შეძლო მრბოლელის მოღვაწეობა გაეგრძელებინა.

ამ ისტორიის მთავარი სათქმელი ის იყო, რომ თუ შენ სათანადოდ არ შეაფასებ


მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, ეს შენთვის შეიძლება სავალალოდ დასრულდეს .
ჯოშუას რომ ჩაეთვალა საკუთარი მოწინააღმდეგეები თავის ტოლად, იმ რთულ მოსახვევს
შეისწავლიდა და საბოლოოდ რბოლასაც მოიგებდა.

დასკვნა ამ ყველაფრისა არის ის, რომ მოწინააღმდეგის უპირატესობა ყოველთვის


უნდა აღიარო, პირველ რიგში ეს მისდამი პატივისცემის ნიშანია , ხოლო შემდეგში კი შენი
წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს იდეალური გზაა იმისთვის , რომ
აღმოვაჩინოთ და შემდეგში გავანეიტრალოთ ჩვენი სისუსტეები.

You might also like