You are on page 1of 4

ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ (გეგმა სიუჟეტისა და ფაბულისათვის)

1. ხევსური ზვიადაურის გადმოსვლა წყვდიადში ჩაფლულ ქისტეთში;


ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, გზას ვამბობ, თორემ რა გზაა.
კაცი რამ მოდის გზაზედა. ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
2. ზვიადაურის შეხვედრა ჯოყოლა ალხასტაისძესთან და ვინაობის დამალვა, ნუნუად გაცნობარადგან
„რა ქნას? მის სახელს იცნობენ, ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა; უდროდ საფლავში ჩალალა.“
3. ზვიადაურის თანხმობა ჯარეგაში მასპინძელ ჯოყოლასთან სტუმრობაზე;
4. ქისტი ჯოყოლას უბადლო, ხელგაშლილი მასპინძლობა;
5. მშვენიერი ცოლით ამაყი ჯოყოლას მიერ აღაზას წარდგენა სტუმართან.
6. ჯოყოლას სახლში მყოფი უხუცესი მუსას მიერ ზვიადაურში მოსისხლე მტრის ამოცნობა და გულსშემოყრილი ჯავრის დამალვა იმის იმედად, რომ
სტუმარი „სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბალასა“
7. მოხუცი ქისტი მუსას მიერ თანასოფლელთა ინფორმირება ჯოყოლასთან ხევსური ზვიადაურის სტუმრობის შესახებ;;
8. ქისტების განზრახვა მოსისხლე ზვიადაურზე ჯავრის ამოყრის შესახებ
უნდა შასწირონ თავის მკვდარს
ზვიადაურის თავია;
9. ქისტების განზრახვის მოტივი ზვიადაურზე თავდასხმისა
ეგ ჩვენი ამომგდებელი, გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენი მრბეველი ძალითა; ჩვენის სისხლით და ძვალითა
10. ქისტების მიერ მზვერავის გაგზავნა ჯოყოლასთან იმის გასაგებად, თუ სად დააძინებდნენ სტუმარს
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!
11. თანასოფლელთა თავდასხმით შეურაცხყოფილი ჯოყოლას განრისხება და მუქარა
- რას სჩადით? - შემოუძახა: - ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა? განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა, განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა? ჩემის კაცობის ქელვასა!..
12. თანასოფლელთაგან ხევსურის ვინაობის გამგონე გულდამძიმებული ჯოყოლას სინანული
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა, თითქოს ნატყორცი ისარი
პირს სინანული წაესო, ზედ გულის კოვზზე დაესო.
13. სიცრუით შემოპარული ხევსურის, ძმის მკვლელი ზვიადაურის სტუმრობით განრისხებული ჯოყოლას მართლზომიერი, სტუმარ-მასპინძლობის
ადათ-წესებით ნასაზრდოები პასუხი (ა)სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია; ბ)რჯულით ნაკარნახები მცნება-„სტუმარი ღვთისაა“ ; გ)ოჯახისადმი
პატივისცემის საყოველთაო ვალდებულება დ)უიარაღოსთან უღირსი ბრძოლა)
დღეს სტუმარია ეგ ჩემი, იქ მოეპყარით ავადა.
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა, ვის გაუყიდავ სტუმარი?
როცა გასცდება ჩემს ოჯახს, ქისტეთს სად თქმულა ამბადა?

1
რა დავაშავე ისეთი, მიტომ იქცევით მცდარადა;
რომ მომიხედით კარადა? ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
თვის რჯული დაგვიწყებიათ, სახლში ხართ, განა შარადა!
14. ალაჰის სახელით ჯოყოლას მიერ უსამართლობაზე გალაშქრება და მუსას მოკვლა;
15. ქისტების მიერ ზვიადაურის შეპყრობა და სასაფლაოზე მისი წაყვანა თრევით მოკლული ქისტების სახელზე შესაწირად
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.“
16. წუთისოფლის უსამართლობა

ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს, ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,


არავინ გადურჩენია. როცა იღუპვის გემია!..
17. კაცობრიობის უსამართლო „მართლმსაჯულება
“კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა, რამდენი ავსული ვიცი,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან. წარბშეუხრელად დადიან;
18. სამაგიეროს , საზღაურის მიგების წესი-„სისხლი სისხლის წილ“
19. თავის მტანჯველის შემუსრვა ...მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
ან კი ვის არა სწადიან?! თვითონ უფალმა ბრძანაო,“
20. ქისტი დარლას საფლავზე მოლას მიერ აღვლენილი ლოცვა და აღსრულებული რიტუალი მსხვერპლშეწირვისა;
21. უდრეკი ზვიადაურის წარბშეუხრელი მზაობა სიკვდილთან შეხვედრისა.
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!” - გაოცდენ ქისტის შვილები, “ძაღლ იყოს”, ყელში ამბობდა,
უპასუხებდა ხალხსაო. ხალხი დგებოდა ყალხსაო. მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
არ იდრიკება ვაჟკაცი, “ლამის რომ არ შაეწიროს,
არ შეიხრიდა წარბსაო. ყელში ურჭობენ ხმალსაო.
22. ხევსური ზვიადაურის სახელოვანი სიკვდილი
„სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, - გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
ზვიადაური კვდებოდა, გული გულადვე რჩებოდა.“
23. ჯოყოლას ცოლის-აღაზას აღფრთოვანება ვაჟკაცის მიმართ და ზვიადაურის შველის დაუოკებელი სურვილი
და ამ სურათის მნახველი ფიქრობდა ბრაზმორეული: ნეტავი იმას, ვინაცა
ერთი დიაცი ბნდებოდა, ნეტავი მომცა ცულიო, მაგის მკლავზედა წვებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი, ნეტავი ნებას მაძლევდეს ვისიცა მკერდი, აწ კრული,
ხალხზე უკანა დგებოდა. დედაკაცობის რჯულიო, მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!
მიშველებასა ჰლამობდა: რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას ნეტავი იმას ოდესმე
“ნუ ჰკლავთ!” ეძახის გულიო, გავაფრთხობინო სულიო. ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!
24. ქისტების დაგვიანებული სინანული ვაჟკაცის მოკვლის გამო
„ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
2
ყველა ალაჰსა ჰფიცავდა
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.“
25. ზვიადაურის გვამის მიტოვება ძაღლებისა და ყვავ-ყორანთა საჯიჯგნად ;
26. სხვა ვაჟკაცის მოზიარე (მოტირალი) აღაზა და ავტორის მიერ ქალის ქცევის გამართლება
„სიკვდილსა გლოვა უხდება, ხელში - ნატეხი ხმლისაო,
მკვდარს ძმას - ტირილი დისაო, ომს - ლხინი გამარჯვებულთა
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი, და დამარცხება მტრისაო.
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო. ზვიადაურსა გლოვობდა
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი, შფოთვა და ბორგვნა წყლისაო“
27. აღაზას წარუშლელი ფიქრები ზვიადაურზე
„ზვიადაურის სიკვდილი ეს ფიქრი გონებისაა, სიბნელეს უცდის, მივიდეს,
თვალებში ელანდებოდა. გული თავისას შვრებოდა, ღამით იტიროს მკვდარიო;
სტიროდა, მაგრამ ტირილი კაცის კაცურად სიკვდილი იმას აღარა ჰფიქრობდა,
არ იყო, ეხათრებოდა: გულიდამ არა ჰქრებოდა. ჯოყოლა როგორ არიო.
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა, ქალის გულს იგი სურათი ვის ცოლი ვის ქმარსა სტირის?
მეორით - ღმერთი აშინებს, შიგ გაეყარა ისრადა; რას სჩადის ჭკვაზე მცდარიო?!
ქისტეთის მტრისა მოზარეს იმან დაადვა ლამაზსა იქნება ჰკლავენ ჯოყოლას,
თავს რისხვას გადმოადინებს. დაკლულის გლოვა კისრადა. სახლსაც შაუხსნეს კარიო!“
28. წეს-ჩვეულებათა უარმყოფელი აღაზას ილუზიური ფიქრები და გარდაცვლილი ძმა ებარის საყვედური საიქიო სამყოფელიდან

“ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ? ერთს სამარეში მდებარი!


რისხვა რად დამეც მედგარი? მაგით მიმტკიცებ დობასა,
მეორეს საფლავში ჩამდევ, შენი ქალობა ეგ არი?!”
29. ჯოყოლასთან დაბრუნებული აღაზას მონათხრობი მითოსური ისტორია დევებთან შეხვედრისა შფოთვისა და შინ დაგვიანების გასამართლებად;
30. შეშფოთებული ცოლის დამნახავი ჯოყოლას იჭვნეული ფიქრები
„ხომ არვინ მოიწადინა მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს, ჩემის ნამუსის შემბღალავს
გადაეგორე მკლავზეო? ვანანებ ემავ წამზეო. მალე მოვიყვან ჭკვაზეო,“
31. ჯოყოლას მოთხოვნის შემდეგ ქმრისთვის ჩაბარებული „აღსარება“ უცხო კაცის დატირების შესახებ

„ცრემლები შემიწირია რომ უცხოეთში კვდებოდა, მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,


იმ შენის მეგობრისადა. არც ნათესავი, არც მოძმე, ოდნავაც არა ჰკრთებოდა. „
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი, რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
32. ჯოყოლას მიერ ცოლის საქციელის შეფასება
იტირე?! მადლი გიქნია, დიაცს მუდამაც უხდება
მე რა გამგე ვარ მაგისა? გლოვა ვაჟკაცის კარგისა.
33. ზვიადაურის მშობლიურ სოფელ ბისოში ხევსურთა მზაობა ვაჟკაცის სისხლის ასაღებად ;

3
ბისოს მოვიდა ამბავი, ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,
ვით ნაქუხარი მეხადა: ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი, გასაგონარი ჭირითა,
“მოუკლავთ ზვიადაური, გამოსადეგი მეტადა!” ფარ-ხმალით მოკაზმულები
ცით ჩამოსული სვეტადა, ჯარს ამზადებენ დილითა.

34. სისხლის აღების ადათით გამართლებული ბრძოლა ხევსურებისა ქისტებთან. „ეს ხომ ახალი არ არის, სისხლმა იდინოს მილითა.“
35. უბედური შვილმკვდარი დედის თხოვნა
ბისოს ტიროდა ბებერი, მოიტათ, ჩამაბარეთა!
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა: ჩემის შვილისა მარჯვენით
“ბედკრული რად ვარ ცოცხალი? გულს მიწა მომაყარეთა;
მეც მიწას მიმაბარეთა; როგორ ვიგონო თავის ძე
მკლავნი მაჩვენეთ შვილისა, ურჯულოს არე-მარეთა?!”

36. ქისტებისაგან გარიყული და ბრძოლის ველზე მარტოსული ჯოყოლას თავგანწირვა;


37. ხევსურთა გამარჯვება და მშობლიურ მიწას ზვიადაურის ძვლების მიბარება
მოკრიბეს სასაფლაოზე ზოგი სად ეგდო, ზოგი სად,
ზვიადას ძვლები ტრიალით: ფრინველთ ნაჯიჯგნი ფრიალით.
ამოიყარეს მტრის ჯავრი, უცხოეთს მაინც არ დაჰრჩათ, ფშავ-ხევსურეთის იმედი,
სადარდო რაღა არია?! შინ მოაქვთ თავის მკვდარია, ქავ-ციხე, რკინის კარია.
38. ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული და თანამოძმეთაგან მიტოვებული დაუმარხავი ჯოყოლას დატირება აღაზას მიერ და თვითმკვლელობით
დასრულებული სიცოცხლე.
“თავს ნუ იკლავო!” აბა, თუ დახუჭა ქალმა თვალები,
ერთმა ურჩიოს მაინცა. მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
39. საიქიოში გაგრძელებული სტუმარ-მასპინძლობა ორი ვაჟკაცისა (ჯოყოლასი და ზვიადაურისა)
40. ავტორის ეპილოგი მანკიერი ტრადიციების წარუშლელობის შესახებ
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ ზედ აწევს ჯადოსავითა,
კურუმად შავის ფერითა, არ დაიმტვრევა კვერითა,
დაეფარება სანახავს ვერც შეულოცავს მლოცავი,
წერა-მწერელის წერითა. არც აიხდება ხელითა.

You might also like