You are on page 1of 2

4.

პომპეუსის ლაშქრობა საქარტველოში

ძვ.წ Iს-ში პონტოსა და სომხეთის გაძლიერებას წინ აღუდგა რომი, რომელიც უკვე ძვ.
წ. II საუკუნიდან აქტიურად ერეოდა მცირე აზიის საქმეებში და მას საკუთარი
ინტერესების სფეროდ თვლიდა.ძვ.წ. 66 წ. პონტოს მეფე მითრიდატესა და სომხეთის
მეფე ტიგრანის წინააღმდეგ ომისწარმოება რომის სენატმა გნეიუს პომპეუსს დაავალა
და იგი აღმოსავლეთის პროვინ-ციებში განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვა.
მითრიდატეს ამ დროისათვის ძალები ფაქტობრივად აღარ გააჩნდა და სასტიკად
დამარცხდა პომპეუსთან შეტაკებაში, რომელიც “მცირე არმენიაში” მოხდა.
მითრიდატემ სასწრაფოდ მიატოვა პონტო და მცირე ლაშქრით კოლხეთისაკენ გაიქცა.
აქ მას დიოსკურიაში მოუხდა ზამთრის გატარება. ძვ.წ63 წ. მეორე ვაჟის
ფარნაკისმიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად დაკარგა ძალაუფლება და თავისი
სიცოცხლე.

პომპეუსმა იწყო საომარი ქმედების განხორციელება პონტოს ამიერკავკასიელი


მოკავშირეების წინააღმდეგ.ტიგრან IIდანებდა პომპეუსს და ძვ.წ. 66 წელს ზავი
დადო, რომლის ძალითაც სომხეთმა დაკარგა მის მიერახლად შემოერთებული ბევრი
ოლქი და ექვსი ათასი ტალანტის კონტრი-ბუციის გადახდაციკისრა. ტიგრან II-მ
“რომის მეგობრისა და მოკავშირის” წოდება მიი-ღო, რაც ამ სიტუაციაშირომისადმი
პოლიტიკური დაქვემდებარების აღიარებას მოასწავებდა.მომდევნო (ძვ.წ. 65) წელს
პომპეუსმა გადაწყვიტა თავდაპირველად იბერიაზე ელაშქრა დამხოლოდ ამის
შემდეგ გადასულიყო კოლხეთში.

იბერიაში ამ დროს მეფობდა არტაგი.პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში დაწვრილებით


აღწერა დიონ კასიუს-მა.მისი გადმოცემით არტაგმა დესპანი გაგზავნა პომპეუსთან
მეგობრობის აღთქმით, მაგრამ მალულად უეცარ თავდასხმას ამზადებდა.პომპეუსმა
ეს შეიტყო, არ აცალა მომზადება და ძალზე ძნელი გასასვლელის დაკავება. იგი
თავად შეიჭრა მოულოდნელად ისე, რომ არტაგმა მხოლოდ მაშინ შეიტყო პომპეუსის
შემოსევის შესახებ, როდესაც იგი აკროპოლისს(შიდაციხეს, არმაზციხეს) მოადგა.
არტაგმა ვერ მოახერხა ციხის დაცვა და საჩქაროდ მიატოვა იგი, გადავიდა მტკვრის
მეორე (მცხეთის) მხარეზე და ხიდი დაწვა (ეს ის ხიდია, რომელიცდღევანდელი
მცხეთის სადგურთან, ყველაზე ვიწრო ადგილას იყო აგებული). არმაზციხის
გარნიზონი დამარცხდა ბრძოლაში და დანებდა პომპეუსს. პომპეუსმა დაიმორჩილა
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მთელი მხარე. პომპეუსი ემზადებოდა აგრეთვე
მტკვრის მეორე მხარეზე გადასასვლელად. იქ იმყოფებოდა არტაგი, მაგრამ ამ
უკანასკნელმა დესპანები გამოგზავნა და პირობას იძლეოდა თვით აეგო ხიდი და
სურსათიც მოეწოდებინა რომაელთა ლაშქრისათვის. ეს პირობები შეასრულა კიდეც,
მაგრამ ცბიერმა პომპეუსმა, ეტყობა, დაივიწყა მიცემული პირობა და მტკვარზე იწყო
გადასვლა. არტაგი გაიქცა მდ.პელორისაკენ(არაგვისკენ).მაგრამ პომპეუსი დაეწია მას
და დაამარცხა. პელორზე გადასვლის შემდეგ არტაგმა დასწვა ხიდი. მდინარის აქეთა
მხარეს დარჩენილი არტაგის მეომრები შეეცადნენ გადაეცურათ იგი, მაგრამ
უმეტესობა დაიღუპა. ბევრი იბერიელი მეომარი დაეცა ბრძოლაში. მაგრამ ბევრმა
მათგანმა, ვინც, ეტყობა, ვერ მოასწრო არტაგთან ერთად პელორზე გადასვლა, ტყეებს
შეაფარა თავი და მაღალი ხეებიდან უშენდა ისრებს რომაელებს. მაშინრომაელებმა
ხეები მოჭრეს. ასე დაიღუპნენ იბერიელი მეომრები.პომპეუსსა და არტაგს შორის
კვლავ მოლაპარაკება გაიმართა. პომპეუსი მძევლად არტაგის შვილებს ითხოვდა.
არტაგი, ჩანს, ამაზე არ თანხმდებოდა, მაგრამ, როდესაც ზაფხულის სიცხეების გამო
პელორი ადვილად გადასალახავი გახდა და პომპეუსის ლაშქარიც გადავიდა მასზე,
არტაგმა მძევალი მისცა და ზავიც შეიკრა. პლუტარქეს ცნობით, ძღვენის სახით
პომპეუსმა არტაგისაგან მიიღო ოქროს საწოლი, ტახტი და მაგიდა.

იბერიიდან პომპეუსი კოლხეთში გადავიდა,აქ მას ფაზისთან საზღვაო ფლოტი


უცდიდა. რომაელებმა კოლხეთიც ბრძოლით დაიკავეს,კოლხეთის მმართველად
პომპეუსმა დააყენა ვინმე არისტარქე,ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა
მონეტამ. მონეტის ერთ მხარეზე გამოსახულია კაცის თავი,მეორეზე ტახტზე მჯდომი
ქალღმერთი.მონეტაზე არის წარწერა-„არისტარქე კოლხიდიდან“. ქვეყნის სახელის
ქვეშ არის ნიშანი,რაც არისტარქეს მეფობის მე-12 წელს დაახ.ძვ.წ52 წეელს
აღნიშნავს.ამგვარი მონეტების თითო ეგზემპლარი დაცულია პეტერბურგში,პარიზსა
და იზმირში.ერმიტაჟში დაცული მონეტა ნაპოვნია სოხუმთან.

You might also like