You are on page 1of 4

პასუხის პასუხი

ლექსი “პასუხის პასუხი” იმ ბრძოლის გამოხმაურებაა, რომელიც


გასული საუკუნეების 60-70-იან წლებში გაიმართა ახალ და ძველ
თაობას შორის. რუსეთში სასწავლებლად წასული ქართველი
ახალგაზრდები სამშობლოში ახალი და პროგრესული
იდეებით დაბრუნდნენ. მათ ქართველებში ეროვნული
თვითშეგრძნების გაღვიძების მიზნით წამოიწყეს მოძრაობა
რომელსაც “თერგდალეულები” უწოდეს. სამოციანელთა
შეხედულება მეტად განსხვავდებოდა ძველი თაობის
შეხედულებისგან. სწორედ ამის გამო გაიმართა პაექრობა
ძველსა და ახალ თაობას შორის. ეს პაექრობა კი ქართულ
ლიტერატერატურაში შესულია როგორც “ მამათა” და “შვილთა”
ბრძოლა.
გრიგოლ ორბელიანის მიერ გამოქვეყნებულ “პასუხი
შვილთაში” მხედარი პოეტი ახალ თაობას რამოდენიმე
ბრალდებას უყენებს. იგი მათ საყვედურობს რომ “მამების”
ღვაწლს ქვეყნის წინაშე არ აფასებენ უსამართლოდ ჰკიცხავენ
მათ და ენის წარწყმედაშო ადანაშაულებს, ეს კი გამოიწვია იმან,
რომ ილია ჭავწავაძე იბრძოდა ახალი ქრთული
ლიტერატურული ენის განვითარებისთვის და
დამკვიდრებისთვის, იგი ლიტერატურული ენის ხალხის
სასაუბრო ენასთან დაახლოებისაკენ მიისწრაფოდა.
მამების მწარე გაკიცხვის საპასუხოდ ილიამ გამოაქვეყნა
„პასუხის პასუხი“, სადაც იგი მამებს ჩინიანებს უწოდებს ახალ
თაობას კი უჩინოებად მოიხსენიებს. იგი ჩინიანებს
ადანაშაულებს ახალი თაობის ხაფანგ ქვეშ დამყვდევაში
ადანაშაულებს. პოეტის თქმით თერგდალეულებმა შემოიარეს
რუსეთი, თუმცა „მამაების“ არც ერთი ხელობა არ უსწვლიათ,
თავიანთი მკვდარი ქვეყანა მათნაირად ჩინებზედ არ
გაუცვლიათ და ჩაგრული და დაბრმავებული ერი ჯვრებზედ არ
გაუყიდიათ:
  ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
   მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
   ჩვენი ქვეყანა,
   მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.

   ლიბერალობა,
   პატრიოტობა
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;
   თქვენგან ჩაგრული,
   დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.
ილიას განცხადებით ძველი თაობისნაირი ფარისევლური
სათნოება და სარწმუნეობა, „სლოკინი“ და „ხელთა ფოტინი“
ღვთისადმი ლოცვად მათ არ მიაჩნიად. რეალისტი მწერლის
თქმით,მამების კარგად გაცნობის შემდეგ, სიფრთხილე
გამოიჩნეს და მათი ანბანი შორს დაიჭირეს.
   როს მოვედით ჩვენ,
   მსწრაფლ გიცანით თქვენ,
შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;
   რად ჰკვირობთ მასა,
   რომ თქვენს ანბანსა
ვერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.
ილია ძველ თაობას ნაცარმქექებსა და გულნამცეციანებს
უწოდებს და ბრალს ღარიბი ქვეყნის ძირის გამოთხრაში
უყენებს. მისი თქმით შვილები იმიტომ არიან უღონონი და უგზო-
უკვლონი რომ ქვეყანაში მამების ნაირი გაბღენძილი ხალხია.
ამიტომაც ვერ თავსდებიან და ეწყობიან ისინი ერთანეთში.
   ვართ უღონონი,
   უგზო-უკვლონი
მით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,
   ჩვენ მოკუნტულნი,
   თქვენ გაბღინძულნი,
ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია. 
ძველი თაობის ბრალდებას ღმერთის ურმუნეობის შესახებ
ილია უგუნებელყოფს და აცხადებს რომ მათ არა მზაკვრობის,
ყალბობის, თვალთმაქცობის, ხარბობისა და მძარცვლობის
ღმერთი არამედ ტანჯულთა და ჩაგრულთა მხსნელი,
თანასწორობის, ძველი თაობის ნაირი ადამიანების მგმობელი
და ფარისეველთა გამკიცხველი ღმერთის სჯერათ, რომელმაც
მყრალ კუბოს ძველი თაობის მსგავსი კაცი შეადარა. ილია
ჭავჭავაძის თქმით „მამებს“ ღმერთი მხოლოდ სიტყვით და არა
სქმით სწამთ.
   მან კუბოს მორთულს,
   შიგ სიმყრალით სრულს,
თქვენებრი კაცი არ დაადარა?!
   ზაკვით სავსენო,
   ავმორწმუნენო,
ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.

ილია ჭავჭავაძე წერს რომ იმ ენის პატრონი


რომლის წარწყმედაშიც მამები
ადანაშაულებენ უწინ თვითონვე ეკუთვნოდათ,
როდესაც ახალი თაობა ჯერ კიდევ ძუძუს
წოვდა მაშინ ისინი ენას გარეთაც და შიგნით
გმობდნენ. სწორედ მათ დასთმეს საკუთარი
ნებით ენა, რომელსაც შიშით სახლ-კარშიც
ვეღარ იყენებენ და გადააფარეს მშობლიურ
ენას მკვდრის სუდარა. ილია და მისი
თანამოაზრეები აპირებენ რომ ძველი
თაობისგან დევნილი და გმობილი ენა
თავიანთ ქოხში შეიფარონ და განაახლონ. ენა
ადრე თუ გვიან გამოასწორდება „მაგრამ
მრუდე საქმენი ისევე ისე მრუდედ დარჩება“
ილიას განცხადებით ისეთი უშვერი და
უკადრისი სიტყვები რომელსაც ჩინიანების
თაობა იყენებს მართლაც არ ეკადრება მათ
ზრდილობასა და თავმომწონეობას , თუმცა
რეალისტი მწერალი ეთანხმება შოთა
რუსთაველის სიტყვებს და საბოლოოდ მიდის
დასკვნამდე რომ„კოკასა შიგან რაცა ჰსდგა,
იგივე წარმოსდინდების“.

You might also like