You are on page 1of 2

მონაკვეთის შუა პერპენდიკულარი.

კუთხის ბისექტრისის თვისება


განსაზღვრება : მონაკვეთის შუაპერპენდიკულარი (შუამართობი) ეწოდება ამ
მონაკვეთის შუაწერტილზე გამავალ მის პერპენდიკულარულ წრფეს .

თეორემა 1.1 : მონაკვეთის შუაპერპენდიკულარის ნებისმიერი წერტილი


თანაბრადაა დაშორებული ამ მონაკვეთის ბოლოებიდან.

თეორემა 1.2 : მონაკვეთის ბოლოებიდან თანაბრად დაშორებული ნებისმიერი


წერტილი ამ მონაკვეთის შუაპერპენდიკულარზე მდებარეობს.

თეორემა 1.3 : გაშლილ კუთეზე ნაკლები კუთხის ბისექტრისის ნებისმიერი


წერტილი თანაბრადაა დაშორებული ამ კუთხის გვერდებიდან.

AD=BD.

თეორემა 1.4 : თუ წერტილი თანაბრადაა დაშორებული გაშლილ კუთხეზე ნაკლები


კუთხის გვერდებიდან, მაშინ ეს ამ კუთხის ბისექტრისაზე მდებარეობს.

წრეწირი. სამკუთხედზე შემოხაზული და სამკუთხედზე ჩახაზული წრეწირი


განსაზღვრება : წრეწირი ეწოდება ფიგურას შედგენილს სიბრტყის ყველა იმ
წერტილისაგან, რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული მოცემული
წერტილიდან. ამ წერტილს წრეწირის ცენტრი ეწოდება.

თეორემა 2.1 : ნებისმიერი სამკუთხედისავის არსებობს მასზე შემოხაზული


წრეწირი. იგი ერთადერთია და მისი ცენტრი ამ სამკუთხედის შუამართობების
გადაკვეთის წერტილია.

შედეგი : სამკუთხედის სამივე გვერდის შუამართობიები ერთ წერტილში იკვეთება.

თეორემა 2.2 : მხებს წრეწირთან აქვს ერთადერთი საერთო წერტილი.


თეორემა 2.2 : მოცემული წერტილიდან ერთიდაიმავე წრეწირისადმი გავლებული
მხებების მონაკვეთები ერთმანეთის ტოლია.

თეორემა 2.3 : ნებისმიერი სამკუთხედისთვის არსებობს მასში ჩახაზული წრეწირი.


იგი ერთადერთია და მისი ცენტრი ამ სამკუთხედის ბისექტრისების გადაკვეთის
წერტილია.

მრავალკუთხედები

You might also like