You are on page 1of 6

ვერტიკალურ

ი სოფლის
მეურნეობა
გიორგი ადამია
სოფლის მეურნეობის
დარგების საძირკვლები
 სოფლის მეურნეობა ადამიანთა ცხოვრებაში
ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა, დაწყებული
ნეოლითური ხანიდან თანამედროვე პეროიდამდე.
სოფლის მეურნეობა იყოფა ორ მთავარ კლასად:
მეცხოველეობად, და მიწათმოქმედებად.
მეცხოველება ძირითადად განვითარდა ისეთ
ადგილებში, სადაც მცენარეები მარტივად არ
იზრდება, როგორიცაა მთიანეთი და უდაბნოები,
ხოლო მიწათმოქმედება ძირითადად წყლის
ახლომახლო, მდინარეებთან და ტბებთან არსებულ
ნაყოფიერ მიწებზეა განვითარებული. სოფლის
მეურნეობის ამ დარგების განვითარება მეტწილად
დამოკიდებულია გეოგრაფიულ ფაქტორებზე,
როგორიცაა ტენიანობა, ნიადაგის ნაყოფიერება და
სხვ. დარგების განვითარებაში ასევე დიდ როლს
თამაშობს სოციო-ეკონომიკური ფაქტორები,
მაგალტად ქიმიფიკაცის და ელექტროფიკაციის
დონეები. შედარებით ღარიბ ადგილებში
გეოგრაფია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს,
თუმცა ტექონლოგიურ განვითარებასთან ერთად
მისი მნიშვნელობა მცირდება.
ექსტენსიური და ინტენსიური სოფლის
მეურნეობა
დღესდღესობით სოფლის მეურნეობა კიდევ ორ დარგად იყოფა,
რომლებიც არიან ექსტენსიური და ინტენსიური მეურნეობები.
ექესტენსიური მეურნეობა ძირითადად განვითარებად ქვეყნებში
გვხვდება. ექსტენსიური მეურნეობა არის ძირითადად
სამომხმარებლოად განსაზღვრული და ძირითადად შედგება მცირე
გლეხური მეურნეობებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ მაღალი დონის
სპეციალიზაცია.
განსხვავებით ექსტენსიური მეურნეობებისგან, ინტენსიური მეურნეობა
გამოირჩევა მაღალი დონის სპეციალიზაციით, მაღალი
პროდუქტიულობთ და კარგად ორგანიზებული პლანტაციებით და
მეურნეობებით, თუმცა ასეთმა ინტენსიურმა მეურნეობამ დიდი ზიანი
მიაყენა ნაყოფიერ მიწებს, რომელთა 1/3 მხოლოდ 40 წელიწადში
დაიკარგა. მეცნერები და ექსპერტები ცდილობენ, რომ გამონახონ
მეურნეობის ისეთი სახე, რომელიც გარემოსათვის შედარებით
უსაფრთხო იქნება.
სოფლის მეურნეობის განვითარების
გზები
მდგრადი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად აუცილებელია
მისი გარემოზე ზემოქმედების დონის გათვალისწინება. გარემოზე
უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად შესაძლებელია
ბიორსესურსების გამოყენება, როგორიცაა ძროხის ნაკელი, რადგან
ისინი ხელოვნური გამანაყოფიერებისგან განსხვავებით გაცილებით
ნაკლებ ზარალს ტოვებენ გარემოში და შეუძლიათ მიწის
ნაყოფიერების დიდი ხნის განმავლობაში გაზრდა. კიდევ ერთი
მეთოდია ბუნებრივი მტაცებლების გამოყენება პარაზიტების
რაოდენობის შესამცირებლად. ეს პრობლემა საქართველოში
განსაკუთრებით აქტუალურია 2015 წელს აზიური ფაროსანების
შემოსევების შემდგომ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგია
ვერტიკალური მეურნეობა.
ვერტიკალური მეურნეობა
 ვერტიკალური მეურნეობა უძველესი დროიდან არსებობს. ის იყო
გავრცელებული სამხრეთ ამერიკაში, სადაც ადგილობრივებს მოსავალი
ფერდობებზე მოჰყავდათ. დღევანდელი ვერტიკალური მეურნეობის იდეა
ჩაისახა 1999 წელს, იგი მოიცავს მცენარეების კონტროლირებულ
გარემოში ვერტიკაულ რიგებში გაზრდას. ამ სახის მეურნეობა
გამორჩეულია, რადგან ის არ ზიანდება ნალექისგან, ზოგავს ადგილს და
დაცულია პარაზიტებისგან. გამოთვლილია, რომ ვერტიკალური
მეურნეობით მოყვანილი მოსავალი 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივად
მოყვანილ მოსავალს. ვერტიკალური მეურნეობის რამდენიმე დარგი
არსებობს, როგორიცაა ჰიდროპონიკა, სადაც მცენარეები რიგებად არის
ჩაძირული მინერალებით სავსე წყალში და აკვაპონიკა, რომელშიც
რიგებად ზრდიან თევზებს და სხვა ზღვის პროდუქტს. თუმცა ვერტიკალურ
მეურნებობას გააჩნია ეკონომიკური პრობლემები. დღევანდელი
ტექნოლოგიით ასე პროდუქტების წარმოება საკმაოდ ძვირია და რაიმე
გარდამტეხი ცვლილება უნდა მოხდეს ამ სფეროში, რომ ის
ეკონომიკურად შემოსავლიანი იყოს. თუმცა ამის მიუხედავად,
ვერტიკალური მეურნეობა კვლავ საწყის ფაზაშია და უცნობია, თუ რა
ცვლილებები მოხდება ამ სფეროში.

You might also like