You are on page 1of 3

აკაკი წერეთელი

„გამზრდელი“

აღმზრელის როლი ადამიანს აღსაზრდელის ქმედებების მიმართ სრულ


პასუხისმგებლობას აკისრებს

აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელის“ მე-4 თავი ჰაჯი-უსუბის მხატვრული სახის


გაცხადებით იწყება. პოემაში ჰაჯი-უსუბი მაჰმადის მცნებაში განსწავლული
ამაღლებული გმირია, რომელიც ხალხში თავისი ჭკუა-გონებითაა განთქმული. ტექსტში
ჰაჯი-უსუბი მაძიებელი, შემმეცნებელი ნატურაა, რომელიც, როგორც ნაწარმოებიდან
ირკვევა, მოგზაურობით, სამყაროს შემეცნებითა და ფილოსოფიური ძიებით იყო
დაკავებული: „ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს, მნახველია ცა და ქვეყნის; ჯერ ისევე
ჭანმაკია, თუმც არ არის კი მცირე ხნის.“ ეს და კიდევ სხვა ბევრი მახასიათებელი კი მას
იმ ხანში შესულ, ბრძენ, სამყაროს მოწყობაში ღრმად განსწავლულ, სულიერად
ამაღლებულ აღმზრდელს ამსგავსებს, რომელიც ადამიანთა ცნოებიერებაში იდეალური
მენტორის სახედ არის აღბეჭდილი. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ჰაჯი-უსუბს საფარ-
ბეგთან ერთად კიდევ სხვა ბევრი თავადიშვილიც აღუზრდია, ყველა მათგანის
საქციელის მიმართ კი, სავარაუდოდ, ზუსტად იმავე პასუხისმგებლობის განცდა
ექნებოდა, როგორიც საფარ-ბეგისაზე. ეს ფაქტი კი ჰაჯი-უსუბის სიკვდილს იდეურ
სიღრმეს მატებს.

ჰაჯი-უსუბის მხატვრული სახის გაცხადების შემდეგ პოემა საფარ-ბეგის


აღსარების ეპიზოდზე გადადის. ტექსტში საფარ-ბეგი ცოდვით დაცემული, ქვესკნელის
გმირია, რომელმაც უპატიებელ ცოდვაში ხელის გასვრით წუთიერი შვება ჰპოვა, ხოლო
შემდეგ კი ეს ცოდვა შხამად ექცა, რომელიც საფარ-ბეგს სულსა და გონებას ერთიანად
უწამლავს. საფარ-ბეგი გულწრფელ სინანულს განიცდის, სტკივა, ცოდვის სიმძიმე კი მას
შიგნიდან ანადგურებს: „ეუბნება ყოველისფერს, უნებურად რაც შეემთხვა; ცრემლები
სდის და ეჩრება ბურთფად ყელში მწარე სიტყვა“. ტექსტში ბათუმ საფარ-ბეგს
სიცოცხლის სახით სიკვდილზე უარესი სასჯელი მოუვლინა, ძნელად გამოსათქმელი
ცოდვის აღმზრდელთან აღსარების დავალებით კი საბოლოოდ დაასვა დაღი ცოდვით
დაცემული გმირის თავმოყვარეობას.

ნაწარმოების მთავარი, აღმზრდელის პასუხისმგებლობის პრობლემა ტექსტში


საფარ-ბეგის აღსარებაზე ჰაჯი-უსუბის პასუხით ცხადდება. ნაწარმოების ფინალში
ჰაჯი-უსუბი ამ ცოდვის საპასუხოდ სიკვდილის აუცილებლობას იაზრებს, ტენის
დამბაჩას, საფარ-ბეგი კი სიკვდილისთვის ემზადება. ეს ფაქტიც ცოდვით დაცემული
გმირის ამბავს დამატებით ტრაგიზმს სძენს, რომ საფარ-ბეგისთვის ამ მომენტში
დამბაჩის ცხელი ტყვიით გულის გაპობა ერთადერთი შვების მომგვრელია: „შეაყენა
ზედა ფეხზე მან დამბაჩა გატენილი; მორჩილებით გულ - მკერდს უშვერს საფარ, მისი
გამოზრდილი“. ნაწარმოების მთავარი მოულოდნელობა საფარ-ბეგის ამ საქციელზე
ჰაჯი-უსუბის პასუხში ცხადდება. ჰაჯი-უსუბი თავისი აღსაზრდელის ცოდვაზე
ბრალეულობას საკუთარ თავზე იღებს და საფარ ბეგს ეუბნება: „შენ სიკვდილის რა
ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ“. ამის შემდეგ
პოემის მთავარი გმირი თავისივე დატენილ დამბაჩას საფეთქელში იხლის და თავს
იკლავს: „წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია!... ჩაიკეცა
სულთამბრძოლი, წამლის კვამლში გაეხვია...“.

ნაწარმოების მთავარი გმირის ამ ქმედებით პოემის ავტორმა ტექსტში


აღმზრდელის პასუხისმგებლობის განცდა აღმატებულ ღირებულად აქცია, რომლის
იდეალადაც სწორედ ჰაჯი-უსუბის მხატვრული სახე შექმნა. აღმზრდელის
პასუხისმგებლობის იდეამ ბევრი სხვა მწერლის შემოქმედებაშიც ჰპოვა ადგილი, მაგრამ,
ამავე პრობლემის აკაკისეული განხორციელება კი ქართულ მწერლობაში ნამდვილად
ახლებული და ინოვატორულია. სწორედ ამ მიზეზით არის ეს ტექსტსი ბევრი
მკითხველისთვის გაუგებარი. ავტორი თავადვე ამბობს, რომ საფარ-ბეგის ცოდვით
დაცემა სულაც არ ყოფილა აღზრდის ბრალი: „მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს, თუ
ბუნებამც არ უშველა?“. საფარ-ბეგის საქციელზე პასუსიხსმგებლობას კი ავტორი მაინც
ჰაჯი-უსუბს აკისრებს. საქმე ისაა, რომ ავტორმა ჰაჯი-უსუბის მხატვრულ სახეში
მენტორის იდეალი გააცოცხლა, აღმატებული პასუხისმგებლობის განცდით. აკაკი
წერეთელმა აღმზრდელის პასუხისმგებლობის თამასა ცამდე ასწია და მენტორს თავისი
აღსაზრდლის ქმედებების მიმართ სრული პასუხისმგებლობა დააკისრა. თუნდაც
ბევრისთვის გაუბარი და ბევრისთვის მიუღებელი ტექსტში წამოჭრილი ეს პრობლემა
აკაკისთვის იდეალის ღირებულებაა.

ავტორის მიერ ტექსტში წამოჭრილი ეს იდეა აღმატებული, თუმცა,


რადიკალურია და სწორედ ამ რადიკალურობის გამო არის ძნელი სხვა ლიტერატურულ
ნაწარმოებებში ჰაჯი-უსუბის მსგავსი მხატვრული სახის მოძებნა. თითქმის ყველა
ნაწარმოებში აღმზრდელის პასუხისმგებლობა მხოლოდ მორალური ჩარჩოებით
შემოისაზღვრება, ერთეულ შემთხვევებში კი მენტორი სრულად იღებს თვისი
აღსაზრდელის მიმართ პასუხისმგებლობას.

სავარაუდოდ, ნაწარმოების ყველაზე ახლო პარალელად იესო ქრისტეს მაგალითი


გამოდგება. მაცხოვარიც, ჰაჯი-უსუბის მსგავსად, მრავალი ადამიანის სულიერი
მოძღვარი და მენტორი იყო, მისი ღვთიური დიდებისა და ზნეობრივი გაჯანსაღების
უნარის მიუხედავად კი მის მოწაფეებშიც კი გამოერია ერთი ცოდვით დაცემული, იუდა.
გარდა ამისა, ქრისტემ თავისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვებიც იტვირთა და
ერთგვარად ადამიანთა ქმედებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.
ტექსტში ჰაჯი-უსუბის მხატვრული სახე ასაევე ემსგავსება გაბრიელის მენტორი
მღვდლის მხატვრულ სახეს ილიას „გლახის ნაამბობიდან“. მღვდელმა ნაწამოებში
საკუთარ თავზე აიღო მოთხრობის მოქმედი გმირის, გაბრიელის სწავლება. მღვდელი
გაბრიელს „ვეფხისტყაოსნის“ იდეალებზე ზრდიდა, ნაწარმოების ბოლოს კი ცოდვით
დაცემული, განადგურებული მოწაფის ცოდვების მიტევების პასუხისმგებლობასაც
აიღო.

You might also like