You are on page 1of 2

ნიკოლოზ ბარათაშვილი

„სული ობოლი“
ანალიზი
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ეპოქისადმი
შეურიგებლობის გამომხატველია. პოეტი უკმაყოფილო იყო არსებული
საზარელი ცხოვრებით. არსებული პოლიტიკური რეჟიმი მეამბოხე
სულის ადამიანს ძალით იმორჩილებდა, გასაქანს არ აძლევდა,
თავისი მარწუხების ქვეშ აქცევდა.
ბარათაშვლის სევდა-ნაღველი ამავე დროს კაცობრიობის სევდა-
ნაღველის გამომხატველია. კაცობრიობის სიდუხჭირის გამო წუხდნენ
ბაირონი, ლერმონტოვი, და სხვა.
ბაირონი ინგლისელია, იგი საბერძნეთში იბრძოდა, ლერმონტოვი
რუსი პოეტი სამარცხვინო ბოძზე აკრავდა უმაღლეს არისტოკრატს.
ბარათაშვილი მოშორებული თავის მიწა-წყალს უცხო მიწაზე
სიკვდილს წინასწარმეტყველებდა. ისინი პატრიოტები იყვნენ
თავიანთი ქვეყნისა, მაგრამ მათ ქვეყანაში გაბატონებული საშინელი
სინამდვილე ერთნაირად ეწეოდათ „საოცნებო ქვეყნის“ საძიებლად.
ერთნაირად იბრძვიან ნიჭის ჯალათის წინააღმდეგ და მიისწრაფიან
უმაღლესი იდეალისკენ.
ნ.ბარათაშვილმა ლექსში ოსტატურად გვიჩვენა სულიერად მაღალი,
მტკიცე, შეურყეველი, მაგრამ უდროობის გამო „მარტოდ შთენილი“
ადამიანის სულიერი ობლობა.
სულიერი ობლობა უდედმამობის, უთვისტომობის საპირისპირო
ცნებაა. იგი დამთრგუნველია, შემზარავია, მრუშე სიცარიელეა.
ნათესავ-მეგობართ დაშორება ტკივილს ბადებს, მაგრამ არა
მოურჩენელს, მეგობარი სხვა მეგობარმა შეიძლება შეცვალოს, მაგრამ
სულით ობოლი ადამიანი განწირულია მარტოობისთვის.
სულიერი ნათესაობა ეს არის ფიქრთა და ზრახვათა ერთობლიობა
იგი აღემატება სისხლისმიერ ნათესაობას. სულიერი თანაზიარების
გამომხატველია გრიგოლისა და მისი მოწაფეების ძმობის
დასახასიათებლად. წარმოთქმულ სიტყვებში თითქოს ერთი სული
ოთხთა გუამდია დამკვიდრებული.
პოეტის კეთილშობილური მისწრაფებები, სამშობლოს უბედობით
გამოწვეული სევდა, დაუცხრომელი ძიება ჭეშმარიტებისა გაუგებარი
იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის. პოეტის ნათელი მიზნები
იმსხვრევა და დაუკარგავს ნდობა ამ სოფლისა.
ადამიანს განწირულობის განცდა მაშინ ეუფლება, როცა ღვთისგან
მიტოვებულად იგრძნობს თავს, უღმერთოდ ადამიანი უბედურია,
სასოწარკვეთას ეძლევა, უღმერთოდ ადამიანი პირქეში სიცარიელის
წინაშე დგას ერთადერთი რასაც ამ სიცარიელის ამოვსება შეუძლია
პირველკაცთან მიახლოებაა.

You might also like