You are on page 1of 1

,,ჩატეხილი ხიდის’’ პრობლემა ოთარაანთ ქვრივის მიხედვით

საკმარისია ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე ,,ოთარაანთ ქვრივი’’ დავიწყოთ ლაპარაკი, რომ არ


შევეხოთ ხიდჩატეხილობის პრობლემას. ამ ნაწარმოების საშუალებით ილიამ ქართველთა
ჭირზე ისაუბრა,სოციალურ პრობლემაზე , რაც ქვეყნის ერთიანობას უშლიდა ხელს.
გლეხებსა და თავადებს, განათლებულსა და გაუნათლებელს შორის ყოველთვის იყო და
იქნება ურთიერთკავშირი,თუმცა ჩატეხილი ხიდის შეკეთება და გამრთელება რთული
პროცესია. პრობლემა ნათლად იკვეთება გიორგის სიკვდილის შემდეგ. თავადები არჩილი
და კესო ყველაფერს აკეთებნ რომ მორალური ვალი მოიხადონ გიორგის წინაშე, მაგრამ ბრბო
მაინც ჭორაობს, ზოგი და-ძმას ამართლებს, ზოგს კი ,,ხალხისთვის თვალის ახვევად’’მიაჩნია.
მთელი მოთხრობის აზრს კი არჩილი აჟღერებს,,ჩვენ შუა ხიდია ჩატეხილი, ისინი იქით
ნაპირზე დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. ხიდი რომ გაიდოს ორ ნაპირს შუა, ორივე ნაპირი ერთნაირად
გამაგრებული და ძლიერი უნდა იყოს,მაგრამ ხელს უშლის თავადის განათლება და გლეხის
გაუნათლებლობა. გლეხი ვერ კითხულობს წიგნს თუმცა ღირსებით და ადამიანობით არავის
არ ჩამოუვარდება, ყოველივე ამის სახეა გიორგი, თავადები კი ნაკითხები არიან მაგრამ
რამდენად უკეთესნი გლეხებზე?!

როდესაც გიორგი გარდაიცვალა, არჩილმა დას უსაყვედურა, გიორგის უანგარო სიყვარული


ვერ დაინახეო. კესომ კი იუკადრისა და თავი იმართლა: იმიტომ არ შევირთავდი, რომ არ
მიყვარდაო. წოდებრივმა სხვაობამ გააჩინა უფსკრული კესოსა და გიორგის შორის. გიორგის
სიკვდილმა დაანახა და-ძმას ხიდჩატეხილობის პრობლემა, მათ მომხდარი ფაქტი
გააცნობიერეს. ამიტომ გაუხარდა არჩილს კესოს ტირილი. დის ტირილში გამოჩნდა ის შუქი,
რომელიც ადამიანის დაბინდულ გონებას ანათებს. მართალია, მიხვედრა საქმის მოგვარებას
არ ნიშნავს მაგრამ იგი მაინც დიდი იმედია. ამ განცდის გამო უწოდა ილიამ კესოს ტირილს
,,განდთიადის დასაწყისი’’.

You might also like