You are on page 1of 3

ვპოვე ტაძარი

ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული რომანტიზმის


თვალსაჩინო წარმომადგენელია,რომელმაც დიდად
შეუწყო ხელი ქართული მწერლობის განითარებას.
რომანტიკულმა მიმართულებამ ბარათშვილის
შემოქმედებში საბოლოოდ დასრულებული და
სრულყოფილი სახე მიიღო. ნიკოლოზ ბარათშვილის
შემომედებაში ერთ-ერთი ძირითდი მოტივი არსებული
სინმდვილით გამოწვეული სევდა და მწუხარებაა.
სწორედ საზოგადოებრივი და პირადული ხასიათის
მიზეზებმა გამოიწვიეს ის სევდა, რაც ბარათაშვილის
ბევრი ლექსისთის არის დამახასითებელი.
„ვპოვე ტაძარში“ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ნიკოლოზ
ბარათშვილის სულიერი ტკივილები. ლექსში ადამიანთა
უგრძნობლობითა და დაუნდობლობით აღსავსე
საწუთრო უდაბნოდ მოისენება. ბიბლიის თანახმად,
უდაბნო მიიჩნეოდა ეშმაკეულ ძალთა ამკვიდროდ.
ამიტომ უდაბნო იყო ცუდნების ადგილიც და, ამასთანავე
-განმარტოების, სულიერი ჭვრეტის, თვითჩაღრმავების,
ბოროტების დათრგუნვის, ღვთაებრივი გამოცხადების
ადგილიც. უდაბნოშ დაყო40 დღე ქრისტემაც. ბერ
მონაზვნებიც უდაბნოში განმარტოვდებოდნენ ხოლმე.
„ვპოვე ტაძარში“ კი იგი სულიერებისაგან დაცლილი,
გულცივობით, უსიყვარულობით,უულგულობით,
გაუდაბურებული ქვყანაში მასში წარმოსახულია
სიცარიელისა და უკაცრობის სამფლობელოდ.
სიწმინდისა და სისპეტაკის მაძიებელი პოეტი,
რომლელიც ცის დასავლისკენ ილტვოდა და ლაცთა
სიავეს და ბედის უკუღმართ ბრუნვას გაურბოდა, კაცთა
საცხოვრისს უდაბნოდ აღიქვამს მასში კი ეძებს ტაძარს,
სადაც მარად ენთო წმინდა ლამპარი და გაისმოდან
ანგელოზთა გუნდის გალობის ზარი:
„ვპოვე ტაძარი, შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!“
სოფლის მწირი და წუთისოფლის ღელვიოთ
დაღლილი პოეტი აცხადებს, რომ სწორედ ამ
ტაძარში ეძებდა განსვენებას , რასაც წრფელ
სიყვარულს შესწირავდა საკურთევლად კი თავის
გულსა და სულს მიუძღვნიდა.ამგვარი საამო
ილუზიებით შეპყრობილ რომანტიკოს პოეტს
ეგონა, რომ სწორედ ეს იყო მისი სასუფეველი
მგრამ:
„...საწუთრო განა ვინმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!“
ლექსის ლირიკული გმირი დარწმუნებულია რომ
ტაძრის გაქრობასთან დროის წარმავლობ რანაირ
კავშირშია, იგი აცხადებს , რომ ტაძარს მოსძაგდა
ცრუ და მუხთალი წუთი სოფელი, სულით
დაღლილ, თმცა ასაკით ახალგაზრდა პოეტს კი
ტაძრის ლამპრის ჩმქრალი ცეცხლი დარჩა.
წუთსოფლის სიმუხთლე საუკუნეების მანძილზე
გაჟღრებულ საყვედურია რომელსაც შოთა
რუსთაველი, დავით გურამიშვილი, გრიგოლ
ორბელიანი და კიდევ სხვანი ___
ნიკოლოზ ბარათაშვილი ბოლო სტროფში
აცხადებს, რომ ზეციურმა გრძნობამ სიყვარულმაც
კი ვერ მოახერხა მისთის ტაძრის აგება და
ჩამქვრალი ლამპრის ანთება. უკუღმართმა
წუთისოფელმა ნიკოლოზ ბარათაშვილს დაუხშო
ნუგეშის კარი და ისევ მწირი და მიუსაფარი
დატოვა.
„ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!“

You might also like