You are on page 1of 2

,,ხმა დუმალი’’

,,ხმა იდუმალი’’ ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთ-ერთი უნიკალური ლექსია, რომელიც


აღწერს გაურკვევლობაში მყოფი პოეტის გრძნობებსა და განცდებს.

ტექსტი იწყება კითხვით:,,ვისი ხმა არის ეს საკვირველი?’’ ამ ერთი წინადადებიდან ჩვენ


შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეტის გაურკვევლობის მიზეზი არის ხმა, რომელიც მას მუდამ
ჩაესმის.მეორე კითხვა, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილმა დასვა არის: ,,რად აქვს გულს
ესე ჩუმი ნაღველი?’’ ამ კითხიდან კი უკვე კარგად იკვეთება პოეტის განწყობა ამ ლექსში .
პოეტს უნდა გაიხსენოს თუ პირველად, როდის გაიგო იდუმალი ხმა და გაახსენდა , ეს მაშინ
მოხდა, როცა ის ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა საყაროს შეცნობა დაიწყო. მას მერე
ცხადად თუ სიზმრად ის ხმა ჩაესმის, სულ ერთსა და იმავეს უმეორებს:,,ეძიე , ყმაო, შენ
მხვედრი შენი,ვინძლო იპოვნო შენი საშვენი’’ პოეტს თითქოს თავი აქვს დაკარგული და
მის ხვედრს ვერ პოულობს. სწორებ ესაა მიზეზი მისი გულისტკივილისა და მწუხარებისა .
პოეტი გაურკვევლობაშია იმის გამო, რომ ვერ ხვდება რატომ აწუხებს ხმა. ფიქრობს, რომ
ის მისი სინდისის სქენჯნელად არის, მაგრამ ის თავის თავის თავში ცუდს ვერაფერს
პოულობს რომ სინდისი აწუხებდეს.ეს მონაკვეთი მკაფიოდ ჩანს ნიკოლოზ ბარათაშვილის
სიტყვებიდან:,,მაგრამ მე ჩემში ვერ ვპოვებ ავსა, მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა ’’.

პოეტს აინტერესებს ეს ხმა მისი მფარველი ანგელოზისაა თუ მაცდუნებელი ეშმაკის.


ამიტომ ეუბნება:,, ვინცა ხარ, მარქვი,რას მომისწავებ, სიცოცხლეს ჩემსას რას
განუმზადებ’’ნიკოლოზ ბარათაშვილს სურს გაიგოს იდუმალი ხმის საიდუმლო, მაგრამ
ამავე დროს აინტერესებს ერთი საკითხი, თუ რდის იპოვის ის ამ ცხოვრებაში თავის
ხვედრს. სწორებ ესაა ლექსისი მთავარი იდეა.

,,სულო ბოროტო’’
,,სულო ბოროტო’’ ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის კალამს ეკუთვნის. ეს ლექვიც პოეტის
მწუხარებასა და გაურკვევლობაზე არის დაწერილი, ამიტომ ფიქრობენ რომ ეს ლექსი ,,ხმა
იდუმალის’’ ერთგვარი გაგრძელებაა.

ლექსის დასაწყისშივე ჩანს, რომ “ბოროტი სულო” ლირიკული გმირის, “წინამძღვარი”,


წარმმართველი, ნიკოლოზ ბარათაშვილის გაბოტონებული ძალაა – ძალა, რომელმაც
პოეტის გონება და სიცოცხლე “აღაშფოთა”, მოკლა “ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება”.
ბოროტი სული ლირიკულ გმირს თავის დროზე კეთილ სულად ეცხადებოდა –
ჰპირდებოდა თავისუფლებას, ამქვეყნიურ სიამეს, ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევას, ანუ ის
იყო ის ძალა, რომელიც პოეტს მომავლის იმედსა და რწმენას უნერგავდა.ლექსის I და II
სტროფში მოცემულია ბოროტი სულის რაობა, მისი ბუნება და ლირიკულ გმირთან
ურთიერთობის ისტორია ცხადდება.შემდეგ სტროფებში ბარათაშვილი ბრალს სდებს ,
პასუხს ითხოვს და ეს განწყობილება თანდათან მწვავდება რაც კარგად ჩანს შემდეგი
მონაკვეთიდან:“სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები”.პოეტი ნდობის მომენტს
წყევლის. საკუთარი გულიბრყვილობა, უმანკო რწმენა მას სანანებლად გახდომია
“წყეულიმც იყოს დღე იგი…”.
პოეტის აგრესია მაქსიმუმს აღწევს და გვირგვინდება ფინალში , როცა პოეტი ბოროტ სულს
მისი ცხოვრებიდან წასვლას უბრძანებს: “განვედი ჩემგან, ჰოი მაცთუფრო, სულო
ბოროტო”პოეტი ბოლოსწინა სტრიქონებში თვითდახასიათებას ახდენს – ეს არის
მარტოობა, ჭკუით ურწმუნოება, გულით უნდოობა, სულით ოხვრა და წუხილი.პოეტი ერთის
მხრივ მიმართავს ბედისწერას, რასაც ზოგადად ბოროტ სულს უწოდებს, მეორე მხრივ კი
“მაცთურებისაგან” თავის დაღწევას ცდილობს, რეალური ცხოვრების პირისპირ ,
რეალურად დადგომას ესწრაფვის.

პოეტი ლექსის მთავარი სათქმელის გადმოსაცემად იყენებს მხატვრულ


გამომხატველობით ხერხებს.იგი ბოროტ სულს იხსენიებს ეპითეტით მაცდური , ამ
ეპითეტის გამოყენება “ბოროტი სულის” სატანურ ბუნებას ნათელყოფს.ლექსში ხშირად
გამოყენებულია რიტორიკული კითხვები და შეძახილები. რომლითაც ვგებულობთ , რომ
ბოროტმა სულმა პოეტს გონება და სიცოცხლე აღუშფოთა, სულის მშვიდობა დაუკარგა ,
ბავშვური რწმენა მოუკლა.

You might also like