You are on page 1of 4

Თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

Თე-19 საუკუნის საქართველო დამონებული პატიმარია, რომელსაც მხოლოდ და


მხოლოდ დიდებული წარსულის გახსენება და მისადმი ტრფობა დარჩენია.
Თარსულის ამგვარი გახსენება და აწმყოს გმობა ორი ძირითადი მახასიათებელია ამ
ეპოქაში მოღვაწე, რომანტიკოსი პოეტებისათვის, კერძოდ ,გრიგოლ
ორბელიანისთვის. გრიგოლ ორბელიანის ნაწარმოებებიდან, ცალკე უნდა გამოიყოს
ის ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოს დიდებული წარსულის ქება დიდებას
შეიცავს ან გვამცნობს მის პატრიოტულ ცხოვრებას, მაშინდელ
საქართველოში,ერთ=ერთი გამორჩეულია თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში.
Პოეტის მიერ აღნიშნული თემები, კერძოდ, წინაპართა სისხლის ვრა და
პატრიოტული სულისკვეთება, ხალხისთის ერთგვარი გამოსაფხიზლებელი ზარი
უნდა გამხდარიყო, რომელიც გაუკვალავდა გზას აწმყოს შეცვლისაკენ.

Პგოსანი გამუდმებით აქებს სამშობლოს წარსულს და იხსენებს ქვეყნის ოქროს


ხანას.თამარ მეფე გრიგოლ ორბელიანისათვის მარადის სათაყვანებელი და სალოცავი ხატი
იყო, ამიტომაც უძღვნიდა შესანიშნავ სტრიქონებს. Თგი ლექსს თამარ მეფის მშვენიერი, წმინდა
სახის აღწერით იწყებს.

გრიგოლ ორბელიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე მწვავედ განიცდიდა სამშობლოს


დამოუკიდებლობის დაკარგვას, თავისი ხალხის ზნებრივ დაცემას. სწორედ ამ
საკითხის წარმოჩენით აგრძელებს პოეტი ლექსის წერას. Თისთვის თამარის დრო
განვლილი ტკბილი სიზმარი, ყვავილოვანი წალკოტია რომელსაც ჟამთა სვლამ ფერი
წაუხდინა.

პოეტი დიალოგს მართავს წარსულთან. . თამარს ესაუბრება და უმხელს


გულისწუხილს:

„ყვავილოვანი წალკოტი შენი,

შენის დიდების სხივ-მოკლებული,

Aაღარა ჰშვენის,

Aაღრ გვიბრწყინავს,

შავ დროთა ძალით ფერ_წახდენილი“./~

პოეტი თამარ მეფეს ბნელ ფერებში უხატავს ქვეყნის მდგომარეობას. მამულის


წახდენის უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ თამარის დიდება მოაკლდა ერს. შავმა
დროებამ ფერი წაუხდინა და დააჭკნო წალკოტი.

ბეთანიაში განმარტოებული პოეტი თავდავიწყებას მიესწრაფვის, რათა ვეღარ


დაინახოს და იგრძნოს ის, რაც ხდება მისდროინდელ საქართველოში. Eერი,
თავისუფლებადაკარგული და ღირსებააყრილი, ივიწყებს მამულსაც, ენასაც და
სარწმუნოებასაც. თამარის ფრესკა კი პოეტის წარმოსახვაში აცოცხლებს დიდებულ
წარსულს, როდესაც ღირსეულნი ქართველნი, რწმენით განმტკიცებულნი, დარაჯად
ედგნენ ქვეყნის თავისუფლებას.

„მიხარის გიმზერ,

ვწუხვარ და გიმზერ

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას“.

Თრიგოლ ორბელიანისთვისმომავალი საქართველოს იდეალია ძლიერი ქვეყანა,ერად


შერაცხილი სხვა ერთა შორის, კულტურულად აღორძინებული უმდიდრესი
ქარტული ენით ზნეობრივი სისპეტაკითა და პატროტული სულისკვეთებით
გამორჩეული: შენი ივერი Თღსდგეს საყდარით Თნამდიდარით

Თწავლისა შუქით განათებული! Თნე ამაღლებით, ძლევის დიდებით, სამშობლო მიწის


სიყვარულითა.

. პოეტი ისეა აღტაცებული თამარის ფრესკის ცქერით, რომ ამ გულამოსკვნილი


აღსარებისას შვება ეწვევა. წარმოიდგენს ერის აღდგენას, ამოძრავებას, მაგრამ უცებ
კვლავ წარეკვეთება სასო. თითქოს ზეციდან მიწაზე ჩამოვარდება, ოცნება
დაემსხვრევა. წარსულთან კავშირი კვლავ ირღვევა. წამიერ თავდავიწყებას ცვლის
მტკივნეული გამოფხიზლება. რეალობა აჩენს კლანჭებს:

„მაგრამ ცად თვალნი

გაქვს მიქცეულნი,

მე ვეღარა მცნობ გულ-შემუსვრილსა,

დამცირებულსა,

ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს“.

თამარმა როგორღა უნა იცნოს დამცირებული, დაბეჩავებული, უბედური, უიმედო ძე?

თავისი დროის უკუღმართი სინამდვილე პოეტს მომავლის იმედს უკარგავდა და


ფიქრობდა, რომ თამარ მეფეც კი ვერ შეძლებდა ქართველი ხალხის გამოღვიძებას,
რომ ვერასდროს გახდებოდა შესაძლებელი რუსთაველის ეპოქის გამეორება: "ვაჰ თუ
რაც წახდეს,ვეღარა აღსდგეს, ვეღარ აყვავდეს ახლის შვენებით? და რაც დაეცა, ის
წარიტაცა შავმა ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი". როგორც რომანტიკოსს პოეტებს
ახასიათებთ, ამ ლექსშიც პოეტის უიმედო განწყობაა გადმოცემული, რასაც კიდევ
უფრო ამძაფრებს მიუვალ ტყეში თავმორღვეულ ტაძარში გამოსახულის თამარის
სახე, რომელიც ვეღარ სცნობს გადაგვარებულ ქართველებს.

წინაპართა მიერ შთამომავალთა „ვერცნობა“, საზოგადოდ, მტკივნეული თემაა


ორბელიანისათვის.თითქოს ყველანაირი კავშირი გაწყვეტილა წარსულთან, არადა,
წარსულის ხსოვნის გარეშე ხომ არც მომავალი იარსებებს.ამიტომაც ლექსში
შემოიჭრება სასოწარკვეთილება:

„ვაჰ, თუ რაც წახდეს,

ვეღარა აღსდგეს,

ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით“.

პოეტს გულს უკლავს ქართველთა სულიერი დაცემა.ქვეყნის აღდგენა-აღორძინება


შეუძლებელია ერის ზნეობრივი აღდგენის გარეშე. მას თავად უჩნდება ეჭვი
სამშობლო ქვეყნის გადარჩენისა.ლექსის ბოლოს პოეტი წუთისოფლის მუხანათობაზე
საუბრობს.ქვეყნის უბედურების მიზეზად რწმენის დარღვევას მიიჩნევს.ავტორს
აშინებს უფლისაგან მოსალოდნელი რისხვა და ევედრება თამარს,რომ დაიფაროს
კვლავ თავისი ქვეყანა. რომანტიკოსი შემოქმედის ეს პოეტური ქმნილება,სამშობლოს
უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი,

გრიგოლ ორბელიანი თვალნათლივ შეიგრძნობს რეალობის სისასტიკეს _


„დაყრუებულ, გზაშეუვალ“, უდაბურ ტყეში დარღვეულ ტაძარს, მაგრამ იმედი მაინც
გამოკრთის ლექსიდან. თუმცა ნახევრად დანგრეულია, მაგრამ ხომ მაინც დგას
ტაძარი, სადაც ანათებს წმინდა თამარ მეფის ფრესკა ძველი კედლიდან.

ხომ მიაგნო ერთმა ქართველმა მაინც ტაძარს და მუხლმოდრეკილი შეევედრა უფალს


საქართველოს ხსნას, მაშ, ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა. კვლავ აღდგება
ფერწახდენილი ქვეყანა და დაიბრუნებს თამარის დროინდელ დიდებას, რადგან
ერთი ქართველის მეხსიერებაში უკვე დაინთო რწმენის ნაპერწკალი, რომელიც
სიტყვის ძალით დიდ ცეცხლად იქცევა.

Თმრიგად,

You might also like