You are on page 1of 2

ლექსში გამოხატულია ის მძაფრი შინაგანი კრიზისი, რომელიც პოეტის

სულში მიმდინარეობდა. ეს არის ტრაგედია იმ ადამიანისა, რომელმაც


შინაგანი განვითარების ძალზე მტკივნეული გზა გაიარა, რის შედეგადაც
უკვე ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის.

ლექსის დასაწყისშივე შევიტყობთ, რომ “ბოროტი სულო” ლირიკული


გმირის, პოეტის, “წინამძღვარი”, წარმმართველი, ამ კაცზე გაბოტონებული
ძალაა – ძალა, რომელმაც პოეტის გონება და სიცოცხლე “აღაშფოთა”,
ბავშვური რწმენა მოკლა .

“ბოროტი სული” ლირიკულ გმირს თავის დროზე კეთილ სულად


ეცხადებოდა – ჰპირდებოდა თავისუფლებას, ამქვეყნიურ სიამეს,
ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევას, ანუ ის იყო ის ძალა, რომელიც პოეტს
მომავლის იმედსა და რწმენას უნერგავდა.

ლექსის I და II სტროფში მოცემულია ბოროტი სულის რაობა, მისი ბუნება


და ლირიკულ გმირთან ურთიერთობის ისტორია ცხადდება.

შემდეგ სტროფებში ბარათაშვილი ბრალს დებს, პასუხს ითხოვს და ეს


განწყობილება თანდათან მწვავდება .

პოეტი ნდობის მომენტს წყევლის. საკუთარი გულიბრყვილობა, უმანკო


რწმენა მას სანანებლად გახდომია .

პოეტის აგრესია მაქსიმუმს აღწევს და გვირგვინდება ფინალში, როცა


პოეტი ბოროტ სულს მისი ცხოვრებიდან წასვლას უბრძანებს
მიზანმიმართული, შედეგზე – სულისგან გათავისუფლებაზე
ორიენტირებული აგრესიაა.

პოეტი ბოროტ სულს იხსენიებს ეპითეტით მაცთური, ამ ეპითეტის


გამოყენება “ბოროტი სულის” სატანურ ბუნებას ნათელყოფს.
პოეტი ბოლოსწინა სტრიქონებში თვითდახასიათებას ახდენს – ეს არის
მარტოობა, ჭკუით ურწმუნოება, გულით უნდოობა, სულით ოხვრა და
წუხილი.

You might also like