You are on page 1of 2

დიდი ომიანობა ეგრისში

ეგრისის დიდი ომი, ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ეგრისის


ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. ეგრისის დიდი
ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით
დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და
აგათია სქოლასტიკოსს. ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე
მდებარეობდა, კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს
აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე
იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის
გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად. სპარსელი
სასანიდები დათანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას
532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით, თუმცა
ბიზანტიელთა უსამართლო მმართველობამ 541 წელს ეგრისელთა აჯანყება
გამოიწვია.

ეგრისის მეფე გუბაზ II-მ დასახმარებლად ირანის მეფეს ხოსრო I ანუშირვანს


მიმართა, რომელიც 542 წელს, ქართლის გავლით, დიდძალი ჯარით შეიჭრა
ეგრისში. ვარდციხესთან სპარსელებს გუბაზ მეფე დახვდა ეგრისელთა
ლაშქრით. სპარსელ-ეგრისელთა ჯარმა ეგრისში ბიზანტიელთა მთავარი
დასაყრდენი ქალაქი პეტრა აიღო და ბიზანტიელები განდევნა. 548 წელს
ეგრისელები კვლავ აჯანყდნენ, ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ . გუბაზ
მეფემ დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, რომელმაც
ეგრისში 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს
სარდლობით. მოკავშირეებმა უშედეგოდ სცადეს პეტრის აღება.

ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით,


რომელმაც პეტრის ციხეში 3 000 კაცი ჩააყენა, თავად კი პერსარმენიისაკენ
გაემართა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5
000 კაციანი რაზმი გაანადგურა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის
ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი რაზმი გაანადგურა. სპარსელი
სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან
ბრძოლაში დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ
იჩინა თავი.

ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო


ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და
დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა . 550
წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი
რაზმი გაანადგურა. სპარსელი სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით
შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან ბრძოლაში დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ
მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი.

ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო


ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და
დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა .
ბიზანტიელებს მოუწიათ მათი მოხელეთა თვითნებობის შედეგად აჯანყებული
მისიმიელებისა და აფშილების დამორჩილება. 556 წელს სპარსელები კვლავ
დამარცხდნენ ეგრისში. 562 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაიდო 50
წლიანი ზავი, რომლის თანახმადაც, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ ქვეყნად
დარჩა. VI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიაში იუსტინიანე I-ის, ხოლო
სასანიანთა სპარსეთში ხოსრო I-ის მმართველობის პერიოდში, ამ ორი
მეზობელი იმპერიის ინტერესები კიდევ უფრო მწვავედ შეეჯახა ერთმანეთს .
528 წელს იუსტინიანემ სპარსეთთან ომი განაახლა. მოწინააღმდეგეთა შორის
საომარი მოქმედებები ორ ფორნტზე წარიმართა ჩრდილოეთ მესოპოტამიასა
და ეგრისში, სადაც წათე I-ის განდგომის საპასუხოდ სპარსელებმა დამსჯელი
ჯარი გაგზავნეს. ეგრისის მეფემ, ბიზანტიელთა დახმარებით, მათი ქვეყნიდან
განდევნა შეძლო. მხარეებს დროის გაყვანა სჭირდებოდათ, ამიტომაც 532
წელს გააფორმეს ე. წ. „უვადო ზავი“.

ამ ხელშეკრულებას ასეთი სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მისი მოქმედების ვადა


განსაზღვრული არ იყო. ზავის პირობების თანახმად, აღდგა ძალთა ძველი
წონასწორობა დასავლეთი საქართველო ბიზანტიის გავლენის სფეროში
დარჩა, ხოლო აღმოსავლეთი სპარსეთის ქვეშევრდომობაში. მხარეებს უნდა
დაეცალათ ომის განმავლობაში ერთმანეთის ტერიტორიებზე დაკავებული
ციხეები. სპარსელებმა პირობა შეასრულეს და სკანდისა და შორაპნის
ციხეებიდან თავიანთი გარნიზონები გაიყვანეს.

მრავალწლიანი ომის შედეგად, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, ხოსრო I


მიხვდა, რომ ეგრისში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ეგრისისათვის ბრძოლამ
შეიწირა მისი საუკეთესო მეომრები, გაჭინაურებული ომი მძიმე ტვირთად აწვა
სახელმწიფო ხაზინას. სპარსთა ჯარები ეგრისში თანდათანობით მცირდებოდა.
საბოლოოდ, 562 წელს დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის მიხევითაც ეგრისი
თავისუფლდებოდა სპარსელთა ჯარისგან და ბიზანტიელებს უბრუნდებოდა,
სამაგიეროდ ამ უკანასკნელთ დიდძალი ფული უნდა გადაეხადათ.
სპარსელებმა ეგრისი დატოვეს, მაგრამ სვანეთი კიდევ დიდი ხნით
შეინარჩუნეს. ცალკეული შეტაკებები კი ორ იმპერიას შორის დასავლეთ
საქართველოში VI საუკუნის დასასრულამდე გრძელდებოდა.

You might also like