You are on page 1of 3

XVII საუკუნის ინგლისის რევოლუცია პირველი ევროპული რევოლუცია იყო.

ინგლისში
კაპიტალიზმის უფრო სწრაფი განვითარება დაიწყო, ფეოდალიზმი განადგურდა .
წარმოების კაპიტალისტური წესის დამკვიდრებას წინ კაპიტალის დაგროვების პროცესი
უძღოდა, გაჩნდა თავისუფალი მუშახელი. ეს პროცესი მე18 საუკუნემდე გაგრძელდა.
თავისუფალი მუშახელი „შემოღობვის“ პირობებში გაჩნდა. მუშახელის რაოდენობა
გაიზარდა რადგანაც გლეხობა უმიწაწყლოდ დარჩა. კაპიტალი ვაჭრობით , მევახშეობით ,
მეკობრეობით გროვდებოდა.

მე16 საუკუნიდან მრეწველობის დარგები ვითარდება და ჩნდება ტექნიკური


გამოგონებები. ინგლისში ზღვაოსნობა 15 საუკუნიდან იწყება, დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების შემდეგ. ინგლისის საზღვაო ვაჭრობა ელისაბედ I ის დროიდან ვითარდება,
საფუძველი ჩაეყარა ინგლისის კოლონიურ იმპერიას. ინგლისის ვაჭრობის
განვითარებაში სავაჭრო კომპანიებმა დიდი როლი შეასრულეს. მათ შორის „ოსტ -
ინდოეთის სავაჭრო კომპანია“ , „ლევანტის კომპანია“, „ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანია“.
ეს კომპანიები ინგლისის სამხედრო, პოლიტიკურ ინტერესებსაც იცავდნენ.

რევოლიციამდელ ინგლისში პრივილეგირებული ფენა იყო სასულიერო წოდება და


თავადაზნაურობა, რომლებსაც „ჯენტლმენები“ ეწოდებოდათ. ბურჟუაზია და პლებსი
უფლებებს მოკლებული იყო.

თავადაზნაურობა ორი სახის იყო: 1. ძველი- რომელიც შემოსავალს ისევ ფეოდალური


რენტით იღებდა და სამეფო და საეკლესიო თანამდებობის ხარჯზე ცხოვრობდნენ . 2.
ახალი- რომელიც კაპიტალისტური წარმოების წესს შეეგუა და ჩაება ბურჟუაზიულ -
საწარმოო ურთიერთობებში.

ბურჟუაზია ქონებრივად იყოფოდა მსხვილ, საშუალო, წვრილ ფენებად. საქმიანობით -


სავაჭრო, სამრეწველო და სავახშო ფინანსური.

მოხდა გლეხობის სოციალური დიფერენციაციაც. ძირითადი ფიგურა იომენი იყო . მას მიწა
საკუთრების ან მფლობელობის უფლებით ქონდა. იომენები იყოფოდნენ სამ ჯგუფად : 1.
ფრიჰოლდერები- თავისუფალი გლეხები იყვნენ და თავისუფალ მიწას ფლობდნენ; 2.
კოპიჰოლდებერები- პირადად თავისუფალი გლეხები, სასამართლოს ნებართვით
იღებდნენ მიწას; 3. ლიზჰოლდერები- ღარიბი გლეხობა, ან სავსებით უმიწო. უღარიბესი
გლეხობა დაქირავებულ მუშებად იქცნენ.

იდეოლოგიურ სფეროშიც წარმოიქმნა წინააღმდეგობები. ოფიციალურ ანგლიკანურ


ეკლესიას დაუპირისპირდა პურიტანიზმი. პურიტანიზმი ბურჟუაზიის სამოსელი იყო . მისი
მიზანი ანგლიკანური ეკლესიის კათოლიკური დოგმებსაგან გაწმენდა იყო. სურდა
სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი ახალი ეკლესიის შექმნა.

პროტესტანტული შეხედულებები ინგლისში პირველად ჯონ ნოქსმა გაავრცელა .


პურიტანული ეკლესიის ერთ-ერთ ორგანიზოატორად მიჩნეულია კარტრაიტი . მოძრაობის
პრინციპების პირველად გამავრცელებელი იყო რობერტ ბროუნი .

პურიტანების ორი მიმდინარეობა არსებობდა- პრესბიტერიანული და ინდეპენდენტური .


პრესბიტანული ეკლესიის ლიდერი პრესბიტერი.

ინგლისის რევოლიცია წარიმართა როგორც რელიგიური (პურიტანიზმსა და


ანგლიკანიზმს შორის) და როგორც პოლიტიკური (კონფლიქტი მეფესა და პარლამენტს
შორის).
17 საუკუნეში ინგლისში პარლამენტი ჯეიმზ პირველის მმართველობის დროს აფართოებს
მის ძალაუფლებას. მონარქიას არ უნდოდა განუსაზღვრელი უფლებების დათმობა მაგრამ
საპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოების აზრს გამოხატავდა.

16 საუკუნეში ტიუდორები ქვეყანას პარლამენტთან შეთანხმებით მართავდნენ.


პარლამენტის უფლებები გაიზარდა. ახალი თავადაზნაურობა და ბურჟუაზია სამეფო
ხელისუფლების დასაყრდენი გახდა.

17 საუკუნის დასაწყისში ინგლისის ტახტზე ჯეიმზ პირველი ავიდა. ჯეიმზის და მისი ვაჟის
ჩარლზ პირველის მეფობის დროს შეთანხმებული მმართველობა დაირღვა. ბურჟუაზია
აბსოლუტიზმს ვეღარ შეეგუა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოისურვა , ამისათვის
პარლამენტი გამოიყენეს რომელიც ოპოზიციურად განეწყო.

ჯეიმზ პირველს არ სურდა აბსოლუტური უფლებების დათმობა. იგი მისი უფლებების


კანონიერების დასამტკიცებლად საღვთო წერილებს იყენებდა. ტრაქტატში „თავისუფალ
მონარქთა ჭეშმარიტი კანონი“ ის მიუთითებს რომ მონარქია ღვთიური წარმოშობისაა .
მეორე- ინგლისის უძველესი სამართლიდან მოდის. მესამე- სამეფო ხელისუფლების
კანონიერება ბუნებრივ სამართალს ემყარება. მეფე ღმერთის მიერაა აყვანილი ტახტზე
და მოხელეები მას უნდა დაემორჩილონ. მეფეს შეუძლია ქვეშევდომების ქონება
განკარგოს და მათ ტიტულები შეუცვალოს ვინმესთან შეთანხმების გარეშე...

1604 წლის 7 ივლისის პირველი პარლამენტის სხდომაზე ჯეიმზმა ტრადიციული მადლობის


ნაცვლად უსაყვედურა დეპუტატებს და განაცხადა რომ პარლამენტს შეკრების გარეშე
ძალა არ აქვს მისი ხელისუფლება კი მუდამ უცვლელია.

1610 წლის 21 მარტის პირველი პარლამენტის მეოთხე სესიაზე მან პარლამენტს განუცხადა
არ ჩარეოდნენ მის მმართველობაში და რომ მან უფლებები წინაპრებისაგან მიიღო .

1621 წლის 3 დეკემბერს თემთა პალატის სპიკერისადმი მიწერილ წერილში მეფემ


გააფრთხილა პარლამენტი, რომ დასჯიდა მის ყველა წევრს, ვინც გაბედავდა და
ჩაერეოდა სახელმწიფოს მართვის მეფისეულ უფლებებში.

ჯეიმზის პოზიცია ასეთი იყო- იგი ამტკიცებდა რომ მეფის ხელისუფლება ღვთიური
წარმოშობის და მარადიულია, პარლამენტის უფლებები კი მონარქების მიერაა მინიჭებული.
მეფის მხარეზე იდგა ფეოდალური თავადაზნაურობა. პარლამენტის მხარეზე- ბურჟუაზია,
თავადაზნაურობა.

1604 წლის 20 ივნისს პარლამენტმა გამოაქვეყნა „თემთა პალატის აპოლოგია“ სადაც უარყვეს
მეფის ღვთაებრივი წარმომავლობა. ნათქვამი იყო ისიც რომ პარლამენტი ერთადერთი
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო. ის კანონებს გამოსცემდა სხვა ორგანოებისათვის,
მათგან კი კანონებს და ბრძანებებს არ იღებს.

მნიშვნელოვანი საკითხი ამ დოკუმენტში ასევე იყო ბურჟუაზიის საკუთრება


ხელშეუხებლობა. წამოაყელეს ,,სარაინდო მფლობელობის“, ფეოდალური
გადასახადებისა და სამეფო მეურნეობის სისტემის გაუქმების წინადადებაც. რელიგიური
საკითხები მეფის და პარლამენტის შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო , არჩევნებისას
იმიჯნებოდა მეფის და პარლამენტის უფლებები, პარლამენტში დაცული უნდა ყოფილიყო
სიტყვის თავისუფლება და აღკვეთილიყო ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების
დევნა, ან დაპატიმრება. ,,თემთა პალატის აპოლოგია“-ში პარლამენტმა მეფეს თავისი
პრეტენზიები წარუდგინა.

ეკონომიკურ სფეროში როგორც აღნიშნული იყო არსებობდა წინააღმდეგობა . მეფე


გადასახადებს პარლამენტისაგან იღებდა, ეს თანხები კი მისი ქონების შენახვას არ
კმაროდა რის გამოც ჯეიმზ პირველმა 1608 წელს მან შემოტანილ საქონელზე ბაჟი
გაზარდა, საპასუხოდ 1610 წელს პარლამენტმა ბილი მიიღო რომლის მიხედვითაც
შემოტანილ ან გატანილ საქონელზე ბაჟის დაწესების უფლება მხოლოდ პარლამენტს
მიეცა.

ჯეიმზმა პარლამენტი ოთხჯერ მოიწვია. ოთხივეჯერ იგი ოპოზიციური აღმოჩნდა.


გამოჩენილი ოპოზიციონერები იყვნენ: ჯონ ელიოტი, ჯონ პიმი, თომას უენტვორტი, სერ
ედვინ სენდოსი და სხვ. ისინი აკრიტიკებდნენ მეფეს და მის პოლიტიკას. ხშირად ჯეიმზი
პარლამენტის წევრებს აპატიმრებდა. ჯეიმზმა ბოლო პარლამენტი 1624 წელს მოიწვია .
ოთხივე პარლამენტის მოწვევისას იყო მცდელობა თავისუფალი ვაჭრობის პრიციპი
დაეკანონებინათ, თუმცა ეს არ გამოვიდა.

ჯეიმზ I-სა და პარლამენტს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი


ესპანეთის კათოლიციზმის და ევროპის პროტესტანტულ ქვეყნებთან ურთიერთობის
საკითხი იყო. 1611 წელს მეფემ გადაწყვიტა თავისი ვაჟის, ტახტის მემკვიდრე უელსის
პრინც ჩარლზის ესპანეთის მეფის ფილიპე III-ის დაზე, ინფანტა მარიაზე დაქორწინება .
ამით მეფესა და მის გარემოცვას სურდათ ესპანეთის სახით შეექმნათ საგარეო
პოლიტიკური დასაყრდენი.

პარლამენტი მეფისაგან მოითხოვდა ქორწინებაზე უარის თქმას, ესპანეთთან ურთიერთობის


გაწყვეტას და კათოლიკების დევნის გაძლიერებას. ჯეიმზი ამის წინააღმდეგი იყო და
განაცხადა რომ ამის განხილვის უფლება მხოლოდ მეფეს ქონდა. პარლამენტს მიაჩნდა რომ
მასაც ქონდა უფლება განეხილა ზავის, ომის, თავდაცვის საკითხები. ჯეიმზის დროს ძლიერი
და ორგანიზებული ოპოზიცია არ არსებობდა.

ჯეიმზმა ვერ შეძლო აბსოლუტიზმის შექმნა და ვერ შეასუსტა პურიტანიზმი. საპარლამენტო


ოპოზიციამ კი ბურჟუაზიაზე და ახალ თავადაზნაურობაზე გავლენა მოიპოვა, გაიზარდა
მისდამი სახალხო მხარდაჭერაც.

You might also like