You are on page 1of 4

რომის დაპყრობითი პოლიტიკა

გადმოცემის თანახმად, ძვ.წ. 753 წელს აპენინის


ნახევარკუნძულზე მდ. ტიბრის ნაპირას მდებარე შვიდ
ბორცვზე ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დაარსეს ქალაქი
რომი. ძველი რომის ისტორია დასრულდა 473 წელს, როცა
რომი ვესტგუთებმა აიღეს.
პუნიკური ომები, რომლებიც ძვ.წ264 - ძვ.წ.146 წლებს შორის
მოხდა, მიმდინარეობდა რომაელებსა და კართაგენელებს
შორის. სახელწოდება პუნიკური კი რომაელების მიმართვიდან
კართაგენელებისადმი ,,პუნებიდან” მოდის. პირველი
პუნიკური ომის მიზეზი იყო დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე
ჰეგემონობა. რომმა მოიპოვა გამარჯვება, რის შედეგადაც
დაიპყრო სიცილია, ასევე კართაგენში დამარცხების გამო
არეული სიტუაციიდან გამომდინარე, რომაელებმა მარტივად
დაიკავეს სარდინია და კორსიკაც. მეორე პუნიკური ომის
საბაბი კართაგენის მთავარსარდლის ჰანიბალის მიერ
რომაელთა მოკავშირე ქალაქის გაძარცვა გახდა. რომი
ბრძოლებს აგებდა, თუმცა მოგება დაიწყო მას შემდეგ, რაც
მისი მთავარსარდალი გახდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონი.
საბოლოოდ ნუმიდიელთა რომის მხარეს გადასხვლა
კართაგენელების მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ხოლო
მესამე პუნიკური ომის დასაბამი მარკუს პორციუს კატონის
სიტყვები გახდა: ,,მიმაჩნია, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს”.
სამწლიანი ალყის შემდეგ რომაელებმა აიღეს კართაგენი და
როგორც წყაროებიდან ვიგებთ, მიწები გადახნეს და მარილი
დათესეს, რადგან აღარაფერს გაეხარა იქ.
ანტიოქე მესამე დიდის დროს სელევკიდების მონარქია
თავდაპირველად პოლიტიკურ ძლიერებას და მნიშვნელობას
ინარჩუნებდა, ის გამაგრდა ეფესოში და რომის
ახალდაპყრობილი ქალაქების წართმევას იწყებდა. მას მხარს
უჭერდა ჰანიბალიც, რომელიც სირიაში გაიქცა და ანტიოქეს
სამხედრო მრჩევლის მოვალეობებს ითავსებდა. თავიდან
რომაელებსა და სელევკიდებს შორის მიმდინარეობდა
დიპლომატიური ომები. პირველი ომი მოიგო რომმა და
სელევკიდებმა თავის ეფოსს შეაფარეს. შემდეგ ზღვაზეც
გაიმარჯვეს და სელევკიდები მცირე აზიაში განდევნეს.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ძვ.წ. 190 წელს. ომის
გამარჯვების გამო, ანტიოქე იძულებული გახდა ხელი მოეწერა
ზავისთვის, რომლის თანახმადაც უარს ამბობდა დაპყრობილ
ადგილებზე, გადაიხდიდა ხარკს და ჰანიბალს რომს
გადასცემდა, მაგრამ მან თავი მოიკლა.
შავი ზღვის გაკონტროლოებას რომი სრულად ვერ ახერხებდა,
რადგან მას ეღობებოდა პონტო და
არმენია(სომხეთი),რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ
იბერია(ქართლი) და ალბანეთი(აზერბაიჯანი). ძვ.წ. 89 წელს
რომაელთა წაქეზებით პონტოს ომი დაუწყო ბითვინიის მეფემ,
რომიც მაშინვე ჩაერთო, თუმცა მითრიდატემ რომის
სარდალიც კი ხელში ჩაიგდო. ძვ.წ. 83 წელს ისევ დაესხნენ
თავს მას, მაგრამ დამარცხდნენ. მესამე მითრიდატული ომის
დასასრულს მითრიდატე სხვადასხვა ადგილს აფარებდა თავს.
საბოლოოდ მას საკუთარმა შვილმა- ბოსფორის მეფემ
უღალატა და მისი რომისთვის გადაცემა განიზრახა, თუმცა
განწირულმა მითრიდატემ სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა. შედეგად, რომის ხელში გადავიდა მცირე აზიის
დიდი ნაწილი და სამეფოებმა რომის უზენაესობა აღიარეს.
პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ქართლის სამეფო რომის
ვასლად ითვლებოდა. ორივე მხარეს აწყობდა ერთმანეთის
მხარდაჭერა. I საუკუნის შუა ხანებში რომის და პართიის
დაპირისპირებისას, ქართლის ტახტის მემკვიდრეები რომს
დაეხმარენ. მოგვიანებით, რომაელები მიხვდნენ, რომ
ქართლის მეფეებმა დაპირისპირებით ისარგებლეს და
სომხეთსი საკუთარ პოლიტიკას ატარებდნენ. რომაელებმა
მითრიდატე დდააპატიმრეს. ამ სიტუაციით პართიამ ისევ
ისარგებლა და სომხეთში კვლავ თავისი წარმომადგენელი
გაამეფა. რომაელებს მოუხდათ დახმარება ისევ
ფარსმანისთვის ეთხოვათ. მითრიდატე გაათავისუფლეს და
ტახტი დაიბრუნა. ფარსმანი კი რომის ერთგული მოკავშირე
გახდა, ამიტომ აღარ ითვალისწინებდა ძმის სურვილებს და
მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ფარსმანმა ამის გამო
სომხეთში უფროსი ვაჟი- რადამისტი გაამეფა, თუმცა ის
სიმკაცრის გამო სომხებმა აჯანყებით გამოაძევეს და
პართიელი უფლისწული გამეფდა. საბოლოოდ, ტახტი ასე
გაინაწილეს: ტახტს პართიელი უფლისწული დაიკავებდა,
თუმცა რეგალიებს რომი გაუგზავნიდა ანუ რომის ვასლად
ჩაითვლებოდა.
მეორე საუკუნის შუა ხანებში ფარსმან II ქველმა ქართული
ტომებით დასახლებული მიწები ქართლის სამეფოს რომის
იმპერატორ- ადრიანეს ნებართვის გარეშე გააკეთა, თანაც ეს
კოლხეთზე სახმელეთო გასასვლელს უკეტავდა რომს, ამან
ურთიერთობა დაუძაბათ. 134 წელს ფარსმანმა რომს და
პართიას ჯარი შეუსია, თუმცა პართიამ ის საჩუქრებით და
ნადავლით უკან გამოაბრუნა, რომმა სამხედრო სამზადისი
დაიწყო, მაგრამ ქართველები უკვე უკან ბრუნდებოდნენ.
ადრიანე ფარსმანთან შერიგებას მაინც ცდილობდა.
ურთიერთობა მოაგვარა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა,
რომელმაც ქართლის ქმედება სამართლიანას სცნო, ოჯახთან
ერთად რომში უმასპინძლა ფარსმანს, კაპიტოლიუმში
მსხვერპლიც შეაწირინა და მისი ქანდაკებაც დაადგმევინა.
ფარსმანი დროდადრო კვლავ უტევდა პართიას.
პართიელებმა ჯერ რომთან შეთანხმება სცადეს
მოსაგვარებლად, უარყოფის შემდეგ მზარეული მოისყიდეს და
მეფე მოწამლეს.
სასანური ირანი თავიდანვე დამპყრობლურ პოლიტიკას
დაადგა. ის დაუპირისპირდა დასავლეთ რომის იმპერიას.
მასთან ბრძოლაში შაჰმა შაბურ I-მა აიღო ანტიოქია,
გაანადგურა რომაული არმია და იმპერატორი ვალერიანე
ტყვედ ჩაიგდო. შაბურის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო
ტახტისთვის ბრძოლა. ეს არეულობა გამოიყენეს რომაელებმა.
საბოლოოდ, რომსა და სასანურ ირანს შორის 298 წელს ქ.
ნიზიბინში ,,ორმოცწლიანი” ზავი გაფორმდა, რომლის
თანახმად
სომხეთი,
მესოპოტამიის
ნაწილი და
ქართლი რომის
მფლობელობაში
დაბრუნდა.
ამრიგად,
ჩამოთვლილი
ომები რომის
ისტორიის დიდ
ნაწილს
წარმოადგენს,
მისი ისტორიის
მოყოლა ამ
ჩამოთვლილი მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.

You might also like