Professional Documents
Culture Documents
2. ციტატები სიყვარულზე
1.,,მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გერძნობათ გამოთქმა“ (ბარათაშვილი ,,არ უკიჟინო, სატრფოო..“)
2.,, თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს .
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად
დამტკიცებულსა“.
3.,, სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების“
(ბარათაშვილი ,,რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“)
1.მიჯნურობა ,, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
2.,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
1. ,,მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ, ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
ვისცა ეს სრულად არა სწირს, აკლუია მიჯნურთ ზნეობა.“
2. ,, მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ძღვარი...“ ( ,,ვეფხისტყაოსანი ,,პროლოგი“)
3. ,,მაინც რა არის სიყვარული, თუ არა ღმერთი? ღმერთი კია არა, სიკვდილი, რადგან მხოლოდ მას
დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდია იგი...“
4. ,,არავინ ისე არ იტანჯება ამ ქვეყნაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის
სიყვარულს.“ (,,დიდოსტატის მარჯვენა“)
1.,,ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული“(გიორგი მერჩულე)
2.,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა–თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ (შოთა– ვეზირი ეუბნება ავთანდილს)
,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“
,, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“
3. სულხან საბას იგავები: ,,მეფე და ავსიტყვა“, ,,უტკბესი და უმწარესი“, ,, ენით დაკოდილი“
1.,,ერთი სული მხოლოდ მთლიან ერს აქვს, ქართველობა კი, როგორც ფსიქიური და ეროვნული ერთეული,
არ არსებობს... სამუდამოდ აღიგავა კაცობრიობის ხსოვნიდან ასიოდე ერი, შეიძლება ორასიც დ ხ...უთასიც.
..ყველანი დრომ შეჭამა და მოინელა, ხოლო დროს წინაშე უკვდავი არაფერია.მ ასთან შედარებით ღმერთიც
კი უძლურია. ჩვენც იმ გადაშენებულთა ბედი მოგველის.“
2. ,,ღმერთმა ჭკუა დაგვაკლო და და წაბაძვის ნიჭი ნაჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს,
სადაც არ გვყოფნის საკუთარი ჭკუა, ზნეობა, გამძლეობა, და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ
ფონს გასვლას და ლელოს გატანას.
3.,,ყველანი ბუნებითვე აზნაურები ვიყავით , ვართ და დავრჩით. ყველა შრომას გაურბის და მინისტრობას და
კომისრობას ეტანება.“
4. ,,ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს ფულიანი კაცი, ესე იგი,
ფულის შოვნის ხერხი, ესე იგი ვაჭრობა და მრეწველობა.. ხოლო ვაჭრობისთვის და მრეწველობისთვის
საჭიროა დიდი თაოსნობა, გარჯა და მომჭირნეობა, ესე იგი ორის შოვნა და ერთის დახარჯვა, ესე იგი,
თავდაჭერილი, დინჯი და ანგარიშიანი ცხოვრება, სულის და ხორცის დისციპლინა, ესე იგი შრომა და
ნებისყოფა.“
5. ,, ჩვენი ხალხი ორ ჯგუფად დავყავი: ერთნი დედ–მამას გაჰყიდიან განათლებისთვის და მძიმე მუშაობის
თავიდან აცდენისთვის. მეორენიც ასე მოიქცევიან, ოღონდ მათ სკოლას და განათლებას ნუ გაახსენებ.
(,,ჯაყოს ხიზნები“)
3. ,,ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარდა მუდამ, ამიტომაც მუსრს
ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.“
4. ,,სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და რიტორები, ეგაა ოღონდ– სიფხიზლის დროს
ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლნე.“
5. ,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი
აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ
ძერას ყვავები“.
6. ,,,,ჩემდა ათავად ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი
ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ... ყოველი კაცისთვის სანატრელი წყობილება
ჯერაც არსად დამყარებულა...“