You are on page 1of 2

გამორჩეულად ყოფნა თავისუფალი ადამიანების თვისებაა (დაშინებული ვერასდროს იქნება

გამორჩეული)

თავისუფლება ნების, გრძნობის, აზრის განხორციელებაა, რომელიც დასაბამს აძლევს ყოველივე


ღირებულსა და გამორჩეულს. თუ ადამიანს ეშინია ბრძოლის, სიმშვიდის მოპოვების, მაშინ ის
ვერასდროს გაიმარჯვებს უსამართლობაზე, და ასე განილევა მისი ცხოვრება არარსებულის
მოლოდინში. შიში პირველი წინაპირობაა უმოქმედობისა, რომელიც უსუსურ, წარმავალ არსებად
გაქცევს, შენს ყოფას გაუსაძლისს გახდის და ერთადერთი გამოსავალი გაქცევაა, გადაკარგვა სრუილად
უცხო გარემოში, სადაც განცდა მარცხისა სამუდამოდ დაგტანჯავს. გადარჩენა მთავარი არ არის,
პრიორიტეტული მალვის გარეშე სიარულია, სადაც არ გეშინია იყო შემდეგი მსხვერპლი, რადგან
საფრთხე აღარ გემუქრება. აუცილებელია, შიშს თვალი გაუსწორო, პირისპირ თავაწეული დაუხვდე,
რათა უმალვე აღმოფხვრა იგი. თუ გინდა იყო განსხვავებული,საკუთარი თავი უნდა აღმოაჩინო,
რომელიც კუთვნილი თავისუფლების არსებობის გარეშე შეუძლებელია.

ლია სტურუა უსათაურო ლექსში მკვეთრად წარმოაჩენს, რომ შიში და მალვა ვერასდროს
დაამარცხებენ ბოროტებას, სისხლიანი დილა იქამდე გათენდება, სანამ რომელიმე მათგანი საკუთარი
სისხლის სანაცვლოდ, საკუთარი "მოძრაობით" მომავალს არ შექმნის. პოეტის დედის ბავშვობა
ტრაგიკულია, რამაც სამუდამოდ დააზიანა დედის სული, მას შიშის გრძნობა საუკუნოდ წყლულად
დააჩნდა გულზე. როდესაც მშობლებს უკლავდნენ, მას სურდა გარემოსთან გაიგივებულიყო. "ერჩივნა
მწერი ყოფილიყო, ჭიანჭველა" და არა გამართული ადამიანი დროშით ხელში, რათა არ შეეგრძნო ის
გაუსაძლისი შიში და ტკივილი. ლექსის მიხედვით, დროშა გამოწვევასთან ასოცირდება, მისი დამჭერი
- გამორჩეულია, განსხვავებულობა კი - დამღუპველია, მძიმე ტვირთია, რომლის ზიდვა არ ძალუძს
დაშინებულ, დამონებულ ადამიანს. თუ გამოწვევის გეშინია, ესეიგი ხარ სხეულში გამოკეტილი პირზე
ხელებმიფარებული ნაკაცარი. და არა თავისუფალი, საკუთარი ნების მცველი. ბოლოს პოეტის დედა
უკვე საკუთარ შვილსაც კი გაურბოდა, მასთან ერთად გამოჩენას ერიდებოდა. მწერალმა საკუთარი
მშობლის შიში სიტყვებით შემოსა და ნათლად დაგვანახა დაშინებული საზოგადოების სახე. დედამისი
ლიას პოეტობას თავში ვერ კი გაივლებდა, ყოველგვარი სიკეთე უნდა შვილისთვის, თუმცა არ იცოდა,
რომ იგი გამორჩეული იყო და ასეთი, რომ არ ყოფილიყო, მოკვდებოდა უმალვე.

ინტელიგენცია სახეა განსხვავებული საზოგადოებისა,რომელიც მიუხედავად უამრავი


წინააღმდეგობისა, ცდილობდა მოეპოვებინა თავისუფლება. საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო
სისხლიანი, უმოწყალო და ძალადობით მოცული. მმართველობა მუდმივად ებრძოდა ინტელიგენციას
და თავიდან იშორებდა. მწერალთა საზოგადოება იყო უსამართლო ქმედების მსხვერპლი. მათ
სდევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხოცავდნენ და არაადამიანურად იმეტებდნენ სამუდამო
განსაცდელისთვის. ერთმანეთს ღალატობდნენ, ასმენდნენ და გარდაუვალ სასიკვდილო განაჩენს
გამოუტანდნენ. ძნელია შეეგუო ყოფას, რომელიც სავსეა შიშით და გადარჩენის იმედით. სწორედ ეს
არის გამორჩეულობის ხვედრი, იბრძოლო ბოლომდე და სისხლის სანაცვლოდ წუთისოფელს
მიმართულება შეუცვლო.

დღესდღეობით, მოჩვენებითია ის "ფაქტი", რომ ადამიანები განსხვავებულებს სწყალობენ, თუმცა მათ


მუდმივად სდევნიან.

You might also like