You are on page 1of 2

შუშანიკის წამება

იაკობ ცურტაველის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“


მოგვითხრობს Vს-ის ქართლში ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალ შუშანიკის
რელიგიური კოალიზიით აღმოცენებულ დაპირისპირებაზე.
ამ ორი დაპირისპირებული ფრთის პოზიციებიდან ხშირად ვხვდებით მერყეობას
ვარსქენ პიტიახშის მოქმედებებში, რომლეიც მისი იდეოლოგის ღერძს არ
შორდება. სავარაოდოდ მისი მერყევობიდან გამომდინარე იგი ცდილობს მისი
მეუღლის დაბრუნებას, რის ქვეტექსტშიც იგულისხმებოდა მოთხოვნა დედოფლის
გამაზდეიანების შესახებ.
ვარსქენის ერთ-ერთი პირველი მცდელობა დაებურნებინა მეუღლე სწორედ
ჯოჯიკის, მისი ცოლის და აფოც ეპისკოპოსის წრგზავნა იყო. ამით იგი ცდილობს
დაანახოს დედოფალს მისი უპირატესობა და ის, რომ მის მომხრეთა შორის
შუშანიკთან დაახლოებული პირები და თავად ღვთის მსახურიც კი არის. რა თქმა
უნდა, ეს ახლო გარემო, რომელიც „მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს
მას[შუშანიკს]“ ემოციური ფონითაც იქნებოდა გამდიდრებული, რაც შესაძლოა
ყოფილიყო ვარსქენ ერისთავის ჩანაფიქრის ნაწილი, რადგან ფუფუნებაში
გაზრდილი და განებივრებული დედოფალი აყოლილიყო ამ გრძნობათ.
მართლაც არ ჩაუვლია შეხვედრას ცრემლის გარეშე, თუმცა ეს ვერ ცვლიდა
შუშანიკის გადაწყვეტილებას, ღვთის გზაზე ევლო და ვარსქენიც ამ გზაზე
დაეყენებინა. მიუხედავად ამისა წმ. შუშანიკს მაინც უხდება ფიზიკურ დათმობაზე
წასვლა, რადგანაც იგი ხვდება, რომ ეს არ მოიაზრებს მისი პოზიციების დათმობას,
არამედ ხელს უწყობს მის აღსრულებას. ამიტომაც იგი საბოლოოდ „აღდგა“,
მიიღო გადაწყევტილება და მისი ფეხით დაადგა სამარტვილო გზას, რასაც
ავტორი დედოფლის მონოლოგით გვამცნობს: „უფალო ღმერთო, შენ უწყი,
ვითარმედ მე გულითად სიკუდილად მივალ.“
ეს ეპიზოდი მისი ემოციური ფონით ნათლად აღწერს რელიგიის სადარაჯოზე
მდგარი დედოფლის განცდებს და საბოლოო გარდაქმნებს სულიერი
სიმტკიცისაკენ. იგი ამ შეურყეველ პოზიციამდე მისასვლელად უარს ამბობს
ყოველგვარ კავშირზე, რომელიც ცდება ქრისტიანულ ჩარჩოებს და აცხადებს: „ნუ
დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლად-ღა ვიყავ“, რითაც იგი წყევტს მეშვიდე
საიდუმლოთი შეკავშირებულ ურთიერთობას და თუმცა სრულიად რელიგიურ და
სულიერ ჩარჩეობში გადასასვლელად ემზადება, ფიქრობს ამ ყველაფრის
ფორმალურ, გარეგნულ მხარზე: იგი უმჯობესად მიიჩნევს მათი ცოლ-ქმრული
ურთიერთობის პირველი, უხეში დამრღვევლი ვარსქენი იყოს: „უკუეთუ შემკრას და
მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან“. ამ ფაქტით
მისი საქციელი როგორც სასულიერო ასევე საერო გაგებითაც გამართლებული
იქნებოდა, მაგრამ პირველ ეტაპზე იგი უკან იხევს, რადგან მისი არჩეული გზა უკვე
მტკიცეა და ეს ერთი ფიზიკური მოქმედება ვერ შეცვლის მის საბოლოო
დანიშნულებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მისი სურვილი დაპირისპირებოდა
ვარსქენს და მის მომხრე ყველა ადამიანს, თითქოსდა ჭიდილში მოდის მის
რელიგიურ პოზიციებთან. თუმცა პასაჟის ამ ჭიდილით იგი მიდის ხასიათის
სიმტკიცესთან, იჩენს რა ქრისტიანული მრწამსის შემწყნარებლობით ბუნებას. იგი
უარს ამბობს ვარსქენის მეუღლეობაზე, მაგრამ ამავდროულად ეპისკოპოსთან
საუბრისას აცხადებს, რომ „ვითარმედ იგი[ვარსქენი] ჩემდა მოვაქციო“. შუშანიკი
იაზრებს ქრისტიანული რელიგიის მთელ სიმძიმეს და ცდილობს მისი სულის
სანთლით განანთლოს სხვებიც. ეს ეპიზოდი სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ
დედოფლის ეს გააზრებული ქმედებები მისი ერუდირებიდან გამომდინარებდა.
შუშანიკის განათლებაზე ასევე მეტყველებს „ევანგელეი... და წმიდანი იგი წიგნნი
მოწამეთანი“, რომელიც ყველგან თან დაჰქონდა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ შუშანიკის საბოლოო მეტამორფოზს ჯერ კიდევ ვერ
ვხვდებით ამ მონაკვეთში, რასაც გამოსახავს მისი სიტყვები: „უფალო ღმერთო,
არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის
ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა
ვარსქენს“. ასეთი მონოლოგით ავოტრის მიზანი სწორედ რომ შუშანიკის სულიერი
მდგომარეობის, ადამიანური განცდებისა და შტრიხების წარმოჩინება იყო.
ცნობილია, რომ ჰაგიოგრაფიულ ჟანრს არ ახასიათებს პერსონაჟის არსებითი
ცვლილვება. აქედან გამომდინარე ავტორი თავიდანვე ცდილობს დაგვიხატოს
დედოფლის ადამიანური ბუნება თავისი კონტრასტულობით და ამავდროულად
მის სულში არსებული სოლომონისეული სანთელი. ჰაგიოგრაფიის ამ კანონიდან
გამომდინარე ნაწარმოების თითოეული პასაჟში იკითხება პერსონაჟების ხასიათი.
ამ მონაკვეთით იაკობ ცურტაველს სურდა ეჩვენებინა დედოფილის, პიტიახშისა და
მის მიერ გაგზავნილი პირების თავდაპირველი ემოციები და განცდები უეცარი
განხეთქილების ჟამს, რაც გამოხატა სხვადასხვა მხატვრული ხერხით. ვხვდებით
მოძრაობას: „აღდეგ და მოვედ“ - ვარსქენის პირით წარმოთქმულს, რაშიც
გამოიკვეთება მოთხოვნილება, დედოფლის მიმართ, მიიღოს გადაწყვეტილება.
ხოლო მოქმედ პირთა არსებულ სულიერ თუ ემოციურ პოზიციების
მკითხველთათვის წარმოსაჩენად და გასამყარებლად კი ავტორი იყენებს
ეპითეტებს: „ეგრევითარ“, „დასაჯერებელსა“, „კეთილად“, „ჭეშმარიტი“, „კერძო“
და სხვა. ასევე პირთა შორის თუ შინაგან ჭიდილთა წარმოსადგენად ვხვდებით
მონოლოგებსა და დიალოგებს.

You might also like