You are on page 1of 1

სწავლის აუცილებლობა

სწავლა ბუნებრივი პროცესია, რაც ნიშნავს რომ, სწავლის სურვილი ბუნებრივად იბადება
და ამ პროცესში არავინ რომ არც ჩაერიოს, ადამიანი თავისითაც ისწავლის იმას მაინც ,
რაც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ასე ცხოვრობს და სწავლობს
ნებისმიერი ცოცხალი არსება. ადამიანი კი ძირითადად იმით განსხვავდება
ცხოველისაგან, რომ იგი აზროვნებს, მეტყველებს და რაც მთავარია გეგმავს თავის
მომავალს, წინასწარ აზრობრივად განსაზღვრავს შესაძლო სიტუაციებს. ეს უნარი კი მას
გამოუმუშავდა ადამიანთა მოდგმის ხანგძლივი არსებობის განმავლობაში ცოდნის
დაგროვებით, მომავალი თაობისათვის მისი შენახვითა და გადაცემით. ცოდნის
აუცილებლობაზე საუბარი ქართული მწერლების შემოქმედების დიდ ნაწილს იკავებდა .
მას ვაწყდებით მეთვრამეტე საუკუნის ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის
„დავითიანში“.

პოეტი განათლების მიღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და სწავლის


მძებნელთ მისი რჩევის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს: „ისმინე, სწავლის
მძებნელო!   მოყევ დავითის მცნებასა,  ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ
ეძებ გემოვნებასა.“ სწავლა მუდმივი საგანძურია, რომელიც ადამიანს სიცოცხლის
ბოლომდე გაჰყვება, მისი წართმევა ან დაკარგვა შეუძლებელია
„სწავლა სიკვდიმდე  შენია, მუდამ შენთანა მყოფელი; მას გეცილების ვერავინ, არ არის
გასაყოფელი.“

აღსანიშნავია, რომ მიღებულ განათლებას მხოლოდ გონიერი ადამიანის ხელში აქვს


ფასი, რადგან თუკი ადამიანი ვერ მიხვდება განათლების დანიშნულებას იგი ომში
უიარაღოდ წასულ მეომარს დაემსგავსება. „ვით უსაჭურვლოდ  მამაცი  ომშიგან გულად
ლომობდეს, გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს, ვერ
აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს,  ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ
მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.“

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც პოეტის აზრით ცოდნის მიღებას მოჰყვება , ეს საკუთარი


თავის შეცნობაა, რაც ეხმარება ადამიანს სწორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების
მიღებაში. „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ
მოსულა, სად არის, წავა სადაო?“.

განათლების მიღება მუდმივი პროცესია, რომელიც აქტიური იყო წარსულშიც , აქტიურია


ახლაც და იქნება მომავალშიც. არასათანადო განათლება ერთ -ერთი პრობლემაა
რომლის წინაშეც დღესდღეობით დგას ჩვენი ქვეყანა . სწორედ ამის აღმოფხვრას
ცდილობდნენ ქართველი პუბლიცისტები და საზოგადო მოღვაწენი , რომელთა
უპირველეს საზრუნავსაც ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენდა .
ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი , ილია ჭავჭავაძე განათლების შესახებ
წერდა: “კაცი მარტო მაშინ არის ხერხი , როცა ცოდნა აქვს , როცა ჭკუა ცოდნით
გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს . მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და
თავისთვისაც შემოაქვს ''.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ , რომ ცოდნა უდიდესი იარაღია , რომელიც ადამიანს


საკუთარი თავის შეცნობასა და განვითარებაში ეხმარება .

You might also like