You are on page 1of 4

ქვის ხანის ადამიანი

• საიდან გვაქვს ინფორმაცია პირველყოფილი ადამიანების ყოფის შესახებ?

საქართველოს არქეოლოგია, ტ., I.-ში მოცემული გვაქვს ინფორმაცია


პირველყოფილ ადამიანებზე, რაც, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა
დღეს არსებული წყაროებიდან.

• ქვის ხანის ადამიანის ინტერესები და საზრუნავი და მიუთითეთ, როგორ


ცდილობდნენ/ახერხებდნენ ისინი ყოველდღიურ პრობლემებთან
გამკლავებას?

ისინი უფრო მეტად ნადირობით ირჩენდნენ თავს. სანადიროდ მამაკაცი


დადიოდა. ქალი კი ტყეში მცენარეებს აგროვებდა. ნადირობის მთავარი იარაღი
იყო ცული და დანა. მათ მონადირე კაჟისაგან ამზადებდა. შემდეგ ადამიანმა
სანადირო და საბრძოლო იარაღის გაკეთება ცხოველის ძვლისაგან დაიწყო.
ამისათვის ის ძვალს ჯერ ცხელ წყალში ალბობდა და არბილებდა. შემდეგ
ასწორებდა და შუბად აქცევდა. მონადირე ყველაზე ხშირად მამონტს ერჩოდა. ეს
იმიტომ, რომ მისი ბეწვიც, ხორციცა და ძვლებიც გამოსადეგი იყო. მამონტზე
ხშირად რამდენიმე ათეული ადამიანი ერთად ნადირობდა. ზოგჯერ უკან
მისდევდნენ და შუბებს ესროდნენ. ზოგჯერ ორმოს თხრიდნენ. 4 შიგ წვეტიან
სარებს ასობდნენ და ტოტებით ფარავდნენ. ორმოში ჩავარდნილი მამონტის
მორევა უფრო იოლი იყო.

ძველად ადამიანი ბინად ბუნებრივ გამოქვაბულს იყენებდა. მას ცეცხლის შუქით


ანათებდა. სამოსს ცხოველის ტყავისაგან კერავდა ძვლის ნემსით. სამოსს რთავდა
ჭრელად შეღებილი უამრავი ნიჟარითა და კენჭით. იმავე მასალით აკეთებდა
ბევრნაირ სამკაულს: მძივს, სამაჯურს, საყურეს... სადგომის კედლებზე კი
ნადირობის სცენებს ხატავდა. ამისთვის ბუნებრივ საღებავს თავად ამზადებდა
მცენარეებისა და ფერადი ქვებისაგან. ზოგან უძველესი ადამიანი კარვებშიც
ცხოვრობდა. კარავს ცხოველის ტყავისგან კერავდა. კარვის სარებად ცხოველთა
დიდ ძვლებს იყენებდა. ძვლებზე ტყავს ამაგრებდა. თუ კარავი დიდი იყო, შიგ ორი
ან სამი ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა ყველა ოჯახს თავისი კერია ჰქონდა. კერიასთან
თბებოდნენ, იქვე საჭმელს ამზადებდნენ. ასეთი იყო ადამიანის ცხოვრება მანამ,
სანამ იგი მეტ ცოდნას შეიძენდა.

• პირველყოფილი საზოგადოების სტრუქტურა (გვარი, თემი, საკუთრების


ფორმა, მმართველობა) და განსაზღვრეთ გენდერული როლები (ქალისა და
კაცის ფუნქციები, მათი საქმიანობა);

თანამედროვე ადამიანები დიდად განვსხვავდებით პირველყოფილებისგან. Ეს


ერთ-ერთიყველაზე მკვეთრი მაგალითებია:თავდაპირველად პირველყოფილები
20-30 ადამიანისაგან შემდგარ არამყარ გაერთიანებებად ცხოვრობდნენ.
მოგვიანებით ჩამოყალიბებული სისხლით ნათესაობაზე დამყარებული
გვაროვნული თემი კი ადამიანთა უფრო მტკიცე კავშირს განასახიერებდა. თავიდან
გვარში წამყვანი მდგომარეობა ქალს ეკავა და ნათესაობაც მხოლოდ მისი ხაზით
ვრცელდებოდა.

ქალის შრომითი საქმიანობის სფეროდ იქცა საცხოვრებლის დაცვა; მუდმივი


ცეცხლის მოვლა, ზრუნვა ბავშვებსა და მოხუცებზე, მცენარეული საკვების
შეგროვება და სხვა სამეურნეო მოვალეობანი. მამაკაცთა შრომას უპირატესად
ნადირობა წარმოადგენდა. მათვე ევალებოდათ ღია სადგომებზე საცხოვრებლების
გამართვა, საიარაღო ნედლეულის მოპოვება და იარაღ-ხელსაწყოების დამზადება.
• უძველეს ერთობებს (გვარები/თემები) შორის არსებული ურთიერთობები
(რამდენად მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ისინი, რის გამო შეიძლებოდა
ჩამოვარდნილიყო მათ შორის მტრობა და სხვ.).

მეთემეებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ: იარაღიც, მიწაც, საძოვარიც და შინაური


პირუტყვიც. ხალხი მოწეულ მოსავალს ერთმანეთში თანაბრად ინაწილებდა.
თემში არ არსებობდა მდიდარი და ღარიბი, არავის ჰქონდა კერძო საკუთრება.
თემის ყველა წევრი თანასწორი და თავისუფალი იყო. ისინი თემის
მმართველობაშიც თანაბრად მონაწილეობდნენ. საერთო კრებას ყველა მამაკაცი
ესწრებოდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდა. ბელადსაც
საერთო კრებაზე ირჩევდნენ. ბელადობას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების
მქონე კაცს ანდობდნენ. მისი ძალაუფლება მეთემეებზე იყო დამოკიდებული. თუ
ბელადი თემის ინტერესებს გადაუხვევდა, უსამართლოდ მოიქცეოდა ან პირად
კეთილდღეობაზე იზრუნებდა, ხალხი მის მაგიერ ახალ წინამძღოლს აირჩევდა.

სავარაუდოდ, რაც დრო გავიდოდა, ყველაზე ხშირი მიზეზი მათი უთანხმოებისა


უნდა ყოფილიყო საკვები, მიწები და ზოგადად თანამდებობა. Ესინი დაიწყებდნენ
ერთანეთში ბრძოლას .ეს ყველაფერი მიიყვანდა მათ დაპირისპირებამდე და
გაყოფამდე.ალბათ,ასეც შეიქმნა დღევანდელი მსოფლიო.

You might also like