You are on page 1of 2

პიროფლიანები და სახენათლიანები ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონში “

„ბახტრიონი“ არის ვაჟა-ფშაველას  პოემა,რომელშიც


აღწერილია 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება.

ვაჟა-ფშაველას პოემის „ბახტრიონის“ თითეულ წევს შეიძლება ეწოდოს


პიროფლიანები და სახენათლიანები . პიროფლიანი არის მთაშ მიღებული სახელი ,
რომელიც ეკუთვნის პიროვნებას, რომელიც უამრავჯერ მოუდენიათ სახეზე ოფლი
სამშობლოს გამო, შრომისა თუ ბძოლის დროს, რომლებიც ყოველთვის მზად არან
მოემსახურონ საკუთარ სამშობლოს, სახენათელიანები კი არიან ადამიანები ,
რომლებსაც გააჩნიათ დიდი სულიერი მადლმოსილება. ვაჟა-ფშაველას ყოველი
პერსონაჟის განაწილება შეიძლება ამ ორ ჯგუფში. ავტორ პოემაში ყავს გამოყვანილი
პერსონაჟები, რომლებიც მარადიულად მზად არან ქვეყანას ემსახურონ და მალამოდ
დაედონ მის წყლულს, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს შეწირონ ქვეყანას
სიცოცხლე თუ ამის საჭიროება იქნება, განურჩევლად ქალისა თუ კაცისა.

პიროფლიანებში ღვაწლით შეიძლება გამოიყოს ზეზვა გაფრინდაული , ვაჟა მისი


პირით ამბობს მნიშვნელოვან სათქმელს.

ლაშქრობამ ჩამამაბერა,

ძაღლ-უმადურად გდებამა,

სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია,

ძუძუს მამსხლიტა დედამა.

ამ სიტყვებით ავტორი ასახავს ყოველი ქართველის ცხოვრებას, თუ როგორ


იზრდებიან ქართველი ყმაწვილები, რომ მათ ყწევთ უამრავი ბრძოლა გამოუვლია
საქართველოს და მამაკაცი დაბადების პირველივე დღიდან სიკვდილის ბოლო
დღემდე ხმლით ხელშ იქნება.

ვაჟა-ფშაველას მის პოემაში ყავს გამოყვანილი უამრავი პიროფლიანი , ხალხი ,


რომელიც ქვეყნის ყოველ გასაჭირში ხალხი ხმალს კიდებს ხელს და მათი ხმა მთებს
შეაზრიიალებს მთებს. მის პოემაში არის ქვეყნის დასაცავად პიროფლიანების ერთობა .
ის გვიხატავს პიროვნებებს, რომლებიც საფლავშიც კი არ ისვენებენ და უფლის წინაშე
წარმდგარებიც კი თავიათი ქვენის სასიკეთო საქმეზე ფიქრობენ.

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.

„ბახტრიონში“ როდი არიან მხოლოდ პიროფლიანი კაცები, ასევე აან ქალებიც,


როგორიცაა სანათა და ლელა. სანათა, რომელმაც შვიდი შვილი და ქმარი ერთად
დაასაფლავა, რომელიც ორ კვირას მხოლოდ მათ საფლავებს თხრიდა. ის არის
ადამიანი, რომელსაც სიკვდილის გარდა არაფერი დარჩენია. ის ფიქრობს რომ
რსადგან ის უფალმა ცოცხალი დატოვა ის არის საჭირო ქვეყნისთვის. მან უნდა
იცოცხლოს ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება უფლის მოშიშ ადამიანს. ის პირობას
იძლევა, რომ ამდენ გასაჭირგამოვლილი სათითაოდ დაივლის სახლებს, მოაგროვებს
ლაშქარს და თუ ქართველები მტრებზე გაიმარჯვებენ ის ჩაიცვამს ჭრელ კაბას .

მეორე სახენათელიანი ქალი არის ლელა, ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება კაცების
გვერდით იბრძოლოს და მისვლისას აბუჩად კი იგდებენ და დასცინიან მას, ფიქრობენ
რომ მისი ბრძოლა საჭირო არ იქნება. ლელას ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია
იმით, რომ მისი ძმები დახოცილები არიან, დედა კი ტყვედ ყავთ, მამას კი არ შესწევს
ძალა რომ იბრძლოს. ის უხსნის ლაშქარს არსებულ სიტუაციას, ეუბნება, რომ მათ ვერ
გააკვირვებს ხმლის ქნევით, თუმცა ასევე დასძენს რომ უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია
მაშნ როდესაც სიზმარი და ცხადი არეული აქვს. სწორედ ლელას სილამაზე აძლევს
ლაშქარს იმის შესაძლებლობას რომ ქართველებმა აიღონ ბახტრიონი ელვისებური
სისწრაფით.

ასევე პიროფლიანი არის კვირია, კვირია, რომელიც თვითონვე ამბობს, რომ არ აქვს
ისეთი ძალა, როგორც დანარჩენებს, თუმცა ეს ყოველივე არ აძლევს მას იმის
უფლებას, რომ გულხელდაკრეფილმა უყუროს მათ, სწორედ მან შეაგროვა ლაშქარი
და მან გააღო მოხერხებულობით ციხის კარები.

ლუხუმი ასევე არის პიროფლიანი, მას აკისრია უმთავრესი მისია ნაწარმოებში . ის სხვა
ყველა პიროფლიანის მსგავსად არის ძლიერი, უამრავ ომში მიუღია მონაწილეობა და
ასევე დამშვენებულია სულით გონებით და გულით. ის არის სახენათლიანიც . მისი
სახენათლიანობა ჩანს ლელასთან საუბრისას, როდესაც ის მას მამასავით ესაუბრება .
ჩამნს როდესაც კვირიას გასაჭირს იზიარებს. ის მტერშიც კი ხედავს ჩვეულებრივ
ადამიანს და ებრალება ის სიკვდილისთვის. სწორედ ამ თვისებებით უთანასწორდება
ის სახენათელიანებს. ის ერთბაშად არის სახენათლიანიც და პიროფლიანიც .

ეღირსებაო ლუხუმსა

ლაშარის გორზე შადგომა!

ამ მონაკვეთშ ლუხუმი არის საქართველოს სიმბოლო, და სწორედ ამ სიიტყვებით


გვეუბნება ვაჟა რომ საართველო აღდგება და გაიმარჯვებს.

You might also like