You are on page 1of 3

,,დიდოსტატის მარჯვენის“ მოცემულ ეპიზოდში გამოიკვეთა კონსტანტინე

არსაკიძის სახე. ამ მონაკვეთით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის რამდენიმე


თვისებაზე-პირველი,რაც დასაწყისშივე ჩანს,არის ის,რომ მართალია,
არსაკიძეს არ ევალება ყოველდღე მშენებლობაზე გამოცხადდეს და
სხვებთან ერთად მშენებლობაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა,მაგრამ
ზუსტად ამას აკეთებს-ვხედავთ,რომ შრომას არ თაკილობს,თავისი
პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს და არც ჟამიანობა და სიკვდილის
შიში ხევს უკან. ლაზებთან მონოლოგისას არსაკიძის სხვა თვისებებსაც
გაესვა ხაზი,პირველ რიგში კი იმას,რამდენად კარგი ორატორია
იგი,როგორ შეუძლია ადამიანებზე საკუთარი სიტყვებით გავლენა იქონიოს
და ამასთან, იყოს ყველასთვის მაგალითის მიმცემი და საკუთარ სიტყვებს
საქმითაც ამტკიცებდეს. ის მოუწოდებდა ხალხს, ეშრომათ,ემუშავათ,
დარჩენილიყვნენ ერთმანეთისა და სამშობლოს ერთგულებად,რა
პრინციპებითაც თავადვე ცხოვრობდა.

შემდგომ მონაკვეთში ვხედავთ,რომ ტკივილის მიუხედავად,არსაკიძე


მაინც ძვრება ხარაჩოებზე,რაც ამტკიცებს,რამდენად უყვარს თავისი საქმე
და რამდენად უმნიშვნელოა ნებისმიერი წინააღმდეგობა,რომელმაც
შეიძლება ხელი შეუშალოს მის ჩართულობას სვეტიცხოვლის შენებაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი კი ისაა,როდესაც კონსტანტინე
იგებს,რომ ჟამით ერთ-ერთი მუშა დაავადდა,ხოლო დანარჩენები
შიშისგან ერთმანეთს მიაწყდნენ და საბოლოოდ უნებურად ადუღებული
წვნიანი გადაისხეს სხეულზე. ამ ეპიზოდში არსაკიძე არ იბნევა,მას
შეუძლია სტრესულ სიტუაციაში მარტივად მონახოს გამოსავალი და
გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს. ის თავისი ხელით ხდის
დამდუღრებულებს ტანსაცმელს და ზედ მარილს აყრის,რათა მათ უარესი
დამწვრობა ააცილოს თავიდან. ხაზგასასმელი კი ის არის,რომ
მაშინ,როდესაც ეს ადამიანები ჟამით დაავადებულის ფარდულში იყვნენ
და შიგნით შესვლას შიშით ვერავინ ბედავდა, არსაკიძეს უკან არც ერთი
წუთით არ დაუხევია. ვფიქრობ,ამის მიზეზი ის იყო,რომ როგორც მათი
წინამძღოლი,აქაც ღირსეულ მაგალითს აძლევს
სხვებს,პასუხისმგებლობას იღებს იმ ადამიანებზე,რომლებიც
სვეტიცხოვლის მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას და როდესაც
ხედავს,რომ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებათ,ავიწყდება ყველა ის
საფრთხე,რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს და მათ
დასახმარებლად მიდის. ამ ეპიზოდში ყველაზე კარგად გამოჩნდა
რამდენად ღირსეული პიროვნებაა კონსტანტინე არსაკიძე და
ამასთან,ნამდვილად მამაცი ადამიანი,რომელიც სიკვდილის შიშზე მაღლა
ადამიანებს,მათ დახმარებას,გადარჩენას აყენებს. ვფიქრობ,იმასაც უნდა
მივაქციოთ ყურადღება,რომ მას არ სურდა ჟამით დაავადებულთან
სიახლოვის შემდეგ,მეფეს ხლებოდა და მისთვის საფრთხე შეექმნა,რაც
ამტკიცებს,რომ ბევრი ფხოველისა და ლაზისგან განსხვავებით,
კონსტანტინე უფრთხილდება მეფის სიცოცხლეს,მან კარგად იცის,რომ
ქვეყანა დაიღუპება მის გარეშე და ცდილობს მის სიცოცხლეს საფრთხე არ
შეუქმნას. მის სიმამაცეს თავად მეფე გიორგიც აღნიშნავს:

,,ხუროთმოძღვრების დიდოსტატი დიდი ვაჟკაციც ყოფილხარო,ლაზო.“

მოცემული მონაკვეთიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ


იმაზე,როგორი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა იყო ამ დროს
ქვეყანაში. ვხედავთ,რომ საქართველოს ბერძნებთან და სარკინოზებთან
აქვს დაპირისპირება,მაგრამ ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამღუპველი ის
შიდადაპირისპირებაა,რომლის თავიდან აცილებასაც მეფე გიორგი
ცდილობს. ფხოველები მეფის ხელისუფლებას
უჯანყდებიან,აჯანყებულებიდან ერთ-ერთი კი ყველისციხის
პატრონია,რომელმაც თავისი ,,თავაწყვეტილი“ ბუნებიდან გამომდინარე,
შესაძლოა ჟამიანობისას ქორწილის გადახდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ამ
ერთი პერსონაჟის თვისებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ
თავად აჯანყებულებზეც,რომლებიც ნაკლებად ფიქრობენ იმ
შედეგებზე,რაც მათ ქმედებებს მოჰყვება და რეალურად არც ისე
გონივრული ნაბიჯების მიღმა არც დიადი მიზანი
იმალება,სავარაუდოა,რომ მათ უბრალოდ მეფის პროვოცირება სურთ. რა
თქმა უნდა, ერთ ფრონტზე საქართველოს გარე მტრებთან,მეორე
ფრონტზე კი, შიგნით-აჯანყებულებთან ბრძოლა ქვეყანას ასუსტებს და მას
საშინელ მდგომარეობაში აგდებს,რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ
ფონზე- იმ ღარიბ,გაჭირვებულ მონებზე,რომლებიც სვეტიცხოვლის
აშენებაში იღებენ მონაწილეობას, მათთვის მთავარი ღირებულება თავის
გატანა, თვითგადარჩენაა და შესაბამისად, ძალიან მარტივია დააფრთხო.

ჩემი აზრით, ამ ეპიზოდით კონსტანტინე გამსახურდიამ წარმოდგენა


შეგვიქმნა საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობაზე. ამასთან
ერთად, ეს ეპიზოდი წარმოდგენას გვიქმნის იმ სოციუმზე,რომელიც მაშინ
ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა და მათ ფონზე ღირსეულ ადამიანის-
კონსტანტინე არსაკიძის პიროვნებას უსვამს ხაზს.

კონსტანტინე გამსახურდია ,,დიდოსტატის მარჯვენით“ გვახსენებს მეფე


გიორგისა და მის მოღვაწეობას,ღვაწლს სამშობლოს წინაშე. იგი
ისტორიული რომანით ცდილობს, ქვეყნის ყველა ის პრობლემა
წამოჭრას,რის წინაშეც მის თანამედროვეობაშიც იდგა ქართველი ერი.
მისი სტილი თავს გვამახსოვრებს პერსონაჟთა ფიქრების აღწერით,
სიტუაციებით,რომლებიც ნათლად გამოხატავს მათ პიროვნებას. ავტორი
ტექტს ამდიდრებს მხატვრული საშუალებებით,კერძოდ, ეპითეტებით:

ღარიბ ხალხს; საწყალობელ დედაშენს; ზარმაცებსა და მშიშარებს უმალ


ეწვევა იგი,ვიდრე მამაცებსა და გამრჯელებს-ამ სიტყვებში შედარებასაც
ვხვდებით.
ტექსტში გვხვდება იდიომები:

თავს ნუ გადააყოლებ

შენზე ამოსდისო მზე

ნონაი

გამსახურდია ტექსტში მეტაფორებსაც იყენებს:

უფლის სახლს-როდესაც ნონა სვეტიცხოველზე საუბრობს

საქართველო ჩვენი დედაა ლაზებო-არსაკიძის მონოლოგისას,როდესაც


იგი მონებს ქართველებისა და საქართველოს მნიშვნელობაზე ესაუბრება

მოცემულ ეპიზოდში გვხვდება გამეორებაც:

მართალს ბრძანებს,მართალს ბრძანებს ოსტატი

კონსტანტინე გამსახურდიასთვის უცხო არ არის არც არქაიზმები:

მშიშარები (მშიშრები),თავათ (თავად), ნონაი

ფიქრებში ჩაძირული არსაკიძე საკუთარ თავს რიტორიკულ შეკითხვას


უსვამს:

განა დედა ყველაზე საყვარელია ამ ქვეყანაზე?

You might also like