You are on page 1of 3

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა.

აღმოსავლეთ რომის იმპერია - ბიზანტია.


(''მარადიული ქალაქის'' დაცემა)
გერმანელები იყვვნენ ჩრდილოელი ანუ ''ნორმანი'' ტომები, რომლებიც ჯერ კიდევ ძვ.წ
პირველი საუკუნეებიდან იწყებენ სამხრეთისკენ შემდეგ კი დასავლეთისკენ
მოძრაობას. ეს პროცესი IV-VII საუკუნეებში მიმდინარეობდა. ეს ფაქტი ისტორიაში
''ხალხთა დიდი გადასახლების'' სახელით შევიდა. ისტორიკოსთა ნაწილი მას
''ეთნიკური რევოლუციის'' სახელით მოიხსენიებს. III საუკუნიდან გერმანელი ტომები
ხშირ-ხშირად ესევიან რომის იმპერიას და ახერხებენ რაინისა და დუნაის გადალახვას.
მათ ბარბაროსთა შეკავები ძვირად დაუჯდათ თუმცა იმოერია არსებობას ინარჩუნებს.
ნამდვილი კატასტროფა იწყება ევროპაში ჰუნების მომთაბარე ტომის გამოჩენით. 375
წელს ჩრდ. შავიზღვისპირეთში მცხოვრებ გოთების გერმანულ ტომებს თავს დაესხნენ
ჰუნები. გოთების ერთი ნაწილი, ოსტგოთები, ჰუნებს დაემორჩილნენ და მათთან
ერთად დაიწყეს სვლა დასავლეთისკენ, ხოლო მეორე ნაწილმა, ვესტგოთებმა, რომის
საზღვრებისკენ დაიხიეს და რომისადმი დამორჩილების გზით ცდილობდნენ თავის
გადარჩენას. ისინი იმპერატორს სრულ მორჩილებას და სამხედრო დახმარებას
დაპირდნენ. იწოდებოდნენ ფედერატებად (მოკავშირეებად), თუმცა მათი მშვიდობიანი
ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულაა. რომაელების აგდებული დამოკიდებულების
გამო (ცუდ, უვარგის მიწაზე დასახლებისთვის) ვესტგოთები აჯანყდნენ და
კონსტანტინოპოლისკენ (იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი) დაიძრნენ. 378 წელს ქ.
ადრიანოპოლის მახლობლად ვესტგოთებს დახვდათა არმია იმპერატორ
ვალენტინიანეს მეთაურობით. რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ რომაელთა არმია
დამარცხდა, იმპერატორი ბრძოლის ველზე დაეცა. 379-395 წლებში
იმოერატორი იყო თეოდოსიუს I. ახალმა იმპერატორმა 382 წელს ზავი დადო
ვესტგოთებთან, ჩააყენა სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში. ამ ბრძოლის შემდეგ
იმპერია წელში ვეღარ გაიმართა. მათ ჯარში იდგნენ გერმანელები რომლებიც დიდ
ფასად თანხმდებოდნენ რომ მათი იმპერია დაეცვათ სხა გერმანული ტომებისგან.
თეოდოსიუს I-მა, რომელიც ერთიანი რომის ბოლო იმპერატორი იყო, სიკვდილის წინ
395 წელს იმპერია თავის ორ შვილს გაუყო. დასავლეთი_ჰონორიუსს, ხოლო
აღმოსავლეთი_არკადიუსს. ჰონორიუსის არასრულწლოვნების გამო ხელისუფლების
მთელი სიმძიმე მის მეურვეს, სტილიქონს, დააწვა რომელიც ნიჭიერი გერმანელი
მხედართმთავარი იყო, ვანდალთა ტომიდან, რომელიც თავდაუზოგავად იგერიებდა
ბარბაროსებს. ჰონორიუსის ბრძანებით სტილიქონი სიცოცხლეს გამოასალმეს, რადგან
მან დაიჯერა ამბავი რომ თითქოს სტილიქონს იმპერატორობა სურდა. სტილიქონის
სიკვდილს მოჰყვა ბარბაროსთა სასტიკი რბევა. გამოუცდელი ჰონორიუსი ქალაქიდან
გაიქცა და რავენაში გამაგრდა, საიდანაც აკვირდებოდა თუ როგორი იღებდნენ რომს
ვესტგოთები 408 წელს ალარიხის მეთაურობით, თუმცა ალარიხი შეუთანხმდა
რომაელებს და გამოსასყიდის ფასად ხანგრძლივი ალყა მოშალა. მაგრამ 2 წლის შემდეგ
მან კვლავ ალყა შემოარტყა რომს და 410 წელს რომი დაეცა. ვესტგოთები ქალაქს სამი
დღე ძარცვავდნენ და ათასობით რომაელი მონად გაყიდეს. ჰონორიუსი კი იტალიის
დატოვების სანაცვლოდ გალიის დათმობას დაპირდა ვესტგოთებს და ისინიც დაეხსნენ
იტალიას და გადაიდნენ გალიაში. იქედან გადავიდნენ ესპანეთში და შექმნეს პირველი
ბარბაროსული სახელმწიფო, ვესტგოთთა სამეფო. რომის დაცემის შემდეგ ხალხი
იტანჯებოდა. მათ თვალწინ იმსხვრეოდა ყოველივე ის რაც მათ ურყევი ეგონათ:
იღუპებოდა დიდი იმპერია, ძალას კარგავდა კანონები, ჯანყდებოდნენ მონები და
ბარბაროსები რომს იმორჩილებდნენ. ''მარადიული ქალქის'' დაცემა მათთვის მთელი
სამყაროს აღსასრულს მოასწავებდა.
(იმპერიის აღსასრული)
IV საუკენში აზიიდან შემოიჭრნენ ჰუნები. ჰუნების ტომთა გაერთიანება
განსაკუთრებით გაძლიერად ''ღვთის რისხვად'' წოდებული ატილას მმართველობის
დროს. ატილას მთავარი ბანაკი დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე იყო
განლაგებული. ატილას ხელმძღვანელობით ჰუნებმა გაანადგურეს ბურგუნდების
სამეფო. მან დალაშქრა და ხარკი დაადო აღმოსავლეთ რომის იმპერიას. 451 წელს
დაიძრა გალიისკენ (საფრანგეთი), გადალახა რაინი და სამხრეთ დასავლეთით
განაგრძო სვლა. მათ წინააღმდეგ გამოვიდა ჯარი რომაელი აეციუსის
ხელმძღვანელობით. ბრძოლა გაიმართა კატალაუნის ველებზე (დღევანდელი შამპანის
პროვინცია, საფრანგეთი). გაიმარჯვა აეციუსის ჯარმა, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას რომ
ატილა ევროპას აღარ ემუქრებოდა. 452 წელს ის მოულოდნელად შეიჭრა იტალიაში და
დაიძრა დას. რომისკენ, რომლის იმპერატორიც იყო ვალენტინიანე III მხდალი. ის ვერ
შეებრძოლა ჰუნებს. მან გაგზავნა რომის მოხუცი პაპი ლეო I ძვირფასი და მისი
მოლაპარაკების და ძღვენის შედეგად ატილა პირველად უბრძოლველად გაბრუნდა
უკან. ეს ხალხმა ღვთის სასწაულად ჩათვალა, ხოლო ლეო I-ს ''დიდი'' უწოდეს. 453
წელს კი ატილა გარდაიცვალა. 455 წელს ვანდალთა ფლოტი, რომლსაც მეფე
ჰაიზენრიხი მეთაურობდა შეიჭრა რომში. რომი მზად არ იყო შეტევისთვის და
ჰაიზენრიხთან კვლავ ლეო I გაემართა. მათი მოლაპარაკების და დიდი ძღვენის შემდეგ
ჰაიზენრიხი დათანხმდა რომ არ დაეხოცა მოსახლეობა, არ გაეპარტახებინა და გადაეწვა
ქალაქი. მან რომი 14 დღე ძარცვა, სწორედ ამ ორ კვირიანი რბევის შემდეგ წარმოიშვა
ტერმინი ''ვანდალიზმი''. 475 წელს იმპერატორად ახალგაზრდა რომალუს
ავგუსტულუსი გამოაცხადეს, თუმცა მის ნაცვლად ქვეყანას მამამისი მართავდა. მას
შემდეგ რაც მამა-შვილა ბარბაროსებს უარი უთხრეს ყოველგვარი ხარკის გადახდაზე
ერთერთმა ბარბაროსმა, ოდოაკრმა, გერმანული ტომებისგან შემდგარი ჯარის
მეთაურმა, 476 წელს აჯანყება მოაწყო. მან აიღო და დააქცია დასავლეთ რომი. მოკლა
რომულუსის მამა, თავად რომულუსი კი ტახტიდან ჩამოაგდო. ოდოაკრმა თავი
იმპერატორად გამოაცხადა და სენატს დაავალა გამოეცხადებინა, რომ დას. რომში
იმპერატორი არ სჭირდებოდათ, ამიერიდან იმპერატორი მხოლოდ აღმ. რომში,
კონსტანტინოპოლში იქნებოდა. რეგალიები (დიადემა (გვირგვინი) და მეწამული ფერის
მანტია (მოსასხამი)) აღმ. რომში გაგზავნა. მან ბიზანტიის იმპერატორისგან, ფლავიუს
ზენონ ისავრიელისგან პატრიციუსის წოდება მიიღო. ამით შეწყვიტა დას. რომმა
არსებობა. მის ყოფილ ტერიტორიზე V საუკუნეში გერმანელებმა მრავალი
''ბარბაროსული სამეფო'' შექმნეს.
1. ვანდალების სამეფო (ჩრდ. აფრიკა);

2. ვესტგოთების სამეფო (ესპანეთი);

3. ოსტგოთების სამეფო (იტალია);

4. ფრანკების სამეფო (საფრანგეთი);

5. საქსებისა და ანგლების სამეფო (ბრიტანეთი);

6. ლანგობარდების სამეფო (ჩრდ. იტალია).

P.S ეს სამეფოები ებრძოდნენ. ყველაზე დიდხანს ფრანკთა სამეფომ იარსება.


(ბიზანტია)
330 წ. კონსტანტინე I-მა დედაქალაქი გადაიტანა კონსტანტინეპოლში, ბოსფორის
სრუტის სანაპიროზე, ქ. ბიზანტიონის ადგილას. თავის თავს ბიზანტიელები ეძახდნენ
რომეებს (რომაელებს). ბიზანტია იყო სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია IV-VI ს-
ში. იმპერიის სათავეში იდგა ბასილევსი (ბერძ. მეფე), რომელიც ღთის რჩეულად
ითვლებოდა. სათათბირო ორგანოს იმპერატორის კარზე სინკლიტი (ბერძ. სენატი)
წარმოადგენდა. სინკლიტები (ბერძ. სენატები) ხდებოდნენ მხოლოდ დიდგავროვნები,
თუმცა იყო შემთხვევები როცა მაღალ თანამდებობას მდაბიო წარმოშობის ადამიანებიც
იკავებდნენ, რადგან რომეები, ისევე როგოეც ძველი რომაელები, თვლიდნენ რომ
იმპერიის ყველა მოქალაქე დაბადებიდან ერთმანეთის თანასწორი იყო, ხოლო
დიდგვაროვნება_თითოეული ადამიანის პირადი საქმე იყო.

You might also like