You are on page 1of 1

ისტორიას გამარჯვებულები წერენ.

მაქს ლერნერის ეს ფრაზაც მიგვანიშნნებს


გამარჯვების მნიშვნელობაზე. მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულები ივიწყებენ
ისტორიას, მაშინ როცა დამარცხებულებს არ ძალუძთ მომხდართან შეგუება და ფიქრებით სულ
მას დატრიალებენ, აცოცხლებენ და ფიქრობენ. გამარჯვება ამეტიჩრებს, დამარცხება აფიქრებს.
ესაა ჩემი დღევანდელი ესსეს სათაური, რომელსაც გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა მაქვს
საპირისპირო მოსაზრებებიც, რომელთაც არგუმენტირებული მსჯელობით გავამყარებ.

მარცხი და გამარჯვება ერთმანეთთანა ხლოს მდგომი ცნებებია. ადამიანი აზროვნებს ორგვარად


- როგორც გამარჯვებული და როგორც დამარცხებული. მარცხი, ეს არის შესაძლებლობა, რომ
თავიდან დაიწყო, ოღონდ უფრო ჭკვიანურად. მარცხი გასწავლის გახდე უკეთესი, გადააფასო
შესაძლებლობები, დაინახო შენი სუსტი და ძლიერი მხარე. ვფიქრობ რომ გამარჯვებაც და
დამარცხებაც სუბიექტური ცნებებია, შეფარდებითი. იქნებ ის ადამაინი უფრო წარმატებულია
ვინც მარცხს მარცხზე განიცდის , თუმცა არ კარგავს ენთუზიაზმს. ვინც დამარცხება გამოიყენა
გამარჯვების გზაზე მარტივად სასიარულოდ. თუ მარცხი ადამიანისთვის ტრაგედიაა და
ადანაშაულებს მოგებულს, ან სხვადასხვა მიზეზს იშველიებს მარცხის გასამართლებლად
ვფიქრობ ეს არის რეალური წარუმატებლობა, ხოლო თუ მან შეძლო შექმნილი სიტუაციიდან
მნიშვნელოვანი და ღირებული დასკვნის გამოტანა - დიდ გაკვეთილს მიიღებს არამხოლოდ
კონკრეტულ საქმიანობაში უკეთესი შედეგის მისაღწევად არამედ შეიძენს უნარებს, რაც
დაეხმარება ცხოვრების სხვა ასფეროებშიც.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გამარჯვება ამეტიჩრებს. შემთხვევით მოპოვებული
გამარჯვება , ან უშრომელად, დაუმსახურებლად მიღწეული წარმატება ხომ დიდი ვერაფერი
მონაპოვარია. მაგრამ წარუმატებლობისა და დამარცხების მედგრად და ღირსეულად გადალახვა
და ასევე ღირსეული გამარჯვებისკენ სწრაფვა კი მართლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია
უნარია ცხოვრებისულ სირთულეებთან გასამკლავებლად. როგორც ვიქტორ ჰიუგო იტყოდა
ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება. სწორედ ეს ფრაზა გადმოსცემს ჩემს დამოკიდებულებას
მოცემულ თეზისთან დაკავშირებით. ვფიქრობ ადამიანზეა დამოკიდებული როგორ იმოქმედებს
მასზე გამარჯვება, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მიღწეული წარმატების
შემდეგ იწყება ახალი ბრძოლა სადაც უნდა დაამტკიცო რომ ხარ ნამდვილი გამარჯვებული.

You might also like