You are on page 1of 5

მერანი - ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექს “მერანში” საუბარია პიროვნულ თავისუფლებასა და


ბედთან ჭიდილზე. ლექსის ლირიკული, გმირი ანუ ავტორი მოუწოდებს მერანს რომ
გადალახოს ბედის საზღვარი. იგი არ უშინდება “შავ ყორანს” ავ ბედისწერას. ავტორი მზადაა
ყველაფრისთვის,მას შეუძლია დატოვოს სამშობლო, ოჯახი, თანატოლები და უპატრონოდ
მოკვდეს ოღონდ მოიპოვოს ნანატრი თავისუფლება. იგი გაწამებულია და იცის რომ ბედთან
ბრძოლას შეეწირება როგორც მრავალი სხვა მაგრამ მაინც კარგს ხედავს. ავტორმა იცის რომ
ფუჭად არ ჩაივლის მისი “განწირულის სულისკვეთება” და პოეტის გავლილი გზა მომავალ
თაობას ცხოვრებას გაუადვილებს. ლექსის მთავარი სათქმელი პიროვნული თავისუფლების
მნიშვნელობაა ადამიანის ცხოვრებაში. ნაწარმოები გვასწავლის რომ არ უნდა დავემონოთ
ბედს და ვიზრძოლოდ უკეთესისაკენ რათა სრულფასოან ადამიანაად ვიგრძნოთ თავი.
ავტორი თავისი სათქმელის უკეთ გადმოასცემად იყენებს არაერთ მხატვრულ
საშუალებას. მეტაფორა “მერანი” აღნიშნავს ცხოვრებასთან ბრძოლას, ხოლო “შავი ყორანი” ავ
ბედისწერას. მწერალი ასევე იყენებს ეპითეტებს – ” მოუტმენელი,თავგანწირული” რომელიც
აღწერს ლირიკულ გმირს და მის სულისკვეთებას. ბარათაშვილის მსგავსად უამრავი
ადამიანი ცდილობს შეიგრძნოს თავისუფლება. მართლაც ბევრია იმაზე დამოკიდებული თუ
რამდენად ტავისუფლად გრძნბს თავს ადამიანი. ყველამ უნდა იბრძოლოს სრულფასოვანი
ცხოვრებისთვის. სწორედ მაშინ შესზლებს ის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის, ფიქრნი მტკვრის პირას, გარჩევა


წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..
თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
ეს ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილმა 21 წლის ასაკში დაწერა. რისი თქმა შეიძლება ამ
გენიოსი ახალგაზრდა პოეტის შესახებ? საიდან ჰქონდა მას ამ ასაკში, როცა გართობაზე უფრო
მეტად ფიქრობენ, ამხელა სიბრძნე? ეს ლექსი მეტყველებს, იმაზე, რომ მას კარგად ჰქონდა
შესწავლილი საღვთო წერილები. მესამე სტროფში პოეტი ლაპარაკობს ცხოვრების ამაოებაზე.
თუ პარალელს გავავლებთ ბრძენი სოლომონის ეკლესიასტესთან, იქაც ლაპარაკია
წუთისოფლის ამაოებაზე.
ადამიანს სურვილები ერთმანეთის მიყოლებით რომ უსრულდებოდეს, მაინც არასოდეს
გამოილევა ისინი, რადგან ღმერთმა მარადიულობა ჩადო მათ გულებში. (ეკლესიასტე 3. 11.)
მეოთხე სტროფში ლაპარაკია მეფეთა გაუმაძღრობაზე, რომლებიც იღწვიან ახალ-ახალი
ტერიტორიების დაპყრობისთვის და ავიწყდებათ, რომ როცა იქნება თავადაც მიწად იქცევიან.
ადამიანის სიცოცხლის დრო ხომ შეზღუდულია.
მეხუთე სტროფში ნათქვამია; მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს, მაშინ
ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?
როგორც ჩანს პოეტი ფიქრობდა, რომ ოდესმე ცხოვრება შეწყდება და აღარავინ იარსებებს.
ამ აზრს შეიძლება მეცნიერები დაეთანხმონ, რომ ჩვენ ახლა კოსმოსის აყვავების ხანაში
ვცხოვრობთ, რომ ოდესმე მზეც ჩაქრება, როგორც ქრებიან ვარსკვლავები, მაგრამ მე უფლებას
ვიტოვებ იმედი ვიქონიო, რომ ღმერთს სხვა გეგმები აქვს ადამიანთან
დაკავშირებით…(დაბადება 1. 28.)
და ბოლო სტროფი; არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში
და სოფლისთვის არა იზრუნოს!
ეს სიტყვები ნიშნავს; მიუხედავად წუთისოფლის ამაოებისა, ცოცხალი ადამიანი უნდა
ზრუნავდეს ყველა იმ საჭიროებისათვის, რაც მას სჭირდება ცხოვრების მანძილზე. მოდი
ვნახოთ რა სჭირდებოდა ბარათაშვილის დროს ადამიანს; ეს იყო სახლი, მიწა-სარჩო
საბადებელის მისაღებად, ცხენი გადასაადგილებლად და თოფი თავდასაცავად. ახლა რა
სჭირდება ადამიანს? ესენია; სახლი-საცხოვრებლად, ტელეფონი და ინტერნეტი
ინფორმაციისთვის და კავშირის დასამყარებლად სხვა ადამიანებთან, მანქანა
გადასაადგილებლად და რა თქმა უნდა ტანსაცმელი და საკვები. აი, რაზე უნდა იზრუნოს
ადამიანმა ჩვენს დროში. თუ კიდევ დავაზუსტებთ; უნდა მოახერხოს რომ სახლის გარეშე არ
დარჩეს, ტანსაცმელი იმდენი ჰქონდეს, რომ შიშველმა არ იაროს და საკვები იმდენი ჰქონდეს,
რომ მშიერი არ იყოს. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა შეეძლოს, დანარჩენი მის ნიჭსა და
მუყაითობაზეა დამოკიდებული.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის, “შემოღამება მთაწმინდაზედ”, შესახებ

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს


ლექსი - „შემოღამება მთაწმინდაზედ“. ეს ლექსი 1833 წელსაა დაწერილი, მაშინ, როდესაც
ნიკოლოზ ბარათაშვილი 16 წლისაც არ იყო, თუმცა მის წლოვანებას და ნაკლებ
გამოცდილებას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ შექმნილიყო უძლიერესი, ძალიან ღრმა და
ემოციური ლექსი. ბარათაშვილის შემოქმედების ეს გენიალური ლექსი მთლიანად
რომანტიკული განწყობილებისაა. მკითხველში ლექსი შესავლიდანვე იდუმალების განცდას
ბადებს მთაწმინდის „დამაფიქრველი, ვერანა, იდუმალი“ შემოგარენის ასახვით. სულის
შემძვრელ გარემოს ამშვენებს „ცვარნი ციურნი“ და ციაგი ცისა. ამით პირველი სტროფიდანვე
შემოაქვს პოეტს მიწისა და ზეცის დაპირისპირება. მიწიერი სილამაზე ზეციურის ანარეკლია,
რადგან ისინი წმიდა ტაბლას ემსგავსებიან და გუნდრუკის სურნელს აფრქვევენ. ლექსის
დასაწყისი გვამზადებს უმთავრესი დაპირისპირების გასააზრებლად. საწუთრო -
სასუფეველი, ამაოება - მარადისობა, ნაღველი - ნეტარება. აქ საინტერესოა, რომ ავტორის
ემოციები, შინაგანი განცდები წარმოდგენილია სინამდვილის სურათებთან ერთად და
ყოველივე ამის ერთიანობა, კი საოცარ ემოციურ მთლიანობას ქმნის. ამ ლექსში
ბარათაშვილმა მთლიანად წარმოადგინა თავისი შინაგანი, სულიერი სამყარო. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ბარათაშვილი ერთნაირი უშუალობით, სიზუსტით აღიქვამს რეალურ
საგნებსა და სულიერ მოვლენებს. „თავისი ფორმით ეს ლექსი არის აღსარება და, ამასთან
ერთად, იგი ინტონაციურად ლოცვასაც გვაგონებს. ამის კარგი მაგალითი პირდაპირ
პირველივე სტროფში გვხვდება. „ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ“. ამგვარი ორმაგი
მიმართვა თითქოს ქრისტიანული ლოცვის დასაწყისს იმეორებს“ - წერს გურამ ასათიანი.
ამ ლექსში ვერ შევხვდებით ისეთ ადგილებს, რომლებიც ამოვარდნილია ლექსის საერთო
მდინარებიდან. თითოეული ნიუანსი ერთმანეთში გადადის და საერთო მთლიანობის
ნაწილი ხდება. აქ პეიზაჟს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პეიზაჟში კი ცის მნიშვნელობას
ძალიან დიდი ადგილი აქვს. ცის პეიზაჟები აქ გამოყენებულია ისე, როგორც გარე-
სინამდვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონპონენტი, განუყოფელი ნაწილი რეალური
მშვენიერებისა. ამგვარი ელემენტი პოეზიაში გარკვეული სიახლე იყო, ვინაიდან ქართულ
კლასიკურ ლირიკაში, ძირითადად, ცის ელემენტი პირობითი პოეტური სახეების
შესაქმნელად გამოიყენებოდა. გარდა ამისა, გურამ ასათიანი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ
ბარათაშვილს წინამორბედთაგან განსხვავებით, განვითარებული აქვს ჰაერის მძაფრი
შეგრძნება, რეალური საგნები აქ დანახული არიან არა ცარიელ სივრცეში, არამედ იმ
თავისებურ ელფერში, რომელსაც მათ შემოღამების ჰაერი აძლევს: ბინდში, ციაგში, ყვავილთა
მიერ დაკმეულ გუნდრუკში, მაისის მწუხრში. ლექსი რომ მთლიანად რომანტიკულია და
ყველა მისი ნაწილი ამაზე მეტყველებს, უკვე ვთქვით, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ლექსში
ჩანს მიწიერი ტვირთისაგან გათავისუფლება. აქ ყველაფერი მიწიდან ცისკენ არის
მიმართული. ამასთანავე, აქ იგრძნობა სამყაროს იდუმალ და მარადიულ ძალებთან სულიერი
დაკავშირებაც. აქედან გამომდინარე, ამ ლექსის პოეტურ განწყობილებაში მთავარია
რომანტიკული ამაღლება. ამის გვერდით, ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ ჩანს და
იგრძნობა კიდეც შინაგანი ბრძოლის ტენდენციაც.
„აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,

მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!


მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის–თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს ის ამაოება...“
მიუხედავად ამ შინაგანი გაბრძოლებისა, მთელი ლექსის განწყობილება მაინც
ნაღვლიანია და მიუღწეველი. თითქოს ესეც კი განუხორციებელი ოცნების სევდიანი
შეგრძნებებით არის სავსე. თუ დავაკვირდებით ლექსის ფინალს, ვნახავთ, რომ აქაც იგრძნობა
გარკვეული სევდა. ფინალურ ნაწილში ოპტიმიზმსაც ხედავენ, თუმცა ამასთან ერთად, ეს
ადგილი სინამდვილესთან შერიგებაზე მეტყველებს და არა მასთან შებრძოლებაზე. გურამ
ასათიანი წერს - „იმედი, ნუგეში, აქ გამოთქმულია თითქმის იმავე სევდიანი კოლოთი,
რომელიც მთელ ლექსს გასდევს, რადგან ეს არის არა ბედისწერის დაძლევის გამომხატველი
განწყობილება, არამედ თვით სამყაროს კანონზომიერებაში რაღაც მასთან შემრიგებლის,
შემგუებლის აღმოჩენის ცდა“:
„ ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“
გურამ ასათიანი ძალიან საინტერესოდ აღნიშნავს იმასაც, რომ აქ ჯერ კიდევ არ არის
ბედთან შეჭიდების მოტივი ისეთივე განვითარებული და სრულყოფილი, როგორც „მერანში“
გვხვდება შემდგომ. ამის გამოა, რომ არ არის ტრაგიზმიც, რომელიც „მერანის“ ოპტიმიზმს,
მის შეურიგებელ, დაუოკებელ, დაუმარცხებელ განწყობილებას განსაზღვრავს.
აგრეთვე საინტერესოა, ლექსის სტრუქტურაც. აქ ერთმანეთს ენაცვლება
თოთხმეტმარცვლიანი და ოცმარცვლიანი ლექსი. პირველი მათგანით დაწერილი სტროფი
უფრო პათეტიკურია, ხოლო მეორეთი - უფრო აღწერილობითია. შეიძლება ითქვას, რომ ამ
ლექსში თითოეული სიტყვა, ფორმა, თითოეული ფრაზა ორგანულადაა შეზრდილი მის
შინაარსთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ბარათაშვილის ამ ლექსში ვხვდებით წყვილ, ჯვარედინ
და შინაგან რითმებს. ამის გამოა, რომ კონკრეტულ სქემაზე ლაპარაკი ჭირს, ვინაიდან პოეტს
არჩეული არ აქვს ერთი კონკრეტული სტილი. ამის გამო, კანონზომიერებებზე საუბრის დროს
უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი, რაც პოეტურ
სტილსა თუ კანონზომიერებებს ქმნის, პოეტის შინაგანი, სულიერი, განცდებია.
გრიგოლ კიკნაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე ამბობს, რომ თუ ბევრი
რომანტიკოსის შემოქმედება მოქანცული და იმედგაცრუებული ადამიანის გრძნობებსა და
შეხედულებებს გადმოსცემდა, ბარათაშვილის პოეზიისათვის დამახასიათებელია უკეთესი
მომავლისაკენ სწრაფვა. პოეტს ყოველთვის ჰქონდა სიცოცხლის წყურვილი, რომელიც
მომავლის იმედს უნერგავდა და სევდას უქრობდა. იგი საიმედოსა და სასიხარულოს ეძებდა
ყველგან, როგორც ბუნების წიაღში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში. ეს ძიება ყოველთვის
ნაყოფიერი არ იყო. ამის მიუხედავად, პოეტი ძიებაზე უარს არასდროს ამბობდა. როგორც
გრიგოლ კიკნაძე წერს: – მას სჯეროდა რომ, ბოლოს და ბოლოს, „გათენდება დილა მზიანი და
ყოველს ბინდსა ის განანათლებს“.
გერონტი ქიქოძე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ შესახებ
წერს - „ ქართული შემოქმედი სულის ამ უდიდეს ძეგლში ბარათაშვილმა განსაცვიფრებელი
პოეტური სიძლიერით „ადგილნი ვერანანი და უდაბურნი“ გარდააქცია მისტიკური და
წინააღმდეგობის შინაგანი ბრძოლების ტანჯული სულის გამომხატველ სარკედ“. აქედან
კარგად ჩანს, რომ ბარათაშვილის ბუნება სავსეა მწუხარებითა და სევდით. ასევე, გერონტი
ქიქოძის მიხედვით, პოეტის ბუნება აღსავსეა რაღაც გამოუთქმელი მისტიკური
იდუმალებით. მდუმარე და ღრმად ჩაფიქრებულია. ის გულს მოკვდავს ავიწყებინებს
საწუთროებას, ამა სოფლის ამაოებას და ათასჯერ უფრო უბედურს ხდის იმას, ვინც ვერ
პოულობს „სადგურს, ზენაართ სამყოფს“ ან არა სცნობს „განგებას ციურს““.

You might also like