You are on page 1of 2

ქართლში გაბატონების შემდეგ ირანელებმა დასავლეთ საქართველოშიც ცადეს ფეხის

მოკიდება.ქართლსა და ეგრისს შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა და ირანელთა


წინააღმდეგ ბრძოლადში ეგრისი ქართლს უმაგრებდა ზურგს.ირანი ამ ზურგის
მოშლას,ზღვაზე გასვლასა და ბიზანტიისათვის შესატევი გზის გახსნას ისახავდა
მიზნად.ქართლიდან გაქცეულ გურგენ მეფეს დაედევნენ სპარსთა ლაშქარი ეგრისის
საზღვრებში და ეგრისის სანაპირო ქალაქები შორაპანი და სკანდა დაიკავა.სპარსეთსა
და ბიზანტიას შორის532 წელს დადებული უვადო ზავით,სპარსელები იძულებული
იყვნენ ეგრისის ციხე სიმაგრეები დაეცალათ,თუმცა ბიზანტიამ იცოდა სპარსელთა
მიზნები და ომისთვის ემზადებოდნენ.ამმიზნით ბიზანტიის კეისარ იუსტინიანეს
ბრძანებით ეგრისის სამხრეთ ნაწილში ააგეს ციხე-ქალაქი პეტრა,იგი ბიზანტიელებმა
დაიკავეს და ჩადგა მათი სარდალი.ასევე ბიზანტიელებმა ჯარები ჩააყენა შავი ზღვის
სანაპირო ციხე-ქალაქებში:ფაზისში,პიტიუნტში,სებასტოპოლში.გაამაგრეს ეგრისის
დედაქალაქი ციხეგოჯიც.თითქმის მთელ ქვეყანას აკონტროლებდნენ.პროკოპი
კესარიელის ცნობით,ბიზანტიელთა ჯარების შეყვანამ მოსახლეობის უკმაყოფილება
გამოიწვია,ამას ერთვოდა ბიზანტიელი მოხელეების თვითნებობა.ქვეყანას განაგებდა
ფაქტიურად სტრატეგოსი,მხოლოდ გარეგნულად დარჩა მეფეს მეფობის
ნიშანი.ბიზანტიელი მოხელეები იმდროს ცნობილნი იყვნენ ანგარებითა და
თვითნებობით,მაგრამ ბიზანტიელმა სტრატეგოსმა ეგრისში-იოანე-ციბემ ყველას
გადააჭარბა,რაც ვერ აიტანა ეგრისის მეფე გუბაზმა და ელჩები გაუგზავნა ირანის შაჰ
ხოსრო1-ს.იგი სიამოვნებით დათანხმდა და საიდუმლოდ შეუდგა ომის
სამზადისს.როცა ხოსრო1მა შეჰყარა ლაშქარი ხმა დააგდო თითქოს იბერიაში
სალაშქროდ მოდიოდა,ვითომ იქ მყოფ ირანელებს ჰუნები დაესხნენ.543წელს
ლაშქარმა სწრაფად გაიარა იბერია და მოულოდნელად ეგრისში გადავიდა,აქედან
დაიწყო 20 წლიანი ომი ეგრისში ბიზანტიასა და ირანელებს შორის.ირანელ და
ეგრისთა შეერთებული მხედრობამ პირველად პეტრე აიღო,ხანმოკლე და
სისხლისმღვრელი ბრძლის შემდეგ.იოანე-ციბე ჭრილობებისგან
გარდაიცვალა,ხოსრომ კი შეიტყო რომ ბიზანტიელი სარდალი ველისაროსი ირანში
შეიჭრა და შაჰის სასწრაფოდ ირანში დაბრუნდა.მალე კეისარმა იუსტინიანემ ხოსროს
ზავის დადება შესთავაზა ლაზიკის დაბრუნების პირობით და მათ შორის დაიდო
დროებითი,ხუთწლიანიზავი 545-549წ.ხოსრომ გადაწყვიტა გუბაზი
მოეკლა,ეგრისელები სამშობლოს მიწიდან აეყარა და იქ ირანელები დაესახლებინა.ამ
მიზნით 300კაცი ფაბრიზის მეთაურობით ეგრისში გუბაზის მოსაკლავად
გააგზავნა.იგი დაუკავშირდა ფარსანს,რომელიც დიდი ხანი მტრობა ჰქონდა
გუბაზთან და ირანისთვის საიმედო ჩანდა.თუმცა ფარსმანმა აცნობა ყველაფერი
გუბაზს,გუბაზი კი კვლავ ბიზანტიას დაუკავშირდა.549წელს ეგრისელებისა და
ბიზანტიელების ლაშქარმა პეტრას შეუტია,მის დასაცავად ხოსრომ მერმეროეს
სარდლობით ლაშქარი გამოაგზავნა.ბიზანტიელების სარდალმა დაგისთემ არ
მოუსმინა ჰუბაზს და ასკაციანი რაზმი გაგზავნა გადმოსასვლელი ვიწროების
ჩასაკეტად.მერმეროემ დიდი ზარალის ფასად მოახერხა ამ რაზმის ამოწყვეტა და
დაეხმარა პეტრას დამცველებს,იქ ჩააყენა მეციხოვნეები და ქალაქის გამაგრება
უბრძანა.ეგრისში5000ჯარისკაცი დატოვა,თავად სომხეთში გადავიდა.დაგისთეს
დაუდევრობის გამო გუბაზმა კეისარს მისი გადაყენება მოთხოვა და იგი ციხეში
ჩააგდეს.ეგრის-ბიზანტიის შეერთებულმა მხედრობამ მოიგო ბრძოლები 550წელს
მდ.ცხენისწყლის ნაპირას,552წელსპეტრა გაასწორა მიწასთან,შემდეგ ირანელები
ციხეგოჯთან დაამარცა.553წელსმერმეროემ გააქცია ბიზანტიელები.მათი უგუნურება
გუბაზმა აცნობა კეისარს.თავის გადარჩენის მიზნით ბიზანტიელებმა
ვითომსპარსეთთან კავშირის გამო 554წლს ხობისწყლის ნაპირას გუბაზი
მოკლეს.ამისგამო ეგრისელებმა ბიზანტიასთან კავშირი გაწყვიტეს.სახალხო
ყრილობაზე ფარტაძეს მიემხრნენ,კეისარს გუბაზის მკვლელები უნდა
დაესაჯა.ეგრისის მეფედ ლაზების მოთხოვნით წათე.555წელს მოკავშირეებმა ორჯერ
დაამარცხეს ნახორაგანი.საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე ჩატარდა
სასამართლო და გუბაზის მკვლელი ბიზანტიელი სარდლები სიკვდილით
დასაჯეს.ომის დროს ეგრისის ჩრდილოეთით იყო აჯანყებები.550წელს აბაზგების
ხოლო555წელს მისიმიელების,რაც ჩაახშვეს.ხოსრო1 მიხვდა რომ საქმე წაგებული
ჰქონდა და562წელს ქ.დარაში ორმოცდაათწლიანი ზავი დადო ბიზანტიასთან,ირანი
ხელს იღებდა ეგრისზე,575წ,ბიზანტიელები სვანეთში შეიჭრნენ და ირანის მომხრენი
ტყვედ წაიყვანეს.ამდენად ირანელები დას.საქარტველოში აღარ იყვნენ.მიუხედავად
ლაზების ოცწლიანი ბრძოლისა,სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა ვერ
აღიდგინა ეგრისმა.

You might also like