You are on page 1of 2

…….1.

სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის „სამუდამო
პირველ კონსულად“ დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი – „ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.

2. ნაპოლეონის მმართველობის დროს დაარსდა „საფრანგეთის ბანკი“.

3. 1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით (შეთანხმებით) მოხდა კათოლიკურ


ეკლესიასთან შერიგება. კათოლიციზმი „ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“ გამოცხადდა.

4. 1804 წელს ნაპოლეონმა შემოიღო „სამოქალაქო კოდექსი“, რომელიც კანონის წინაშე თანასწორობასა
და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას განსაზღვრავდა.

5. 1800 წელს მარენგოსთან ავსტრიისა და 1805 წელს აუსტერლიცთან ავსტრია-რუსეთის


გაერთიანებული ჯარის ნაპოლეონთან დამარცხებით ავსტრია საფრანგეთზე დამოკიდებული გახდა.
1806 წელს იენასთან და აურშტედტთან პრუსიაზე, 1807 წელს ფრიდლანდთან მის მოკავშირე რუსეთზე
„დიდი არმიის“ მიერ მოპოვებული გამარჯვებების შედეგად, ანტიფრანგულ კოალიციას კიდევ ორი
წევრი გამოეთიშა. 1807 წლის 24 ივნისს ტილზიტში დადებული ზავით პრუსიამ დაკარგა
ტერიტორიები, მას დაეკისრა სხვადასხვა ვალდებულებები, ხოლო რუსეთი საფრანგეთის მოკავშირედ
იქცა.

6. 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის მეთაურობით
საფრანგეთისა და იმ დროს მისი მოკავშრე ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა.

7. პორტების ინგლისური საქონლისათვის ჩაკეტვის მიზნით 1807 წელს ფრანგულმა ჯარმა


პორტუგალია, 1808 წელს კი ესპანეთი დაიკავა. იმავე მიზნით 1810 წელს ანექსირებულ იქნა ჰოლანდია
და ჩრდილო-დასავლეთი გერმანია.

8. 1809 წელს ნაპოლეონმა ვაგრამთან დაამარცხა ავსტრიელები. ეს გამარჯვება კი დაასრულა ე.წ.


„ავსტრიული ქორწინებით“. ნაპოლეონი დაქორწინდა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე.

9. 1812 წელს 600 ათასიანი „დიდი არმიით“ ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა. სექტემბრის დასაწყისში სოფ.
ბოროდინოსთან გამართული ბრძოლის შემდეგ ფრანგები ცარიელ მოსკოვში შევიდა. რუსეთის კამპანია
მარცხით დასრულდა.

10. რუსეთმა და პრუსიამ 1813 წლის ოქტომბერში გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ნაპოლეონს
ლაიფციგთან გამართულ „ხალხთა ბრძოლაში“. 1814 წლის მარტში, მოკავშირეთა ჯარები პარიზში
შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. ტახტზე კი ბურბონი
ლუი XVI-ის უმცროსი ძმა ლუი XVIII ავიდა. მაგრამ ნაპოლეონმა შეძლო ელბადან გამოქცევა და
ხელისუფლების დაბრუნება და მისი ასი დღით შენარჩუნება.

11. 1815 წლის ივნისში ვატერლოოსთან ნაპოლეონი დამარცხდა თავის უკანასკნელ ბრძოლაში
ინგლისისა და პრუსიის გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ. 22 ივნისს ნაპოლეონმა უარი თქვა
ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა. ამჯერად ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.

12. პარიზის 1814 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით გადაწყდა კონგრესის მოწვევა ვენაში ნაპოლეონის
იმპერიის ტერიტორიების გადასანაწილებლად. კონგრესი ნოემბერში დაიწყო და 1815 წლის 9 ივნისს
დასრულდა. კონგრესს თავმჯდომარეობდა ავსტრიის კანცლერი გრაფი ფონ მეტერნიხი. საფრანგეთს კი
ლუი XVIII-ის მინისტრი ტალეირანი წარმოადგენდა.

13. ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნა გერმანული კონფედერაცია(იარსება


1866 წლამდე), რომელიც დაყოფილი იყო 39 „სახელმწიფოდ“. ამავე დროს, შეიქმნა ე.წ.ევროპის
კონცერტის სისტემა. ამდენად ვენის კონგრესმა 1848 წლის ლებერალური რევოლუციებისთვის
მოამზადა ნიადაგი.

14. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში, ინგლისში, მიიღეს პირველი შრომითი საკანონმდებლო აქტები –
„საფაბრიკო აქტები“.

15. საფრანგეთის მეფე შარლ X – 1824-30 წწ.

16. შარლ X-ის რევოლუციური გზით ტახტიდან გადაგდების შემდეგ, მეფე გახდა ლუი-ფილიპი(1830-
48). ამდენად, ამ მონარქიას „ბურჟუაზიულ მონარქიას“, ხოლო ლუი-ფილიპს „მეფე ბურჟუას“
უწოდებენ.

17. 1840 წელს იმპერატორმა ლუი-ფილიპმა, ნაპოლეონის კუბო წმ. ელენეს კუნძულიდან პარიზში
გადმოატანინა.

18. ფრანგი სოციალისტი ლუი ბლანი – 1811-82 წწ.

19. 1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორე რესპუბლიკა 1848-52 წწ).

20. 1848 წლის დეკემბერში ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ახალი
კონსტიტუციის საფუძველზე. ხმათა 75%-ით პრეზიდენტი ლუი-ნაპოლეონი გახდა.

You might also like