You are on page 1of 2

Გოგჩა განხილვა

Რომანტიკოსთა პოეზიაო ბუნრბის აღწერას დიდი ადგილი აქვს დათმობილი .


Ცხოვრებისგან შეჭირვებული მგოსნები პოულობდნენ ბუნებაში სიმშვიდეს , ჰარმონიას და
მას სულს შთაბერავენ.არც ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი “გოგჩა” არის
გამონაკლისი

Ბუნების უმშვენიერესი ქმნილება, წმინდა და აუმღვრელი, ბროლივით გამჭირვალე


გოგჩის ტბა საქართველოს დიად საუკუნეებს აგონებს პოეტს,როდესაც იგი მტკიცედ იდგა
მისი არაერთი მუსლიმანური მტრის წინაშე, როდესაც იგი ერთადერთი ნათელი , კაშკაშა
ვარსკვლავი იყო მის შემოგარენში. Ამ ლექსში ერთიანდება ორი მოტივი ჩივილი ყოვლის
წარმავლობის გამო და პეიზაჟის ჭარბად ემოციური ჭვრეტა.

Ნაწარმოების პირველი და მეორე სტროფი უკიდეგანო პატრიოტული სულისკვეთებითა


და ამოუვსები ტკივილით იწყება. გოგჩა სამყაროს ამრეკლავ ტბას
წარმოადგენს,ხანდახან იგი მრისხანედ ღელავს, ზოგჯერ, მშვიდია და უძრავი .მარტივი
მისახვედრია რომ გოგჩა ზუსტად სამშობლოს ბედს ასახავს. Პოეტი ახასიათებს ტბის
გაჩანაღებულ სანაპიროებს სადაც დიდებული წარსულის ნაშთებია მიმოფანტული ,
რომლებიც ამჯამად ბუების თავშესაფარის ფუნქციას ასრულებს

Მაგრამ ნაქცევნი მუსთა ჯუდეთ ძაძით მმოსველნი,

Საგლოვო ნიშნი შენობათა კვლავ ეროვანთა

“სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი


და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა”

Უდაბურება მჩუმარება არარაობა- ესეთი დაკნინებულ მხარედ წარმოგვიჩენს პოეტი


საქართველოს. იგი აღნიშნავს, რომ გულში ყოველი მხილველისა, რომელიც ამ
გაპარტახებულ ქვეყანას იხილავს, სამუდამო სევდა და ტკივილი დაისადგურებს .
ალ.ჭავჭავაძე, როგორც ჩვევია, აკნინებს საქართველოს სამარცხვინო აწმყოს

“ჭმუნვათა თვისთა მნახვეთლაცა აზიარებენ…


უდაბურება, მჩუმარება, არარაობა.”

Მეოთხე სტროფი ლექსის ერთგვარი დასკვნაა. სტრიქონებში ავტორი გვიცოცხლებს


საქართველოს ოქროს ხანას და უკიდეგანო გულისტკივილით გაჟღენთილი სიტყვებით
გვისურათებს ქვეყნის სამარცხვინო ყოფას.

“აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.


აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო.”

Პოეტის იმედი გაქარწყლებულია და მისი ერთადერთი ნუგეში დიდებული წარსულის


გახსენებაა.

პოეტი მიზნად ისახავს პესიმიზმში ჩაფლული ერის გამოცოცხლებას, გამხნევებას ფონზე


იმ საამაყო წარსულისა, რომელიც საქართველოს ისტორიის ფურცლებზე იწერებოდა
ათასწლეულების მანძილზე.
“აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!”

Მეხუთე მეექვსე სტროფები საზოგადოების სარწმუნოებრივ საღვთისმეტყველო


ცხოვრებას გვიხატავს. Ძნელად შესაცნობი ტაძრის კამარა სადაც მეფენი მოწიწებით
იდრეკდნენ მუხლს, სადაც ღვთის დიდება მორწმუნეებს მტკბარად ესმოდათ ახლა ეს
ნაქცევი მშვენიერად მაჩრდილობელი ხედავს მხოლოდ პირუტყვსადა შორიდან მოსულ
გამვლელებს

Მეშვიდე მერვე სტროფები სავაჭრო ცხოვრების დახასიათებაა . Ჭავჭავაძე ჰყვება


მდიდრად დაწყობილ სავაჭროებზე, ჰყვება ხალხზე რომლებიც სარფიანი საქმის
ოსტატები იყვნენ..ჭავჭავაძე შემდეგ ისევ იხსენებს საქართველოს თვალწარმტაც
წარსულს. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც განვითარების მწვერვალს უახლოვდებოდა ,
ოქრო-ვერცხლისა და სხვა ავლადიდების მორევში იძირებოდა: “მათთა განთქმულთა
შეძლებათა წარშლიან კვალნი!” Ასევე აქვე დასძენს დიდძალი სიმდიდრის და გავლენის
მფლობელ ვაჭრებზე, რომლებიც ხშირად გვხვდებოდა სავაჭრო ასპარეზზე.

Შემდეგი ორი სტროფი სარაინდო საომარო საქმიანობის დახასიათებააასაქართველოში


ოდიდგანვე იზრდებოდნენ ქართველი ვაჟკაცები, რომელთა მხრებმაც შემოგვინახა ენა ,
მამული, სარწმუნოება. პოეტის თქმით, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი დაუნდობელმა
დროის ბრუნვამ გააქრო.
გოგჩის ნაპირებზე გაშენებული ქალაქის, “დროსა მსვრელის ცელით” განადგურება
ნაწარმოებში გააზრებულია, როგორც უმკაცრესი გარდაუვალობა, რომელმაც
დაუნდობლად უნდა წარხოცოს მიწიერი დიდება, ფუფუნება, შვენება , განცხრომა ,
ბედნიერება, ჰარმონია, ნეტარება.ალექსანდრე ჭავჭავაძ ყურადღებას ამახვილებს
ყველაფრის წარმავლობაზე-დრო ყველაფერს ანადგურებს, არ უნდა დავემონოთ აწმყოს ,
ვინაიდან ასეთ მშვენიერებასაც თვალის დახამხამებაში ანადგურებს ულმობელი ჟამთა
ცვლა. Ზუსტად ეს არის ლექსის მთავარი სათქმელი.

“მაგრამ რა ?! Დროსა მსვრელუს ცელით ყოვლისა წარწყმედით ციურთა მჯობი


მშვენებლობაც სხვათაებრ მოსთვლილა”

Ამრიგად, გოგჩა ახალი ტიპის ლირიკული ლექსია, რადგან აქ მკაფიოდ არის


მინიშნებული რომანტიკული პოეზიისათვის დამახასიათებეკუ ახალი დამოკიდებულება
მხატვრული მასალისადმი და თვით გამოხატვის ორგინალური ფორმები, ზუსტად
ამიტომაა იგი აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეის ნიშანსვეტი გასული
საუკუნის რომანტიკული პოეზიის ისტორიაში.

Პოეტი მკითხველის შთაბეჭდილების გასამძაფრებლად იყენებს მხატვრულ ხერხებს


როგორიცაა ეპითეტები ტბა ვრცელი, წმინდა ზრავი შედარება ვითა ბროლი
გულუბრყვილო

You might also like