You are on page 1of 2

კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენას“ მოცემულ

ეპიზოდში ფარსმანის პიროვნება ძალიან კარგად გამოჩნდა. ტექსტის


დასაწყისიდანვე ვხედავთ,რომ მას შური,ბოღმა ამოძრავებს,აბრაზებს
ის ფაქტი,რომ არსაკიძემ ამხელა წარმატებას მიაღწია-დიდოსტატად
აღიარეს და მისი ,,ქმნილება“, სვეტიცხოველი, აკურთხეს. ფარსმანი
ვერ ეგუებოდა იმას,რომ მისი ადგილი კონსტანტინემ დაიკავა და
შურისძიება სურდა,სწორედ ეს იყო იმის მიზეზი,რის გამოც
ცდილობდა,მეფე არსაკიძის წინააღმდეგ აემხედრებინა. მას სურდა
კონსტანტინესთვის წაერთმია ის ყველაფერი,რასაც მიაღწია. ისიც
გამოჩნდა,რომ დაკვირვების უნარი აქვს,რადგან ფაქტობრივად
ყველაფერს ამჩნევს,რაც გარშემო ხდება,თუმცა ამ ინფორმაციას
მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. გარკვეულწილად
ფარსმანი პირდაპირ ადამიანადაც შეიძლება ჩავთვალოთ,რადგან
რთულია,იყო გულწრფელი მეფესთან,რომელსაც ძალიან დიდი
ძალაუფლება აქვს,მით უფრო მაშინ, როდესაც ერთხელ სიმართლის
გამო უკვე დაისაჯა. ამ ეპიზოდშიც ვაწყდებით მეფისთვის უვნებლობის
ფიცის დადებას,როგორც ეს ,,სიბრძნე სიცრუეში“, ლეონთან და
,,ვეფხისტყაოსანში“-ავთანდილთან მოხდა. ცხადია,
ადამიანი,რომელიც საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია, მშვიდადაა
და მას აზრადაც არ მოუვა, ვინმეს ავნოს,ფარსმანი კი
სასოწარკვეთილია, გაბოროტებული,რადგან ხედავს,რომ მთელი
ცხოვრება ათას საქმეს მოედო და მაინც ვერ იპოვა თავისი
ადგილი,ახლა კი იმ სტატუსს და საქმესაც ართმევენ,რაც ჰქონდა.
ზუსტად ამის გამო მას უნდა თავი იმით მაინც დაიმშვიდოს,რომ თუ მას
არ ექნება ის,რაც სურს,სხვასაც წაართვას. ფარსმანი არის
შურიანი,მანიპულატორი ადამიანის სახე,რომელიც ბოროტების
სიმბოლოდაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ამ ეპიზოდში მეფე გიორგის ვხედავთ,როგორც მეფესა და მიჯნურს.


როგორც მმართველი,იგი ფარსმანთან ლაპარაკისას გამოჩნდა.
გარკვეულწილად შეიძლება ჩითვალოს,რომ იგი ფარსმანს წარსულში
არასამართლიანად მოექცა,როდესაც შანდლის ქურდობა დააბრალა,აქ
ვხედავთ,რომ მეფემ ფიცი გატეხა,ამასთან საკუთარი ძალაუფლებით
ბოროტად ისარგებლა და ადამიანი სიმართლის თქმის გამო დასაჯა.
ტექსტში გიორგი,როგორც მიჯნურიც ჩანს. ის ეჭვიანია, ემოციური,
ფეთქებადი და როცა საქმე სიყვარულს ეხება, სუბიექტურიც -გიორგიმ
შეიძლება პირად გრძნობებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.
იმასაც ვხედავთ,რომ იგი არსაკიძეს მეტოქედ აღიქვამს და მარტივად
შესაძლებელია,შორენას სიყვარულის გამო დასაჯოს.
ტექსტში გამოჩნდა ფარსმანისნაირი ადამიანების სახე,რომლებსაც
შეუძლიათ სხვებს ძალიან მარტივად და უსამართლოდ დაუნგრიონ
ცხოვრება, საინტერესოა თავად მეფისა და მსახურის
დამოკიდებულებაც,ის,რომ გიორგიმ იგი სიმართლის გამო დასაჯა,რაც
მეფეებისთვის დამახასიათებელი იყო - ისინი ზოგჯერ ძალიან
ბოროტად იყენებდნენ საკუთარ ძალაუფლებას,რასაც ქვეშევრდომების
უნდობლობა მოჰყვებოდა. ტექსტი სიყვარულის თემასაც ეხმიანება.
გამოჩნდა,რომ მეფედ ყოფნაც არ არის საკმარისი იმსთვის,რომ იყო
ბედნიერი და ის გყავდეს გვერდით,ვინც გიყვარს. თავად სამეფო კარზე
მომხდარი მოვლენების სიბინძურესაც ვხედავთ,სადაც ადამიანური
ურთიერთობები ფასს კარგავს და ყველა მაინც საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს,ივიწყებს მორალს,რის
ძალიან კარგი მაგალითიც,ფარსმანია.

ავტორი საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად იყენებს სხვადასხვა


მხატვრულ ხერხს,მათ შორის,ეპითეტებს: ,,ბებერო“; ,,ცუდ ამბავთა“,
,,მახვილი თვალი“. ფარსმანისა და მეფის დიალოგისას ვხვდებით
ქარაგმულად,მეტაფორულად ნათქვამ სიტყვებს,რომლებშიც არსაკიძე
და შორენა იგულისხმება: ეგ მოკვერები და ლეკვები
ძუძუმტეებია,მეფევ ბატონო“.ტექსტში გვხვდება მეტაფორაც
,,შანდლების ქურდის“ სახით- იმ ადამიანის,რომელმაც მეფისთვის
სიმართლის თქმა გაბედა და ამის გამო დაისაჯა. კონსტანტინე
გამსახურდია სათქმელს დიალოგის სახით
გადმოგვცემს,ამასთან,დიდი ადგილი უჭირავს პერსონაჟების
ფსიქოლოგიური პირტრეტის დანახებასა და მათი ქმედებების მიზეზთა
აღწერას. ტექსტში გვხვდება იმ დროისათვის დამახასიათებელი
მეტყველება,რის დასტურიცაა სიტყვები: ,,გწადია“; ,,ფრიად“ და სხვ.
მოცემულ ეპიზოდში ფარსმანი გიორგის რიტორიკულ შეკითხვას
უსვამს: ,,უფლისციხეში ბრძანდებოდი მიწისძვრის დროს,მეფევ
ბატონო,არა?“; ,,გატოლებაო?“

You might also like