You are on page 1of 1

ნეპოტიზმი ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობის

არსებობას საზოგადოებაში.

მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, მართლაც ნეპოტიზმი ხელს უწყობს


არაპროფესიონალიზმისა და უამრავ ზიანს უყენებს როგორც სახელმწიფოს , ასევე თავად
მოსახლეობასაც.
დღეს საჯარო მოხელეებს ყოველთვის აქვთ შიში იმისა, რომ უმუშევრობის წინაშე
აღმოჩნდებიან. სამწუხაროდ, ეს შიში საფუძვლიანია, რადგან კადრები ირჩევა არა
კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის, არამედ ნაცნობობით, ნეპოტიზმით. ეს კი აფერხებს
პროფესიონალიზმის განვითარებას, რაც წარმატებული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი
წინაპირობაა. სამწუხაროდ, ნეპოტიზმით დასაქმებული ბევრი არაპროფესიონალი ადამიანი
მუშაობს საჯარო თუ კერძო სამსახურში. ასეთ მოვლენას მოყვება ისეთი შედეგები ,
როგორიცაა: არაპროფესიალიზმი და დელეტანტობა, კვალიფიცირებული საზოგადოების
უმუშევრობა და შიდა დაპირისპირება მოსახლეებს შორის. ნეპოტიზმი ამრავლებს არა
მხოლოდ არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობას, არამედ იმედგაცრუებასაც ,
მოტივაციის ვარდნას ახალგაზრდებში, უიმედობასა და ა.შ. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო,
რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, თუმცა არ ჰყავთ შეძლებული ნათესავები, ნაცნობები,
რომლებიც დაასაქმებენ სხვადასხვა კომპანიაში, შესაბამისად ისინი რჩებიან სამსახურის მიღმა,
ხოლო პირი, რომელსაც შესაძლოა არასრული ზოგადი განათლება ჰქონდეს პრესტიჟულ
თანამდებობაზე დაინიშნოს. სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანა, სადაც ნეპოტიზმის მაღალი
მაჩვენებელია, მისი წარმატების დონე საშუალოზე დაბალია. როდესაც ნეპოტიზმის მოვლენები
გახშირებულია, ახალგაზრდული თაობა ეგუება იმ ფაქტს, რომ მათი დაწინაურებისა და დასაქმების
შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია. ამ მიზეზის გამო, უმრავლესობა წინასწარ ამბობს უარს ისეთ
პროფესიებზე, რომელშიც თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია ან შევსებულია ისევ
და ისევ ნაცნობობით. ამ შემთხვევაში ახალგაზრდას უწევს ისეთი პროფესიის არჩევა, რომელიც
მუდმივად მოთხოვნადია, მაგალითად ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები და ა.შ.

დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ თემის შესახებ. სამწუხაროდ, საუბრობენ არა
დადებითი, არამედ უარყოფითი კუთხით. ცოდნისა და კომპეტენციის დეფიციტი, ეს ის
ძირითადი პრობლემაა, რომელიც ხშირად განხილვის საგანია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ
ნაცნობების აყვანა თანამშრომლად უკეთესია გუნდური მუშაობისთვის

ამასთან, ბოლო პერიოდში სახელმწიფოებმა მიიღეს კანონები ამ პრაქტიკის შესამცირებლად ,


ვინაიდან მასში მრავალი ეთიკური საკითხია ჩართული.

You might also like