You are on page 1of 1

Ტიციან ტაბიძის ლექსი “წიგნიდან “ქალდეას ქალაქები” სათაურიდანვე ხაზს უსვამს პოეტის სიმბოლოსტური

დამოკიდებულების გაცხადებას. Მათ შემოქმედებაში პოპულარულია “სალექსო ციკლები” რაც ნიშნავს იმას, რომ პოეტების
განცდა მათ მთელ შემოქმედებას გასდევს თან. ავტორის ერთგვარ მიმართვას ჰგავს მთლიანი ლექსი, ამ მოსაზრებას
ამტკიცებს მისი ქვესათაურიც “პოეტური ხელოვნება” ანუ “Ars Poetique”.

Სიმბოლიზმის თვალშისაცემი სიმბოლოა სხვა სიმბოლისტების გახსენებაც. ტიციანთან ვხვდებით შუამდინარეთიდან


მოსულ ქალდეას ქალაქებს, ჰაფეზი შირაზელს ირანელ პოეტს, ფრანგ სიმბოლისტს სიულ პრუდომს, ბესიკ გაბაშვილს და
შარლ ბოდლერს. “Ჰაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში, ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს”
მეტაფორულად გამოთქმულ სათქმელში იხატება აზიისა და ევროპის სინთეზი. “Გატეხილი ვაზა” (Le vase brise) თავად
სიმბოლიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქმნილებაა, “ჰაფიზის ვარდი” კი აზიური შემოქმედების შესანიშნავი
სიმბოლო. “Ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი ქართული პროფილი, ქართველობის ძირეული განცდა ჩვენი მთავარი
მოთხოვნაა, აქ იქნება, ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი გონება, ჩვენი იერი, ჩვენ შევაერთებთ დასავლეთის სიმახვილეს
და აღმოსავლეთის მზიურ მოდუნებას, დასავლეთის მხატვრული ნებით გამოსჭრით აღმოსავლეთის ნამზერულ
ჭვრეტას” - წერს ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძის თანამოაზრე და “ცისფერყანწელების” ერთ-ერთი წევრი.
ტიციან ტაბიძე კი თავის ნაწარმოებს ამ იდეით სრულიად მოსავს.

“უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე ვნებიან თვალებს” - ავტორი კეთილხმოვანების მისაღწევად ალიტერაციას მიმართავს.
კონსონანსური გადაწყვეტილებები არის მიღებული თითქმის ყველგან, მაგრამ მის შემდეგ ამბობს, რომ მას არ სურს მისი
ჯღერადობა მკითხველის მისაზიდად გამოიყენოს. “და ჩემი ჩანგი სირცხვილისგან დაიმსხვრეოდა, თუ გიტარაზე მისი
ლექსი მომესმებოდა”. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნიდან” პოეტთა სამი სახის კლასიფიკაცია იგივე მოსაზრებამდე
მიდის. Სიმბოლისტებსაც მიაჩნიათ, რომ მათი შემოქმედება აღმატებულია და ვერაფრით ვერ იქნება ყველასთვის
თანაბრად გასაგები.

ტიციან ტაბიძე საკუთარი განწყობის გამოსახატავად ქალდეაში მზის ჩასვლას სიტყვებით აღწერს ისე, თითქოს მღერის ან
ხატავს. “Ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს მწუხრი სინაზე” Შეგრძნებების აღთქმა კი ამ ხერხით მხოლოდ და მხოლოდ
მკითხველზეა დამოკიდებული, ის არ იჭრება დამატებით მკითხველის საქმეში. აქვე ახსენებს დავიწყებულ სიტყვებს, რაც
სიმბოლიზმისთვის მთავარი არტეფაქტები, ამ შემთხვევაში კი “ანდამანტებია”. ლირიკური გმირი, ამ შემთხვევაში თავად
პოეტი თავის თავს “უხმო ბულბულს” ადარებს, ქალდეა ამ შემთხვევაში არ გვევლინება რეალური ქრონოტიპით
განსაზღვრულ ყოფით სივრცედ. იგი წარმოგვიდგება. როგორც “ქალდეას მზეში” “უწინ ქებულად” და “დღეს ნაცარად”
ქცეულ სიმბოლოდ. ტიციანი ამ იდუმალ სივრცეს მეტაფიზიკურად გაიაზრებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მას მარტოობა
სტანჯავს ბულბულივით. ქალდეა შემოქმედებითი თავისუფლების და ჰარმონიული არსებობის წარსულია. Პოეტი კი
მიისწრაფვის კარგი წარსულის მომავალში გამეორებისკენ.

You might also like